უწმინდესის მადლი ყველას იზიდავს
უწმინდესის მადლი ყველას იზიდავს
"მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევ"
ერთხანს სულიერად დავმძიმდი, - იხსენებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" რედაქტორი ზურაბ ცხოვრებაძე, - თითქოს ლოცვაც მიჭირდა, მარხვის შენახვაც... მაშინ პატრიარქის კანცელარიის უფროსი ვიყავი. პატრიარქთან ხელმოსაწერად სასწრაფო წერილი შევიტანე. თურმე ტრაპეზზე მიდიოდა. ხელს ტრაპეზის მერე მოვაწერ, მანამდე კი თქვენც ჩემთან ერთად იტრაპეზეთო.

პატრიარქთან ერთად ტრაპეზი ჩვეულებრივი მოვლენაა. ხშირად ეპატიჟება ხოლმე სტუმრებს. შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ამ პატივის ღირსნი. ეს უბრალოება პატრიარქის შინაგანი ბუნებიდან მოდის.

ტრაპეზის დროს პატრიარქი სხვადასხვა საკითხზე მესაუბრებოდა. ჩემს პირად ცხოვრებასაც შეეხო. მერე მოულოდნელად გამჭოლი მზერა მომაპყრო, თითქოს იგრძნო ჩემი სულიერი მდგომარეობა. მისი სულიერი ძალის, საოცარი მადლის შეგრძნებამ ის სიმძიმე უცბად მომიხსნა. ამას ყოველგვარი გადაჭარბებისა და ხიბლის გარეშე ვამბობ. მეორე დღეს მარხვა იწყებოდა. მარხვის დაწყება მას შემდეგ გამიადვილდა და სულიერ ცხოვრებას ჩვეულთა კალაპოტშიც ჩავდექი.

დამამახსოვრდა ასევე ის ყურადღება, რაც პატრიარქმა მამაჩემის ავადმყოფობის დროს გამოიჩინა. მამა სიმსივნით იყო ავად და პატრიარქს ვთხოვე, ელოცა მისთვის. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გულისხმიერებით მოეკიდა ჩემს თხოვნას. დედები, რომლებიც პატრიარქს ემსახურებიან, მეუბნებოდნენ, რომ მამაჩემის სახელი მუდმივად ედო მაგიდაზე და მისთვის ლოცულობდა. პატრიარქის ლოცვამ მამას სიცოცხლე წელიწად-ნახევრით გაუხანგრძლივა. როცა ის პატრიარქმა მოინახულა, ცოტა გამოკეთებული იყო, ფეხზე იდგა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაუხარდა. ისიც კი გავიფიქრე, პატრიარქს ჩემზე მეტად უხარია მამაჩემის წამოდგომა-მეთქი.

პატრიარქი ძალიან დიდ პატივს სცემს მდუმარებას. ხშირად ვხედავთ მას ქადაგების დროს ან ტელევიზიით საუბრისას. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური მუშაობისას იგი მდუმარეა. ძუნწად საუბრობს ხოლმე, მხოლოდ აუცილებელს იტყვის.

უწმინდესი ყოფით საკითხებში საოცრად მორჩილია. დამთმობია, თუ მისი ოთახის ინტერიერის შეცვლას სთხოვენ. რა თქმა უნდა, ეს სირბილე არ ეხება პრინციპულ, სარწმუნოებრივ, ეკლესიის
მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. პატრიარქი აკვირდება მოსაუბრეს და თუ ატყობს, რომ ადამიანს უნდა, სწორედ იმწუთას გაკეთდეს საქმე, არასდროს ეწინააღმდეგება. ძალიან დაკვირვებული თვალი აქვს. ვინმეს შეიძლება ეგონოს, ვერაფერს ამჩნევსო, სინამდვილეში კი მას არ გამოეპარება მცირე დეტალიც კი. არ უყვარს მოუწესრიგებელი ადამიანები, დახვეწილ ქცევასაც დიდ ყურადღებას უთმობს, მაგრამ არ გამოხატავს, უბრალოდ, ვისაც დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს მასთან, ამას კარგად ვამჩნევთ. თანამშრომელს შენიშვნას იშვიათად აძლევს. ხანდახან ეს საკმაოდ მძიმეა ხოლმე. როდესაც ატყობ, რომ რაღაცას მთლად კარგად ვერ აკეთებ ან კურთხევას ვერ ასრულებ და შენიშვნას მოგცემს, თითქოს შვებას გრძნობ; ხოლო როცა შენიშვნას არ მოგცემს, მეტად დაძაბული ხარ და მეტად ფრთხილობ. შეიძლება ამით ცდილობს თითოეულ საპატრიარქოს თანამშრომელში პასუხისმგებლობა გაზარდოს.

ერთხელ არასწორად მოვიქეცი. მივედი პატრიარქთან, შენდობა და ეპიტიმიის დადება ვთხოვე. მან კი მიპასუხა: შენი ეპიტიმა ეს იქნება - მოწყალე იყავი და უფალი შეგიწყალებსო.

პატრიარქი ორ, ერთმანეთისგან თითქოს განსხვავებულ თვისებას ფლობს - სიბრძნეს და ბავშვურობას. ყველა ცნობილ მამას ჰქონდა ბავშვურობა. სახარებაშიც წერია: "ვინც არ იქნება ბავშვივით, ის ვერ შევა ცათა სასუფეველში". ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ხშირად უადვილებთ ღმერთთან სიახლოვეს და გახნილი გულით იღებენ ყველაფერს, რაც სახარებაში წერია.

მორჩილებასთან დაკავშირებით, რომელიც ზევით ვახსენე, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. როცა პატრიარქს მშობლები გარდაეცვალა (მაშინ პატრიარქი არ იყო), უნდოდა, ისინი სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელ პატრიარქს თავისი სურვილი გაუმხილა. პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა გავიდა დრო და მისი უწმინდესობა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა - მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო. უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.

არანორმირებული სამუშაო დღე აქვს. მე ვყოფილვარ მასთან დილითაც - ის უკვე მუშაობდა, გვიან ღამითაც, ფაქტობრივად, არ ჩერდება. დედებისგან გამიგია, - მასთან შეხვედრაზე მისულს არავის ალოდინებს, ტრაპეზზეც უარს ამბობსო.

პატრიარქის სტუმრებს ერთი და იგივე გრძნობა აქვთ - ყველას უჭირს წასვლა. უწმინდესის მადლი ყველას იზიდავს.

რაც მთავარია, პატრიარქის დამოკიდებულებაში იგრძნობა, რომ ის არის ყველას სულიერი მამა, სულიერი მამა მთელი საქართველოსი.

მის უწმინდესობას 25 დეკემბერს აღსაყდრებიდან 28 წელი უსრულდება. პატრიარქს რა შეიძლება ვუსურვოთ... დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩვენი პატრიარქი.

"ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!"
არქეოლოგ-კავკასიოლოგი გივი ღამბაშიძე:

- სრულიად საქართველოსთვის ამ ღირსსახსოვარ დღეებში, ნება მიბოძეთ, მოწიწებით ვემთხვიო თქვენს მაკურთხებელ მარჯვენას, წარმოსახვით ვეზიარო ამ 74 წლის წინ ნეტარხსენებული თქვენი მშობლების - ქალბატონი ნატალიასა და ბატონი გიორგი ღუდუშაურების და თქვენს გვარისშვილთა გულებში გაჩენილ დიდ სიხარულს ამქვეყნად თქვენი მოვლენისა გამო; მოვიგონო 1977 წლის 25 დეკემბერს ქართველთა დედაემბაზის, ქრისტეს წმინდა კვართით გაბრწყინებული მცხეთის სვეტიცხოვლის გუმბათქვეშ საქართველოს მამამთავრად თქვენი აღსაყდრებით გამოწვეული საქართველოს ეკლესიის მრევლისა და მამულიშვილთა სიხარული და იმედი - 20-საუკუნოვანი ჩვენი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს აღორძინებისა და გაცისკროვნებისა.

ღვთის წყალობით, რამდენი რამ აღსრულდა: მრევლისა და ქართველ წმინდანთა დასის მომრავლება, გაძლიერება, სემინარია-აკადემიების გახსნა, ქართული ეკლესიის საერთაშორისო აღიარება, ეკლესია-ტაძარ-მონასტერთა აღმშენებლობა და მათი გვირგვინი - წმინდა სამების ტაძარი...

და, მაინც, ვერც ერთი ჩვენგანი ალბათ ვერ ჩაწვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯვრის სიმძიმეს...

რა დაგიამებთ სულს...

ალბათ მხოლოდ საქართველოს სულიერი და ფიზიკური მთლიანობა, ქართველთა მტკიცედ და შეურყვნელად დგომა რწმენასა შინა, საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ეკლესიის სამწყსოდან განფანტულ "დაკარგულ ძეთა" მამის სახლში დაბრუნების სიხარული და ჩვენს მიერ თქვენეული შეგონების აღსრულება.

"ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!"

ღმერთო, ადიდე ორთავე სოფელსა შინა სუფევათა თანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II, ამინ!

ქართველი ერის გულთაბოძი
მწერალი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი:

- უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელი იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. მან დანგრეული, გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა.

ჩვენი ისტორიის მანძილზე, როცა გვიჭირდა, ღმერთი მაინც მოგვივლენდა ხოლმე დიდ ადამიანს. ეს დიდი ადამიანები გულთაბოძებად შეუდგებოდნენ ხოლმე ქართველ ერს და მთელ სიმძიმეს თვითონ იტვირთავდნენ. სწორედ ასეთი გულთაბოძია მისი უწმინდესობა XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ბუნებით ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. პირადად მე ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც.

"სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი, მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა სანახავად. ვნერვიულობდი, მეშინოდა, უწმინდესი არ გამბრაზებოდა "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე კი მითხრა: "ხო, გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვას?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...

გული მწყდება, რომ ავადმყოფობის გამო უწმინდესს ვეღარ ვნახულობ. მენატრება მისი მშვიდი, ტკბილი, მშობლიური სიყვარულით სავსე ხმა.

ღმერთო, კიდევ დიდხანს, დიდხანს ისმოდეს ქართველების გასახარად ეს ხმა. ამინ!

უწმინდესო და უნეტარესო, გმადლობთ
მწერალი გურამ დოჩანაშვილი:

- დიდი პატივი დასდო ჩემს ოჯახს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 1990 წლის ოქტომბერში შვილი გარდაგვეცვალა. ჩემთვის ძალიან მძიმე დროს მიგვიღო, გვანუგეშა, გაგვამხნევა.

თქვენო უწმინდესობავ, უღრმესი, მოწიწებითი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ განუზომელი მადლისათვის, შვილმკვდარ მშობლებს ნუგეშით რომ დაგვდეთ. ნუგეში, საბას მიხედვით, გულის დასადებს ნიშნავს, ხოლო თქვენი ვრცელი გულის დადებით რამდენი მშობელი აგვაცდინეთ იმ საშინელებას, სისაზარლეს, თვითმკვლელობა რომაა.

ერთხელაც მე უღირსს, მერამდენე შვებად, ერთი, ასე ვთქვათ, ქათინაური მიბოძეთ: თავფარავანზე, წმინდა ნინოს ბევრდღიან გზას დადგომამდე, ერთი დღით თქვენ ჩამობრძანდით, და რა ვიცოდი მე უღირსმა, თქვენთან ახალი შეხვედრით დაჯილდოება თუ მებოძებოდა, და თუმც არცთუ ფხიზელი ვიყავ, მაგრამ იმდენი მორიდება კი მქონდა, რომ მეუფე დანიელის (მაშინ მამა დავითის) იმედით - "არა უშავს, ეახლეთ, მიდითო", ჯერ კი ვუარობდი, ასეთი როგორ ვეახლო-მეთქი, მაგრამ ძალიან მჯერა ჩემი მოძღვრისა და ამან ისე გამამხნევა, რომ გავბედე და მოგიახლოვდით. თქვენ კი, თქვენო უწმინდესობავ, მანამდე თუმც მხოლოდ ერთხელ გყავდით ნანახი და ისიც რამდენიმე თვის წინ, მაინც მიცანით და როგორ მომეფერეთ. რამდენჯერმე გამიმეორეთ - ესეც გახსოვდათ, ეს სახელი - ირაკლის მამა, ირაკლის მამა, - ამ სიტყვებით მეფერებოდით ორმაგად უღირსს, და ადრე თუ ძალიან მერიდებოდა, ირაკლიზე ჩემს შვილს რომ ამბობდნენ, ჩემი შვილობით რომ აფასებდნენ, თქვენღა მითხარით ეს საოცნებო "ირაკლის მამა", რადგან ირაკლი, თქვენო უწმინდესობავ, როგორ და რამდენად უკეთესი იყო ჩემზე, მე ხომ ვიცოდი.

იმ თავფარავნის შემდეგაც, აუარება სიკეთისთვისაც, დიდ, უღრმეს და მოწიწებით მადლობას მოგახსენებთ გადარჩენისა და თანადგომისთვის.

უწმინდესო და უნეტარესო, გმადლობთ.

ზუსტად ის მითხრა, რაც მაშინ მჭირდებოდა
მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი:

- ომის შემდგომი პერიოდი იყო. ყველას ძალიან გვიჭირდა. შიმშილი, სიცივე, უტრანსპორტობა - ყველაფერმა ჩვენს ზურგზე გადაიარა. ამ დროს მე და ჩემს მეუღლეს კანადელმა ბიზნესმენებმა სახარბიელო წინადადება შემოგვთავაზეს. მპირდებოდნენ, რომ დამაკავშირებდნენ სამოდელო სახლთან, წარმოებაში ჩაუშვებდნენ ჩემს ნამუშევრებს, საკუთარ გალერეას გამიხსნიდნენ და ა.შ., რაც დიდ სიმდიდრეს მოგვიტანდა. ოღონდ ერთი პირობით: მათი მოქალაქეობა უნდა მიგვეღო. თანაც ეს შემოთავაზება ერთჯერადი არ ყოფილა. მათ მრავალგზის გამოაგზავნეს წერილები, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, რადგან არ გვინდოდა სამუდამოდ წასვლა საქართველოდან. მე ყოველთვის, მაშინაცNდა ახლაც, მიმაჩნია, რომ რადგან საქართველოში დავიბადე და ამ ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი გამოფენებით ყოველთვის ჩემი ქვეყანა უნდა წარმოვაჩინო. ირგვლივ ყველა ჩაგვჩიჩინებდა: წადით, აქ რა გინდათ, მერე ჩამოხვალთო, მაგრამ მაინც არ წავსულვართ.

საშინლად გვიჭირდა. მატერიალურად იმდენად არა (ჩემი სურათები ასე თუ ისე იყიდებოდა), რამდენადაც სულიერად. სამოქალაქო ომის შემდეგ საშინლად სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. ვერ ვხვდებოდი, რისთვისღა უნდა მეცოცხლა. მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ ამ ქვეყანაზე არსებობდა ადგილი, სადაც უკიდურესი სულიერი გაჭირვების დროს მივიდოდი და დახმარებას მივიღებდი. და სწორედ ამ დროს ყველაფერი ერთმანეთს საოცრად დაემთხვა. ჩემი თანაკლასელისა და მეგობრის მონაზონ ფებრონიას სანახავად მივედი საპატრიარქოში და უნებურად მის უწმინდესობას შევხვდი. ძალიან თბილად მიმიღო და სახარების ილუსტრაციებზე მუშაობა შემომთავაზა. მეორედ საგანგებოდ მის უწმინდესობასთან მივედი. გული გადავუშალე. მან მომისმინა; ძალიან თბილი სიტყვები და ზუსტად ის მითხრა, რაც მაშინ მჭირდებოდა. უწმინდესი დამეხმარა, რომ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. სახარებაზე მუშაობის პერიოდი ჩემთვის იყო უდიდესი გარდატეხა, ფერიცვალება. ეს იოლი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი სულიერი ძალა შევიძინე ცხოვრების გასაგრძელებლად.

ბავშვი ცუდად არის, მოუტანეთ კომპოტი!..
პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი:

- ერთგვარად ვკადნიერდები, როდესაც პატრიარქზე საუბარს ვბედავ, მით უფრო, რომ მასთან შეხვედრების სიუხვით ვერ დავიკვეხნი. არა იმიტომ, რომ იგი ვერ იცლიდა ჩემთვის, არამედ არასოდეს მიმიჩნევია თავი პატრიარქის შეწუხების ღირსად. თუმცა მქონდა შემთხვევა, როდესაც ძალიან მომინდა მისი ნახვა და უფლის ნებით, ასეც მოხდა. სულ პირველად უწმინდესს შევხვდი დაახლოებით 1989-90 წლებში. ჩემმა მასწავლებელმა, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, გადაწყვიტა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟის - გიორგი შარვაშიძის საზოგადოების დაფუძნება. ეს ის დრო იყო, როცა აფხაზეთის უნივერსიტეტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველი და აფხაზი მეცნიერები. ბატონი ოთარი ლტოლვილი უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო, მე კი ჯერ კიდევ გამოუცდელი კანდიდატი. შემომთავაზა, გავყოლოდი თან. სხვათა შორის, მაშინ საქართველოს ეკლესიის საკითხებზე არ ვმუშაობდი. საპატრიარქოში პირველად შევედი. ჩემზე ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა ინტერიერმა. თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი, აქ სხვაგვარი მადლი ტრიალებდა. პატრიარქის სამუშაო ოთახში შეგვიძღვნენ. იგი ისეთი საოცარი სითბოთი შემხვდა, როგორც პატარა ბავშვს. ასე მეგონა, მან უცებ წაიკითხა ჩემს შუბლზე, რომ მე, გამოუცდელმა გოგონამ, არ ვიცოდი ეკლესიის ისტორია. თითქოს პატრიარქი ასე იმიტომ შემხვდა, რომ შემეცვალა მუშაობის მიმართულება. კარგა ხანს გვესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ნატრობდა იმ დროის დადგომას, როდესაც სამეცნიერო ფენა და სასულიერო კრებული ერთად, ჰარმონიულად იმუშავებდნენ. მოხაზა გეგმა, თუ როგორ ესახებოდა ეს მუშაობა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ განხორციელდა მისი სურვილი. მას ძალიან უნდოდა, დაწერილიყო ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელო; საქართველოს ეკლესიის ენციკლოპედია, რომელიც მხოლოდ ახლაღა კეთდება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ საოცარ საქმიანობაში თუ მივიღებდი მონაწილეობას. როდესაც პატრიარქი საუბრობდა, რატომღაც სულ დაკვირვებით მიყურებდა. ახლაც მიყურებს ხოლმე, მაგრამ ისე აღარ. როცა ვხვდები, სულ მგონია, ჩემი სული მისი მზერის წინაშე შიშვლდება. საშინელი სინანულის გრძნობა მეუფლება, უძლური და განიარაღებული ვრჩები. არავის წინაშე ასეთ რამეს არ ვგრძნობ. მით უფრო, რომ საკმაოდ მტკიცე ხასიათისა ვარ და ძნელად თუ ვინმე შემამჩნევს, რა ხდება ჩემს სულში.

...იმ შეხვედრისას გაციებული გახლდით და ყელის კატარი მქონდა. უცებ ამივარდა შეუჩერებელი ხველა. ვბრაზობდი, რომ ასეთ ხალხთან ვიჯექი და ამდენს ვახველებდი. პატრიარქი ძალიან შეწუხდა, ყველას დაუძახა: - ბავშვი ცუდად არის, მოუტანეთ თბილი კომპოტი ან წვენი და შემოევლეთ თავზეო. ეს მისი გულისხმიერება, თბილი მიღება და დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.

პატრიარქის კურთხევის მადლი
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი დოდო (მარიამ) ღლონტი:

- მინდა გიამბოთ, თუ როგორ გამოვცადე პატრიარქის კურთხევის მადლი საკუთარ თავზე. ღვთისმეტყველებასთან და ღვთის სიტყვასთან უფალმა საკმაოდ გვიან მიმიშვა. 90-იანი წლების დასაწყისი იყო. საღვთო სჯულს ვასწავლიდი სკოლაში და დაინტერესებული ვიყავი უფლის იგავებით. ლიტერატურას ვერსად იშოვიდი. რუსეთიდანაც კი ცოტა შემოდიოდა. ვშიშობდი, რომ უფლის იგავების განმარტებისთვის არ მეყოფოდა სულიერი ძალები. ამიტომ უნდა ამეღო რომელიმე იერარქის კურთხევა. მეუფე დანიელმა მირჩია, რომ აჯობებდა, პატრიარქისგან მიმეღო კურთხევა. რამდენიმე თვის შემდეგ, ღვთის მადლით, პატრიარქმა მიმიღო. მანამდე მის უწმინდესობას ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის ხელით შევუგზავნე პროექტი იმ წიგნისა, რომელიც მერე გამოვიდა. ეს იყო უფლის იგავების წმინდა მამათა განმარტებები. პატრიარქს ყველაფერი გულდასმით ჰქონდა წაკითხული. მან ძალიან საგულისხმო შეკითხვები დამისვა. შემდეგ წამოდგა და კურთხევა მომცა. მეც, ბუნებრივია, მუხლებზე დავეშვი. დაბრძანდითო, - მითხრა და საუბარი განვაგრძეთ. მერე ისევ წამოდგა და მაკურთხა. ეს მესამედაც განმეორდა. მეორე კურთხევის შემდეგ რატომღაც პატრიარქმა საუბარში ახსენა თბილისის ხეები: ვოცნებობ, რომ თბილისის ხეებზე წიგნი დაიწეროს და იქნებ, თქვენ დაწეროთო. გავოგნდი - მე რა შუაში ვარ, თბილისის ხეებთან-მეთქი და შევბედე: თქვენო უწმინდესობავ, მე ბოტანიკოსი არა ვარ-მეთქი. ვიცი, რომ ფილოლოგი ხართო, - მიპასუხა (აღმოჩნდა, რომ უწმინდესი თბილისის თითქმის ყველა ხეს კარგად იცნობდა. უნდოდა დაწერილიყო წიგნი იმაზე, თუ რომელი ხე უნდა გადარჩენილიყო ან დარგულიყო. მაშინ განსაკუთრებით იყო მოდებული ჭადრის ხის ბუსუსი, რომლისგანაც ბევრს ალერგიაც გაუჩნდა, რაც ადრინდელი შეცდომის ნაყოფი იყო). გაკურთხებთ, რომ ეს წიგნი დაწეროთო. ეს კურთხევა დღეს თითქმის შესრულებულია. დავუკავშირდი კარგ ბიოლოგს და მექართულეს - ნინო ჩხეტიანს. ეს წიგნი დავწერეთ და ღვთის შეწევნით, მალე გამოვა. მასში თბილისის თითქმის ყველა ხეა აღწერილი. მართლაც გადმოვიდა ჩემზე პატრიარქის კურთხევის მადლი. მაშინ არ ვიცოდი, შემდეგ წმინდა მამებთან წავიკითხე და მივხვდი, რომ ის სამგზისი კურთხევა შემთხვევითი არ ყოფილა. პატრიარქმა ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის ხელით გამომიგზავნა ლოპუხინის სამტომეული (ბიბლიის განმარტება) და შემომითვალა: მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურში გამოიყენეთო. მე ვკითხე შორენას: აბა, მეტი რაში შეიძლება გამოვიყენოთ-მეთქი? მაშინ მან მომღიმარი სახით გადმომხედა და მივხვდი, რომ თურმე საწინააღმდეგოც ხდება ხოლმე. შევუდექი არნახული სისწრაფითა და ნაყოფიერებით იგავების განმარტებას. ვიმეორებ, ჩემში მუშაობდა პატრიარქის ხელიდან გამოსული მადლი. ღვთის წყალობით, იგავების განმარტებას ფსალმუნების განმარტებაც მოჰყვა. სასულიერო აკადემიის ყველა კაბინეტს და კათედრას უწმინდესმა აჩუქა კომპიუტერები და პრინტერები. მას შემდეგ უფრო მეტი სისწრაფით დავწერე იგავების წიგნის დიდი ნაწილი. ასე რომ, ესეც პატრიარქის ხელით, კურთხევითა და მზრუნველობით მოხდა.

პატრიარქი - გარემოს გაკეთილშობილებისა და გაქრისტიანებისათვის
ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი:

- ჩვენი პატრიარქი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ბუნებას. იგი გარემოს დაცვის აქტიური მქადაგებელია. მისი ინიციატივით, პირველად, საპატრიარქოსთან შეიქმნა სპეციალური ეკოლოგიური კომისია. ეს კომისია არ იფარგლებოდა მხოლოდ საპატრიარქოს პრობლემებით, დიდ ყურადღებას აქცევდა ქალაქის გარემოს გალამაზებასა და გაუმჯობესებას; საერთოდ, ძველი ქართული ტრადიციების აღდგენას ბუნების დაცვის დარგში. პატრიარქს ეკუთვნის რამდენიმე საინტერესო საავტორო გამოთქმა. მაგალითად, ძალიან უყვარს კვიპაროსები და მათ "მწვანე სანთლებს" უწოდებს. მისი თაოსნობით იგეგმება კვიპაროსების დარგვა ღირსშესანიშნავ ადგილებში. პატრიარქი ყოველთვის სერიოზულად უდგებოდა ტრადიციული მეურნეობების აღდგენას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად, სამონასტრო და საეკლესიო მიწების ბაზაზე. მას ჰქონდა ბევრი ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი, რომლებსაც უზიარებდა ეკოლოგიურ კომისიას და ჩვენც მხარში ვედექით მას ამ ჩანაფიქრის რეალიზებაში. პატრიარქის რუდუნებით გვინდა აღვადგინოთ კარ-მიდამოს მოწყობის ძველი წესი. გადაშენების პირას მისული მცენარეები: უთხოვარი, ფშატი, ბზა, უნაბი და ა.შ., რომლებიც ფაქტობრივად დაკარგულია და თითქმის არ გვხვდება გლეხის კარ-მიდამოში, ისევ უნდა აღორძინდეს. ჩვენ მხარში ამოვუდგებით მის უწმინდესობას იმ საკითხში, რომელსაც ჰქვია გარემოს გაკეთილშობილება და გაქრისტიანება. ეს მხოლოდ ერთი მხარეა პატრიარქის მრავალმხრივი თაოსნობისა და მის მიერ არაერთი კარგი საქმის აღორძინებისა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ზრუნავს იგი თავისი მშობლიური მხარის - ყაზბეგის შემოგარენისა და საერთოდ რაიონის აღორძინებაზე, ტრადიციული მეურნეობის, ხალხური რეწვის აღდგენაზე, ხალხური ყოფა-ცხოვრების გაჯანსაღებაზე, ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის წარმოებაზე და ა.შ.

განუზომელია მისი ღვაწლი ბუნებისა და საარსებო გარემოს დაცვის საქმეში. ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია თავად პატრიარქის კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა.

პატრიარქი: სულიერების, ესთეტიზმისა და ცოდნის თანაარსებობა
სასულიერო აკადემის პედაგოგი თამარ ნუცუბიძე:

- ბედნიერება მქონდა, დავსწრებოდი 1977 წლის 25 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მცხეთაში. ტაძარში, ეზოსა და გალავნის გარშემო ხალხის ტევა არ იყო. ეკლესიის მესაჭის აღსაყდრება თავისთავად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ეკლესიის ცხოვრებაში, თან იმ დროისთვის უწმინდესს უდიდესი ავტორიტეტი და პატივისცემა ჰქონდა მოპოვებული, როგორც აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტს. მისი სახელი ხშირად მსმენია დედისგან, რომელიც მას ხშირად სტუმრობდა სოხუმში და გვიამბობდა იმ სულიერად ამაღლებულ გარემოზე, რომელიც იქ ხვდებოდა.

სულიერების, ესთეტიზმისა და მშვენიერების შეთავსება საქართველოს მომავალ პატრიარქს თან სდევდა ყველგან. მას და დედაჩემს მებაღეობა-მეყვავილეობისადმი სიყვარულიც აახლოვებდათ. ჩვენს კარ-მიდამოში, გლდანში, დღესაც ყვავის მისი უწმინდესობის მიერ ნაჩუქარი ალისფერი ვარდები. ერთ წერილში დედას მადლობას სწერს: - გაიხარეს თქვენმა გამოგზავნილმა ნერგებმაო.

ბედნიერება მქონდა, გავზრდილიყავი ისეთ ოჯახში, რომლისთვისაც უცხო იყო ცხოვრების საბჭოთა სტილი და რომელსაც არასოდეს გაუწყვეტია კავშირი ეკლესიასთან. კათოლიკოს-პატრიარქებთან - კალისტრატესთან, ეფრემ II-სთან, დავით V-სთან, ილია II-სთან ურთიერთობა ეხმარებოდა ჩემს მშობლებს იმ სასტიკი დროის გადატანაში.

ილია II-ს, როგორც თვითონ იგონებს, შალვა ნუცუბიძე ეფრემ II-ის მიერ საპატრიარქოში გამართულ საზეიმო შეხვედრაზე გაუცვნია და დიდად მოხიბლულა მის მიერ ღვთისმშობლის სადიდებლად წარმოთქმული სიტყვით. ნუცუბიძის გარდაცვალებიდან ათი წლის თავზე პატრიარქმა სიონში მას პანაშვიდი გადაუხადა, შემდეგ ოჯახი თავისთან მიგვიწვია და გვიმასპინძლა.

1978 წლის მარიამობას მისმა უწმინდესობამ დედა საპატრიარქოში მიიწვია სადილად. დედამ ნებართვა ითხოვა, რომ მეც წავეყვანე, რადგან ძალიან მინდოდა პირადად გამეცნო პატრიარქი. თან წავიღე ფოტოაპარატი და იმ დღის სახსოვრად მშვენიერი სურათები დაგვრჩა...

დედაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო, როდესაც სასულიერო აკადემიაში ლექციების წაკითხვა შემომთავაზეს. ესეც ალბათ ღვთის ნება იყო, ვინაიდან სასულიერო აკადემია და სემინარია, საკმევლის სურნელი, ხატების მადლი მწუხარებას მიმსუბუქებდა.

მისი უწმინდესობა არ ივიწყებდა, მიელოცა დედასთვის შობა, ახალი წელი თუ სხვა ღირსშესანიშნავი დღესასწაული. მის ნაჩუქარ კანდელებს, ბიბლიას ასეთი წარწერები ამშვენებს: "ქალბატონ ქეთევან ნუცუბიძეს ლოცვა-კურთხევა ღვთისა და ჩემი კეთილი სურვილები. ილია, მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის. 1976, ქ. სოხუმი"; "ქალბატონო ქეთევან! ქრისტე აღსდგა! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 1978".

დედაჩემის თხოვნით, მისმა უწმინდესობამ პირადად გადაუხადა პანაშვიდი 1970-იან წლებში მთავრობის თავმჯდომარეს, არატიპურ საბჭოთა მოღვაწეს, ერთობ საეჭვო ვითარებაში დაღუპულ ზურაბ პატარიძეს. ზურაბ პატარიძეს დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის ეზოში ნუცუბიძისთვის ძეგლის დადგმასა და მისი შრომების გამოცემაში. მოგეხსენებათ, იმ დროს სახელმწიფო მოღვაწეებს ეკლესიისგან შორს ეჭირათ თავი და პანაშვიდი გვიან საღამოს გადაიხადეს, რომ საზოგადოების ყურადღება არ მიეპყროთ.

მისმა უწმინდესობამ გადაუხადა პანაშვიდი დედასაც, როცა დილას სასულიერო პირებთან ერთად მობრძანდა მასთან გამოსამშვიდობებლად.

სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორად პატრიარქის მოსვლამ კიდევ უფრო დააახლოვა სასწავლებელი და ეკლესია. სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, ახლოს იყვნენ პატრიარქთან, მიიღონ მისი დალოცვა, მოისმინონ მისი საუბარი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, პატრიარქის მიერ დღენიადაგ სტუდენტებისთვის იმ აზრის ჩანერგვა, რომ ფართო განათლება აუცილებელია სასულიერო ასპარეზზე ღირსეულად მოღვაწეობისათვის; რომ მხოლოდ დიდი ცოდნითა და განსწავლულობით გაჯერებული დოგმატიზმი იძლევა უზენაეს ჭეშმარიტებასთან მიახლოების საშუალებას. სწორედ სულიერებისა და ცოდნის თანაარსებობა არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობის მთავარი ამოსავალი წერტილი.

სილამაზის გრძნობა უწმინდესის ყველა საქმიანობას თან სდევს
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფსიქოფიზიოლოგი, საპატრიარქოსთან არსებული ქალთა ფონდის წევრი ტატული (ანტონინა) ჩხარტიშვილი:

- ჩვენი ქვეყნის სულიერ მამასთან პირველად საღამოს ლოცვის დროს მომიხდა მისვლა (ოთხშაბათობით ბავშვებისთვის სპეციალური ლოცვა ტარდებოდა სიონში). ჩემი შვილები პატარები იყვნენ და სხვა ბავშვებთან ერთად სულ უწმინდესის ტახტის ფეხებთან ისხდნენ ხოლმე. ისე შეჰხაროდნენ პატრიარქს. მახსოვს, როგორი ნათელი ადგა მის სახეს ზეთისცხების დროს. ეს იყო ზეციური სიხარული და სიყვარული, რომელსაც პატრიარქი აფრქვევდა ჩვენს მიმართ. როცა სულიერად მიჭირდა, ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ საპატრიარქოში დილის ლოცვებს დავსწრებოდი. უწმინდესის მიერ მოცემული კურთხევა გადარჩენის ტოლფასია. არ მეგულება სფერო ადამიანთა მოღვაწეობისა, უწმინდესი რომ არ ხელმძღვანელობდეს. იგი პირად ურთიერთობებში საოცრად უშუალოა.

ერთხელ უწმინდესმა მე და ჩემი შვილი მიგვაბარა ძალიან სათნო და ბაღის საქმის კარგად მცოდნე ქალბატონს, აწ გარდაცვლილ ნასტია ბებოს, რომელიც საპატრიარქოს სანერგეში საქმიანობდა (შემდგომში იგი დედა ნინო გახდა). ამ ქალბატონმა გვასწავლა მცენარეთა მოშენება და მოვლა, რაც შემდგომში ყველას ძალიან გამოგვადგა. უწმინდესი დასასვენებლად სანერგეში ხშირად ჩამოდიოდა, სადაც ყვაოდნენ ნასტია ბებოს მიერ დარგული ოლეანდრები, ვარდები, ხარობდნენ კვიპაროსები, ბზები, ბროწეულები...

უწმინდესს უყვარს დოსტოევსკის გამოთქმა: "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს". სილამაზის გრძნობა უწმინდესის ყველა საქმიანობას თან სდევს. მის მიერ შექმნილი ხატები და საგალობლები ამის დასტურია. მე ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში უწმინდესის მიერ შექმნილი საგალობელი: "მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე", რომელიც მთელ მრევლს გვაგალობა სიონში და ისე გაგვიშვა შინ.

უწმინდესთან ურთიერთობა ადამიანის ცხოვრებას ცვლის, პასუხისმგებლობის გრძნობას მატებს მას. სიხარული და სიყვარული, ღვთიური მადლი, გაჭირვების ატანა და სხვისი გატანა - აი, რა ვისწავლე ჩემი პატრიარქისგან. სულ თვალწინ მიდგას ხოლმე მისი ღიმილი და მოკითხვა. ისე სათნოდ გკითხავს: "როგორ ბრძანდებითო?" იგი ძალიან თანამედროვე და ახალგაზრდული სულის მატარებელია. მინდა მადლიერებით გავიხსენო ის შემთხვევა, თუ როგორ მიიღო უწმინდესმა საპატრიარქოში ჩემი შვილი და მისი პედაგოგი. მათ ჩაატარეს საფორტეპიანო კონცერტი ოთხ ხელში. ამ ვიზიტის შემდეგ ჩემი შვილი ხშირად მიდიოდა სტუმრად უწმინდესთან და უკრავდა როიალზე. პატრიარქსაც უხაროდა და აგულიანებდა ხოლმე: ლამაზად გამოგდისო. რომ არა მისი თანადგომა, ალბათ, ჩემი შვილი მუსიკოსობას ვერ შეძლებდა. შემდეგ ბავშვმა სთხოვა უწმინდესს, სტიქაროსნად დაედგინა სიონში, რაზედაც თანხმობა მიიღო. ჩემი პატარა შვილიშვილი ნახევარი წელი წერდა "მამაო ჩვენოს" ძველ ქართულად, ოქროსფერი ასოებით ვარდისფერ ფურცელზე, რათა მისთვის ეჩუქებინა.

ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია ნიკოლოზობას შეიქმნა უწმინდესის კურთხევით. ყოველ ნიკოლოზობას აკადემიის წევრები მიდიან მასთან და იღებენ კურთხევას და დალოცვას. წმინდა სამების ტაძარში უწმინდესმა პანაშვიდი გადაიხადა დიდი ქართველი ფიზიოლოგის - ივანე ბერიტაშვილის 120 წლისთავთან დაკავშირებით. ტაძარში მთელმა ფიზიოლოგებმა მოიყარეს თავი. თითქოს ბატონი ივანეს სულს უხაროდა და პატრიარქთან ერთად გვლოცავდა.

ჩვენი პატრიარქი ღვთისგან არის მოვლინებული და დადგენილი და მე მწამს, რომ დიდ სასულიერო დასთან და მრევლთან ერთად იგი შეძლებს საქართველოს გადარჩენას. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ უწმინდესს და ქართველი ერის მადლიერებით მინიჭებული სიხარული ყოფილიყოს მისი თანამგზავრი ამ რთულ გზაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat