"მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე"
"მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე"
ასე ჰქვია ასი წლის წინ გამოცემულ ერთ პატარა წიგნაკს, რომელსაც, წაკითხვა რომ გინდოდეთ, თითქმის ვერსად იშოვით. მისი გაცნობა, ვფიქრობთ, შთამბეჭდავი იქნება "კარიბჭის" მკითხველისთვის. მით უმეტეს, რომ წელს 150 წელი შესრულდა მაქსიმეს დაბადებიდან. ლუარსაბ ტოგონიძის ხელშეწყობით, უკვე მოგითხრეთ ამ დიდი მამულიშვილის შესახებ, მაგრამ მაინც ვერ გადმოგეცით ის, რაც ამ წიგნშია ჩადებული. ამიტომაც გვსურს, გაიცნოთ მაქსიმე შარაძის ცხოვრების ეს ვერსია, რომლის ავტორიც, ბატონი ლუარსაბის ვარაუდით, წმინდა ექვთიმე კერესელიძე უნდა იყოს. ამ მოსაზრებას საფუძველს უმაგრებს ის, რომ წიგნში ერთხელაც არ არის ნახსენები ექვთიმე კერესელიძე და მაქსიმესთან მისი თანამოსაგრეობა და ქართული საგალობლების გადარჩენისთვის ზრუნვა. წიგნაკი იწყება გიგო ყიფშიძის წინასიტყვაობით. "ილიას მარჯვნა ხელი "ივერიის" გამოცემის საქმეში" აღფრთოვანებას ვერ მალავს მაქსიმეს ხსენებისას. ბოლოს კი დეკანოზ დავით ღამბაშიძის სიტყვას შემოგთავაზებთ, რომელიც 1909 წლის ჟურნალ "მწყემსში" დაიბეჭდა.

წინასიტყვაობა
ამ წიგნში აღწერილია ცხოვრება და მოღვაწეობა მაქსიმე შარაძისა, რომელიც შარშან გარდაიცვალა მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ეს აღწერილობა შეადგინეს მისმა ნაცნობებმა და მახლობელმა მეგობრებმა, ჩვენ გვთხოვეს მისი გადათვალიერება და მეტ-ნაკლებობის შესწორება. ჩვენც სიამოვნებით ვიკისრეთ ეს საქმე, მით უმეტეს, რომ პირადად ვიცნობდით განსვენებულს და ვაფასებდით მის პატიოსანს შრომასა, უანგარობასა და სათნოებას.

ცხოვრება და მოღვაწეობა განსვენებულის მაქსიმესი ბევრგვარად საინტერესოა და საგულისხმო. საზოგადო მნიშვნელობასაც არ არის მოკლებული და ამიტომ ჩვენის მხრითაც საჭიროდ მიგვაჩნია მოკლედ განვუმარტოთ მკითხველს მაქსიმეს ვინაობა და თავგადასავალი.

მაქსიმე შარაძე მდაბიო ჩამომავლობის კაცი იყო, გურიაში დაბადებული და აღზრდილი, მხოლოდ სოფლის სკოლაში ჰქონდა სწავლა მიღებული, მაგრამ ისეთის გულისყურისა, ისეთის ნიჭის პატრონი იყო, ისე მოწყურებული პატიოსანს, სათნოებით შემკულს, ღვთის მცნებაზე დამყარებულ ცხოვრებას, რომ უსწავლელობამ და სიღარიბემ ვერ დააბრკოლა და გადამეტებით შეიძინა ყოველივე, რაც სწადდა, ესე იგი, განივითარა გონება, გაიწურთნა ხასიათი, შეისწავლა მწიგნობრული ენა - ქართული და რუსული, იყო გულითა და სულით და თვით საქმითაც შემწყნარებელი გლახაკთა და გაჭირვებულთა, შეიყვარა მოყვასი ყოვლითა გულითა თვისითა და ყოვლითა გონებითა თვისითა, შეიმოსა დიდი პატიოსნება, მაღალი ზნეობა, აღასრულებდა ღვთის მცნებასა და სჯულს.

ეს არ იკმარა და საზოგადოების სამსახურს მიჰყო ხელი. ამ აზრით ადგენდა წმიდანთა ცხოვრებას, სთარგმნიდა საღმრთო ან საზნეობო შინაარსის წიგნებს რუსულიდან ან მდაბიურად, ადვილად გასაგების ენით სცდილობდა გადმოექართულებინა ძველ ქართულ ხელნაწერებში მოთავსებული ცხოვრება დიდებულ მოღვაწეთა და წმიდათა თანა შერაცხულთა. არც ეს იკმარა მაქსიმემ, მისი მხნეობა და შრომის მოყვარეობა შეიქმნა წყაროდ უფრო დიდი საქმისა.

მაქსიმემ დააარსა წიგნთ-საკითხავი და სასულიერო გალობის შესასწავლი კაბინეტი. მოიპოვა მრავალნი, რომელთაც სწყუროდათ კითხვა სასულიერო წიგნებისა და შესწავლა საეკლესიო გალობისა.

დააარსა სტამბა, რომელიც პირველშივე ხუთას თუმანზედ მეტი დაჯდა. ჰბეჭდავდა ამ სტამბაში მრავლად, როგორც თვის მიერ შედგენილსა და თარგმნილს, ისე სხვებისგან მიწვდილ წიგნებს საზნეობო შინაარსისა და ავრცელებდა ხალხში ან მუქთად, ან სულ მცირე ფასად. ბოლოს, ნოტების ასოებიც დაიბარა მოსკოვიდან და ნოტებზედ დაწყობილი ქართული საეკლესიო გალობა დაბეჭდა, რათა სამუდამოდ არ გამქრალიყო უნოტებოდ.

ყოველივე ეს მოიმოქმედა მაქსიმემ, კაცმა მდაბიომ, ღარიბმა, არაფრის მქონემ, მაგრამ სულით მხნემ, გულით მდიდარმა, ბუნებრივის ჭკუით შემკულმა, ხასიათით მტკიცემ, ყოვლად უბოროტომ, უზაკველმა, უწყინარმა, მუდამ მმარხველმა, მუდამ მლოცველმა, მოყვარულმა ღვთისა და ეკლესიისამ. რას მოასწავებს ყოველივე ეს? რამ დაჰბადა, საიდან იშვა ასეთი კაცი? მართალია თუ ზღაპარი?!

მართლაც გასაოცარია, როგორ გაჩნდა ჩვენი ასეთი შესანიშნავი და საოცარი ადამიანი, ნამდვილი კაცი ღვთისა და მონა ქრისტესი, ჩვენში, საცა ასე შეირყა საძირკვლამდე ძველებური სარწმუნოება, საცა ასე აბუჩად არის აგდებული უდიდესნი მცნებანი ღვთისა და დიდებული მოძღვრება ქრისტესი, საცა აღარც ეკლესიაა, აღარც სამწყსოა, აღარც მწყემსი და მწყემსმთავარი თავ-გამოდებული თვისთა ცხოვართათვის, საცა შავმა დრომ, ჩაგვრამ, თავში კაკუნმა ყველგან და ყველაფერში დაგვამცირა, დაგვანამცეცა, გაგვათახსირა.

აი, ამ დროს გაჩნდა მაქსიმე, ამ დროს ჰშვა ერის დიდებულმა წიაღმა მებრძოლ-მხედარი ქრისტესი, მებრძოლი უთოფოდა და უხმლოდ, შეჭურვილი მხოლოდ ერთის იარაღით, რომლის სახელიცაა სიყვარული.

ერის გული ზღვაა. მის ლურჯსა და კამკამა წყალს ვერ აამღვრევთ, რამდენი ნაგავიც უნდა ჰყაროთ შიგ, მაინც ვერ დააშრობთ. და აი, ამ ზღვიდან ამოვიდა მაქსიმე. ამოვიდა წმინდა და მოკვდა წმინდა. ამოვიდა და გვამცნო არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით, რომ დავკარგეთ გრძნობანი სათნოებისა, ადამიანობისა, მაღალის ზნეობისა და საჭიროა კვლავ შევიმოსოთ ამ მამა-პაპათა სამკაულით; გვამცნო, რომ ვიზრუნოთ გლახაკთა და გაჭირვებულთათვის; გვამცნო, რომ უნდა ვიყუარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ; გვამცნო, უკეთუ ურთიერთარს იკბინებოდეთ, უკუეთუ ურთიერთარს იჭამებოდეთ, გაფრთხილდით, რათა არა განილინეთ (სულაც არ ამოსწყდეთო, პავლე მოც. ეპისტ. გალატ. 5,15).

რითი გვამცნო მერე? მქუხარისა სიტყვებითა? არა. პირში შებმითა და გამაქიქებლის მჭევრ-მეტყველებითა? არა. რაიმე იძულებითა და მტარვალობითა? არა. მარტო ოდენ სიყვარულითა, მაღალის, ჭეშმარიტი სიყვარულითა, საქმითა, მშვიდობიანის საქმითა, ტკბილის, სათნო ქცევითა.

რაც სათნოება, უმაღლესი ზნეობა, დიდი გრძნობა სიყვარულისა ერსა ჰქონდა ძველად შეთვისებული, მემკვიდრეობის კანონით თითქოს მაქსიმეში გამოიხატა, მაქსიმეს ჰქონდა შემოსილი. როგორც დიდ მეცნიერს, დიდი ჭკუის კაცს გადაეცეს გონება და გენიოსობა ერისა, ისე მადლი მისი გადადის მემკვიდრეობით და იღებს ამა თუ იმ კაცის სახეს. მადლიანი კაცი კიდევ შეუძლებელია დიდი განვითარებული თუ არა, შეგნებული მაინც არ იყოს.

მართალს ამბობენ მეცნიერნი: როცა ერი უკან-უკან მიდის და ბუნება მისი გადაშენების გზას ადგას, პირველი ნიშანი ამისი ის არის, რომ სათნოება ჰქრება და იკარგება ზნეობრივი გრძნობა, ანუ გრძნობა სიყვარულისა მოყვასისადმი.

ადამიანის უმაღლეს განვითარებასა და შეგნებას ჰხატავს განვითარება ისეთის მაღალის გრძნობისა, როგორიც არის გრძნობა კაცთმოყვარების, სიმართლისა, ერთმანეთის დახმარებისა, ის გრძნობა, რომელიც გეუბნება, პატივი ეც შენსაცა და სხვის ადამიანურს ღირსებასაცაო.

ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ ვერ ჰხედავდეს დღეს ჩვენში და მთლიანად რუსეთში - ცუდს ნიშნებს ყოველგვარი ზნეობრივი გრძნობის დაკარგვისა და ადამიანურის მარტო ღირსების ფეხ-ქვეშ თელისას კი არა, არამედ მის სიცოცხლის არაფრად ჩაგდებისასაც.

ბარბაროსი, ნადირი კაცი ვერ შეითვისებს მაღალს აზრსა და გრძნობას სახარების სიმართლისას და მოყვასისადმი სიყვარულისას. ამისთვის საჭიროა განვითარდეს მისი გონება, შემუშავდეს მისი ტვინი ხანგრძლივის წურთნითა რამდენისამე თაობის განმავლობაში. და რომელი უმეცარი იტყვის, რომ ჩვენს ერს ძველად კულტურა არა ჰქონდა, გონებას არ იწურთნიდა, ტვინს არ ავარჯიშებდა?!

და აი, სათნოება და მადლიანობა, დიდი ხნით დამარხული ერში, სათუთად დაზოგვილი, დაჰყვა თან მაქსიმესაც დაბადებითვე. და როცა გაიღვიძა მისმა გონებამ მცირეოდენის სწავლითა და ფიქრითა, იფეთქა ამ სათნოებამ, ამ მადლმა, აენთო ლამპარივით და გაუნათა მრავალს გზა ადამიანობისა. ჩვენმა უკან ჩამორჩენამ, ჩვენმა დაბეჩავებამ, ჩვენმა დაჩაგრულობამ, ჩვენმა სულით დაცემამ უფრო გაამხნევა დიდი და მაღალი სული მაქსიმესი, უფრო გააფოლადა, გამოაბრძმედა...

მაქსიმემ ათასი და ორასი ათასი მოაქცია და მოარჯულა, ადამიანურს გზაზედ დააყენა, როგორც ამას მოწმობს სიტყვა თქმული მის დასაფლავებაზედ დეკანოზ თალაკვაძის მიერ.

მაქსიმემ თანამგრძნობთა და ამხანაგთა დახმარებით დააარსა სტამბა, დღეს ათი ათას მანეთად ღირებული, შეიძინა სახლი თითქმის შუა-გულ ქალაქში, დაბეჭდა ათასობით წიგნაკი ხალხში მუქთად გასავრცელებლად, შეადგინა და სთარგმნა 80-მდე სხვა და სხვა წიგნი სულ საზნეობო შინაარსისა, დაბეჭდა არა მცირედი ნაწილი ნოტებზედ გადაღებულის გალობისა და მრავალი სხვებიც გადააღებინა. ამისთვის დახარჯა არანაკლებ 6-7 ათასი მანეთისა. მაქსიმემვე გადაწყვიტა თავის ამხანაგებთან ერთად - არავის გადაეცეს მათი ქონება კერძო საკუთრებად, არამედ დარჩეს ისეთს საღმრთო დაწესებულებას, რომელიც განაგრძობს მისგან დაწყებული საღმრთო-საზნეობო წიგნებისა და ნოტებზე გალობის ბეჭდვა-გადაღებას. ყოველივე ეს მოიმოქმედა და მოახერხა მხოლოდ თავისის სათნოებით, დაუცხრომელის გამრჯელობით.

ამ მადლიანმა და ღვთის კაცმა არ დაჰზოგა თავი შრომაში, არ მისცა თავს მოსვენება, არ მიაკარა თვალს ძილი, განკაფა ხორცი თვისი და ააყვავა.

ბოლოს სასტიკმა სენმა განლია ხორცი მაქსიმესი და კაცი იგი, სათნო ღვთისა და სასარგებლო ჩვენთვის, განვიდა ამ სოფლით, "რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა სულით განწმენდილი და განბანილი".
გრიგოლ ყიფშიძე

მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე
(1859-1908)
გურიაში, სოფელ ეწერს, სცხოვრობდნენ ღვთის სიყვარულითა და კეთილის ზნეობით გამსჭვალულნი როსტომ და მეუღლე მისი ნინო ამ კეთილ-მსახურ მშობელთაგან დაიბადა მაქსიმე 1859წ. მაქსიმეს დედა ნინო დიდი მორწმუნე, ღვთის მოყვარე, მხნე, გამრჯელი, კეთილმოქმედი და მლოცველი ადამიანი იყო, დღე და ღამ ღმერთს ევედრებოდა თავის საყვარელ შვილს მაქსიმეს კეთილ კაცად აღზრდისთვის. ვისაც მისი პატარაობა ახსოვს, ერთხმად ჰმოწმობენ, რომ მაქსიმეს პატარაობიდანვე ეტყობოდა ნიჭი და კეთილი ქცევა. მისი საქციელი არ ჰგავდა სხვა ბავშვების საქციელს. თავიდანვე, დიდს თუ პატარას, ყველას მოსწონდა არა მარტო მშვენიერებისთვის, არამედ იმისთვის, რომ იყო ჭკვიანი, მშვიდობიანი, უწყინარი, ბეჯითი, მკვირცხლი, გონიერი, თავმდაბალი და დაუზარელი ყმაწვილი. ღვთის მოყვარე დედამ სიყრმითვე ჩაუნერგა ნორჩ გულსა და სულში სიყვარული ღვთისა და კაცისა, ხშირად მოეფარებოდა თურმე დედას თვალთაგან და სახლის ერთ-ერთ ყურეში დაიჩოქებდა, აღაპყრობდა თვალებსა და ხელებს მაღლა და ლოცულობდა. მისი ლოცვა ეს იყო თურმე: ღმერთო, კაი ჭკუა მომეც და კაცი გამომიყვანეო. ძალიან ხშირად გაეპარებოდა ხოლმე დედას, რომ მარტოდმარტოს ელოცა. დაუწყებდა დედა ძებნას, მიირბენდა ბავშვებში, იქ ხომ არა თამაშობსო, მაგრამ იქ ასე უპასუხებდნენ: იმას ჩვენთან თამაშობა არ უყვარსო. მალე მაქსიმე გამოჩნდებოდა და მივიდოდა დედასთან გახარებული, სახეგაბრწყინებული. დედა-შვილს მეტისმეტად უყვარდათ ერთმანეთი.

ერთხელ დედამ ყური დაუგდო, აბა, სად იმალება ბავშვიო; მაქსიმე ჩვეულებისამებრ ჩუმად თურმე გაიპარა და დაიწყო ლოცვა. დედამაც დაინახა, ბავშვი დაჩოქილია და ლოცულობს. მეტისმეტის სიხარულით თავი ვეღარ შეიმაგრა და ტირილი მოუვიდა.

ერთხელ ძროხა დაეკარგათ, დიდს, ფშნებით სავსე ტყე-ჭალაში შესულიყო. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერას გახდნენ. შეწუხდნენ მშობელნი და დაიწყეს ტირილი და წუხილი - ის იყო ჩვენი მარჩენალი დ ისიც დავკარგეთო.

შვილო, - უთხრა დედამ, - შენ ჯერ პატარა და უცოდველი ხარ; შეეხვეწე უფალს, იქნება ჩვენი ძროხა გაპოვნინოსო.

ბავშვი მაშინვე გაექანა ტყისაკენ. დაიჩოქა ტყის პირას, შეეხვეწა უფალს, რომ ძროხა ეჩვენებინა და აღუთქვა: სამაგიეროდ მამასავით შეგიყვარებ და შვილივით გემსახურებიო და ერთ ღერ სანთელსაც შემოგწირავო. გაათავა ლოცვა, დიდის იმედით ფეხზე წამოდგა და სწორედ ამ დროს მოესმა ძროხის ბღავილი. მეტის სიხარულით ცრემლი მოერია და ღმერთს შეეხვეწა, ძროხას იქამდე ებღავლა, სანამ თავს წავადგებიო. აუსრულდა ეგ წადილიც: სანამ მივიდოდა, ძროხას ბღავილი არ შეუწყვეტია. ნახა, ძროხა ტალახში ჩაფლულიყო. მაქსიმე პატარა იყო, მარტოს ამოყვანა არ შეეძლო. კიდევ დაიჩოქა და სთქვა: გმადლობ, ღმერთო, რომ მაპოვნინე, გმადლობ. ეგ სიკეთე არასდროს დამავიწყდებაო. წამოხტა, შინ გაიქცა და შეატყობინა დედ-მამას. ძროხა შინ მოიყვანეს და გახარებულნი ღმერთს მადლობას სწირავდნენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat