"იმისი სახელი ყოველ მხრიდგან მოისმოდა: ყოველსავე მაქსიმე აკეთებდა ჩუმად, უდრტვინველად, უბოროტოდ, დამშვიდებულის სახით და გულით"
"იმისი სახელი ყოველ მხრიდგან მოისმოდა: ყოველსავე მაქსიმე აკეთებდა ჩუმად, უდრტვინველად, უბოროტოდ, დამშვიდებულის სახით და გულით"
(გაგრძელება, დასაწყისი იხ.#18-23)
"დეკანოზ პეტრეს ვერ აბრკოლებდა ვერც წვიმა და ვერც სიცხე, ისე ხშირად დაიარებოდა სიხარულით საღმრთო კაბინეტში; სახარებას და სხვა საეკლესიო წიგნებს უხსნიდა ხალხს. თუ საღმრთო წერილის რომელიმე მკითხველი ვერ გაიგებდა ამა თუ იმ მუხლს, მაქსიმე მაშინვე დანიშნავდა იმ ადგილს და როდესაც პეტრე დეკანოზი მობრძანდებოდა, აახსნევინებდა; ამრიგად, საღმრთო წერილის შინაარსი ცხადი შეიქმნა ყველასთვის. აგრეთვე ხშირად დაბრძანდებოდა ეპისოპოსი ალექსანდრე, ლეონიდე (ოქროპირიძეები, - კ.კ.) და სხვა სულიერნი მამანი.

ამ დროს მაქსიმე ილია ჭავჭავაძესთან იდგა. "ივერიის" საექსპედიციო საქმეს ემსახურებოდა. მაშინ უფრო მოიცალა მაქსიმემ და სხვებთან ერთად დაიწყო ქართული გალობის სწავლა და მალეც შეისწავლა ქართლ-კახეთის კილო და სძლისპირები. მას უკან კაბინეტის ხელმძღვანელებმა მოიწვიეს იმერეთიდგან მოსული გელათის მგალობელი და მისგან შეისწავლეს სამივე წირვის წესი. შემდეგ მოიწვიეს გალობის მასწავლებლად თავადი მელქისედეკ ნაკაშიძე. მან სთქვა: გაგებული მქონდა ამ კაბინეტის საქმე, მაგრამ არ მჯეროდა, თუ ასე მოწყობილი იქნებოდა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ თქვენ ნამდვილ კეთილ საქმეს ადგახართ და შეძლება და ცოდნა არა გშურთ ასეთის კარგის საქმისთვის; მეც დიდი სურვილი მაქვს, ჩემი შეძლება და ცოდნა თქვენსას შეუერთოო".

მელქისედეკმა გადმოაწყო საეკლესიო წიგნები: პარაკლიტონი, მარხვანი, ზადიკი, სადღესასწაულო და თქვა: "ყველა ეს დიდი წიგნი, საწინასწარმეტყველოს გარდა, სულ ერთნაირად საგალობლებია. პირველი ამათში პარაკლიტონის წიგნია, რადგან პარაკლიტონის რვა ხმა ყველა გალობის კლიტეა. საქართველოს დედა გალობა ისეთივე დიდებული და მრავალია, რომ ძველად მეფის შვილები და თავადიშვილები უმეტეს დროს მის შესწავლას ანდომებდნენ. ახლანდელს უმაღლეს სასწავლებლის კურსს ორჯელ გაათავებდნენ იმ დროში, რაც დრო მთელ საგალობლების სწავლას სჭირდებოდა. ამ საუკუნეში დაეცა გალობის საქმე და მთელ გურიაში დარჩა ერთადერთი კაცი, ანტონ დუმბაძე, ამ საგალობლების მცოდნე. მისნი მოწაფენი რამდენიმე კაციღა ვართ. დიდად მსურველი ვარ, ეს მრავალთა მრავალი საგალობელნი შეგასწავლოთ, რომ არ დაიკარგოს სამშობლოსთვის". მართლაც დიდად გაისარჯა და დიდი ამაგი და შრომა დასდო მთელს ხუთი წლის განმავლობაში. განვლეს რვა ხმის პარაკლიტონი და სხვა. გალობის სწავლების საქმეს ყველანი ძლიერ მონდომებულნი იყვნენ; მოხარულნი და განკვირვებულიც იყვნენ გალობის მშვენიერებასა და სიმრავლეს. თვით მაქსიმე ხომ ისე გატაცებული იყო, რომ კაი გაწყობილ გალობის თქმის დროს მეტის სიხარულით ცრემლები მოსდიოდა. ბატონ ნაკაშიძისგან ნასწავლ გალობას მაქსიმე მერე თავის ძმათა შორის და ხალხში გულ-დადებით ავრცელებდა.

შემდეგ მაქსიმემ სთხოვა გაბრიელ ეპისკოპოსს: "ის გალობა, რომელიც თქვენის სამღვდელოების ხარჯით გადაღებულ იქნა ნოტებზე, სამ ხმად გაწყობილი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ, ჩვენ დავბეჭდავთ და ჩვენვე ვასწავლით ახალგაზრდებს და გავავრცელებთ ხალხშიო". გაბრიელ ეპისკოპოსმა იფიქრა, ამ გადაღებულის გალობის დაბეჭდვას ხუთასი თუმანი სჭირდება, ვიდრე აქ დაუბეჭდავად იყოს და დაიკარგოს, უმჯობესია გაუგზავნი, დაბეჭდავენ და გაავრცელებენო.

მართლაც გამოუგზავნა ტფილისში მაქსიმეს, მაგრამ ცოტა რამ აკლდა, ის ნაკლები ფურცლებიც შემდგომში გამონახეს და ისიც მოუვიდა. შეივსო ყველა, რაც გადაღებული ჰქონდათ. მაქსიმემ ნოტები ბატონ ფილიმონ ქორიძისგან შეისწავლა და თავის ლოტბარობით მიჰყო ნოტების გალობის გავრცელებას ხელი. საბედნიეროდ, სამივე ხმა ერთმანეთზე კარგი შესწევდა. ამ დროს მაქსიმე აირჩიეს ტფილისის სემინარიის გალობის მასწავლებლად. მეტისმეტად გულს-მოდგინედ ასწავლიდა სემინარიის შეგირდებს; სცდილობდა, ღვთისა და სამშობლოს სიყვარული ღრმად ჩაენერგა მათს გულში.

მაქსიმეს ზოგიერთი ამხანაგი საღმრთო წიგნთსაკითხავს ჩამოშორდა, ზოგნი კიდევ დარჩნენ, ზოგნი ახლებიც იყვნენ, მაგრამ საწევრო ანუ საამხანაგო ფული აღარავის აღარ შეჰქონდა და მთელი გადასახადი სახლის ქირისა და სხვა - მარტო მაქსიმეს დააწვა. რამდენიმე წელიწადი მარტო სწევდა ამ მძიმე უღელს: 25 მანეთი ჯამაგირი ჰქონდა და 25 მანეთსვე უშურველად საღმრთო წიგნთსაკითხავის სახლის ქირაში აძლევდა, ისე უდრტვინველად, რომ არავისთვისაც არ უთქვამს, ფული შემოიტანეთო; ნუგეშობდა და ხარობდა მხოლოდ იმით, რომ ესწავლა ყოველს მსურველს გალობა და გულმოდგინედ ეკითხნა საღმრთო შინაარსის წიგნები. ზოგნი კიდეც ეუბნებოდნენ: რად ჰღუპავთ ტყუილად მაგ ფულსაო, მაგრამ მაქსიმე ყურს არ უგდებდა მათ ლაპარაკს. თუ ვინმე ფულის შეუტანლობისთვის ბოდიშს მოითხოვდა, ეტყოდა, ნურავის შეაწუხებთ ფულისთვის, მე გადავიხდიო; მაქსიმე ძლიერ მართალი, მოწყალე, უანგარო კაცი იყო, მაგრამ, ღვთის მადლით, არას დროს არა დაჰკლებია რა და ყველაფერში ხელი ემართებოდა, თუმცა უდანაშაულოდ ამ დროს მან ბევრი გაჭირვება გამოსცადა სხვის მიზეზით: პასუხის გებასა და საჩივარში მისცეს და საპყრობილეში დააპატიმრეს, მაგრამ ყველა იწროებას მოთმინებით იტანდა.

საღმრთო წიგნთსაკითხავის დაარსებისთანავე მაქსიმემ სხვადასხვა წმინდანთა ცხოვრებისა და ზნეობრივ წიგნების თარგმანსაც ხელი მიჰყო. პირველად სთარგმნა და გამოსცა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება; წიგნს წინასიტყვაობაც წაუმძღვარა. შემდეგ სთარგმნა წმინდა მოწყალე ფილარეტი, წმინდა შვიდნი ყრმანი ეფესელნი, ფილოსოფოსი სოკრატი და სხვა. ბეჭდავდა და ხალხს უფასოდ ურიგებდა. მაქსიმე მწყურვალე იყო, რომ ერთი საბეჭდავი მაშინა ჰქონოდა, რათა ბევრი ებეჭდა და ხალხში გაევრცელებინა: ეს სურვილიც შეუსრულდა, მოიპოვა კიდევ სხვა ამხანაგები, მისის წმინდა ცხოვრების მაგალითის მხილველნი, ქრისტეს მიერ ძმურის სიყვარულით გამსჭვალულნი. იმ დროს მაქსიმეს თუმცა თანხა არ ჰქონდა ამ საბეჭდავი მაშინისა, მაგრამ თავის თაოსნობით და ნდობით, ამხანაგთა თანხით იყიდა სამას თუმნიანი დიდი საბეჭდავი ახალი მაშინა 1891 წელს. მასთან იყიდა ორას თუმნამდე ღირებული სხვადასხვა ასო, მრავალი მოწყობილობა სტამბისა. ამ რიგად მშვენივრად გააწყო ახალი სტამბა და შეუდგა როგორც სხვისი საქმის ბეჭდვას, ისე წმიდანთა ცხოვრების და ზნეობრივის წიგნების ბეჭდვას; მთელ მის ხანმოკლე ცხოვრებაში ნათარგმნ-ნაბეჭდი წიგნები ოთხმოცამდე იქნება. ყოველ თითოეულ წიგნს ბეჭდავდა 2000 და 3000 ცალს ხალხის სასარგებლოდ და ღვთის სადიდებლად.

მცირე ხნის შემდეგ სტამბის დაარსებისა რუსეთიდან დაიბარა ნოტების ასოები, 1500 მანეთად ღირებული. პირველი შემოსვლა იყო მთელ საქართველოში ნოტების ასოებისა; ამ ნოტებით დაბეჭდა ნახევარზე მეტი, რაც გაბრიელ ეპისკოპოსისაგან მიიღო. ხოლო შემდეგს განაგრძობენ ღვთით მისნი ამხანაგნი.

როგორც ზემორე მოვიხსენეთ, მაქსიმე "ივერიის" ექსპედიტორად იყო დიდხანს, "ივერიის" გაზეთად გადაკეთებიდან იმ დრომდე, ვიდრე გაზეთი ილია ჭავჭავაძისგან სხვის ხელში გადავიდოდა (1886-1900 წლამდე). დიდი ნდობა ჰქონდათ ილიას და მის სახლობას მაქსიმესი, ყველანი შვილსა და ძმასავით უყურებდნენ. ილია რომ სხვაგან წავიდოდა, მთელ ქონებას მაქსიმეს აბარებდა.

გასაკვირველი მშრომელი კაცი იყო. დღეში შვიდის კაცის საქმეს აკეთებდა. გაზეთის საექსპედიციო საქმეს განაგებდა და ოთხი კაცის საქმეს ასრულებდა. იმავე დროს სემინარიაში გალობის მასწავლებლად იყო, მუდამ დღე ასწავლიდა. იქიდან სამრევლო სკოლაშიც დადიოდა და გალობას ასწავლიდა, მერე სტამბის და რედაქციის საქმეს უბრუნდებოდა, ქაღალდის მაღაზიაში, ბანკსა და ფოსტაში გაფრინდებოდა, შინ მოსვლისთანავე საქმეს შეებმებოდა, საღამოობით ამხანაგებს და სხვებს თავის საღმრთო წიგნთსაკითხავ კაბინეტში გალობას ასწავლიდა. შემდეგ სწერდა, სთარგმნიდა, ანგარიშობდა გაზეთის შემოსავალ-გასავალს, ხელისმომწერთა ადრესებს და შუაღამემდე არ დაიძინებდა; ნაშუაღამევის ოთხის ნახევარზე უეჭველად წამოდგებოდა და გაზეთის გაგზავნის, ფოსტაში ჩაბარების საქმეს შეუდგებოდა. ყოველ დღე ესრედ გასაკვირველ შრომაში ატარებდა. სწორედ წარმოუდგენელია, საიდან ჰქონდა ესოდენი ძალა და ღონე ამოდენის საქმის გაძღოლისათვის ბუნებით სუსტს, მუდამ მმარხველს და მლოცველ ადამიანს. ყველა იმასთან გარბოდა, იმას ეძახოდა, შინაური, გარეული მას დაასაქმებდა და ყველას საქმეს ის აკეთებდა. იმისი სახელი ყოველ მხრიდგან მოისმოდა: რედაქციიდგან, ილიას სახლიდგან, სტამბიდგან, მეზობლებიდგან და ყველა მომავალ-წამავალისგან. ყოველსავე მაქსიმე აკეთებდა ჩუმად, უდრტვინველად, უბოროტოდ, დამშვიდებულის სახით და გულით. რომელი მთავრობა არ იცნობდა, როგორც კეთილ კაცს? რომელი დაწესებულება არა სცნობდა, რომელი საზოგადოება, რომელი მაღაზია, რომელი ამხანაგობა, რომელი წოდება არ იცნობდა? რომელი ჩინებული და რომელი მცირე არ სცნობდა, რომ ის იყო ჭეშმარიტად ღვთისმოყვარე და მოშიში, კეთილმოქმედი, მშვიდი, გულ-მდაბალი, მართალი, წრფელი, უწყინარი, უზაკველი, სხვის განკითხვას მორიდებული, უბიწო, უღალატო, განშორებული ყოველ ბოროტ საქმეთაგან და უფრო სხვისი ერთგული, ვიდრე თავის თავისა? იგი იყო კეთილის ცხოვრების მაგალითის მიმცემი ყველასთვის: ბერისა, მღვდლისა და ყველა ერისკაცისა, დიდისა და პატარასათვის; ვერაფერი წოდების კაცი ვერ გაიმართლებს თავს ღვთის წინაშე, რომ მის მცნების აღსრულება შეუძლებელი იყოვო. ეს ღვთის მიერ აღრჩეული კაცი სცხოვრობდა სოფლად, ქალაქად და ყოველგვარ ავსა და კარგ ხალხში და დაამტკიცა, რომ მცნება ღვთისა ყველგან შესაძლებელია აღსრულდეს.

აბა, როგორ გაიმართლოს თავი ღვთისა და წმინდა კაცთა წინაშე ღვთის უსიყვარულო და უშიშარმა? - ხოლო მაქსიმემ ამოდენა ხალხსა და საქმეში თავი გააბა, დასვენების დროც არ ჰქონდა; ასე ღვთის შიშისა და სიყვარულისათვის ხალხს თავი დაუმორჩილა, უარ-ყო თავისი ხორციელი ნება, მოიძულა სოფლიური შვენება-ფუფუნება და შეიყვარა ღმერთი და მცნებანი მისნი.

როგორ გაიმართლოს თავი მდიდარმა, გინა ღარიბმა უკეთურმა კაცმა? - ხოლო მაქსიმემ თავისი უკანასკნელი ტანისამოსიც გაჭირვებულს მისცა და ყოველი თვისი მონაგები და ნაღვაწი სულ კეთილ საქმეს მოახმარა და კეთილ საქმესვე დაუტოვა.

როგორ გაიმართლოს თავი შფოთის თავმა კაცმა? - ხოლო მაქსიმეს, ამდენ საქმეში მყოფს, ბევრიცა ჰქონდა საშფოთვარი, ბევრიც ტყუილ-უბრალოდ შფოთს უტეხავდა, მაგრამ არას დროს არ გაჯავრებულა, არც ხმა აუმაღლებია არას დროს; მუდამ იყო მშვიდი, მშვიდობის-მყოფელი და წყნარი.

როგორ გაიმართლოს თავი გულ-მაღალმა და ამაყმა, ზვავმა კაცმა? - ხოლო მაქსიმეს ამოდენა ხალხში ზოგიერთი ყბედი და თავხედი ადამიანი უზრდელის სიტყვებით, ტყუილ-უბრალოდ აუტეხავდა დავიდარაბას, თითქოს უნდა გააბრაზოს და საკამათოდ გამოიწვიოს, მაგრამ ითმენდა, იყო ერთთავად გულ-მდაბალი და გულ-კეთილი.

როგორ გაიმართლოს თავი უსამართლო კაცმა, ანუ მსაჯულმა? - ხოლო მაქსიმე არავითარის შიშის გულისთვის არავის არ მიჰკერძავდა და მართალს იტყოდა.

როგორ გაიმართლოს თავი ქურდმა ადამიანმა? - ხოლო მაქსიმეს მთავარმართებლის ქონება, ილია ჭავჭავაძის ქონება და ამხანაგების ქონება ხელში ჰქონდა, მაგრამ ერთი კაპეიკის ოდენი არავის არ დაჰკლებია.

როგორ გაიმართლოს თავი ტყუილისა და სიცრუის მოლაპარაკემ? - ხოლო მაქსიმეს მთელ დღეებში მუშაობასა და ლაპარაკში ერთი ტყუილი ანუ სიცრუე არ წარმოუთქვამს არას დროს. ამას ამტკიცებს ის, რომ ერთის მდოგვის მარცვლის ოდენა სიცრუე არა სთქვა (იმისთანა დიდი შემთხვევა იყო) არც ხალხთან და არც მთავრობასთან, რათა გაჭირვებისას გადარჩენილიყო, მაგრამ გაჭირვება ირჩია სიცრუის თქმას; ამისთვის მთელ ერთის წლის განმავლობაში ხუთასი თუმანი ზარალი ნახა და მასთან აუწერელი გაჭირვება გამოიარა; ხოლო პირი თვისი კი უტყუვრად და მართლისმთქმელად დაიცვა.

როგორ გაიმართლოს თავი გულღვარძლიანმა და გულჩახვეულმა? - ხოლო მაქსიმე ამდენ ხალხში ისეთის წრფელის გულით იქცეოდა, რომ ათასიც ვინმე წაჰკიდებოდა, მაინც ისე გულ-დადებით, უყალბოდ, უგულძვიროდ გაუკეთებდა საქმეს, ვითომც არავითარი დანაშაული არ მიუძღოდეს მასთან. ყველას გული ისე კეთილი და წრფელი ეგონა, როგორც თვითონ იყო.

როგორ გაიმართლოს თავი კაცის მტერმა და გაუტანელმა კაცმა? - ხოლო მაქსიმე, ამ სოფლის ამდენ დავიდარაბაში მყოფი, ყოველთვის ერთგული კეთილმომქმედი და გამტანი იყო, არ იყო მტრის მტრობის მიმგები. არამედ უყვარდა მტერიც კი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat