"ჰმადლობდა ღმერთსა და განამტკიცებდა თავის სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს ღმერთზედა"
"ჰმადლობდა ღმერთსა და განამტკიცებდა თავის სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს ღმერთზედა"
(დასასრული; დასაწყისი იხ.#18-25)
"როგორ გაიმართლოს თავი მან, ვინც სხვისის მიხედვით თავის თავს ამართლებს ცოდვის დროს და თავისი ცოდვა არაფრად მიაჩნია, სხვისი კი დიდად ეჩვენება? - ხოლო მაქსიმე ერთი ბეწვი შეცდომისათვის თავის თავს არ ამართლებდა და დიდად ღონდებოდა და შეძრწუნდებოდა; თვისი ერთი ბეწვი ცოდვა დიდ დვირედ და მძიმე უღლად მიაჩნდა, ხოლო სხვისი დიდი ცოდვა ერთ ბეწვადაც არ მიაჩნდა. არ უყურებდა სხვას და არ ამბობდა, რათა ჰქმნა ესაო, უყურებდა თავის გულს და თავის თავს ჰყვედრიდა, რად მოვიქმედე ესაო. მცირე შეცდომით დამწუხრების დროს (მაგალითად, წყლის დალევისას პირჯვრის დაწერის დავიწყება) რომ ეთქვა ვისმე, ეგ არაფერია, ეგეთი უბრალო შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ცოდვად არ მიაჩნიათ, შენც იმათ მიხედე, რაღა მარტო შენ გამოჰკიდებიხარ მაგისთანა მცირე შეცდომებს და გულნატკენად თავს იწუხებო, მაქსიმე ეტყოდა: მაგისთანა ცრუ თავის გამართლებით და სხვისის მიხედვით კაცი თავს დაჰღუპავსო. მთელი ქვეყანა რომ ცოდვაში ირეოდა, ნოესაც რომ ეგრე ეფიქრნა, იმათთვის მიებაძნა და იმათსავით მოქცეულიყო, რაღა დიდებული ნოე იქნებოდა? მაშ მთელი ქვეყანა რომ ცოდვაში ირეოდა, აბრაამსაც რომ ეგრე ეფიქრნა, რაღა აბრაამი იქნებოდა? მთელი ქალაქი რომ ცოდვაში ირეოდა, ლოთსაც რომ ეგრე ეფიქრნა, რაღა ლოთ, რჩეული ღვთისა იქმნებოდა? ან ლოთ ან ნოე როგორ გადარჩებოდა, ან რისთვის გამოიყვანდა მათ ღმერთი იმ საერთო წარღვნისა და მოწყვეტისაგან? არა იმისთვის, რომ არ იყვნენ იგინი მობაძავ უკეთურთა? ღმერთმაც იმიტომ აღირჩია იგინი და მათზედ დაამყარა ყოველი სასოება თვისი და იგინი ჰყო დასაბამ ყოვლისა კეთილისა.

ვინც იმას ამბობს: ღვთის მცნებას რაღა მარტო მე უნდა ვასრულებდე, რატომ სხვები არ ასრულებენო, ის სხვასთანვე განისჯება და არ დაისჯება. ხოლო ვინც ამბობს: ეს ღვთის მცნება მარტო ჩემთვის არის ღვთისგან მოცემულიო და მასზედ გულ-მოდგინედ სდგას და ასრულებს, იგი გამორჩეული იქმნება ღვთისგან, ვითარცა ნოე, აბრაამ და ლოთ; გამოცალკევებულ უკეთურთაგან და დამკვიდრებულ ცხოვრება კეთილსა ხორციელსაცა და სულიერსაცა, რომელ სთნავს (მოსწონს) ღმერთსა.

არა ოდეს კმაყოფილი არ იყო მაქსიმე თავის ცხოვრებით. მუდამ დარდობდა და თავის თავს ესაყვედურებოდა: რა დამემართა, ვერ ვიქცევი კარგად. ვაითუ ცუდი მაგალითი აიღოს ვინმემ ჩემგან; მერე რა პასუხი გავსცე ღმერთსა? კმაყოფილი არ იყო თავის ბევრ შრომითაც და სულ იმას ამბობდა: არაფერი გამიკეთებია, დღეს პურის ჭამა არ მეკუთვნისო. მძიმე ავად მყოფობის დროსაც კი გაჭირვებით წამოდგებოდა და შრომას დაიწყებდა: ეტყოდნენ, ნუ შრომობ, ვერ შესძლებო. ხოლო ის უპასუხებდა: ზარმაცობას ნუ მირჩევთ, უშრომლობა ცოდვააო.

დიდი და საკვირველი მომთმენი და სულგრძელი იყო, მაგრამ სულ იმას ამბობდა, მოთმინება არა მაქვსო. დიდი კეთილმოქმედი იყო, მაგრამ სულ იმას ამბობდა: კეთილ საქმეში ხელი მეშლება, რაც მინდა, ვერ ვასრულებო. დიდის სათნოების კაცი იყო, მაგრამ კიდევ მუდამ საღმრთო წერილისა და წმიდათა ცხოვრების კითხვით, თარგმნით სათნოებას ითვისებდა და სულით იხარებდა. ეგრედვე ბოლოს წმინდა კლემაქსის წიგნიდან შეიძინა მრავალნი დაფარულნი საიდუმლოებანი ცოდვისა და მადლისა და ჭეშმარიტის სულიერის ცხოვრებისა, მის მიბაძვამ მთლად გაიტაცა და სათნოებანი გაიორკეცა.

უეჭველად, ბოროტ სულს შეშურდა მისი დიდი ღვაწლი და მოთმინება და შეემთხვია სასტიკი ავადმყოფობა 1901 წლიდგან. ისეთი ტკივილები ჰქონდა, რომ მის გაჭირვებას ვერ გამოსთქვამს ვერა კაცის გონება და პირი, ვერც ვერავის შეუძლია აღწეროს! რა ჭირი, რა ურვა, რა ტანჯვა, რა უძლურება, რა გოდება და განსაცდელი არ შეამთხვია წუთისოფელმა, ავმა, ბოროტმა და დაუნდობელმა! თვით იტყოდა: ჩვენებით განვლიდა სული ჩემი ქვასა, რკინასა, ზღვასა, უფსკრულსა, ცეცხლსა, მთასა ყინვიანსა და ზეცისა ჰაერთა შინა საშინელებითა დიდითაო. ხოლო ყოველისავე იმ საშინელებისა და ეშმაკეულ განწირულებისგან უვნებლად დაიცვა ღმერთმან. შვიდი წელი იტანჯა წმინდა იობის მსგავსის ტანჯვითა, სისხლ-დინებით, წყლულებით და სხვა მრავალ-გვარ უძლურებით და არავითარი ძვირი ღვთისა არ წარმოუთქვამს არასდროს, არამედ უფრო მეტად ჰმადლობდა ღმერთსა და განამტკიცებდა თავის სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს ღმერთზედა და ესრედ მშვიდობითა და სიხარულით აღესრულა 1908 წლის 16 თებერვალს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat