წმინდა იოანე მანგლელის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 28 მარტს აღნიშნავს.
წმინდა იოანე მანგლელი (სააკაძე) დაიბადა 1668 წელს. იგი გარეჯის უდაბნოში აღიზარდა.
აქ ისწავლა მონაზვნური ცხოვრება. მალე მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. წმინდა იოანე დარუბანდში წავიდა, იქ ააგო ხის ეკლესია და დაღესტანში ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. წმინდა მამამ იქ ღვთისმშობლის შობისა და წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო. აქედან ასტრახანში (რუსეთში) გადავიდა, სადაც ააგო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და არქიმანდრიტად თავისი ქართველი მოწაფე, ბერი გერმანე დანიშნა.
ოთხმოც წელს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს. დაკრძალეს თავის მიერვე აგებულ მონასტერში. თეიმურაზ II-ის ბრძანებით, წმინდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წმინდა იოანე მანგლელის საფლავი სიონის ტაძარშია, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი