დაღონებული და დასუსტებული გული ჩემი აღძარ შენდა მსახურებად
დაღონებული და დასუსტებული გული ჩემი აღძარ შენდა მსახურებად
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18-19)
"მიხვდა თუ არა მაქსიმე, შეიტყეს ჩემი ამბავი და იმიტომ მექცევიან პატივისცემითო, იქ დადგომა აღარ მოინდომა. პატივისცემა, კეთილი და ლმობიერი მოქცევა კაცთაგან ღვთის მავედრებელ-მლოცველობის სამაგიეროდ არ მოსწონდა. მაქსიმეს სულს უფრო მაღალი მოღვაწეობა ენატრებოდა, სავსე იწროებით, მოთმინებით, საიდუმლო მარხულობით, ხორცის განკარგვითა და განკვებით. ამიტომ გამოუცხადა სახლის პატრონს: გთხოვ ჩემს მაგიერ სხვა იშოვნო და მე განმათვისუფლო, ტფილისში უნდა წავიდეო. დაღონებულმა სახლის პატრონმა უთხრა: - შვილო მაქსიმე, მართალია, პატარა ჯამაგირი გაქვს და დიდი საქმე, მაგრამ ჯამაგირს გაგიზრდი, რვა მანეთს მოგცემ და დარჩიო.

მაქსიმემ უარი უთხრა. სახლის პატრონი ეხვეწა, - თანაშემწეს დაგიჭერ და თვეში თორმეტ მანეთს მოგცემო.

მაქსიმემ დიდი ბოდიში მოუხადა: - მე ფულს არ ვეხარბები, ეს არის, აღარ ხერხდება ჩემი აქ ყოფნაო.

- შენი ამბავი დიდი ხანია გავიგეთ, მაგრამ ჩვენ შენთვის არა დაგვიშლია-რა, ამისთვის ნუ სწუხხარ, თუ ისურვებ ისევ აქ ყოფნას, ხელს არაფერში შეგიშლით. თუ არადა - ღმერთმა კეთილად წარგიმართოს გზაო.

მაქსიმემ სთხოვა, - ნება მომეცით, წავიდე და თუ რამ დანაშაული მაქვს თქვენთან, მაპატიეთო. მანაც მამაშვილურად დალოცა და სიყვარულით გამოეთხოვა.

მაქსიმემ თან თავისი წიგნები წაიღო. თუ რამ ფული ერგო, გლეხებს დაურიგა და ფეხით გაემგზავრა თბილისისკენ. ხაშურში რამდენიმე კვირა დარჩა, იქ დღიურ მუშად მუშაობდა და მერე იქიდანაც ფეხით გასწია. როგორც იქნა, მშვიდობით ჩამოვიდა. მალე იშოვნა ადგილი - ერთ შეძლებულ კაცთან დადგა მომსახურედ. იქ ერთი ოთახიც მისცეს. დიდი გულმოდგინება და მხნეობა გამოიჩინა. რაკი სცნეს, კეთილი და პატიოსანი კაციაო, არაფერს უშლიდნენ და მაქსიმემაც თავისი საქმე განაგრძო.

თავისუფალ დროს კეთილი საქმისთვის ზრუნავდა: საღმრთო წერილს კითხულობდა და სხვებსაც უკითხავდა. ბევრი ნაცნობი და მეგობარი შეიძინა. ყველა თაფლივით ეტანებოდა მაქსიმეს მიერ საღმრთო წერილის კითხვას და ტკბილ ქადაგებას. მისი პატარა ოთახი ყოველ საღამოთი სავსე იყო ხალხით. ვეღარც კი ეტეოდნენ, იმდენი იყო მსურველი საღმრთო წერილის სწავლისა და სახარების სიტყვების მოსმენისა. თუ სადმე ქალაქში წმინდანთა ცხოვრების წიგნები იშოვებოდა, ყიდულობდნენ, მოჰქონდათ და კითხულობდნენ. ამ წიგნებს იქვე ინახავდნენ. ხანდახან უამრავი ხალხი შეიკრიბებოდა საღმრთო წერილისა და ქადაგების მოსასმენად და მაშინ მინდვრად გავიდოდნენ ხოლმე.

მაქსიმე ძლიერ გახარებული იყო და ღვთის სიყვარულით მეტად გატაცებული. ხალხში ისე ლმობიერად კითხულობდა ქადაგებას, სახარებას და წმინდანთა ცხოვრებას, რომ ცრემლს ვერ იკავებდა. ამის მხილველთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ. მაქსიმე კვირა-უქმე დღეს, მღვდლის ნებართვით, ეკლესიებშიც უკითხავდა ხალხს ქადაგებებს. ყოველი მსმენელი რწმუნდებოდა, რომ ეს კაცი, რასაც ქადაგებდა, ცხოვრებითაც, საქმითაც ასრულებდა და ამისთვის ეტანებოდა.

ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: - ძმებო, გთხოვთ ყური დამიგდოთ, ერთი რამ კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო. თამაში შეაჩერეს და მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა... ისეთს ლმობიერებაში შევიდნენ მოთამაშენი, რომ ყველამ ტირილი დაიწყო, ჯოხები დაჰყარეს და მაქსიმეს აღარ მოშორდნენ, თან გაჰყვნენ, ბინა ისწავლეს და სხვებთან ერთად ისინიც საღამოობით მასთან იკრიბებოდნენ. ამრიგად, მაქსიმემ მრავალი მიიზიდა თავის მადლიანის საქმითა და სიტყვითა. მთლად ეს ახლად შემდგარი ღვთისმოყვარე წრე ანუ გუნდი ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულით ვერ ძღებოდნენ. მისნი წევრნი ერთმანეთს ამხნევებდნენ, აფრთხილებდნენ და სიმართლის გზაზე აყენებდნენ. ერთმანეთს თავიანთ ჭირსა და ლხინს უზიარებდნენ. არ იყო მათში თავმოწონება, არც ზრახვა, მით უმეტეს, შფოთი რამ, ჩხუბი და გინება.

გავიდა ხანი. გუნდს თანდათან ემატებოდნენ მსურველნი კეთილად და ღვთის წესით ცხოვრებისა, მის მცნებათა შესწავლისა. როცა გუნდი საკმაოდ გარიცხვმრავლდა, მაქსიმემ უთხრა: "ძმებო, ამოდენა ხალხი ვართ და ეს ოთახი ვეღარ გვიტევს, კარგი იქნება, დავაარსოთ ერთი უფასო საღმრთო წიგნთა საკითხავი და საგალობელი კაბინეტი; თუ ერთმანეთს ხელს შევუწყობთ, ძნელი არ იქნება ამ საქმის ასრულება და ნაყოფსაც კეთილს გამოიღებსო". ყველამ ძლიერ გაიხარა, დიდი თანაგრძნობა გამოუცხადა და აღუთქვა დახმარება. ყველას აზრი და მისწრაფებაც ის იყო მხოლოდ, რომ თითოეულს შესძლებოდა დაუბრკოლებლად ეშოვა საღმრთო წიგნები, შეეძინა სასულიერო ცოდნა ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ, ესწავლა გალობა და მით სასარგებლო ყოფილიყო თავისთვისაც და ეკლესიისთვისაც.

ვიდრე უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი დაარსდებოდა, გუნდი განაგრძობდა საღამოობით შეკრბასა, საღმრთო წიგნების კითხვასა და საუბარს სხვადასხვა სასულიერო და ზნეობრივ საგანზე. ბაასი უფრო იმას შეეხებოდა ხოლმე, თუ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა კეთილად ღვთისა და კაცთა სასიამოვნოდ. იმის დასახასიათებლად, თუ რა გვარი იყო ბაასი კრებაზე და რას შეეხებოდა უმთავრესად, მოვიტან მაგალითად ერთი შესანიშნავი საღამოს ამბავს.

ერთ საღამოს შევიკრიბენით და დავიწყეთ ბაასი. საღმრთო საგნებზე ბაასმა ერთმანეთისადმი გულის პასუხის გაზიარებამ დიდ აღტაცებაში მოგვიყვანა და ბევრს სიხარულის ცრემლი მოგვგვარა. მაქსიმემ თვითონაც აღტაცებულმა შენიშნა ეს. დარწმუნდა, აქ მის გულის პასუხის გამოაშკარავებასაც არავინ თავისქებად არ ჩაუთვლიდა და წარმოსთქვა, სხვათა შორის, შემდეგი: "მე ვიცი ზოგიერთი ისეთი ვაჟბატონი, რომელმაც მთელი დღე და ღამე რომ იძინოს, არ იტყვის, გავძეხი და მეყოფაო. დილით ერთი ვაი-ვაგლახით უნდა გამოაღვიძონ და როცა გამოიღვიძებს, ერთი საათი ლოგინში ქექვასა და სურსვნას უნდება. შემდეგ, როცა ლოგინიდან წარმოდგება, პურის ჭამამდის თითქო პირიც აღარ უნდა დაიბანოს. ადგომის უმალვე საჭმელზე აქვს გული და სული წასული და სანამ კარგადაც არ გამოძღება, მინამ არაფერ საქმეზედ არ აწვევს გული და მერმეც თუ ერთი ბეწვი რამ გააკეთა, მთელი დღე იკვეხნის, დღეს ძრიელ ბევრი საქმე გავარიგეო. ათჯერ თქმის შემდეგ ძლივს ერთ რომელსამე საქმეს გააკეთებს. და იმასაც დიდის დამადლებით. ლოცვა და სვინდისით ცხოვრება მისთვის არც კი არსებობს. მუდამ იღრიჭება, მუდამ ტუტუცურს და უსარგებლო რამეებს ლაპარაკობს. გინებას და ლანძღვასაც ზედ აყოლებს; პატიოსანმა კაცმა რომ ჰკითხოს რამე, არ შეუძლია სამაგიერო რიგიანი პასუხი მისცეს. ეკლესიაშიც, თუ შევიდა, ურიგოდ იქცევა. დადგება და ლოცვის მაგიერ აქეთ-იქით აშტერებს თვალებს; თუ ვინმე ნაცნობს თვალი მოჰკრა, უწყებს ღრეჭას და თუ დრო იხელთა, კარგ ბაასსაც გაუბამს, თითქო აქაც იმის სახლიაო. ცხადია, ამისთანა უზრდელი გინებასაც არ მოერიდება ღვთის წმინდა სახლში. მთელი დღე ისე გაივლის, რომ კაცი ვერ გაიგონებს იმის პირისაგან კარგს რასმე და ვერც კარგს და სასარგებლო რასმეზედ დაფიქრებულს ჰნახავს. ჭკვიანმა კაცმა თუ დაარიგა, ახლოს არ გაიკარებს მის დარიგებას, და თუ გაიკარა, ბოლოს მაინც ვერ მიატანს. თუ სადმე კარგს და სასარგებლო ბაასს წაესწრო, თითქოს ეძინებაო, მთქნარებას დააწყებინებს და ერთს სიტყვასაც ვერ გამოიტანს იქიდან და თუ უსარგებლო და სამასხარო ბაასს წაესწრო, მაშინ მოგეცათ სიცოცხლე, ყურები ცქვიტოს. ახლა ცრუ ფიცსა და ტყუილ ლაპარაკს თუ იკითხავთ, ეს ხომ უბრალო კითხვა იქნება, რადგან ისეც ყველამ ვიცით, რომ ეს სისაძაგლე სულ ამისთანათაგან წარმოდგება. მეძაობა და ქურდობაც, ეჭვი არ არის, სულ ამისთანების ხელობაა. დარწმუნებული იყავით, როგორც ქურდობასა და მეძაობაზე უჭირავს თვალი, ისე რომ შრომასა და სიმართლეზე სჭეროდა და იმ სიმართლით ნაშრომისთვის რიგიანად მოევლო, დღეს კარგი სახლ-კარის, ცოლ-შვილისა და ქონების პატრონი იქნებოდა, და იმ სვინდისის ჩხვლეტის, შიშ-კანკალის და ცეცხლის წვისაგან თავისუფალი იქნებოდა, რომელიც უთუოდ უნდა სტანჯავდეს ყველა მეძავს, ქურდს და ყოვლის ბოროტის მოქმედს კაცს. ახლა კი ჯიბეცარიელი დაეხეტება, მოვალეებიც ბლომადა ჰყავს, რომელნიც ყოველდღე ტვინს უდუღებენ თავში. ტანისამოსიც კი ნისიად აქვს აღებული და თუ ორ კაპიკს შოულობს, დღეს იმასაც მოვალეები აცლიან ხელიდგან და თვითონ ლამის ულუკმაპუროდ დარჩეს. ახლა თუმცა ძრიელ მოწადინეა ეს ვაჟბატონი, რომ სცხოვრობდეს ისე კეთილმოწყობილობით და საკმაო საცხოვრებლის ქონებით, როგორც ზოგიერთები, მაგრამ როგორ, რანაირად, როდესაც ჯერ ბინძურ ცხოვრებაზე ვერ აუღია ხელი და ვერც იღებს? ყველამ ვიცით, რომ შეუძლია, მაგრამ... ახლა ამ ჭკვიანს ჰკითხეთ! ის დიდის აღტაცებით მოელის, რომ უცბად, ესე იგი უშრომელად და ერთბაშად სადმე ბედს გადაეყრება და ადრე იქნება თუ გვიან ეღირსება საწადელს, ესე იგი ბედნიერ ცხოვრებას, მაგრამ მე და თქვენ არაფერი გვეტკინოს იქამდის. ბედი მაშინ სწყალობს კაცს და სიკეთესაც მაშინ ეღირსება, როდესაც დააწყობს ჯერ რიგიანად თავის ცხოვრებას; როდესაც ყოველს საქმეში სვინდისს დაეკითხება და როდესაც პატიოსნებით, სიმართლით შრომას ხელს მოჰკიდებს, თორემ რომ დავაღოთ ზემოხსენებულივით პირი და ვიძახოთ, "ბედი-ბედიო" და მივყვეთ უწმინდურს და უსვინდისო ცხოვრებას, მაშინ არამც თუ ბედნიერებას, არამედ ყოველდღე და ყოველ საათს უბედურებას და შავს დღეში ჩავარდნას უნდა მოველოდეთ და უკანასკნელ ულუკმაპუროდაც დარჩენას.

ყველაზე უდიდესი მტანჯველი სენი ის არის კიდევ ზემოხსნებულის თანა ადამიანისთვის, რომ როცა თვითონ აღარაფერი სიკეთე აქვს, ახლა სხვისაზე უჭირავს თვალი, სხვისი ეხარბება და წუთი არ გავა ისე, არა სთქვას, იმას იმდენი აქვს, მე კი პურიც არ მაქვს სამყოფიო. ეს საწყალობელი ღმერთსაც კი აყვედრის თავის გაჩენას, იძახის, ან რისთვის გამაჩინა და თუ გამაჩინა, რატომ მეც ისე არ მომცა, როგორც სხვებსო. ამ ყველას თვალში საზიზღარ ადამიანისგან ხშირად ღვთის გმობასაც გაიგონებ ისე, როგორც კაცს შეაგინებენ ხოლმე. დიდება უფლის სახელს და მის ამოდენა სულგრძელებას! რაღას უყურებს და რატომ მისთანა გაპირუტყვებულს მისის წმინდა სახელისმგმობელ კაცობრიობის შემარცხვენელ და დედამიწის სამძიმო ადამიანს ახლავე ცოცხლითვე არ ამოაყოფინებს ჯოჯოხეთის უფსკრულში თავს? ერთს დღეს კი აუცილებელია ღვთის საშინელი რისხვა ყველა მის შემაწუხებელთა და მისი წმინდა სახელის შეურაცხმყოფელთათვის!

ახლა გეტყვით, მე თვითონ როგორ ვიქცეოდი და თქვენ განსაჯეთ, როგორი იყო ჩემი ქცევა, კეთილი თუ ბოროტი. იმედი მაქვს თავის ქებაში არ ჩამომართმევთ. გათენდება და გამომეღვიძება თუ არა, სურსვნა და ქექვა რას ჰქვიან, მაშინვე ფეხზე წამოვხტები; ტანთ-ფეხთ საჩქაროდ ჩავიცვამ და შემდგომ ხელ-პირის დაბანისა და თმის დავარცხნისა დავდგები ერთს მიფარებულ ალაგს და გულით და სულით მინდობილი ღმერთზე, გამოვისახამ პირ-ჯვარს და დავიწყებ ასრე: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. ამ სიტყვების თქმის შემდეგ არ დავიწყებ სიტყვების არეულ-დარეულად სროლას, უფალო შემიწყალე, ღმერთო დიდება შენდა, უფალო მაცხოვნე და სხვა. არამედ, ამ დროს ჩავფიქრდები ღრმად, ჩავიხედავ ჩემს გულში, გამოვიკვლევ ჩემის სულის მდგომარეობას და თუ შევნიშნე, რომ ჩემი სული მოწყენილია და გული სრულიად ღვთის ვედრებაზე არ მაწვევს, მაშინვე შევხედავ ჩემ წინ დასვენებულს მაცხოვრის ხატს, როგორც ნამდვილს ჩემს წინ მდგომ ღმერთსა, შემოვიკრებ სულიერ ძალას, აღვაპყრობ ხელებს და შევეხვეწები ასრეთ: ღმერთო, მაცხოვარო ჩემო! მომხედე მე შენის მოწყალის და ტკბილის თვალით და ჩემი ესრეთ მოწყინებული სული განამხიარულე: დაღონებული და დასუსტებული გული ჩემი აღძარ შენდა მსახურებად და შენის განუსაზღვრელის სიყვარულით აღმანთე მე. მომეც, დამბადებელო ჩემო, შენი ყოვლადწმინდა სული და შენის საკუთარის ძალით დამაძლევინე ეს დაბრკოლება, რომელიც შენის სამსახურის შესრულებას მიშლის..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat