"თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემ სიტყვას ყური არ დაუგდო და გაჯავრებული წავიდაო, მაშინვე უეჭველად წერილს მისწერდა, ისეთს ტკბილსა და საგულისხმოს, რომ დამნაშავე ბოდიშს იხდიდა"
"თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემ სიტყვას ყური არ დაუგდო და გაჯავრებული წავიდაო, მაშინვე უეჭველად წერილს მისწერდა, ისეთს ტკბილსა და საგულისხმოს, რომ დამნაშავე ბოდიშს იხდიდა"
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18-24)
"როგორ გაიმართლოს თავი სხვისმა შემაწუხებელმა? მაქსიმეს, ამდენ სხვადასხვაგვარ ხალხში მყოფს და მოქმედს, არავინ შეუწუხებია და არც არავინ მოიპოვება მისგან გულნატკენი კაცი, არც დიდი და არც პატარა. ამისი დამამტკიცებელი ბეჭედი თვით ყველა დღევანდელი იმისი ნაცნობია.

როგორ გაიმართლოს თავი ფარისეველმა და მზაკვარმა, რომელიც პირით აქებს და ზურგთ უკან აგინებს, პირში ერთგულია და პირს უკან ორგული? ხოლო მაქსიმეს არც დიდთან და არც პატარასთან ფარისევლობა და პირფერობა არ გაუწევია; ამის მაგალითს მრავლისგან მხოლოდ ერთს ვიტყვი: ხალხისგან ფარისევლობით პატივისცემას დაჩვეულმა გენერალმა მაქსიმეს ლაპარაკი დაუწყო. მან პასუხად ხმა არ მოუტკბო, არ შესცვალა, არ აქო და არც მიკერძება რამ გამოიჩინა. გენერალი გაჯავრდა, ხოლო მაქსიმემ უპასუხა: შენის გულისათვის ხომ უნამუსოდ არ მოვიქცევი? სიტყვა მკითხე, სვინდისიერად მოგიგე; ლაპარაკის დროს ან შეცინვა, ან თავმოკატუნება, ან ტყუილი რა საკადრისია? გენერალი დაფიქრდა: მართალს ამბობო. აქო, ბოდიში მოიხადა და წავიდა. პატარა მცირეწლოვანებსაც ისევე უწყრებოდა, როგორც დიდს.

როგორ გაიმართლოს თავი კაცის დამჩაგვრელმა? ხოლო მაქსიმეს არავინ დაუჩაგრავს თავის თავზე მეტი, ყველა დიდად მიაჩნდა, ყველას თანაბრად პატივსა სცემდა. ბავშვისთვისაც არ უთქვამს "ბიჭო". არც სხვა მეტი სახელი, არც უპატივო სიტყვა; ესეც კია, რომ არც გაუცინებდა, მაგრამ არც შეუტევდა; დაჩაგვრით ცუდი საქმის გაკეთება არავისთვის დაუვალებია; პირიქით, რასაც სხვები, გინა მომსახურენი, თავის სავალდებულო საქმეს თაკილობენ, იმასაც თვითონ აკეთებდა.

როგორ გაიმართლოს თავი სხვის განმკითხველმა და ძვირის მეტყველმა? ხოლო მაქსიმეს არ განუკითხავს არც სასულიერო და არც საერო კაცი, არც მცოდველი, არც დამნაშავე და არც შემაწუხებელი. ამ შემთხვევაში იმის სიტყვა ეს იყო: როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა სდგას; თუ იმის წინაშე არ იტყვი იმის ძვირს, ნურც უიმისოდ იტყვიო.

როგორ გაიმართლოს თავი ბილწმა და გარყვნილმა? ხოლო მაქსიმეს არც გარეგნობით უშავდა რამე და ყველაფერშიც თითქმის უნაკლო იყო, ცოდვის იძულება და ძალდატანებაც მრავალი შეემთხვა თავის სიცოცხლეში, მაგრამ ყოველთვის, ღვთის მადლით, თავი დაიცვა მოთმინებითა; შობიდან აღსასრულამდე იგი იყო უბიწო ხორცითა.

როგორ გაიმართლოს თავი მარხვის დამრღვეველმა? ხოლო მაქსიმე დიდ ჯაფაში იყო, მრავალი გაჭირვება და ავადმყოფობა გამოიარა, მაგრამ ყოველთვის ფიცხელის სასტიკობით მარხულობდა. დიდი მარხვობით შვიდეულის მარხვას აღასრულებდა. არა თუ მარხვას ინახავდა, ხსნილშიც ხორცი არ უჭამია პატარაობიდან გარდაცვალებამდე. ისე მძიმე ავადმყოფიც იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომა არ შეეძლო, მაგრამ კვირა-უქმობით ნაშუადღევამდე არაფერ საჭმელს არ მიიღებდა; თუ დააძალებდნენ, ეტყოდა: განა ის არ მეყოფა ზარალად, წირვა-ლოცვას ვერ დავესწარი, რომ მის გამოსვლამდე არ მოვითმინო? რაღა სიკეთე უნდა შემეძინოს, თუკი მაგისთანა მოუთმენლობის გზას დავადგები?!

როგორ გაიმართლოს თავი ლოთმა? ხოლო მაქსიმე მცირე ზომაზე იდგა და არასგზით გადააცილებდა იმ ზომას და დათრობის გამოუცდელი იყო. თავის დღეში სტუმრად არსად წასულა, პურის საჭმელად არავის წაჰყოლია. პურის ჭამის დროს სახლში არავის ეტყოდა, მიირთვიო, ყველას თავის სურვილზე აგდებდა. ხოლო თუ ვინმე საჭმელს დააძალებდა, ეტყოდა: როგორ შეიძლება ადამიანს სასმელ-საჭმელი დააძალო ან როგორ შეიძლება მისი დაძალება შეიწყნარო! ევამ რომ ადამს დააძალა და მიაღებინა საჭმელი, რა მოიგო იმითი წყევის მეტი? ადამმა რომ ევას დაძალება შეიწყნარა, რა მოიგო იმითი რისხვის მეტიო.

როგორ გაიმართლოს თავი ამპარტავანმა და მზვაობარმა, ტრაბახის მოყვარულმა? ხოლო მაქსიმემ ბევრი რამ კეთილი და ბევრი რამ ღირსი ქებისა ჰქმნა, მაგრამ სხვაზე მაღლა თავი არ დაუყენებია, არ მოუწონებია და არც დაუტრაბახნია. ყოველთვის თავის თავს ამცირებდა და სხვებს ამაღლებდა, თავის თავს ამტყუნებდა და სხვებს ამართლებდა.

როგორ გაიმართლოს თავი ვერცხლის მოყვარულმა, რომელიც აგროვებს საუნჯეს, ანუ რომელიც უფულოდ არაფერ კეთილ საქმეს არ აკეთებს? ხოლო მაქსიმე ოცდახუთს წელიწადს სამების ეკლესიაში თავის მგალობელთა გუნდით გალობდა და არავითარ სასყიდელს არ იღებდა, პირიქით, თვითონ აძლევდა თავის ჯამაგირიდან მგალობლებს და ეკლესიას თავის ნიჭითა და ტალანტით უსასყიდლოდ ემსახურებოდა; თავის ნაშრომ-ნათარგმნ საღმრთო წიგნებსაც უსასყიდლოდ ურიგებდა მლოცველებს.

როგორ გაიმართლოს თავი ზარმაცმა? ხოლო მაქსიმე იმ ზარმაცივით მრთელიც იყო, იმაზე უფრო ავადაც იყო, იმაზე უფრო დასუსტებულიც, იმაზე უფრო მშიერიც, იმაზე უფრო წყურიელიც, იმაზე უფრო შეწუხებულიც, იმაზე უფრო უძილოც, იმაზე უფრო დაღლილიც, მაგრამ ყოველთვის დაუზარებელად მსწრაფლ რამეს მივარდებოდა და აღგზნებულ ცეცხლივით მოედებოდა.

როგორ გაიმართლოს თავი ავ-მუცელმა და გემოთმოყვარულმა? ხოლო მაქსიმე არც ერთ დღეს არ კითხულობდა, რა მაქვს საჭმელი, რა მაქვს სასმელიო; პურის ჭამას რომ ეტყოდნენ, კი არ გაიხარებდა, უფრო ეწყინებოდა. სადილად მისვლას რომ ეტყოდნენ, კი არ გაიქცეოდა მაშინვე, დიდ მწუხარებასა და ფიქრს მიეცემოდა. კიდევ რომ ეტყოდნენ: აბა, მაქსიმე, დაგვიანდა, სადილი მიირთვიო (ვახშამს არ სჭამდა), კვნესითა და მჭმუნვარებით იტყოდა: დამღუპა და წამწყმიდა მაგ საჭმელმა, წამწყმიდა! ცოტა კიდევ მოიცადეთო. ყოველი მიზეზი მაშინ გამოუჩნდებოდა, რომ დაბრკოლებულიყო. კიდევ მიაკითხავდნენ და ახლა ეტყოდა: კარგი, მოვალ, მაგრამ სხვადასხვა კაი საჭმელები არ მოიტანოთ, თორემ მოთმინება არ მაქვსო; ხოლო თუ სჭამდა, იმასაც ძალიან ცოტას, ნახევრად მშიერი ადგებოდა, თუ ხშირად არ მიაკითხავდნენ, იმ დღეს უჭმელი დარჩებოდა და იმასაც ის უნდოდა. სამი დღე რომ უჭმელი ყოფილიყო, არ იტყოდა, საჭმელი მომიტანეთო. ხოლო თუ როგორ უძლებდა ასეთს უჭმელობას და ან რა ძალა ჰქონდა, რომ ისეთს დიდს ჯაფას ეწეოდა, ის ღმერთმან უწყის.

როგორ გაიმართლოს თავი უქმად და ამაოდ მოლაპარაკემ? ხოლო მაქსიმე ცუდად და ამაოდ არ ლაპარაკობდა, მეტს არ იტყოდა, ცოტას ლაპარაკობდა. მხოლოდ რაც უეჭველად საჭირო იყო, იმას იტყოდა დიდის დაფიქრებით, რომ იმის სიტყვას არ მოეტანა არავითარი ვნება არავისთვის. მის ნათქვამს სიტყვას არავითარი ეჭვი არ ჰქონდა, არც შემწეობა უნდოდა, არც დამტკიცება და არც არავის გასამტყუნებლად დაიწყებდა ლაპარაკს. ესრედ ყოველი მისი სიტყვა ნარკვევი, მზადი, რთული, განწმენდილი და გამოხურვებული იყო, ღვთისა და კაცისთვის სარგო და ფრიად სასიამოვნო.

როგორ გაიმართლოს თავი ხარბმა და თვალბოროტმა? ხოლო მაქსიმეს არ ეხარბებოდა არავითარი ქონება არავისი; არც მამული, არც დედული, არც ცოლი, არც შვილი, არც ტანისამოსი. არაფერს ნატვრის თვალით არ შეჰხედავდა; თუ გინდა მტერიც ყოფილიყო, არავის მრისხანე თვალით არ შეჰხედავდა, და არც არავის სიმშვენიერისა და მორთულობისთვის არ შეჰხედავდა. ქუჩაში სიარულის დროს ქუდი თვალებზე ჩამოფარებული ჰქონდა და აქეთ-იქით ყურება მისგან არ შეიძლებოდა, მუდამ თავდახრილი და პირდაპირ მიმავალი იყო.

როგორ გაიმართლოს თავი გართობის მოყვარულმა, ხორციელად თვალისა და ყურის გამყოლმა და მასიამებელმა? ხოლო მაქსიმემ გართობის მოსასპობად მოუცლელობას მისცა თავი და სისხლი და ხორცი მისი არა თუ მოსვენებას და შვებას თვისსა ღირს იქმნა, არამედ ათი წუთის მოსვენებაც არ ჰქონდა. მაქსიმეს ასე ჰქონდა წარმოდგენილი ეს საგანი: უსაქმოდ ყოფნა, გართობა თვალისა და ყურისა მოითხოვს მუცლისა და პირის გემოვნების აყოლას და ნაყროვანებას, რომელიც განუღებს კაცს ყოველგვარი ბილწებისა და უკეთურების კარსაო; ამისთვის თავის თავს არ ასვენებდა; თავისუფალ დროს არ აძლევდა და არც არასოდეს წასულა სადმე გასართობად და სათამაშოდ, ან რაიმე სეირის საცქერლად.

როგორ გაიმართლოს თავი უბარმა და გულძვირად მყოფმა? ხოლო მაქსიმესგან ყოვლად შეუძლებელი იყო უბრობა და გულძვირად ყოფნა ან მტერთან და ან მოყვარესთან, რადგან მოყვრისთვისაც და მტრისთვისაც კეთილის მყოფელი და მლოცველი იყო. თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემ სიტყვას ყური არ დაუგდო და გაჯავრებული წავიდაო, მაშინვე უეჭველად წერილს მისწერდა, ისეთს ტკბილსა და საგულისხმოს, რომ დამნაშავე ბოდიშს იხდიდა.

როგორ გაიმართლოს თავი ურჩმა და კეთილის მოთაკილემ? ხოლო კეთილის ქმნაში არასოდეს ურჩობა არ გაუწევია - ურჩობას სწევდა უკეთურებაში, რომ ვერა გზით ვერ დაითანხმებდით, ვერც რაიმე მცირე შეცთომის ქმნაზედაც კი. მცირე ცთომას არ იკისრებდა, თუნდ მეფეს ებრძანებინოს. ამისთანა შემთხვევაში არც შერცხვებოდა, არც ვინმეს შეუშინდებოდა. ამიტომ მოხდა სხვა მრავალთა შორის ეს შემთხვევაც: ერთმა წიგნის გამომცემელმა, წიგნი რომ დააბეჭდინა, ანგარიში მოსთხოვა მაქსიმეს. როცა ანგარიში მისცა და იმანაც ფასი გაიგო, უკან მოუტანა და უთხრა: გამოსცვალე ფასები, ცოტა მეტ-მეტი დასწერე, რომ ანგარიში მეტი შესდგესო. რათაო? - ჰკითხა მაქსიმემ. იმიტომ, რომ სხვას უნდა წარუდგინო და ფული მომცესო. მაქსიმემ მიუგო: მე მაგისთანა სიყალბეს, თუ გინდ მოვკვდე, ვერ ჩავიდენ სწორედ; თუმცა საწყენად დაგირჩება, მაგრამ ჩემი მოსაცემი თორმეტი თუმანი რომ გავწირო, ის მირჩევნია, ვიდრე ეგ საქმე ვიკისროო. ის ფული მართლაც სრულად აღარ მისცა წიგნის შემკვეთელმა.

როგორ გაიმართლოს თავი ტანისამოსისა და ახალმოდების მოყვარულმა? ხოლო მაქსიმეს ეცვა ერთი და იგივე ძველებური, სადა ტანისამოსი, არც იმაზე უმშვენიერესს ეძებდა და არც თუ ძალიან გლახა უნდოდა, მხოლოდ ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ სხვას არ შეხარბებოდა. სისუფთავეს და სიწმინდეს, როგორც ტანისამოსისას, უფრო სხეულისას მისდევდა, ხოლო უფრო მეტად სულისა და გულის სისუფთავეს ეტანებოდა.

როგორ გაიმართლოს თავი იმან, ვინც სხვას დანაშაულს არ აპატიებს? ხოლო მაქსიმე არასოდეს ბოროტის წილ ბოროტს არ მიაგებდა არავის, არამედ მიაგებდა ბოროტის წილ კეთილს. ამისთვის მოგითხრობთ მის მრავალ კეთილ მოწყალებისაგან მხოლოდ ერთს: - ერთხელ მაქსიმემ თავის ოთახში ქურდს მოასწრო. ქურდს შეეშინდა, უნდა გაქცეულიყო, მაგრამ მაქსიმემ კარები ჩაჰკეტა. ქურდს ეგონა, შავ დღეს დამაყენებსო და ძლიერ შეშინებული ცახცახებდა. მაქსიმეს მუხლებზე მოეხვია და ეამბორებოდა, შენის ღვთის გულისთვის მაპატიეო. მაქსიმემ უთხრა: ნუ გეშინიან, გაპატიებ, გაპატიებ, შენ მხოლოდ დამშვიდდი, დაწყნარდი, არაფერს გერჩი, მხოლოდ მითხარი, როგორ გაგიჭირდა ეგრე, რომ საქმეს კისრულობდი? მან უთხრა: დიდი ხანია, რაც ცუდად დავდივარ, ყველაფერი დამეხარჯა, აღარაფერი აღარ მაქვს: არც საჭმელი, არც სასმელი და არც ტანისამოსი. მაქსიმემ უთხრა: რატომ არსად არ დადგები?

- უწინ დიდ ჯამაგირში ვიდექი, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ შევხვდი იმისთანას და მცირე ფასად დადგომისა კი მრცხვენიან.

- ეგ უფრო სირცხვილი არ არის? ღმერთი ხომ გწამს?

- მრწამს, რასაკვირველია.

- ღმერთმა ის კი არა სთქვა, თუ ბევრს არ აიღებ, საქმეს თავი დაანებე, ტყუილა იყავიო, არა, "ოფლითა შენითა სჭამდე პურსაო". შენ ოღონდ ადგილზე იყავი და ღმერთი გწამდეს, მხოლოდ ჯამაგირი დიდი გექნება თუ პატარა, სულ ერთია, იმიტომ, რომ ღმერთმა უთხრა მას, რომელიც ცოტას დასჯერდა: "რომელი მცირეს ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინოო". ამიტომ, თუკი ღვთისნიერად იცხოვრებ, შენი პატარა დიდად გადაგექცევა და როცა ასე თავს დაიმდაბლებ, ღმერთი აღგამაღლებს. წადი მშვიდობით. ეცადე, ჩემო ძმაო, ადგილი იშოვნე და სვინდისიერად იცხოვრეო.

მცირე საჩუქრით გაისტუმრა და ისიც გახარებული წავიდა.

იმავე კვირას ნახა მაქსიმემ ის ბიჭი, მაღაზიის კარებში მდგომარე, და ჰკითხა: რა ჰქენიო? დიდი მადლობელი ვარ შენი, ისე, რომ მეტი არ შეიძლება; შენგან რომ წამოვედი, მაშინვე შევეცადე და აგერ აქ პრიკაშჩიკად დავდექი. ღმერთმა სიკეთე მოგცეს ჩემი სიკეთისთვისაო.

როგორ გაიმართლოს თავი იმან, ვისაც ბოროტი კეთილად მიაჩნია და კეთილი ბოროტად და ისე ცხოვრობს? ხოლო მაქსიმე იმიტომ აღინთებოდა და განილეოდა დღე და ღამე შრომითა და კეთილმოღვაწებითა, რომ კეთილი კეთილად სწამდა და კეთილის ქმნით, სარწმუნოებით ელოდა კეთილ მისაგებელსაც. ხოლო ბოროტი ბოროტად სწამდა და შიშისთვის მისის მისაგებელ მწარის სასჯელისა, უწინარეს თვით დასაჯა თავი თვისი ხორცითა, რათა იშვებდეს სულითა. ამიტომ ემსგავსება მთელი იმისი ცხოვრება ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის, ილევა და სხვას კი უნათებს.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat