"აბა, პირველად თუ ღმერთი არ გვეყვარება, საიდან შეგვიძლიან კაცი შევიყვაროთ?!"
"აბა, პირველად თუ ღმერთი არ გვეყვარება, საიდან შეგვიძლიან კაცი შევიყვაროთ?!"
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18-21)
"მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ ადამიანის მეტისმეტი უგუნურება. ეს საქმეებიც რომ ჩამედინა, თავს მაინც ვერ გავიმტყუნებდი და იმედს არ დავკარგავდი. ვიტყოდი, ვემართლებოდი და იმიტომ მოვკალ, იმიტომ გავგლიჯე-მეთქი. ვითომ და ამ "უცოდველობის" დროს სხვების განკითხვა და მათ შესახებ ცუდი ლაპარაკი ისე მიყვარდა, როგორც მოშივებულ კაცს პურის ჭამა. უმთავრესი ჩემი საბაასო და სალაპარაკო სხვისი სახელის ცუდად ხსენება იყო. სულ კი იმისთვის, რომ ამითი მინდოდა ჩემი კარგი კაცობა დამემტკიცებინა. ის კი არ ვიცოდი, რომ ამით უფრო ჩემს ავკაცობას ვამტიცებდი და უფრო მე ვიყავი ღირსი გაკიცხვისა და ცუდად ხსენებისა. რა საშინელი გავხდებოდი, როცა იმისთანა ცოდვის მოქმედ კაცს ვნახავდი, რომელსაც მე არ ჩავდიოდი! მაშინვე ვიტყოდი: მადლობა ღმერთს! მეც ამისთანა შემცოდავი არა ვარ-მეთქი. საკვირველი ის არის, რომ, ცოდვას შეჩვეული, ვერც კი ვგრძნობდი, ჩავდიოდი თუ არა რაიმე ბოროტებას. და თუ როგორმე მოხდებოდა და შევამჩნევდი, მაშინვე ამ სიტყვებით ვიმართლებდი თავს: მარტო მე ხომ არ ჩავდივარ, მთელი ქვეყანაც ასე შვება-მეთქი. ერთი სიტყვით, როგორ შემიძლია, თვითოეულად ჩამოვთვალო მაშინდელი ჩემი საზიზღარი ყოფაქცევა. სათქმელადაც კი ძნელია მაშინდელი ჩემი ბოროტმოქმედება და ვინ იცის, რამდენს ჩავიდენდი კიდევ, რომ არ მოესწრო ღვთის მადლს და ამ გზაზე არ დავეყენებინე.

ახლა კი, მადლობა ღმერთს, მისმა საკვირველმა ძალმა, როგორც წყალი შესცვალა ღვინოდ, მეც ისე შემცვალა; ეხლანდელი ჩემი ცხოვრება ბევრში აღარ ემსგავსება წინანდელ ცოხვრებას. მიმხედველს ეხლანდელი ცხოვრებისას, ასე მგონია, ახლა ვშობილიყო დედის მუცლიდგან. ბევრი ზემოხსენებულთა ნაკლულევანებათგანი თავიდგან ავიცილე და სამაგიეროდ გონებას მივუთითე ზეცას, ჭკუას ბრძანება მივეცი, კარგი მსჯელობა გამოიჩინოს ყოველ საქმეში; გამქრალი სვინდისი ისევ ავანთე და ვალად დავსდევ, ნათლად მაჩვენოს ჩემი ავ-კარგიანობა; ნებას მხოლოდ იმაზე მივეცი დათანხმების უფლება, რაც კარგად გამოკვლეული და სვინდისისაგან მოწონებული იქნება; ენას საზღვარი დაუდევ, რომ თავის ადვილის მიხვრა-მოხვრით არ გადააცილოს იმას; გულსაც წავართვი თავის ბატონობა ჩემზედ და მე თვითონ შევიქენი მისი ბატონი და უფალიც; გრძნობას გამოვაცალე ყველა წინანდელი საგნები და სულ სხვა საგნები მივაჩეჩე ხელში. იმისთანა საგნები, რომელიც გონების მიერ ნაჩვენები, ჭკუისაგან კარგად განსჯილია და სვინდისისაგან მოწონებული.

ყველა ეს ორგანო უკეთ ასრულებს თავის მინდობილობას. გონება, აღმართული ზეცად, ადვილად ჰხედავს იქ ღვთის თვალთშეუდგამს ბრწყინვალებას, წინაშე მისსა მგალობელთა ანგელოზთა მწყობრს, მახლობელ მისსა დიდების მეტყველთა წმიდანთა გუნდს და ამათის სამყოფელის - სასუფეველის - აღმატებულს და გამოუთქმელს მშვენიერებას. ამ ხილვაზე გონება გაკვირვებაში მოდის და თავის გაკვირვებას და ნახულს ჭკუას უზიარებს; ჭკუა საჭიროდ სთვლის მომზადებას იქ დაკვირვებისათვის, სვინდისი ამაზე მოწონების ტაშს უკრავს; გრძნობა ფრთებგაშლილი ფეხდაფეხ მისდევს ამ სვინდისისაგან მოწონებულს; გულიც, რასაკვირველია, მონობას უწევს და საქმე რიგიანად მიდის. მოჰხდება ზოგჯერ, რომ ერთი რამ შემთხვევა არევ-დარევს ამ დაწყობილებას, რის გამოც გაჩნდება მათში ყვედრება: გონება ჭკუას დაუწყებს ყვედრებას, ჭკუა - სვინდისს, სვინდისი - გრძნობას და გრძნობა - გულს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ უფრო მტკიცედ დაადგებიან თავ-თავიანთ დანიშნულებას.

სიტყვა ერთობ გამიგრძელდა. დარწმუნებული ვარ, უკეთუ წინდაწინ გცოდნოდათ, თუ რა ბედნიერი შეიქმნებით მას შემდეგ, როცა ღვთის სამსახურს შეუდგებით, დიდის აღტაცებით და სულის სისწრაფით მიიღებდით ამ ჩემს სიტყვას; ახლავე გამოიცვლიდით ცხოვრებას და აირჩევდით ამ გზას; მაგრამ უბედურება და სამწუხაროც ეს არის, რომ არ იცით, რაში მდგომარეობს ადამიანის ბედნიერება, მუდამ ბედნიერების მაძიებელს კაცს რა გზით შეუძლია, მართლა ბედნიერებას მიაღწიოს და, ერთი სიტყვით, არ იცით, რა გააბედნიერებს ადამიანს. თქვენის აზრით, ბედნიერი ის არის, ვინც ამ ქვეყნის სიმდიდრეს დასჯდომია თავსა; ვისაც მისი სიტკბოება ძვალსა და რბილში გასჯდომია და მთელს მის სიცოცხლეში კარგსა სჭამს, კარგსა სვამს, კარგს იცვამს და იხურავს, და მუდამ განუწყვეტლივ ქეიფსა და დროების ტარებაშია. ესე ყოველივე კი სულ წინააღმდეგია კაცის ბედნიერებისა, სულ აშორებს ადამიანს ნამდვილს ბედნიერებისაგან და ხრწნის, როგორც სულიერად, ისე ხორციელადაც.

მაშ, რა გააბედნიერებს კაცს? რა და ის, როდესაც შეუდგება ღვთის სამსახურს. მე თუ არ დამიჯერებთ, აი, თუ გინდ თქვენ თვითონ გამოსცადეთ. აიღეთ ხელი ყოველგვარ ცოდვაზე; გამოიცვალეთ ეხლანდელი ცხოვრება და ხასიათი; შეუშვით გულში სწავლა ღვთისა; მოიგონეთ, რაც ცოდვები გიქმნიათ; მომავლისთვის დადეთ მტკიცე პირობა, რომ აღარ შესცოდავთ და, ესრედ მომზადებული, მოჰყევით სინანულს.

აი, თუ დაიჯერებთ ჩემსას, ჩემო ძმებო, და ასრე მოიქცევით, ესე იგი, საქმით შეასრულებთ, რაც სიტყვით გესმით ჩემგან, მაშინ ჰნახავთ, თუ როგორ შეიცვალოთ ერთბაშად, როგორ აღგიტაცოსთ გამოუთქმელმა სიხარულმა, იმისთანა სიხარულმა, რომლის მსგავსი არ გაჩენილა ჯერ თქვენში და არც გაჩნდებოდა, ათასი წელიც რომ გეცოცხლნათ, სანამ არ დაადგებოდით ღვთის გზას. მაშასადამე, თუკი ასრეა, ეხლა რაღა გაბრკოლებთ, რომ არ მიიღებთ ჩემს სიტყვას და არ დაადგებით ღვთის გზას? თუ იმას ფიქრობთ, რომ ღვთის სამსახური ვითომ ძნელი იყოს, ამის გამამტყუნებელ მაგალითსაც მოგიყვანთ. გკითხავთ თქვენ: კაცისთვის რომელია უფრო ძნელი ასატანი: ის, როდესაც ძრიელ შრომობს და ბევრიც აქვს, თუ ის, როდესაც არ შრომობს და არც არაფერი აქვს? ამაზე, უეჭველია, მიპასუხებთ, ის არის უფრო ძნელი ასატანი, როდესაც არ შრომობს და არც არაფერი აქვსო. მაშ, სულზედაც ასევე ითქმის. ჩვენი მოშივებული სული თხოულობს ღვთის სამსახურით და კეთილი საქმეებით გაძღობას და თუ ეს არ შეუსრულეთ, მაშინ სული საშინელს მოწყინებაშია. საშინლად სწუხს თავის სიღარიბეს და ხშირად ლურსმანივით სჩხვლეტავს ჩვენს გულს, რაიც, რასაკვირველია, უფრო ძნელი ასატანია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ ვასაზრდოვოთ ჩვენი სული ღვთის მსახურებით და სხვადასხვა კეთილის საქმით. გავამხიარულოთ იგი ჩვენის უმანკო და წმინდა ცხოვრებით და შევაერთოთ ღმერთთან ჩვენი ცხოვრება იესო ქრისტეს ცხოვრებასთან მიმსგავსებით. გამოცდილებით ვიტყვი, ვისაც უნდა ამ ქვეყანაზედაც მეტი სიამოვნება ნახოს, უთუოდ მტკიცედ უნდა დაადგეს ღვთის გზას. ცოდვითაც კი ისიამოვნებს კაცი, მაგრამ სიამოვნებაც არის და სიამოვნებაც; ყველა სიამოვნება ხომ ერთნაირი არ არის! ერთი, რომ ცოდვისაგან წარმომდგარი სიამოვნება ვერ შეედრება ღვთის მსახურებისგან წარმომდგარს და მეორეც, ეს ცოდვისაგან წარმომდგარი სიამოვნება საშინლად მალე ბეზრდება კაცს, მაშინ როდესაც ღვთის მსახურებისაგან წარმომდგარის სიამოვნებით ვერ გაძღება კაცი თავის დღეში. მარტო ამ თქვენთან ლაპარაკის დროს რომ აღტაცებაში ვარ მოსული და ვსიამოვნებ, ეს იქნება წონა მრავალ ცოდვისაგან წარმომდგარის სიამოვნებისა.

ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, როგორც მოქადაგე აღტაცებით ლაპარაკობს, ისე აღტაცებით მაყურებელიც ისმენდეს! სწორედ რომ ანგელოზები გავხდებოდით ყველანი. არ ვიცი, რას იზამდით, რომ გცოდნოდათ ჩემი ეხლანდელი უსაზღვრო აღტაცება! ეჭვი არ არის, პირველად ძრიელ დამნატრებდით, მერე დიდის აღტაცებით მიიღებდით ჩემს სიტყვებს და გადასწყვეტდით კიდეც ღვთის გზაზე დადგომას და ამ დიდის სიკეთის შეძენას. მე ვიცი, გასაკვირველი იქნებოდა თუ? რაღას შეიძენდით ანუ ჰნახავდით ამაზე უკეთესს? გასაკვირველი, მე თუ მკითხავდით, ის იქნებოდა, ასრე რომ არ მოქცეულიყავით. ეს მაკვირვებს, სხვა არაფერი: რატომ შევიძელ ამ ჭეშმარიტების შეთვისება ძრიელ ადვილად მაშინ, როდესაც ზოგიერთი ბევრის დავიდარაბითაც ვერ ითვისებს? ნუთუ ყველა ერთნი არა ვართ? არა მჯერა, რაც გულქვა და გარყვნილი ვყოფილვარ, ამგვარ სიტყვებს არ გაეჭრა ჩემზედ, რაც ეხლა გესმათ ჩემგან და არც ამას დავიჯერებ, თქვენზედაც არ გასჭრას. ეს კი გამოჩნდება ეხლა თქვენის პასუხებიდგან, მხოლოდ გთხოვთ, იმისთანა რამეს ნუ იტყვით და ნუ მიპასუხებთ, რომლის ბოლოს მოჭრა ადვილად შემეძლოს. საქმე ის არის, კაცმა თავისი ნათქვამი დაამტკიცოს, თორემ სიტყვით ისიც კი შემიძლია ვთქვა, თევზები ხმელეთად დადიან-მეთქი.

ახლა წარმოიდგინეთ ჩემი განუზომელი სიხარული, როცა ვნახავ ჩემის სიტყვებით მრავალს აღტაცებულს! რომ ვიტყვით, სულის ცხონებაო, სულის ცხონება თურმე აქაც შეიძლება. მოიძულოს კაცმა ყოველი ცოდვა; გაიწმინდოს მარხვით და სინანულით თავისი თავი; გაანათლოს ჭკუა, აზრი, გონება, აღასრულოს ღვთის მცნება უნაკლულოდ, ქმნას იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც კი შეუძლია და ნამდვილად ცხონდება ამ სოფელშიაც, ნამდვილად დამშვენდება დიდებით. უდიდესი ყველა კეთილ საქმეში კი არის კაცის დარიგება და მისი სარწმუნოებაზედ მოყვანა. რისთვის? მისთვის, რომ, როგორც იესო ქრისტემ ბრძანა, ერთი მოქცეულისათვის ანგელოზები იხარებენ ცათა შინა. მეორედ მისთვის, რომ რაკი სარწმუნოებას ჩაუნერგავთ გულში კაცს, მერმე იმას თავისთავად მოჰყვება სხვა ყოველი სიკეთეც, ასე რომ, თუ შეძლება აქვს იმ კაცს და ეს შეძლება თავის უმართლოებით მოუპოვებია, მაშინ ერთბაშად იღებს ამ ცუდ ჩვეულებაზე ხელს და მოპოვებულს შეძლებასაც კი სხვებს უზიარებს. ხოლო თუ ღარიბია და არა აქვს შეძლება, და ეს კი სულ თავის გარყვნილობით და სიზარმაცით მოსვლია, მაშინ სწორდება ხასიათი, მაშინვე ენერგება, შრომის სიყვარულთან ერთად, ნაშრომის დამზოგველობაც და თვით მეტის მეტად ღარიბიც კი დგება ერთბაშად ფეხზე და იქამდის სხვისგან დასახმარებელი, მერმე თვითონ ხდება სხვისი დამხმარე, ესე იგი გაჭირვებულების ხელის შემწყობი. ამასთან, ესენი სხვისაგან მიღებულს სწავლას მარტო ხომ თავისთვის არ შეინახვენ! რა საკვირველია, ესენიც სხვებს გადასცემენ, სხვები კიდევ - სხვებს და ამნაირად, ვინ იცის, საქმე სადამდის წავა. რაღას იზამს ამაზე უკეთესს კაცი ქვეყანაზედ!

ჩემი მთელი ყურადღებაც ამ დიდ საქმეზეა მიქცეული; გავიცნობ კაცს თუ არა, პირველში იმას ვფიქრობ, იქნება ამ კაცმა მიიღოს ჩემი სწავლა; ეგება დავაყენო როგორმე ღვთის გზაზე-მეთქი. ეს კიდევაც მისრულდება ბევრჯერ. ხანდახან ჩემთვისაც გასაკვირველი სიტყვები ადვილად ჰფენს ზოგიერთის კაცის გულს ნათელს; სდევნის იქიდგან დედის მუცლიდანვე შეთვისებულს სხვადასხვა უსარგებლო რამეების სიყვარულს და სამაგიეროდ შეაქვს იქ ჯერ მისთვის სულ უცხო ღვთის და ყოველი სასარგებლო საქმის სიყვარული. ან რა კაცია ის კაცი, რომელსაც თავისYთაფლის მსგავსის და გრძნობით სავსე სიტყვებით არ მოუგია მრავალთა გული და მათის დახმარებით არ შესდგომია სხვადასხვა კეთილ საქმეს და ამით არ ჰნუგეშობს ამ სხვა მხრით უნუგეშო სოფელში! იცით, მსმენელნო, რა გითხრათ: რომ ყველა ადამიანს სცოდნოდა, თუ რა სიკეთეს მოუტანს კაცს ღვთის სამსახური, ერთსაც ვერ ვიპოვიდით ღვთის ურჩს, ყველა ანგელოზივით მორჩილი იქნებოდა მისი, მაგრამ სამწუხარო ეს არის, რომ არ იცის ბევრმა ეს და არც უნდა გაიგოს; არ უნდა იმიტომ, რომ, მათის აზრით, ვითომ ღვთის სამსახური და კეთილი საქმე არ გააბედნიერებს კაცს და სულ გაასაწყლებს ამ ქვეყანაზედ, რაიცა, რასაკვირველია, ხელს უშლის ღვთის გზაზე დადგომას და კეთილ საქმისთვის ხელის მიყოფას. ეს არ არის კიდევ გასაკვირველი უსწავლელთაგან; გასაკვირველი ის არის, რომ მსწავლულების უმეტესი ნაწილიც კი ამ აზრისაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იმათ უარჰყვეს ღვთის სიყვარული და მისი მნიშვნელობა და მისი ადგილი დაუთმეს კაცთა სიყვარულს. აბა, პირველად თუ ღმერთი არ გვეყვარება, საიდან შეგვიძლიან კაცი შევიყვაროთ?! ნათქვამია, ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო. თავი და თავი ღმერთია, მისი შეყვარება, მისი სამსახურია და თუ ამაებს არ ექმნება უმთავრესი ადგილი დათმობილი ჩვენს გულში, საითგანღა შეგვიძლია გულწრფელად შევიყვაროთ კაცი? თუ იმას არ შევიყვარებთ, არ ვცემთ ჯეროვანს პატივს, ვისგანაც პირში სული გვიდგას და ვსცოცხლობთ ქვეყანაზედ, იმას როგორღა შევიყვარებთ და პატივს ვცემთ, ვისგანაც შევიწროებულნი ვართ და არა გვაქვს დღე და ღამე მოსვენება? აბა, წარმოსადგენია ეს?"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat