"კეთილის გულის და პატიოსანის განზრახვის კაცს ყოველთვის ცოტა თანამგრძნობი ჰყავს და დამაბრკოლებელი კი უთვალავი"
"კეთილის გულის და პატიოსანის განზრახვის კაცს ყოველთვის ცოტა თანამგრძნობი ჰყავს და დამაბრკოლებელი კი უთვალავი"
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18-20)
"ამის შემდეგ გული მიმხიარულდება, სული მოწყენას აღარ გრძნობს და სიამოვნებით ვლოცულობ. ხშირად კი სულს თვითონვე უნდა ლოცვა ღვთისა და არავითარი დაბრკოლება არ მეღობება წინ. აღფრთოვანებით და სიხარულით ვლოცულობ და სიყვარულით ვევედრები უფალს, იესო ქრისტეს, ღვთის დედას, ანგელოსთა გუნდს და დიდებულ წმინდანებს, მე ხან სიხარულის ცრემლებიც კი მცვივა თვალთაგან. ისეთ აღტაცებაში მოვდივარ ამ დროს, ისე სარკესავითა მაქვს გული მოკრიალებული, რომ მზადა ვარ ყველას სასიყვარულოდ. თვით უცხო კაციც რომ დავინახო ამ დროს, ისეთი სურვილი მომივლის, რომ გული მეტყვის გადახვევას და გადაკოცნას. ტყუილი კია, ვისაც ღმერთი არ უყვარს და კაცთმოყვარებას იჩემებს. თუ კაცს ღმერთი უყვარს, ნამდვილი კაცთა სიყვარული მაშინ აქვს. უამისოდ კი სული ფარისევლობას ეკუთვნის და ემსგავსება ქვიშაზე აშენებულ სახლს, რომელსაც მცირეოდენი ნიაღვარი დააქცევს. რაიცა შეეხება კეთილის საქმისთვის მზად ყოფნას და მთელი არსებით გატაცებას, ამის გამოთქმა ენით არც კი შემიძლიან.

კეთილის გულის და პატიოსანის განზრახვის კაცს ყოველთვის ცოტა თანამგრძნობი ჰყავს და დამაბრკოლებელი კი უთვალავი. მრავალთა შორის ერთი მაგალითი: ძალიან გულით და სულით მონდომებული ვარ, მივიხმო რამდენიმე ნაცნობი და მათის დახმარებით დავაარსო შეუძლებელთათვის ქართული საღმრთო წიგნთ-საკითხავი, მაგრამ ამ კეთილ აზრს ძალიან ცოტამ თანაუგრძნო და უფრო მომეტებულმა ნაწილმა კი ასე მითხრა: საქმე არა გაქვს? რა საჭიროა მაგისთვის ტყუილად ფულის დაკარგვა? თუ ორი კაპეიკი გაქვს, უკეთესი იქნება, ჯიბეში ჩაიდო და საბოლოოდ შეინახო. ტყუილად ნუ დააპნევ ფულსო. ერთის სიტყვით, მომეტებულმა ნაწილმა შორს დაიჭირა ეს კეთილი აზრი, ზიზღით შეხედა და მისი განხორციელება საეგებოდ დარჩა. ხოლო თუ განვმრავლდებით მორწმუნეები, წმინდის ცხოვრების მოყვარულნი და კეთილის მოქმედების მსურველნი, როდია საეგებიოდ და საძნელოდ საქმე და ყოველ კეთილ აზრს ადვილად განვახორციელებთ. ანუ, უკეთ რომ ვთქვათ: რამდენადაც იმატებს კეთილ კაცთა რიცხვი, იმდენად უფრო ადვილი შეიქმნება ყოველი კეთილი საქმის ქმნა. კეთილ საქმეს კი უფრო იმიტომ ვეტანები, რომ მინდა ადვილი საქმნელი შეიქმნას, რადგანაც რამდენსაც მეტს სიკეთეს მოვიმოქმედებთ, იმდენს მეტს სიხარულს, მეტს ბედნიერებას, მეტს სიტკბოებას და ნეტარებას ვიგრძნობთ. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, "ავი ხარ თავისთვინო და კარგი ხარ თავისთვინო". ყველა გამოცდილმა იცის, რა აღტაცებაში მოჰყავს კაცი ყოველ კეთილ საქმეს, როგორ აბედნიერებს და სიხარულის ფრთებს ასხამს.

დიაღ, იმას ვამბობდი, ლოცვის გათავების შემდეგ გამსუბუქებული, გამხნევებული და შრომისთვის მთლად გატაცებული, თვალს გადავავლებ მთელი დღის გასარიგებელ საქმეებს და რომელსაც მათ შორის საჩქაროს დავინახავ, შემდგომ ღვთისაგან კურთხევის გამოთხოვისა ლომივით შევებმები და ხელად გავაკეთებ. როცა საჩქარო საქმეებს მოვრჩები, მერე წიგნის კითხვასა და წერას მივყოფ ხელს და როცა კარგად დავიღლები, მერე კი მოვნახავ საჭმელს და ცოტას შევნაყრდები. საუზმის შემდეგ ცოტას გავივლ-გამოვივლი, გაველაპარაკ-გამოველაპარაკები ვისმეებს, ზოგს ვკითხავ რასმე, ზოგს აუხსნი ჩემის წაკითხულისგან და დავარიგებ კიდევაც, რომ იყოს ღვთისა და კაცის მოყვარე, ლოცვასა და შრომაზე გულს მოდგინე და მარადის სიმართლისა და კარგის მოლაპარაკე და სხვა. ლაპარაკის დროს სახე გაშლილი მაქვს და აღელვება მეტყობა, სიტყვას მოკლედ ვსჭრი და პირდაპირ მსმენელის გულს ვუმიზნებ, მხოლოდ ვერიდები კი ნაკლულევანების პირდაპირ მხილებას, რადგანაც ჯერ გონება გაუხსნელისათვის ნაკლულევანების პირდაპირ მხილება დიდ ვნებას მოიტანს. ამ შემთხვევაში ყოველთვის სიტყვას შორიდან ჩამოუგდებ ისე, რომ თავისი ნაკლულევანება თვითონვე იგრძნოს. ნაკლულევანების პირდაპირ მხილებას მხოლოდ დიდად გონებაგახსნილი კაცი შეიწყნარებს, იმისთანა გონებაგახსნილი, რომელიც ყოველ ფეხის გადადგმაზე ცდილობს ხასიათით გასწორებას.

დიდ ყურადღებას ვაქცევ იმასაც, რომ სიტყვას, რომელსაც წარმოვსთქვამ თავში, ბოლო სიტყვა არ ეწინააღმდეგებოდეს და შუა სიტყვა თავსა და ბოლოს არ არღვევდეს. დიდი რამეა კაცისთვის, როდესაც სიტყვას ბოლომდის გზა დაუბნეველად გაიტანს და როდესაც მისი სიტყვა ყოველთვის ჭეშმარიტებას ეთანხმება.

ძალიან ვერიდები აგრეთვე მეტის მეტს სვინდისზე ხელაღებულსა და ხასიათით გაფუჭებულთან ლაპარაკს, რადგანაც მისი საწამლავიანი სიტყვები ცუდად მოქმედებს კეთილის საქმისთვის აღგზნებულ გულზე, ესე იგი დროებით კეთილ საქმეზე გულს აგრილებს; ჩემთვის კი ცოტა ხნობითაც სამძიმოა კეთილ საქმეზედ გულის აცრუება, რადგან როცა კეთილ საქმეზედ გულგრილად ვარ, საშინელ სულის მოწყინებას და გულის ღონებას ვგრძნობ. გარყვნილს მხოლოდ მაშინ არ მოვერიდები, თუ რომ ხალხში მომიხდა ლაპარაკი, რადგანაც მრავალთა შორის ნათქვამ სიტყვებს როგორც მრავალი მოწინააღმდეგე, ისე მრავალი მომხრე და ბანის მიმცემი აღმოუჩნდება და მით მეტი მხნეობის სული ჩამედგმება და მოწინააღმდეგეთაც დაუმტკიცდებათ უძლიერესის მოწყობილობით თავიანთი შეცდომილება. მართალია, სრულს კაცში კეთილისადმი აღგზნებული გული დროებითაც არ უნდა განაგრილოს არავითარმა შემთხვევამ, მაგრამ მე ჯერ არ მივღწეულვარ ამ სისრულეს და ვცდილობ, მივაღწიო. ამ ლაპარაკის შემთხვევა კი უფრო პურის ჭამის დროს მომდის. აი მაგალითად: ჩვენი ხალხის ჩვეულებაა, დაჯდება თუ არა პურის საჭმელად, მოჰყვება მაშინვე რაღაც ბინძურს, გულის და სულის შემზარავს ლაპარაკს. მეც ამ დროს ჯერ მუნჯივით ჩავიყუჩებ და მერე, როცა შეძღებიან ამ უწმინდური, უჯერო ლაპარაკით და დროებით მდუმარება ჩამოვარდება, მოვიგონებ ერთ რომელსამე კარგ ისტორიას, რომელიც უფრო მათ ცხოვრებას შეეხება, წარმოვთქვამ იქიდგან უფრო შესანიშნავს და კაცის გულის გამაღვიძებელ სიტყვებს და რა ამ ისტორიით მათ სმენას მივიპყრობ, ჩავაგონებ კიდევაც, თუ რამდენად უბედურია და ღირსი ძაგებისა ის, რომელიც მთელს თავის სიცოცხლეს ატარებს მუდამ გინება-ლანძღვაში, საზიზღარსა და ტყუილ ლაპარაკში, შურობა-ხარხარობაში, ცილისწამებაში, ბოზობა-ქურდობაში, კეთილ კაცების სახელის გმობაში, მთვრალობაში, კაცის კვლაში და სხვადასხვა. ხოლო პირიქით, რამდენად ბედნიერია და ღირსი ქებისა ის კაცი, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე შეუწირავს ჭეშმარიტებისთვის, ესე იგი პატიოსნებისთვის, სიმართლისთვის და ყოველგვარი კეთილი საქმისთვის. ასტყდება მათში ბაასი; ზოგი წინ აღუდგება ჩემს სიტყვებს, ზოგიც აღტაცებით მიიღებს. მეც ჯერ სიამოვნებით ყურს ვუგდებ მათს ერთმანეთს შორის ბრძოლას, მერე თუ დავატყე, წინააღმდეგთა მომეტებულმა ნაწილმა იმოდენი ქმნა, რომ ჩემი მომხრეებიც კი თავისკენ გადაიბირა, მაშინ განვაგრძობ სიტყვას ასრე: "ეჰ, ჩემო ძმებო, მე ახლა თქვენგნით არაფერი არ გამიკვირდება, რადგანაც იყო დრო, როდესაც არც მე ვემორჩილებოდი ჭეშმარიტებას, თუ ვინმე ამისთანა საქმეზე სიტყვას ჩამომიგდებდა და ჯეროვან დარიგებას მომცემდა, მაშინვე ლახვარივით ეცემოდა ჩემს გულს, რის გამოც ან ყური უნდა მამერიდებია, ან არადა, უნდა შევჯახებოდი ჩემს დამრიგებელს, ეგ სულ ტყუილია, ეგ მაგრე არ არის-მეთქი. უფრო დიდი და მეტისმეტი ჩემი სისულელე, სიბრიყვე და გონების სიჩლუნგე ის იყო კიდევ, რომ თუმცა არ მიყვარდა არც ღმერთი, არც კაცი და არც კეთილი საქმე, მაგრამ გულში კი მაინც ასე ვამბობდი: ახლა რომ მოვკვდე, სწორედ პირდაპირ სასუფეველში წავალ, რადგანაც, მადლობა ღმერთს, არა ვარ, როგორც ზოგიერთი - კაცის მკვლელი, ღარიბის მგლეჯი და სხვა ამისთანა დიდი ცოდვის მოქმედი-მეთქი, თუმცა, ამავე დროს, არაფრად მიმაჩნდა ვითომ და წვრილმანი ცოდვები, როგორც, მაგალითად: მეძაობა, შური, სიხარბე, ცილისწამება, უშვერი ლაპარაკი და ლანძღვა, მდიდრისგან გამორჩენა და სხვა ამისთანა მრავალი. საბრალოს, მინდოდა, როგორმე გავბედნიერებულიყავი, მინდოდა, სიამოვნებით და ტკბილად გამეტარებინა ჩემი ცხოვრება და სურვილის დასაკმაყოფილებლად ვეტანებოდი ისევ ცოდვას, მაგრამ ეს ცოდვა მხოლოდ ერთ წამს მასიამოვნებდა, ერთ წამს მანეტარებდა, მეორე წამში კი საშინელ მოწყინებასა და დარდში მაგდებდა, თუმცა ამ მოწყინებასა და დარდს ლაზღანდარობა-მასხრობით ვიქარვებდი, მაგრამ როგორც ეხლა მივხვდი, თურმე არც ეს მაყრიდა კეთილს, რადგანაც ცოტა ხნის შემდეგ ეს ლაზღანდარობა-მასხრობაც - იგივე ცოდვა - მბეზრდებოდა, ტყუილად ცოდვა ცოდვაზე მემატებოდა და უფრო უიმედობასა და დარდში ვვარდებოდი.

ღმერთო ჩემო, რა საშინლად მიკვირს, როდესაც წარმოვიდგენ მაშინდელ ჩემს შფოთიან და დაუწყობელ ცხოვრებას! და რა ჟრუანტელი დამივლის ხოლმე ტანში, როცა ვიფიქრებ: რაღა მეშველებოდა, მაშინ რომ მოვმკვდარიყავი-მეთქი. საკვირველი კია, რატო მაშინ არ მიჩნდებოდა ეს შიში? რატომ არ ვგრძნობდი მაშინ ჩემს დანაშაულს ღვთის წინაშე? და რატომ ვერა ვცნობდი მაშინდელს ჩემს შინაგანს და გარეგანს დაუწყობელს და საზიზღარ მდგომარეობას? რა იყო მიზეზი, რომ მაშინ უფრო ვიკვეხნიდი ჩემს უცოდველობას ღმერთთან და უფრო ქედვმაღლობდი, როდესაც უფრო ცოდვილი და უფრო ბოროტებით აღვსილი ვიყავი? რასაკვირველია, ამის მიზეზი სულ ჩემი დაუფიქრებლობა და უგუნურობა იყო. რამდენადაც კაცი დაუფიქრებელია და უგუნური, იმდენად უფრო იკვეხნის თავის გონიერებასა და დანაშაულს, როგორც ღვთისა, ისე კაცთა წინაშეც. მაშინ ჭკუა, გონება და სვინდისი სულ აღვირახსნილი მქონდა. სად იყო ჩემში ერთი ბეწვა ან ჭკუა, ან სვინდისი ან გონება?! სულ სხვის მიხედულობით ვსცხოვრობდი. კეთილ კაცის მიხედულობით კი არ გეგონოთ, რომლის სახელის გაგონება ჭირივით მეჯავრებოდა და ათასგვარ ცილსა ვსწამებდი, არამედ ისევ ბოროტისა და გარყვნილის მიხედულობით. რაც უფრო ადვილი საქმე იყო ჩემთვის, რაც ჩემ მხეცურ გულის თქმას და პირუტყვულ სურვილს დააკმაყოფილებდა, იმას ვეტანებოდი, ის იყო ჩემი სათაყვანო. სად მოიპოვებოდა ჩემში კეთილი და დაწყობილი აზრები? სულ ბოროტსა და ერთი მეორის წინააღმდეგ აზრებს თავს ვერ ვართმევდი.

ეკლესიაში წასვლას ხომ გული არ მეტყოდა არასოდეს. ამით ვითომ ახალმოდის განათლებულთ ვბაძავდი, რომელთა მომეტებული ნაწილი არა სთვლის საჭიროდ ეკლესიაში სიარულს და იქ წმინდის გულით ლოცვას. თუ მოვიგონებდი ეკლესიაში წასვლას, მხოლოდ დიდ დღესასწაულში, ისიც სასეიროდ და არა სალოცავად. ლოცვით, იმის მაგიერ, რომ შემესრულებინა ღვთის ბრძანებული და ჩემთვის კარ-დახშულში მელოცნა, გამოვიჭიმებოდი ყველას თვალსაჩინოდ, უფრო იმ აზრით, რომ მეჩვენებინა მაყურებელთათვის ვითომ და ჩემი დიდი ღვთის მოყვარეობა და უცოდველად ცხოვრება. თუ ვინმე ღვთის მლოცველს და ნამდვილ მსასოებელ კაცს დავინახავდი, მაშინვე ათას რაღაცებს მოვუგონებდი. ვამბობდი: ეს უთუოდ ან ფარისევლობით მოსდის, ან არადა, ბევრი ცოდვა უქმნია და ეხლა სინანულშია-მეთქი. ცოდვილად კი კაცის მკვლელსა და ღარიბის გამგლეჯავს ვრაცხდი, დანარჩენი, რომელსაც, რასაკვირველია, არ ვერიდებოდი, როდი მიმაჩნდა ცოდვად და არც მეგონა, თუ იმათთვის საჭირო იყო სინანული. მარხვა, რომელიც უარჰყო ახალმა მეცნიერებამ ჯანის მავნებლობისთვის, სიცილს მგვრიდა. ვამბობდი, ჩამავალი კი არ წარწყმედს კაცს, არამედ ამომავალი-მეთქი. ის კი არ მაგონდებოდა, რომ ჩამავალმა წარწყმიდა ადამ და ევა და გამოდევნა სამოთხითგან, რადგან ინებეს ღვთისა მიერ აღკრძალულის ჭამა და მით მისის მცნების დარღვევა. სიტყვა-პასუხსაც თუ იკითხავთ, სულ იმას ვსცდილობდი, ისეთი უგვანი სიტყვა წარმომეთქვა, რომელიც ჯერ სხვას აზრად არ მოსვლოდა და ამით თავი მომეწონებინა.

აი, კიდევ ერთი შესანიშნავი სისულელე, რომელსაც მაშინ ჩავდიოდი. თუ ვინიცობა რაიმე უბედურება მეწვეოდა და ამით დარდსა და მწუხარებაში ჩავვარდებოდი, მაშინვე სმას მივყოფდი ხელს. მინდოდა, ვითომ ამით გამექარვებინა დარდი, მაგრამ იმას კი არ ვფიქრობდი, რომ უფრო ამოუვალს ხრამში ვაგდებდი თავს და საუკუნოდ ვიკარგებოდი. არ ვფიქრობდი აგრეთვე, რომ ეს ღვთისამიერ ჩემზედ მოვლენილი უბედურება ბოროტებაზე წასაქეზებლად კი არ მომეხმარა, არამედ ვითარცა ჩაგონება ხასიათის და ცხოვრების გამოსაცვლელად, ზნეობის ასამაღლებლად და ერთი სიტყვით, ჩემს სასიკეთოდ; მაგრამ, ზემოთქმულის არ იყოს, განა იყო ჩემს გონებაში ამდენი მოსაზრება? განა შემეძლო ამდენი გონების გამჭრიახობა გამომეჩინა? თუ ვიკვეხნიდი მაშინ ჩემს უცოდველობას და ვიმედოვნებდი სასუფეველში შესვლას, მხოლოდ იმითი, რომ ვერიდებოდი კაცის მოკვლას და ღარიბის გაგლეჯას".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat