მაქსიმე მუდამ იმასა ცდილობდა, რომ მისი კეთილი ადამიანობა, მისის ლოცვისა და ღვთის ვედრების ამბავი არავის გაეგო, დაფარული ყოფილიყო
მაქსიმე მუდამ იმასა ცდილობდა, რომ მისი კეთილი ადამიანობა, მისის ლოცვისა და ღვთის ვედრების ამბავი არავის გაეგო, დაფარული ყოფილიყო
"მე დღეის შემდეგ ამ ქვეყანაზე აღარა ვარ, ყველამ მკვდრად ჩამთვალეთ, რადგან ღვთის შეწევნით საუკუნო ცხოვრების გზას დავადექი"

(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18)
მაქსიმე 9 წლისა იყო, როცა დედ-მამამ სასწავლებელში მისცა სოფელ კახურში. იმ სოფელს კახურს იმიტომ უწოდებენ, რომ მის ეკლესიაში კახეთიდან მოსვენებული წმინდა გიორგის ხატი ასვენია. ყმაწვილმა ფრიად გაიხარა და სულ ლოცულობდა: ღმერთო, ჭკუა-გონება მომეცი, რომ ადვილად ვისწავლო და კაი კაცი გამოვიდეო. მაქსიმემ სწავლა დაიწყო დედის გულმოდგინებით, დღე და ღამ გულისყური სულ წიგნზედ ჰქონდა. მალე სწავლით გაუსწრო ამხანაგებს და მასწავლებელს უჩიოდა, იმდენს არ მასწავლის, რამდენის სწავლაც შემიძლიაო. მასწავლებელმა გაიგო ეს, ნაწყენი გაუჯავრდა და სასტიკად სცემა. მაგრამ ბოლოს შეეცოდა და ცალკე დაუწყო სწავლება ქართულისაც და რუსულისაც. უფროს შეგირდადაც დანიშნა და კლასი ჩააბარა. მოწაფეებს ძალიან უყვარდათ მაქსიმე. რაც თვითონ არ იცოდნენ, სთხოვდნენ, გვასწავლეო. მაქსიმეც ყველას ეხმარებოდა. ამრიგად, მაქსიმემ სულ მცირე ხანში პირველი ხარისხით დაასრულა სოფლის სასწავლებელი.

ამ დროს მაქსიმეს მშობელი დედა გარდაეცვალა და დარჩა ობლად. მეტად დაღონდა, შეწუხდა. დედა ისე ძლიერ უყვარდა, რომ არ ეგონა, თუ იმის გარდაცვალების შემდეგ კიდევ იცოცხლებდა.

მალე მამამ ბავშვი ოზურგეთის სამკლასიან სასწავლებელში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბისა გამო ვერ დაასრულებინა. მამის რჩევით, ბავშვი მეზობელ ვაჭარს გაჰყვა ბათომის მახლობლად, სოფელ შეკვეთილში; იქ ალალმართლობითა და ერთგულებით დიდი ნდობა და მადლობა დაიმსახურა. იქიდან გაემგზავრა სოფელ ხაშურში (მიხაილოვის სადგური). იქ გაატარა 6 წელი. ამ ხანში სულ იმას ცდილობდა - ბლომად ეშოვნა საღმრთო წერილის წიგნები და იშოვნა კიდეც გაბრიელ ეპისკოპოზის ქადაგებანი და ძველი და ახალი აღთქმის წიგნები; მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სულ იმ წიგნებს ჩასცქეროდა. როგორც ფუტკარი ყვავილს, ისე დაეწაფა. ის წიგნები იყო მისთვის მანანა ცხოვრებისა და წყარო უკვდავებისა. ამ წიგნებმა უფრო შეაყვარა ლოცვა, მარხულობა, სათნოება, განუვითარა გონება, შესძინა ცოდნა და შნო რიგიანის ლაპარაკისა.

მაქსიმემ აქ თავის კეთილის ცხოვრებით მოიპოვა მრავალი ამხანაგი. თავისუფალ დროს ჩაუდგებოდა შუაში ამხანაგებსა და უკითხავდა ქადაგებას და სახარებას. არა მარტო მისმა მეგობარმა და ნაცნობებმა, არამედ ებრაელებმაც კი მიიღეს მონაწილეობა ამ საქმეში; ისმენდნენ საღმრთო წერილს და განცვიფრებაში მოდიოდნენ. ვინც ჩამოდიოდა მაქსიმეს სოფელში, ყველა იმას ამბობდა: მაქსიმეს საუცხოო ქადაგება და სახარების სწავლება დაუწესებია ხაშურშიო.

შემდეგ მაქსიმე ქალაქ ტფილისში გაემგზავრა. მცირე ხანში დადგა დიდი მთავრის მიხეილის სასახლის მოსამსახურედ. ამ ადგილზედ დიდი ერთგულება და სიკეთე გამოიჩინა. ყველას ძლიერ უყვარდა მშვიდობიანობისა და მეცადინეობისთვის. რასაკვირველია, ყველაფერი მრავალი ჰქონდა - სასმელ-საჭმელი და სხვა, მაგრამ მარხვასა და ყოველსავე საღმრთო მცნებას მტკიცედ იცავდა და მისი კეთილზნეობრივი ცხოვრება ყველას უკვირდა. შემდეგ რამდენისამე წლისა ავად გახდა. დაღონებული სოფელში წავიდა, იქ წმინდა გიორგის ეკლესია მოილოცა და თან დროშაც შესწირა. იმ ეკლესიის მღვდელს შესამოსელი მიუძღვნა. მაქსიმე კიდევ ძლიერ დაღონებული იყო ავადმყოფობისა გამო და თითქმის ლაპარაკიც აღარ ეხალისებოდა: სულ იმას წუხდა და იურვოდა: ვაი თუ მოვკვდეო. მისი ავადმყოფობაც მოუმზადებლად სიკვდილისა და წარწყმედის შიში იყო მხოლოდ. ამისთვის დღე და ღამ სწუხდა, მოსვენება არ ჰქონდა. ბევრი უწამლეს, მაგრამ ღვთისა და სიკვდილის შიში მაინც ვერ განუქარვეს. ბოლოს მღვდელმა უთხრა ნათესავებს:

- ტყუილად ნუ სწუხართ მაგისათვის. მაქსიმეს არაფერი სტკივა. მეტისმეტად დიდი სარწმუნოების კაცი არის; ჭეშმარიტის, უეჭველის რწმენით სწამს ღმერთი ყოვლად ძლიერი და მისგან დადებული საუკუნო ნეტარება და საუკუნო სასჯელი. ამ სარწმუნოების მიზეზითა სწუხს კაცობრივი ბუნება, ვერ იტევს ამისთანა მგზნებარე სარწმუნოებას, ავად ხდება, საუკუნო ნეტარება არ დავკარგო და საუკუნო სასჯელში არ შთავვარდეო; თორემ ეგ რომ მცირე მორწმუნე იყოს, ეგრე ძლიერი წარწყმედა-ცხონების ფიქრი არ ექნება. სულ ურწმუნო რომ იყოს, არაფრის დარდიც არ ექნება. ნათქვამია: "სიბრძნის დასაბამი უფლის შიშიაო". ეგეც ისე არის: ღვთის შიშით არის ავად, მაგას ხორციელი მკურნალი არ უნდა, უნდა სულიერი ნუგეში, რადგან სულ მცირე, უმნიშვნელო შეცდომა ისე დიდად წარმოუდგენია, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა.

მღვდელმა უწირა, ულოცა და ზეთი უკურთხა, შემდეგ დაარიგა და გაამხნევა; მაქსიმემ დიდი სიხარული და ნუგეში იგრძნო და მწუხარება ძლიერ შეუმსუბუქდა. მაქსიმემ ახლა მიწის მუშაობასაც გულსმოდგინებით მიჰყო ხელი. ისე მკაცრად მუშაობდა, რომ მისი ნამუშევარი ოთხი-ხუთის კაცის ნამუშევარს უდრიდა. ერთს კაცს ნადში მოეხმარა. იმ კაცმა იფიქრა, ეს რას გამირიგებსო, ბოლოს ნახა, რომ ყველაზე მეტად მან გააკეთა, მივიდა და ბოდიში მოითხოვა.

გავიდა ხანი. მაქსიმემ სოფლის დატოვება განიზრახა; ეკლესიები მოილოცა, შუაღამისას ადგა ჩუმად, თავისი ძვირფასი ტანისამოსი ჩაიცვა, ყველასგან შეუმჩნევლად გამოვიდა სახლიდან და ქუთაისის გზას ფეხით გაუდგა. მეორე დღეს მაქსიმე ვეღარ ნახეს; იქით ეძებეს, აქეთ ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ზოგი ამბობდა, წყალში თუ ჩავარდაო, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. შემდეგ საიდანღაც ბარათი მიიღეს ამ წარწერით: "წერილი საიქიოდან". ბარათი გახსნეს და აღმოიკითხეს:

"ნათესავებო! მე დღეის შემდეგ ამ ქვეყანაზე აღარა ვარ, ყველამ მკვდრად ჩამთვალეთ, რადგან ღვთის შეწევნით საუკუნო ცხოვრების გზას დავადექი. თქვენ თავს უპატრონეთ. ჩემი იმედი ნუღარა გაქვთ".

ნათესავებმა შექმნეს მწუხარება და გოდება, თითქოს მართლა მომკვდარიყო, ისე გამოიტირეს.

ფეხით გამგზავრებულს მაქსიმეს, როდესაც მივიდა სამტრედიის მახლობლად, გზაზე შეხვდა ერთი საწყალი კაცი, ძველის დაგლეჯილის ტანისამოსით. მაქსიმემ უთხრა: ძმაო, ეგ შენი ძველი ტანისამოსი მე მომეცი და ეს ჩემი ძვირფასი, ახალი ტანისამოსი შენ ჩაიცვიო. გლახას შეეშინდა, უსათუოდ მცდის ან მატყუებსო. მაქსიმემ დაარწმუნა, რომ არც სცდიდა და არც ატყუებდა. გლახამ ძველები გაიხადა და მაქსიმემ თავისი ძვირფასი ჩააცვა, მისი ძველი ძონძები თვითონ ჩაიცვა. თითქოს მძიმე ლოდი მოიშორა გულიდანაო, გამსუბუქებულმა, მხნედ და მხიარულად განაგრძო თავისი გზა.

პირველად გელათსა და მოწამეთას მივიდა, გულმოდგინედ მოილოცა ეს შესანიშნავი მონასტრები. იქ მყოფ ბერებს განუცხადა გულის ზრახვანი. მინდა აღვასრულო ღვთის მცნებანი, ვიცხოვრო ისე, როგორც მისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ბევრი რამ მაბრკოლებსო. ბერებმა დაარიგეს, გაამხნევეს და ნუგეში სცეს.

- შვილო მაქსიმეო, - უთხრეს ბერებმა სხვათა შორის, - ბევრი დაბრკოლება გადაგეღობება ღვთის მსახურების გზაზე, მაგრამ ნუ მიჰხედავ ნურაფერს. შენს ღვთისმოყვარეობას მტკიცედ დაადექი და ნურავისგან ნუ გეშინია. როცა სულითა და გულით ღმერთს მიენდობი, შენი მზრუნველი და მფარველი ღმერთი იქნება. იქნება ღმერთმა გამოგცადოს და ათასგვარი განსაცდელი მოგაყენოს, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ. ღმერთს უყვარს გამოცდა თვისთა მოსავთა. ზოგს ერთხელ გამოსცდის, ზოგს - მრავალჯერ. ხოლო შენ მტკიცედ სდეგ ღვთის მცნებასა და სარწმუნოებაზე.

მაქსიმემ დიდი ნუგეში შეიძინა, - ბერებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და სულით გამხნევებული ქუთაისისკენ დაეშვა. ქუთაისში რამდენიმე დღე სულ მშიერი დადიოდა, ფული არ ჰქონდა და ისე არავინ შეიწყალა; დიდი ხნის უჭმელს ძალიან გაუჭირდა: ერთხელ ერთს საჭმელების დუქანში შევიდა და ჩამოჯდა; ერთმა კაცმა საჭმლის ჭამა გაათავა. ერთი პატარა მჭადის ნატეხი გადარჩა, მიატოვა და წავიდა. მაქსიმემ აიღო ის მჭადის ნატეხი და შიმშილით დასუსტებულმა ჭამა დაუწყო. დუქნის პატრონი მივარდა და მჭადის ნატეხი არ დაანება. მაქსიმემ უთხრა: ძმაო, შენი არაფერი წამიღია, ეს მჭადის ნატეხი იმ კაცისა იყო, დარჩა და ავიღეო. იმან უთხრა: რომ დარჩა, ეგ დუქნის სარგებლობა არისო და ლანძღვა-გინებით დუქნიდან გამოაგდო. მაქსიმე დარჩა კვალად მშიერი. სადაც მივიდა, უფულოდ ღამეც არ გაათევინეს, ღამღამობით გარეთ რჩებოდა სიცივესა და ავდარში. იყო დიდს გაჭირვებაში. ალბათ ღმერთი მცდისო, იფიქრა: გამხნევდი, ჩემო თავო, არ გაახარო ბოროტი სული. იმას უნდა გაჭირვებით ცოდვაში ჩამაგდოს, ამისთვის არ მაძლევს საშველს აღარც საჭმლით და არც ღამის გათევით, მაგრამ, ღვთის შეწევნით, უნდა მოვითმინო და ღმერთი შემეწევაო. ასეთ ყოფაში მუდამ ლოცულობდა და ყოველ გაჭირვებას იმით იქარვებდა.

ბოლოს შეხვდა ერთი ღვთისნიერი მოხუცი კაცი, მაქსიმემ თავისი გაჭირვება იმას შესჩივლა და სთხოვა: იქნებ მომსახურის ადგილი მიშოვნოთო. შვილო, თუკი გამეწყობა, ხელს მოგიმართავ; მაგრამ ტანისამოსი არ გივარგა და რა ვქნაო. მაინც წაუძღვა და დააყენა ერთს პატიოსან მოქალაქე კაცთან თვეში ოთხ მანეთად. მაქსიმეს ფიქრადაც არ მოსვლია საწყენად დარჩენოდა, რომ სამი თვის წინათ თვეში სამი თუმანი ჯამაგირი ჰქონდა და აქ ასე იაფად უნდა ემსახურნა. არც ის უფიქრია, ცოტას მაძლევს და მეც მცირე სამსახურს გავუწევო. მისთვის სულ ერთი იყო, ბევრი ჰქონდა თუ ცოტა, რადგან ყოველივე, რაცა ჰქონდა, გლახაკთა სასარგებლოდ იყო გადადებული და თვითონ არაფერს იტოვებდა. ბევრი ჰქონდა - არიგებდა, ცოტა ჰქონდა და იმასაც სიხარულით აძლევდა გაჭირვებულს. ამიტომ დიდის გულსმოდგინებით მსახურობდა, იმ მოქალაქეს დიდ საქმეს უკეთებდა და დიდი ნდობაც დაიმსახურა. ღამე სამზარეულოში იძინებდა ხოლმე, მარტო. შუაღამისას წამოდგებოდა და ჩუმად ლოცულობდა. როცა ცისკრის ზარის ხმა შემოესმოდა, ჩუმად ფანჯარას გააღებდა, გადავიდოდა, მთავარანგელოზის ეკლესიაში შევიდოდა, პირქვე დავარდებოდა და ცრემლით ლოცულობდა. ასე განაგრძობდა დიდხანს. არავინ იცოდა ასეთი მისი ამბავი.

ერთხელ, როცა ფანჯრიდან გადავიდა, ფანჯრის მიხურვა დავიწყებოდა, კატა გადასულიყო და ჭურჭელი გადმოეყარა. მაშინვე წამოვარდნილიყო სახლის პატრონი, შესულიყო სამზარეულოში. ჰხედავს, მაქსიმე არ არის, უთუოდ ქურდია და მოღალატეო, - იფიქრა სახლის პატრონმა, - იმიტომ თუ არის დაგლეჯილის ტანისამოსით, რომ ბოროტებას მისდევსო. მაქსიმეს არაფერი არ უთხრა იმ განზრახვით, რომ უნდა დარწმუნებულიყო, თუ სად დადისო. თუ მართლა ქურდია, ქურდობაზე დავიჭერო.

მეორე ღამეს სახლის პატრონი დარაჯად დადგა. მაქსიმე შუაღამისას წამოდგა და მისი ჩუმი ხმა ესმოდა დიდხანს. ზარის ხმა რომ გაისმა, ჩვეულებისამებრ, ჩუმად გადავიდა ფანჯრიდან. სახლის პატრონიც შორიახლოს გაჰყვა უკან. მაქსიმე მივიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში. გულხელდაკრეფილი და მუხლმოდრეკილი ცრემლით ლოცულობდა. სახლის პატრონი გაჰკვირდა, გაოცდა, არა სჯეროდა - რა ვქნა, ეს რა ამბავიაო. მეორედაც ჩუმად აედევნა და მაქსიმე კვლავ მთავარანგელოზის ეკლესიაში ნახა ასევე გულმხურვალედ და ცრემლით მლოცველი. მაშინ უთხრა: ოჰ, შვილო მაქსიმე, თურმე რა კეთილი ადამიანი ყოფილხარ და ჩვენ კი არ ვიცოდით! ღმერთო, შეგცოდე! ღმერთო, შეგცოდე! რამდენ ცილსა გწამებდითო. სახლის პატრონმა თავისი სახლობა გააფრთხილა: მაქსიმე ღვთის კაცი ყოფილა, ყველანი დამნაშავენი ვართ მის წინაშე, არავინ ურიგობა არ შეჰკადროსო. მას უკან მართლაც ყველანი პატივისცემით ეკიდებოდნენ და დიდად უყვარდათ თავიანთი სათნო მსახური. მაქსიმე მუდამ იმასა ცდილობდა, რომ მისი კეთილი ადამიანობა, მისის ლოცვისა და ღვთის ვედრების ამბავი არავის გაეგო, დაფარული ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა, იმხანად მაინც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat