-ეკლესია, ქრისტეს სამოციქულო ეკლესია, გახლავთ უფლის და ჩვენი მაცხოვრის მისტიური სხეული. თავად მაცხოვარია დამფუძნებელი, თავი ჩვენი წმინდა, ჭეშმარიტი სამოციქულო ეკლესიისა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელიც გახლავთ საქართველოს ისტორიული, სამოციქულო ეკლესია. ეკლესიაში მოქმედებს საღმრთო მადლი, სულისა წმიდისა. სულიწმინდის მადლით წარიმართება ეკლესიის ცხოვრება. იგი ხელმძღვანელობს წმინდა წერილით, საღმრთო სჯულით, საღმრთო სწავლებით, მოციქულთა მემკვიდრეობით და სჯულის კანონით. ასევე ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებით. ეკლესია, ეს არის იერარქიული სტრუქტურა, როგორც მოგახსენეთ, თავი მისი გახლავთ თავად იესო ქრისტე, ხოლო ამქვეყნად მის ადმინისტარციულად, სტრუქტურულ ორგანიზებას წარმართავენ მღვდელმთავრები, რომელთა შორის უპირატესი გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩვენს შემთხვევაში, შემდგომ წმინდა სინოდი, რომლის შემადგენლობაშიც ერთიანდება ყველა მოქმედი მღვდელმთავარი და ეპარქიის მმართველები. შემდგომი საფეხურები გახლავთ სამღვდელოება, სადიაკვნო დასი. იერარქიულ ხარისხში არ შედის, მაგრამ ბერმონაზვნობაც, ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და რა თქმა უნდა მრევლი, რადგან ეკლესია მრევლის გარეშე არ არსებობს.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამფუძნებლები გახლავთ თავად წმინდა მოციქულები, ამიტომაც ეწოდება სამოციქულო ეკლესია. მოციქულთა ქადაგებით დაფუძნდა ეკლესია, მორწმუნეთა კრებული, სიტყვა ეკლესია ამას ნიშნავს. პირველი მღვდელმთავარი გახლდათ იოანე, ეროვნებით ბერძენი, რომელმაც სამღვდელოებასთან ერთად მტკვრისა და არაგვის შესართავთან პირველი ნათლიღება აღასრულა. სწორედ მისგან იღო ჩვენმა წინაპრებმა ნათელი. ბუნებრივია იგივე გახლდათ ქართლის პირველი მამათმთავარი, ასეთი წოდება ჰქონდათ მაშინ, რადგან პატრიარქის ტიტული ჯერ კიდევ არ იყო. პირველი იერარქი მღვდელმთავრის ხარისხში ეს გახლდათ მამათმთავარი იოანე. დაახლოებით VII საუკუნეში მოხდა პირველი, ეროვნებით ქართველის, მამათმთავრად არჩევა. ეს გახლდათ საბა I. მანამდე ბერძნები იყვნენ. ხოლო უფრო ადრე, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით ჩვენმა სამოციქულო ეკლესიასმ მოიპოვა ავტოკეფალია ანუ დამოუკიდებლობა. მანამდე იგი ემორჩილებოდა ანტიოქიას. IV საუკუნეში
წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროს დადგინდა პირველი მღვდელმთავარი. ოღონდ ხელდასხმა ხდებოდა არა ადგილზე, მცხეთაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ანტიოქიაში და ანტიოქიის პატრიარქი ანიჭებდა სტატუსს, აკურთებდა და შემდგომ იგზავნებოდა საქართველოში, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროიდან, როდესაც ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა მოიპოვა უკვე ადგილზევე ხდებოდა ხელდახსმა, კერძოდ სვეტიცხოველში. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა ეს არის უფლის კვართის ადგილი და უწმინდესი ადგილი ჩვენი ქვეყნისა.
კათოლიკო-პატრიარქის ტიტული და სტატუსი
ბაგრატ III დროს, XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოხდა დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სვეტიცხოველის აღმშენებელი, მელქისედეკ I ამ ტიტულით მოიხსენიებოდა. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ეს სრული ტიტული აქვს დღევანდელ ჩვენს ეკლესიის მესაჭესა და მამათმთავარს ილია II-ეს. ასე ვიხსენიებთ ჩვენს უწმინდესს ყოველი წირვა-ლოცვის დროს. მისი სამწყსო, სამფლობელო, დღევანდელი მამათმთავრისა მოიცავს მთელი ქვეყნის არსებულ ტერიტორიას. რაც ახლა არის ქვეყნის იურიდიულ ფარგლებში, მათ შორის დროებით დაკარგულ კონფლიქტურ ზონასაც, ეს არის ცხინვალისა და აფხაზეთი რეგიონი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოში შედის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დროებით თუ მუდმივად საცხოვრებლად მყოფი ტერიტორიები. მოგეხსენებათ, რომ იქაც არის ეპარქიები ჩამოყალიბებული. ამერიკის კონტინენტიდან დაწყებული ევროპითა და აზიით დამთავრებული. იქაც ჩვენი მღვდელმთავრები და სამღვდელოება მოქმედებს. ასე, რომ ეკლესია არ შემოიზღუდება ტერიტორიული არეალით. მართალია, არსებობს ადგილობრივი ეკლესიები, მაგრამ ამის გარდა თითოეულ ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც თავისი სამრევლოები აქვს.
დღევანდელი ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, რიგით 141-ე პატრიატქია. პირველი მამათმთავრიდან იოანედან ანუ IV საუკუნიდან XXI საუკუნემდე მოყოლებული ილია II -ემდე, 140 მამათმთავარი, პატრიარქი მართავდა ჩვენს ეკლესიას.
-რატომ მიიღო ჩვენმა უწმინდესმა ილია II-ის სახელი?
გვიახლოვდება აღსაყდრების, ინტრონიზაციის 41 წელი და დაბადების 86 წელი. აღნიშნული თარიღები უნდა იყოს მადლიერების გამოხატულების დღესასწაული. ის რომ ამხელა ღვაწლისა და ამაგის შემდგომ შვილმა მამას მადლიერებით, სიყვარულით, მოფერებით აგრძნობინოს, რომ ჩვენ ერთად ვართ და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ბრძანდებით, დაგვლოცე და გვაკურთხე, ეს გაახარებს უწმინდესის გულს, რომ ერთად გვნახოს ქართველები უფალთან. ქართველნო ერთად ღვთისაკენ, ეს არის უწმინდესის მისია და მოწოდება.
უწმინდესს ვუსურვოთ მრავალჟამიერს, წელთა სიუხვეს. ამ რთულ სოციალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ ვითარებში ადამიანი ისევ რომ ინარჩუნებს შინაგან მუხტს, სტაბილურობას, მოუკლებელ წირვა-ლოცვას, ეს არ არის სასწაული? ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს. ის რომ დღეს ეკლესია ერთიანია, ერი ერთიანია, ეს არის უდიდესი ავტორიტეტი, მისი დამსახურება. მისი პიროვნება ჩვენს ეკლესიას ერთიან საფუძველს აძლევს, მითუმეტეს ყველა მღვდელმთავარი მისი ნაკურთხია. ფაქტიურად ეკლესია მის კურთხევაზე, მის ხელდასხმაზე დგას. დანარჩენი იმდენი თქმულა, დროც არ გვეყოფა, რამდენი სასწავლებლები, ეკლესია-მოანსტრები, რა ჩაიბარა და რა არის დღეს. მოკლე ნაამბობში ვერც ამოვწურავთ და ახლოსაც ვერ მივალთ.
უწმინდესთან პირველი შეხვედრა
პირველად რომ შევხვდი უწმიდესს ბერი ვიყავი. ბათუმში გახლდით. მაშინ დაახლოებით 20 წლის ვიქნებოდი. მეუფე იობმა სამონასტრო, სამღვდელო დასი და მრევლი მოსალოცად დავით გარეჯის მონასტერში წაგვიყვან. გზად უწმინდესისგან კურთხევის მისაღებად საპატრიაქროში შევიარეთ. წარმოიდგინეთ, სად გაგონილი უწმიდნესის სახელი რომ გესმის ან ტელევიზორში ნანახი ან სურათზე ნანახი. ამ სახელს ამ დიდებას, ამ სანატრელს რომ ნატრობ უწმიდესის ნახვას და ამას პირისპირ ნახულობ. ეს წუთები იყო ჩემთვის დაუვიწყარი, ხელი რომ დამადო და დამლოცა არ
როგორც მშობლის ამაგი არის გადაუხდელი და აუწონავი, ასეთი განცდა გამაჩნია რომ უწმინდესი არის ნამდვილად ღვთის რჩეული ადამიანი. ახლა ნამდვილად არ მყოფნის სიტყვები... გავა წლები და ის ჩვენი დიდი წინაპრების გალერეაში და წყობაში დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს. აქედანვე იგრძნობა, რომ თავისი ღვაწლითა და ავტორიტეტით, ცოცხალ ადამიანს ქართველი ერი მეტს ვერ მიანიჭებს, ხან ვერ ვიმეტებთ, ხან ჩვენი ფიზიკური სიახლოვე არ გვაძლევს მეტად დავაფასოთ და მეტად შევაფასოთ მისი პიროვნება. როცა ის სულიერში გადავა მერე წარმოგიდგება დიდი სიდიადით და მთელი სულიერი მნიშვნელობით. დღეგრძელობა, მრავალჟამიერი ჩვენს უწმინდესს...ჩვენი ეპარქიის, მრევლის სახელით და "კარიბჭის" საშუალებით მივულოცავთ ჩვენს უწმინდესს კიდევ ერთ იუბილეს, მისი აღსაყდრებისა და მისი დაბადების დღეს. მრავალჟამიერ!