უწმინდესო, თქვენ სიყვარულის მაშენებელი ბრძანდებით
უწმინდესო, თქვენ სიყვარულის მაშენებელი ბრძანდებით
რამდენიმე ხნის წინ ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გამართა. სასულიერო და საერო პირებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს უწმინდესის მოღვაწეობა.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი: - მინდა ყველას მოგილოცოთ ღირსშენიშნავი თარიღი - ჩვენი ძვირფასი პიროვნების დაბადების დღე. ჩვენ გამოვხატავთ უწმინდესის მიმართ დიდ სიყვარულსა და იმედს. ჭეშმარიტად ასეთი მოღვაწეობა შეგვიძლია თამამად შევადაროთ ჩვენი გამორჩეული წინაპრების ღვაწლს, რომელთაც საქართველოს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ეს ღვაწლი აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს, ამის ნიშანს ნათლად ვხედავთ კიდეც. დასაბამიდან ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება უწმინდესის მოღვაწეობისა იყო სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის კავშირის აღდგენა. უამრავი რამ გაკეთდა, უამრავი პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთი მცირე პროექტია ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის დაარსება. ეს არის ერთ-ერთი ფრაგმენტი იმ მოღვაწეობისა, რასაც ჰქვია სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის კავშირის აღდგენა. ახლა წმინდა გიორგის კვირაძალია და გადავწყვიტეთ, უწმინდესს მივართვათ წმინდა გიორგის პანაღია. იგი დამზადებულია ასევე მისი კურთხევით აღმოცენებულ ქართული მინანქრის სახელოსნო "ფოკანში". ძღვენს მოკლე ტექსტი ახლავს: "უფალი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ". მშვიდობის მოფენა კი მხოლოდ ღვთიური სიყვარულით გულსავსეს ძალუძს. განა შეიძლება განვლო ხიდი თოვლით ჩატეხილ ორ მხარეს შორის, თუ სიყვარულმა არ აჯობა, არ სძლია ბოროტებას? ჩვენს დიდ წინაპრებს უბრძანებიათ, - რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო. უწმინდესო, თქვენ სიყვარულის მაშენებელი ბრძანდებით და ეს ხიდიც, სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის ხელოვნურად ჩატეხილი, სიყვარულით აშენდა. კიდევ მრავალჯერ გვაწვდინოს უფალმა მშვიდობა თქვენთან - იყუარებოდეთ ურთიერთარს და მთელ ერს ეპასუხოს ერთობით - და სულისათა შენისათანა. გფარავდეთ 365 წმინდა გიორგი.

თქვენი მადლიერი სამწყსო. 8 მაისი 2012 წელი".

აკადემიკოსი როინ მეტრეველი: - მეუფენო, ღირსნო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მივესალმები ჩვენს სტუმრებს იტალიიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან. ქრისტიანული კვლევის ცენტრს ვულოცავ საიუბილეო თარიღს. ჩვენ ადრიანად დავიწყეთ უწმინდესისა და უნეტარესის საიუბილეო დღეების აღნიშვნა. ბედნიერნი ვართ, რომ თანამედროვენი ვართ ილია მეორისა, რომ უფალმა გამოარჩია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად უწმინდესი. მისი ბიოგრაფია ყველასთვის ცნობილია. ილია მეორემ მოწამებრივი ცხოვრება გაიარა დაწყებული 1957 წლიდან, როდესაც ირაკლი შიოლაშვილი მელქისედეკ კათალიკოსს ეახლა და სთხოვა, ბერად აღეკვეცა. ალბათ ისიც იცით, რომ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი მძიმედ შეხვდა ამ საკითხს და ურჩია, საერო ცხოვრებისთვის მიეხედა. იმდენად დიდი იყო სიმტკიცე ჩვენი პატრიარქისა, რომ იგი ბერად აღკვეცეს. ამის შემდეგ იწყება დიდი, მაგრამ ურთულესი ცხოვრება. ამ სირთულეზე მინდა მოგახსენოთ. 1984 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის პატივში მონაწილეობდა როდოსში, საეკლესიო იერარქების კრებაში, სადაც იდგა სხვადასხვა ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. სწორედ ავტოკეფალიას მიუძღვნა მთელი სიცოცხლე უწმინდესმა. მოხდა ისე, რომ როდოსზე არ განიხილეს ეს საკითხი და უწმინდესმა და უნეტარესმა, მაშინ შემოქმედელმა ეპისკოპოსმა, დატოვა კრება. მან მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა ავტოკეფალიის აღდგენას, რომელიც 1811 წელს დავკარგეთ. 1917 წელს ლეონიდმა ჯერ კიდევ ეპისკოპოსმა გამოაცხადა ავტოკეფალია, ამის შემდეგ თითქმის ყველა ეპისკოპოსი იბრძოდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა. 1943 წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს ავტოკეფალია. საგანგებო დადგენილება მიიღეს და მოხდა ისე, რომ კრასნოდარის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ერთობლივი ლიტურგია ჩაატარეს. 1990 წლის მარტში მაშინდელმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა გადასცა ჩვენს უწმინდესს საგანგებო სიგელი, სადაც საქართველო არის აღიარებული მეხუთე საუკუნიდან საკათალიკოსო ავტოკეფალიურ ეკლესიად, ხოლო მეთერთმეტე საუკუნიდან - საპატრიარქო ეკლესიად. ეს იყო დიდი გამარჯვება ქართული სამოციქულო ეკლესიისა და დიდი ღვაწლი მისი უწმინდესობის ილია მეორისა. მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დაარსება დასტურია მისი დამოკიდებულებისა მეცნიერებისა და განათლებისადმი. მინდა შემოგთავაზოთ პატრიარქის ლოცვა: "გევედრები, უფალო, გაუნათე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა ივერიისასა". მადლობა ვუთხრათ მის უწმინდესობას და ვუსურვოთ ჯანმრთელი ცხოვრება.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: - დღეს ჩვენ იმ კეთილი თესლის ნაყოფს ვიმკით ამ სამეცნიერო კვლევის ცენტრის ანგარიშის სახით, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. ჩვენ ვიხსენებთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების 35 წლის წინანდელ ამბავს და არ შეიძლება განსაკუთრებით არ გავუსვათ ხაზი ერთ გარემოებას.

1963 წელს, დიდი მცდელობის შემდეგ როდესაც მცხეთაში სამოძღვრო კურსები გაიხსნა, მხოლოდ ოთხი მსმენელი და ოთხი პედაგოგი იყო. ეს განსვენებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენად შეაფასა. მართლაც, რა რთული დრო იყო, ტოტალიტარულმა საბჭოთა იმპერიამ მოახერხა, რომ ეკლესიასა და საზოგადოებას შორის აღემართა ხელოვნური ბარიერი და ეს ბარიერი არა მარტო ჩვეულებრივ მორწმუნე საზოგადოებასა და ეკლესიებს შორის აღიმართა, არამედ მეცნიერებასა და ეკლესიას შორისაც. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვიდრე ამ დიდ ტახტზე აღსაყდრდებოდა, ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის ჟამს, არაერთ საინტერესო წერილს უგზავნის აკადემიკოს ელენე მეტრეველს. ამას წინათ გაზეთ "მადლში" დაიბეჭდა პროფესორ ნოდარ ლომოურის მოგონება, როგორ შეხვდა ბატონი ნოდარ ლომოური სოხუმის მატარებელში მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, მაშინდელ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს და როგორ დაიწყო შემდეგ მათი მეცნიერული თანამშრომლობა და მეგობრობა. გავიხსენებ 1978 წელს, როდესაც მისმა უწმიდნესობამ და უნეტარესობამ ათონის მთის გუბერნატორი, დოქტორი იოანე სამისი საგანგებოდ მოიწვია საქართველოში და უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. მეცნიერები მოვიდნენ საპატრიარქოში და ათონის მთიდან ჩამოტანილი მიკროფილმები, ჩვენი ხელნაწერები გადასცა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ქართველ მეცნიერებს. ეს იყო პირველი ნაბიჯები და საკმაოდ რთულიც. უწმინდესი თავის პირველსავე ქადაგებებში სიონის საპატრიარქო ტაძარში და ეპისტოლეებში, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ცოდნა რწმენის გარეშე არის აულაგმავი და წარმოშობს ამპარტავნებას და მედიდურობას. ინტელიგენცია უნდა იქცეს იმ ანთებულ სანთლად, რომელიც ბნელში მყოფ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სინათლისაკენ გაუნათებს გზას. ეს იყო მისი უწმიდნესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მთავარი გზავნილი ინტელიგენციისადმი, მეცნიერებისადმი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat