წმინდა იოანე მანგლელი (+1751) - 28 მარტი (10 აპრილი)
წმინდა იოანე მანგლელი (+1751) - 28 მარტი (10 აპრილი)
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადიაკვნოს შესასვლელთან, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ განისვენებს წმინდა იოანე მანგლელის ნეშტი. ჩვენში, სამწუხაროდ, ბევრმა არამცთუ ამ საფლავის, თვით წმინდანის შესახებაც არაფერი იცის. არადა, ჩვენს წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ მისდამი. იმიტომაც დაუკრძალავთ სიონის ტაძარში მირონმწთოლარე მისი სხეული, რომ დაეცვა სამეუფეო ქალაქი და სრულიად საქართველო.

წმინდა იოანე 1666 წელს დაბადებულა თავად გიორგი სააკაძის ოჯახში (ეს სხვა გიორგია, დიდი მოურავი არ გეგონოთ). ერისკაცობაში იოსები რქმევია. მორწმუნე მშობლებს კეთილი თესლი ჩაუგდიათ იოსების სულში და ისიც უდაბნოში წასულა მის ასაღორძინებლად.

დავითგარეჯის ბერთუბნის მონასტერში აღზრდილა იოსები. იქვე აღუკვეცავთ ბერად და იოანე უწოდებიათ. "მრავალი წელი დაჰყო ქვაბსა შინა ბერთუბნისასა". ცრემლით მოურწყავს სამყოფელი თვისი. ძალზე ლმობიერი გული ჰქონია. დიდად მოწყალე ყოფილა გლახაკთა და სნეულთა მიმართ. შემდგომში, უკვე მღვდელმონაზონს, მრავალი ობოლი და გლახაკი აღუზრდია "საფასითა და შრომითა თვისითა". ზოგი სამღვდელო ხარისხამდე სრულყო, ზოგი ერისკაცად დარჩა.

პირუთვნელი იყო წმინდა იოანეს მსჯავრიც. ირანის შაჰმა საქართველოში განმგებლად გათათრებული იესე გამოგზავნა, რომელიც ტახტზე 1714 წელს ავიდა. რჯულშეცვლილი მეფე ცდილობდა, დაეთრგუნა ქრისტიანობა და მის წილ უცხო რჯული გაევრცელებინა. ისე გათავხედდა, თავის დედისძმას, ქაიხოსრო ამირეჯიბს, ცოლი წაართვა. "კათალიკოს-ეპისკოპოზთა და უმეტესად იოანე სააკაძემ" მკაცრად ამხილეს, მაგრამ იესემ არად ჩააგდო წმინდა მამათა შეგონება. უთქვამს, მაჰმადიანი ვარ, ჩვენში კი ასეთი წესიაო. მერე ქართლში ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი გამეფდა და იესე ციხეში ჩასვა.

ბაქარმა შეამჩნია იოანეს ნიჭი, მისი ავტორიტეტი, განსწავლულობა და მანგლისის კათედრაზე ეპისკოპოსად აკურთხებინა. მანგლისის ეპარქია მალე ოსმალებმა მოსრეს და წმინდა იოანე იძულებული გახდა, ხირსის მონასტერში გახიზნულიყო. მერე კი...

ეპარქია დაკარგა, მაგრამ სამკალი უკეთესი პოვა; აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და დაადგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით, შემდეგ დაღესტანში გადავიდა. თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. 1724 წელს დარუბანდში ჯერ ხის სამლოცველო აღმართა, მერე კი მის ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ქვის ეკლესია ააგო. დაღესტანში თერთმეტი სასულიერო პირი ახლდა თან, თავისივე გამოზრდილნი. აქ მრავალი ლეკი შემატებია მის სამწყსოს. ისეთი სახელი გაუვარდა წმინდა მღვდელმთავარს, თვით პეტრე დიდის ყურამდეც მისულა მისი ამბავი. იმპერატორსა და ვახტანგ VI-ს ნივთიერი შემწეობაც აღმოუჩენიათ ღირსი მამისთვის.

1737 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და ასტრახანში, სამების მონასტერში დასახლდა. იმჟამად იქ იმყოფებოდნენ ვახტანგ მეექვსე და ემიგრანტი ქართველებიც. დიდი ნუგეში მოჰგვარა მათ წმინდა მამის გვერდით ცხოვრებამ. წმინდა იოანემ ასტრახანშიც ააშენა ტაძარი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე აკურთხა. შემდგომ ეს ტაძარი რუსეთის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა.

ასტრახანში შეიტყო, რომ ყიზლარში მრავალი ქართველი ესახლა, ეკლესია კი არ ჰქონდათ. შეებრალა წმინდა მამას ქრისტეს მცირე სამწყსო და დასახმარებლად მიაშურა. მალე მან ყიზლარში ჯვართამაღლების ეკლესია ააგო და იქვე სკოლაც გახსნა, სადაც მქადაგებლებსა და მისიონერებს ამზადებდნენ. განსაკუთრებით იღვაწა ღირსმა მამამ ოსებისა და ინგუშების მოსაქცევად. მან იოსებ სამებელთან (ქვაბულიძესთან) ერთად შეადგინა პროექტი, რომელიც წმინდა სინოდს წარუდგინეს. 1746 წელს სინოდმა პროექტი დაამტკიცა. ამგვარად დაარსდა ოსეთის ქრისტიანობის აღდგენის კომისია, რომლის წევრებსაც მიეცათ ჯამაგირი და არსებობისა და ქადაგების საშუალება. მისია ძირითადად ქართველი სამღვდელოებისგან შედგებოდა. მათ კარგად იცოდნენ ოსური ენა და ხალხის ზნე-ჩვეულება. მისიას გარდაცვალებამდე წმინდა იოანე ხელმძღვანელობდა.

მრავალი სული მოიქცა ქრისტესკენ. ღირსი მამის ლოცვით მრავალს მოემადლა კურნება ხორციელ თუ სულიერ სნეულებათაგან. ნიშ-სასწაულებით სიცოცხლეშივე განადიდა უფალმა თავისი მსახური. მისი სულიერი შვილები ჰყვებოდნენ: ერთხელ, წირვისას, როცა სამღვდელონი წმინდა ტრაპეზის წინ იდგნენ და იგალობებოდა "წმინდაო ღმერთო", ტრაპეზიდან ჯვარი მღვდელს უნდა აეღო და მღვდელმთავრისთვის მიერთმია ამბორის საყოფად, მაგრამ მას ლოცვა ჯერ არ დაესრულებინა, ამიტომ წმინდა იოანემ თავად გაიწოდა ხელი ჯვრის ასაღებად. ყველამ დაინახა, რომ პატიოსანი ჯვარი წმინდა ტრაპეზიდან ერთი მტკაველის სიმაღლეზე აიწია და მიეგება "ხელსა წმიდისა მის მღვდელმთავრისასა... და მან აკურთხა ერი იგი მორწმუნე".

ბევრი იღვაწა წმინდა მამამ უცხოტომელთა მოსაქცევად... დამაშვრალ მოხუცს კი მაინც სამშობლო ეფიქრებოდა და ენატრებოდა. ანდერძად დაიბარა, გარეჯში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაესაფლავებინათ.

1751 წლის 28 მარტს, 85 წლისა, გარდაიცვალა წმინდა იოანე და ყიზლარში, თავისსავე დაარსებულ ჯვართამაღლების მონასტერში დაკრძალეს. საქართველოში ნეშტის წამოსვენება გზის სიძნელის გამო ვერ მოუხერხებიათ. ერთი წლის შემდეგ, გადმოცემის თანახმად, წმინდა მღვდელმთავარი იმპერატრიცა ელისაბედს გამოსცხადებია და უთხოვია, სამშობლოში გაეგზავნათ. მაშინ წმინდანის ძმას, ჰუსართა პოლკის გადამდგარ პორუჩიკს თავად ნიკოლოზ სააკაძეს, ნება დართეს, წმინდანის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინა. სინოდის კურთხევითა და თეიმურაზ მეორის ბრძანებით, ცხედარი სიონის ტაძარში დაკრძალეს, "მრავლითა ლამპრებითა და ლიტანიობითა პატივ-სცეს. ირგვლივ ღმრთისმშობლის სალხინებელისა აღუშენეს ლუსკუმა კეთილი".

მეფე გიორგი XII-მ ორგზის გაახსნევინა წმინდა იოანეს საფლავი. პირველად - როცა მისი ძე ილია სახადით გახდა ავად. მკურნალებმა სნეულება უკურნებლად მიიჩნიეს. მაშინ, მეფის ბრძანებით, პარაკლისი გადაიხადეს და ლუსკუმიდან ამოღებული წმინდანის თითი პირსა და თვალებზე დაადეს სნეულს. იმავე წამს, მხილველთა გასაკვირად, ილია საღ-სალამათი წამოდგა. მეორედ ლუსკუმა მაშინ გახსნეს, როცა მეფის ასული თამარი დასნეულდა. წმინდანის ნაწილთან მიახლების შემდეგ მანაც მიიღო კურნება. ამ ორი სასწაულის გამო მეფე გიორგის წმინდა იოანეს ვერცხლით მოოჭვილი ხატი შეუწირავს მისი საფლავისთვის.

ერთხელ ერთი მღვდელმონაზონი ისე დასნეულებულა, მკურნალთაგან მისი განკურნება ვერავის უდვია თავს. მიწოლილა ბერი სარეცელზე და უნუგეშოდ ატირებულა. ჩასძინებია და ძილში უხილავს, რომ სიონის ტაძრის კარიბჭეში იდგა თავმოდრეკილი, ღვთისმშობლისადმი მლოცველი. ამ დროს წარმოუდგა წმინდა იოანე, რომელიც მანტიით შემოსილი იდგა ღვთისმშობლის ხატთან. ყოვლადწმიდა ქალწულის ხატიდან ნათელი მოდიოდა და მღვდელმთავარს ეფინებოდა. წმინდა იოანე ღვთისმშობელს უკან მდგომ სნეულს უჩვენებდა და მის შეწყალებას ევედრებოდა. დედა ღვთისამაც "მოხედნა სნეულსა მას და განანათლა გული და გონება მისი".

გაღვიძებულმა ბერმა თავი უკეთ იგრძნო, საჭმელიც კი მოითხოვა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ სრულიად განიკურნა.

ორსაუკუნე-ნახევარია, რაც წმინდა იოანე მანგლელი ზეციური საქართველოს მკვიდრი შეიქმნა და მეოხად ექცა მიწიერ სამშობლოს. ღვთისგან განდიდებულს, რაღა აკლია, თუ არა ჩვენი, მისთა შვილთა, პატივისცემა და სიყვარული! წმინდაო მამაო იოანე, ღვთისაგან განდიდებულო და ჩვენ უღირსთაგან მივიწყებულო, შეგვეწიე ცოდვილებს!
.................................
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

იოანე მანგლელის საფლავი სიონის ტაძარშია




ბეჭდვაელფოსტა
10.04. 2016
Eteri xachapuridze
Zalian monewona
31.05. 2014
maia
Saocari mamaa. Axlac misi saflavis qva ise sitbos gamoscems...
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat