დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა მოულოდნელი სიხარული
დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა მოულოდნელი სიხარული
ამ ხატის ისტორია ასეთი გახლავთ: იგი ერთი ცოდვილი კაცის სახლში იყო დაბრძანებული და პატრონი ყოველ დილას მიეახლებოდა ხოლმე ამ სიტყვებით: "გიხაროდენ, მიმადლებულო...", - თუმცა ეს ხელს არ უშლიდა, თავისი ცოდვილი საქმეები განეგრძო.

ერთ დღეს, როცა ცოდვილი, ჩვეულებისამებრ, მიეახლა ხატს, თავზარი დაეცა: დედა ღვთისა და ყრმა გაცოცხლებულიყნენ. ჩვილ იესოს, როგორც ჯვარცმის დროს, ხელებიდან, ფეხებიდან და ფერდიდან სისხლი სდიოდა.

"ღმერთო, ვინ ჩაიდინა ეს?!" - შეჰყვირა კაცმა და იმავე წამს დედა ღვთისმშობლის პასუხი მოესმა: "შენ და შენისთანებმა. თქვენ აცვით ჯვარს ჩემი შვილი". შეძრწუნებული ცოდვილი მუხლებზე დაეცა და გულმხურვალედ სთხოვა დედა ღვთისას, მაცხოვრისგან მიტევება გამოეთხოვა მისთვის.

კურთხეული დედა მეოხ ეყო ცოდვილს უფლის წინაშე. და მიიღო ცოდვილმა მოულოდნელი სიხარული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, რომელმაც სული მისი საუკუნო წარწყმედისაგან იხსნა.

დაუჯდომლის წინ იკითხება დასაწყისი ლოცვები (დილის ლოცვები დასაწყისიდან 50-ე ფსალმუნის ჩათვლით).

დაუჯდომელი უნდა წაიკითხოთ ფეხზე მდგომმა, სასურველია, მოძღვრის კურთხევით.

კონდაკი 1
ყოველ ტომთაგან რჩეულო დედაო ღვთისაო და დედუფალო, რომელი თვით უსჯულო კაცსაც ეცხადები, უწმინდურ გზიდან სამადლობელსა გალობასა მოგართმევთ შენ, ღვთისმშობელო, რამეთუ გაქუს მოწყალება გამოუთქმელი. თავისუფალ გვყვენ ყოველთა ჭირთა და ცოდვათაგან მღაღადებელნი შენნი: გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

იკოსი 1
განაკვირვე რა ანგელოზნი და მართალნი, ოდეს წარსდექ წინაშე ძისა შენისა და ღვთისა, და მრავლითა ლოცვითა შუამდგომლობდი კაცსა მარად შემცოდეს, ხოლო მხევალნი სარწმუნოებით შენისა კეთილნაწლეობისა სასოებით გიხმობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ყოველთა ქრისტიანეთა ლოცვით შემწყნარებელო;
გიხაროდენ, თვით განწირული ცოვილისა ვედრებისა არა უკუმგდებელო;
გიხაროდენ, ძისა შენისადმი მათთვის მეოხო;
გიხაროდენ, გამოხსნით მოულოდნელი სიხარულისა მომცემელო;
გიხაროდენ, შენითა შუამდგომლობითა მთელი ქვეყნიერების დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოველთა მწუხარებათა განმქარვებელო;
გიხაროდენ, ღვთისა დედაო, ყოველთა განბოროტებულთა სულთა მამშვიდებელო;
გიხაროდენ, ჩვენისა ცხოვრებისა კეთილად წარმმართებელო;
გიხაროდენ, ყოველთათვის ცოდვისაგან განრინებისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქვეყანისა სიხარულისა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 2
მხედველი, ყოვლადწმიდაო, კაცისა მარად შემცოდისა, ყოველსა დღესა რწმენითა და სასოებით პატიოსანისა ხატისა შენისა მომართ მოლტოლვილისა და მისთვის მთავარანგელოზისა მისალმებისა მომრთმეველისა, შეისმინე ცოდვილისა ამის სიტყვანიცა და, ვითარმედ ყოველნი ჰხედვენ შენსა დედობრივსა მოწყალებასა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, უგალობენ ღმერთსა: "ალილუია".

იკოსი 2
ჭეშმარიტად, კაცობრიულსა გონებასა აღემატება სიყვარული შენი ქრისტიანეთა მოდგმისადმი, რამეთუ არა დაშვერი მეოხებითა კაცისა უსჯულოისათვის, ხოლო ოდეს ძემან შენმან გაჩვენა ნალურსმნევნი წყლულნი კაცთა ცოდვათა გამო, გხედავთ შენ, მიუდრეკელსა მეოხსა ცოდვილთათვის, მხოლოსა ცრემლითა გიგალობთ შენ:
გიხაროდენ, ღვთისაგან მონიჭებულო ქრისტიანული მოდგმისათვის გულსმოდგინე მეოხო;
გიხაროდენ, ერთგულთა შენთა მცველო და თავშესაფარო;
გიხაროდენ, ყოველთა წმიდისა სახელისა შენისა მომწოდებელთა შემწეო;
გიხაროდენ, ყოველთა მომაგებელთა და უარყოფილთა თხრილიდან აღმომტაცებელო;
გიხაროდენ, მათისა მართალსა გზასა ზედა მომაქცეველო;
გიხაროდენ, მუდმივისა მოწყინებისა და სულიერისა წყვდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, გონებადაბნეულთათვის ახლისა და უმჯობესისა აზრისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მკურნალთაგან მიტოვებულთათვის შენთა ყოვლისშემძლე ხელთა ზეცად აღმპყრობელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 3
ძალი მაღლისა სჭარბობს მუნ, სადაცა ცოდვა არ გარდაემატოს. დაე, გალობდნენ ცათა შინა ანგელოსნი ერთსა მონანულსა ცოდვილსა ზედა, წარმდგარნი წინაშე ტახტისა ღმრთისასა, მღაღადებელნი: "ალილუია".

იკოსი 3
ქრისტიანული მოდგმისათვის დედობრივი მოწყალებით მვედრებელო, აღუპყრობ ხელსა შეწევნისასა ყოველთა შენდამი რწმენითა და სასოებით მოლტოლვილთათა, და ყოველნი ერთითა გულითა და ერთითა პირითა გმეტყველებენ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, რამეთუ შენითა მეოხებითა მოვიღებთ ჩვენ წყალობასა ღმრთისასა;
გიხაროდენ, რამეთუ შენმიერითა კადნიერებითა მივმართავთ ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ ყოველთა ჭირთა და ურვათა გამო შესწირავ ღმერთსა გულმოდგინე ლოცვასა შენსა;
გიხაროდენ, რამეთუ ღვთისადმი სათნოყოფ ჩვენთა ლოცვათა;
გიხაროდენ, რამეთუ გვიხსნი ჩვენ ხილულთა მტერთაგან;
გიხაროდენ, ბოროტ კაცთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, ცილისწამებისა, ყვედრებისა და გაკილვისაგან მცველო;
გიხაროდენ, ყოველთა კეთილ სურვილთა ჩვენთა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა ვედრებითა ყოვლისა შემძლებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 4
ცოდვილ განზრახვათა ქარიშხლით შეპყრობილმა უსჯულომ, ილოცა რა წინაშე პატიოსნისა ხატისა შენისა, იხილა დაუსაბამოისა ძისა შენისა წყლულთაგან მოდენილი ნაკადი სისხლისა, ვითარცა ჯვარსა ზედა და, შიშით შეპყრობილმა, გოდებით ხმაჰყო: შემიწყალე მე, ჰოი, დედაო მოწყალეო, და ნუ აღემატება ბოროტება ჩემი გამოუთქმელსა მადლსა შენსა და მოწყალებასა, რამეთუ შენ ხარ მხოლოი სასოებაი და თავშესაფარი ყოველთა ცოდვილთა, მოიხილე წყალობითა, სახიერო დედუფალო, და ევედრე ძესა შენსა და შემოქმედსა ჩუენსა, რათა დაუდუმებლად ვხმობდეთ მისადმი: "ალილუია".

იკოსი 4
ესმა რა სასუფევლისა მკვიდრთა ლოცვითა შენითა სასწაულით გამოხსნა წარწყმედილისა ქვეყნიერისა ძმისა, გადიდებდნენ გულმოწყალესა დედუფალსა ცისასა და ქვეყანისასა და ჩვენ, ვიხილეთ რა ესრეთ ცოდვილისა მფარველობა, ენით ვერ გამოგვითქვამს ღირსებით დიდება შენი, არამედ შემუსვრილისა გულის სიღრმითგან გიგალობთ ესრეთ:
გიხაროდენ, ცოდვილთა გამოხსნის თავსმდებო;
გიხაროდენ, წარწყმედულთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, ცოდვილთა მოულოდნელო სიხარულო;
გიხაროდენ, დაცემულთა აღდგომაო;
გიხაროდენ, წინაშე ღვთისა წარმდგარო ქვეყნის უბედურების გამოსახსნელად;
გიხაროდენ, ხმითა შენითა ეშაკთა შემაძრწუნებელო;
გიხაროდენ, მით ანგელოზთა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, ძალითა ლოცვისა შენისათა მხიარულებით აღმავსებელო;
გიხაროდენ, მით ცოდვათა ბაგეთაგან ჩვენო გამომყვანებელო;
გიხაროდენ, ვნებათა ჩვენთა ალის დამშრეტელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 5
ღვთისმფრქვეველი ვარსკვლავი, სასწაულმოქმედი ხატი ღვთისმშობლისა, წარმოგვიდგა ჩვენ, ღმრთო, ვითარ მხედველნი სახისა მისისაი თვალებითა ხორციელითა, გონებასა და გულსა ზეცად აღვაპყრობთ, ღვთისადმი მგალობელნი: "ალილუია".

იკოსი 5
ქრისტეანეთა მფარველი ანგელოსნი ხედვენ, თუ ვითარ შეეწია მათ დედა ღვთისა დარიგებით, ლოცვითა და გამოხსნით, რომელსაცა ესრეთ ვუგალობთ: უპატიოსნესო ქერუბიმთაო და აღმატებით უზესთაესო სერაბიმთაო:
გიხაროდენ, რომელი მარად მეუფებ ძისა და ღვთისა შენისა თანა;
გიხაროდენ, რომელი მარად აღავლენ მისადმი ლოცვას ქრისტიანული მოდგმისას;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა სარწმუნოებით და სათნოებით განმსწავლელო;
გიხაროდენ, მწვალებელთა და საზიანო გათიშულობათა აღმომფხვრელო;
გიხაროდენ, სულისა და ხორცის გამხრწნელ მიდრეკილებათაგან დამცველო;
გიხაროდენ, საშიშ გარემოებათაგან და მოუნანიებელი და უზიარებელი უეცარი სიკვდილისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, შენთა მსასოებელთათვის ურცხვენელისა აღსასრულის მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, სიკვდილისა შემდგომი უფლისა სამსჯავროისა წინაშე სულთათვის დაუცადებელო შუამდგომელო;
გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მარადიულთა სატანჯველთაგან გამომხსნელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 6
სასწაულებრივისა მოწყალებისა მინიჭება ერთი უსჯულო კაცისადმი გვიქადაგა წმიდა დიმიტრი როსტოველმა, რომელიც იწერდა დიდთა საგოგმანოთა და ჩინებულთა საქმეთა ღვთისათა; შენითა გამოცხადებითა წერილობით გადმოსცა საქმე ესე შენისა მოწყალებისა ყოველთა ერთგულთა დასამწყსველად და სანუგეშოდ, რათა ცოდვებსა, მწუხარებასა და განბოროტებასა შინა მყოფთა შესძლებოდათ ყოველსა დღესა სარწმუნოებით დაცვა მუხლმოდრეკითა შენისა ხატისა წინაშე და მიერთმიათ ღაღადება ღვთისა მიმართ: "ალილუია".

იკოსი 6
ცისკრად ბრწყინვალედ მოგვევლინა საწაულმოქმედი ხატი შენი, ღვთისმშობელო, რომელი დევნის ბნელსა უბედობისა და მწუხარებისასა ყოველთაგან, რომელნი სიყვარულით გიღაღადებთ შენ ესრეთ:
გიხაროდენ, ხორციელთა სნეულებათა ჩვენთა მკურნალო;
გიხაროდენ, სულიერთა მწუხარებათა ჩვენთა კეთილმანუგეშებელო;
გიხაროდენ, ურვათა ჩვენთა სიხარულად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, უსასოთა უეჭველითა სასოებითა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, შიშველთა შემმოსველო;
გიხაროდენ, ქვრივთა ნუგეშისმცემელო;
გიხაროდენ, უდედოდ დაშთენილ ობოლთა უხილავო მზრდელო;
გიხაროდენ, უსამართლოდ დევნილთა და ჩაგრულთა მფარველო;
გიხაროდენ, მდევნელთა და მჩაგვრელთა მართლმსაჯულებითა შურისმაძიებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 7
სჯულმდებელი და მართლმსაჯული უფალი, თუმც თვით აღასრულებს სჯულსა და მოგვივლენს უფსკრულსა მოწყალებისასა, არამედ, კურთხეულო დედაო და ქალწულო, მუხლს ვიდრეკთ წინაშე შენსა, უსჯულოისა კაცისა გამო შენისა გულსმოდგინე ლოცვისათვის. ვითარმედ სჯული ბრძანებს: ძე პატივსა სცემს დედასა. დედაო ჩემო, უკუეთუ ძე შენი ეგრეთ გცემს პატივსა, ისმენს ვედრებასა შენსა და აწ მიუტევებს ცოდვებსა შენს გამო, ამგვარი ლოცვის ძალისა მხედველთ უმეტეს გვმართებს ვედრება ჩვენთა ცოდვათა მოსატევებლად მეოხისა დედისადმი, შენისა გამოუთქმელისა კეთილნაწლეობისადმი მხმობელთა ესრეთ: "ალილუია".

იკოსი 7
უფალო, ახალი შესანიშნავი სასწაული გამოგვიხატე ყოველთა ერთგულთა, რამეთუ არა ხოლო დედასა შენსა, არამედ უწმიდესსა ხატსა მისსა, ფიცარზე გამოხატულსა, მიანიჭე ძალა სასწაულმოქმედებისა, საიდუმლოთა ამათ საოცრებათა, მოწიწებითა აღვსილითა გულითა ვხმობთ მისდამი ესრეთ:
გიხაროდენ, სარწმუნოებისა სიმტკიცეო;
გიხაროდენ, სიქველის მომმადლებელო; გიხაროდენ, სულის სასარგებლო ცოდნისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, სულის საზიანო სწავლათა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, უსჯულო ჩვეულებათა ჩვენთა იოლო გადალახვაო;
გიხაროდენ, მვედრებელთათვის ბრძნულისა სიტყვისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, უგუნურთა გონიერად მომაქცეველო;
გიხაროდენ, უნიჭოთა ყრმათათვის გონებისა მომმადლებელო;
გიხაროდენ, ყრმათა სახიერო მფარველო და დამრიგებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 8
უცნაური და საშინელი ხილვა ჰქონდა ერთსა უსჯულოსა კაცსა: ეჩვენა მას ღვთისმშობელი, ცოდვილთა მეოხი, და მადლითა მისითა მიერთჟამითგან ღვთის სათნოდ შესცვალა ცხოვრება თვისი, ეგრეთცა ჩვენ, მხედველნი ღვთისა დიდებულისა საქმისა და მრავალფერისა სიბრძნისა ქვეყნად და უწინარეს საუკუნეთა, განვეშორებით მიწიერსა ამაოებასა და ნამეტნავსა ქვეყნიერსა ზრუნვასა და გონებასა და გულსა ზეცად აღვიპყრობთ ღვთისადმი მგალობელნი: "ალილუია".

იკოსი 8
სრულიად ზეცად დამკვიდრებულო და ქვეყნითგან არა განშორებულო, უმოწყალესო დედუფალო ცათა და ქვეყანისაო, რამეთუ მიძინებასა შენსა ამაღლდი ზეცად უწმიდესითა ხორცითა შენითა, ჰხედავდი და არა დაუტევებდი ცოდვილთა ქვეყანისათა, რომელი იღვწი ძისა შენისა განგებულებისამებრ ქრისტიანული მოდგმისათვის, ამის გამო მოვალენი გნატრით შენ ესრეთ:
გიხაროდენ, უბრწყინვალესითა სულისა შენისა შარავანდედითა მთლად ქვეყნისა განმანათლებელი;
გიხაროდენ, უწმიდესითა ხორცითა შენითა სრულიად ზეცისა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, განგებულებითა ძისა შენისათა ქრისტიანული მოდგმის წმიდა მსახურებაო;
გიხაროდენ, სრულიად ქვეყნიერებისა გულმხურვალე შუამდგომლობაო;
გიხაროდენ, წინაშე ჯვრისა ძისა შენისა ყოველთა ჩვენთა მშვილებელო;
გიხაროდენ, ჩვენთა მომართ მარადის დედობრივისა სიყვარულისა გამომვლენელო;
გიხაროდენ, ყოველთათვის სულიერთა და ხორციელთა ნიჭთა დაუშრეტელად მომნიჭებელო;
გიხაროდენ, დროებით სიკეთეთა მეოხო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის ქრისტეს სასუფევლის კარის განმღებო;
გიხაროდენ, ამა ქვეყნად გულით წმიდათა სიხარულით აღმავსებელო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 9
ანგელოზთა ყოველი ბუნება განაკვირვა შენისა მოწყალებისა საქმემან, უფალო, რამეთუ ესოდენ მტკიცე და მხურვალე მფარველი, უხილავად ჩვენთანა მყოფელი, მოანიჭე მოდგმასა ქრისტიანულსა, შემსხმელსა შენდამი გალობისა: "ალილუია".

იკოსი 9
მრავლისმეტყველნი, ოდენ არა ღვთივგანბრძნობილნი, ამაოდ იტყვიან, ვითარმედ წმიდისა ხატისა თაყვანისცემა არს თაყვანისცემა კერპთა, ვერ მიმხვდომელნი იმისა, რამეთუ წმიდათა ხატთადმი აღვავლენთ დიდებასა, ხოლო ამის კეთილმოქმედებითა მრავალნი სასწაულთ იხილვენ ხატისაგან ღვთისმშობელისა და მისი თაყვანისმცემელნი მოვიღებთ სასურველსა მოწყალებასა, მუნვე და მომავალსაცა ცხოვრებასა შინა, ღვთისმშობლისადმი სიხარულით მღაღადებელნი:
გიხაროდენ, რამეთუ კურთხეულისა ხატისა შენისაგან სასწაულნი მოგვეცემიან;
გიხაროდენ, რამეთუ სიბრძნე და მადლი დაეფარვის ბრძენთა და გონიერთა ამა ქვეყნისათა;
გიხაროდენ, რამეთუ მიეცემის იგი სარწმუნოებით ჩვილთა;
გიხაროდენ, რამეთუ განადიდებ შენთა მადიდებელთა;
გიხაროდენ, რამეთუ წინაშე ყოველთა არცხვინებ შენთა უარისმყოფელთა;
გიხაროდენ, რამეთუ გვიხსნი წყლის, ცეცხლისა და სასიკვდილოსა მახვილისაგან;
გიხაროდენ, რამეთუ შენითა მოწყალებითა ჰკურნებ ყოველთა კაცობრიულთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათა;
გიხაროდენ, რამეთუ ვედრებითა შენითა მსწრაფლ განაქარვებ ჩვენზედა მართლიად მოწევნადსა რისხვასას;
გიხაროდენ, რამეთუ მშვიდ ნავთსაყუდელად გვევლინები ქვეყნიური ზღვის ქარიშხალში მცურავთა;
გიხაროდენ, რამეთუ ქვეყნიური ცხოვრების ზღვაში ცურვის დასასრულს სასოებით მიგვიძღვი ქრისტეს სასუფევლის უშფოთველ სამყაროში;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 10
გენება რა ერთი უსჯულო კაცის გამოხსნა დაბნეული ცხოვრებიდან, საოცარი ხილვა უჩვენე მას პატიოსნისა ხატისა შენისაგან, კურთხეულო, რათა შეენანა სასწაულებრივითა ხილვითა ცოდვის სიღრმიდან შენი წყალობის განგებულებით აღმდგარს, ღვთისადმი ღაღადებით: "ალილუია".

იკოსი 10
ღვთისმშობელო ქალწულო, ქალწულებისა კედელო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთაო, რამეთუ ცისა და ქვეყანის შემოქმედი შთაისახა საშოსა შენსა და იშვა შენგან, მარად ქალწულო, ქალწულებისა სიწმიდისა და უმანკოებისა მცველად და ყოვლისა სათნოებისა ჭურჭლად გყო შენ შობილმან შენგან და ყოველთა გვასწავლა გალობა შენდამი:
გიხაროდენ, ქალწულებისა სვეტო და ზღუდეო;
გიხაროდენ, უხილავო საფარველო სიწმიდისა და უმანკოებისაო;
გიხაროდენ, ქალწულთა სათნოთა დამრიგებელო;
გიხაროდენ, კეთილშემამკობელო და შემწეო სასძლოთაო;
გიხაროდენ, ყოვლად სასურველ შეუღლებულთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, დედათა მშობიარეთა მსწრაფლ მომამშობიარებელო;
გიხაროდენ, აღმზრდელო და კეთილად დამცველო ჩვილთაო;
გიხაროდენ, უშვილო ცოლ-ქმართა რწმენითა და ნაყოფითა სულიერითა მომლხენელო;
გიხაროდენ, მწუხარეთა დედათა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ქალწულთა წმიდათა და ქვრივთა საიდუმლო ლხინებაო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 11
ყოვლად ლმობიერსა გალობასა მოგართმევთ შენ უღირსნი ესე და გევედრებით, ღვთისმშობელო ქალწულო, ნუ უგულებელსჰყოფ ხმათა მონათა შენთათა. მოვილტვით რა შენდა ურვასა და მწუხარებასა შინა მყოფნი და ცრემლითა და ღაღადებითა მხმობელნი შენდამი ესრეთ: "ალილუია".

იკოსი 11
სანთლად შუქმფენად ვჭვრეტთ ქალწულსა წმიდასა ბნელეთსა ცოდვისასა და ცის ქვეშეთის გლოვასა შინა მყოფნი, გამხნევებულნი მცხინვარებითა სულიერითა, ლოცვითა, დარიგებითა და ნუგეშინისცემითა, მივყავართ ნათელსა დაუღამელებსა ყოველნი თაყვანისმცემელნი მისნი, მხმობელნი ესრეთ:
გიხაროდენ, სხივო ქრისტესა ღვთისა ჭეშმარიტებისა გზისაო;
გიხაროდენ, ყოვლისა საიდუმლოისა და ძნიად წარმოსადგენისა კეთილად აღმასრულებელო და ამისსავე მეტყველო;
გიხაროდენ, ცრუ-წინასწარმეტყველთა და ამაო მისანთა მარცხვინებელო;
გიხაროდენ, ჟამსა დაბნეულობისასა გულთა შინა ჩვენთა კეთილისა აზრისა შთამდებო;
გიხაროდენ, მმარხველთა და მლოცველთა მარადის თანამყოფელო;
გიხაროდენ, მხნეობაო და შთამაგონებელო ერთგულთა მოძღვართა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ურცხვენელად დამცველო ღვთისადმი მონანულ ცოდვილთაო;
გიხაროდენ, მხურვალე დამცველო ყოველთა ქრისტეანეთაო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 12
გამოგვითხოვე მოწყალება ღვთისა, ძისა და ღვთისა შენისაგან, ღვთისმშობელო. ხელაღპყრობილნი, შემწეობითა შენითა, განგვარინენ ყოველთა მტერთა და მოშურნეთაგან, დაამშვიდე ცხოვრებაი ჩვენი, რაითა არა წარვწყმდეთ უმოწყალოდ, უნანელად, არამედ შეგვივრდომე მარადიულსა საფარველსა ქუეშე შენსა, რათა მხიარულებითა ვუგალობდეთ გამომხსნელსა ღმერთსა ჩვენსა ესრეთ: "ალილუია".

იკოსი 12
ვგალობთ რა გამოუთქმელსა დედობრივსა მოწყალებასა შენსა კაცისა უსჯულოსადმი, გაქებთ შენ ყოველნი, ვითარცა ცოდვილთათვის მტკიცესა შუამდგომელსა, თაყვანის-გცემთ მლოცველსა ჩვენთვის და გვრწამს ესე და ვსასოებთ, ვითარმედ გამოვითხოვ ძისა და ღვთისა შენისაგან კეთილსა დროებითსა და ყოვლად მარადიულსა სიყვარულით მღაღადებელნი შენდამი:
გიხაროდენ, ქვეყნისა, ხორცისა და ეშმაკისაგან გამოსრული ყოველი ცილისწამებისა და განსაცდელისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მტერთა მძვინვარეთა მოულოდნელად შემარიგებელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა მოუქცეველთა და მოუნანიებელთა გამმართველო;
გიხაროდენ, უნუგეშოდ სასოწარკვეთილთა და მწუხარეთა მსწრაფლ მანუგეშებელო;
გიხაროდენ, მორჩილებისა და მოთმინებისა მადლითა ჩვენო უზრუნველ-მყოფელო;
გიხაროდენ, ფიცის გამტეხთა და უსამართლოდ მომხვეჭელთა საჯაროდ გამხილებელო;
გიხაროდენ, შინა-მბრძოლთა და თანამოძმეთა მტრობის მშვიდობითა და სიყვარულით შემომფარგვლელო;
გიხაროდენ, წამოწყებათაგან დამღუპველთა და სურვილთაგან უაზროთა ჩვენო უხილავად განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, ჩვენთა კეთილთა სურვილთა მარადის მომსწრაფველო;
გიხაროდენ, ჟამსა აღსასრულისასა ჩვენთა ყოველთა შემწეო;
გიხაროდენ, ერთგულთათვის მოულოდნელისა სიხარულისა მომნიჭებელო.

კონდაკი 13
ჰოი, ყოვლად საგალობელო დედაო, დაუტევნელისა ღვთისა წიაღთა შენთა შორის დამტევნელო და ყოვლისა სოფლისათვის მშობელო სიხარულისა, შეიწირე გალობა ესე ჟამსა ამას, შესცვალე სიხარულად ყოველი მწუხარებაი ჩვენი და გვიხსენ ყოვლისა უბედობისა და განგვაყენენ ჩვენზედა მოწევნადისა სატანჯველისაგან მხმობელნი შენდა: "ალილუია".

ეს კონდაკი იკითხება 3-ჯერ, შემდეგ - იკოსი 1 და კონდაკი 1.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.06.2024

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat