პატრიარქი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
პატრიარქი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) წინამძღვარი დეკანოზი დავითი (შარაშენიძე).

- მამაო დავით, როგორ გაიხსენებდით პატრიარქთან პირველ შეხვედრას?

- პატრიარქს პირველად შევხვდი 1997 წელს, როდესაც მე წარმადგინეს როგორც პრესცენტრის ხელმძღვანელი. მაშინ უწმინდესს ვთხოვე, იქნებ სხვა ადამიანი შეგერჩიათ, რადგანაც ამ თანამდებობაზე გამიჭირდება, არც გამოცდილება მაქვს და არც ჟურნალისტური ჩვევები-მეთქი, მაგრამ დამამშვიდა - ის, რაც ადამიანისთვისაა შეუძლებელი, ღვთის მიერ შესაძლებელია, ღმერთი შეეწევა თქვენს უძლურებას და დაგეხმარებათ სიძნელეების გადალახვაშიო.

- უკვე სასულიერო პირი იყავით?

- კი, დიაკვნად ვიყავი ხელდასხმული.

- მერე, ალბათ, უკვე ხშირად გიხდებოდათ მასთან შეEხვედრა.

- დიახ. ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. ამ დროს დაიწყო ე.წ. სქიზმატური მოძრაობები და შესაძლოა, იმ უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო ჩვენი ეკლესია, რასაც განხეთქილება ჰქვია. ეს იმდენად მტკივნეული მოვლენაა, რომ მის განკურნებას საუკუნეები სჭირდება. ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო განხეთქილება, რომელსაც ადგილი აქვს ელადის ეკლესიაში, სადაც ოფიციალური სინოდის გარდა რამდენიმე პარალელური "სინოდი" არსებობს.

ეს რთული პერიოდი პატრიარქის თანადგომით, მისი ლოცვითი შეწევნით და მხარდაჭერით დაძლეულ იქნა და მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოს ეკლესია ერთიანი და განუყოფელია.

- უშუალო მითითებებსაც გაძლევდათ უწმინდესი?

- კი, ვცდილობდით, იმ ადამიანებთან ერთად, რომელთაგან ზოგი გარკვეულწილად დაბრკოლებული იყო, ზოგი კი მოწყვეტილი ეკლესიის წიაღს, გაგვერკვია ის სირთულეები, რომელთა წინაშეც ვიყავით ყველანი. ძალიან ხშირად მე მიწევდა მათთან ჩასვლა, საუბარი, დოკუმენტების მოხმობა და, ფაქტობრივად, გარდა იმისა, რომ ვმოქმედებდით უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, წასვლამდეც მითითებებს გვაძლევდა. გვარიგებდა, ვყოფილიყავით ლმობიერნი, სულგრძელნი, რადგანაც ამ დროს მთავარი იყო საკითხისადმი სიყვარულით მიდგომა. ეს ხდებოდა არა მხოლოდ სიტყვებით ან მშრალი კანონების მოხმობით, არამედ ზოგჯერ შეცდომების აღიარებით, ზოგჯერ სინათლის შეტანით ბუნდოვან საკითხებში. მისი ყოველი მითითება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- ხშირად არათუ დიდი წმინდა მამების, არამედ ჩვეულებრივი მოძღვრების მიერ სულიერი შვილებისთვის ნათქვამი წინასწარმეტყველურად ცხადდება. ცნობილია თუ არა ჩვენი პატრიარქის წინასწარმეტყველური გამონათქვამები ან პირადად თქვენთვის ხომ არ უთქვამს რაიმე, რაც შემდეგში მართლა მომხდარა?

- ამ სქიზმატურ მოძრაობასთან დაკავშირებით მას ჰქონდა ღვთისგან მინიშნება, რომ ეს გაუგებრობა, რაც აშკარად ბოროტის მანქანება იყო, დაიძლეოდა. მართლაც, მადლობა ღმერთს, ყველაფერი უმტკივნეულოდ დამთავრდა. გარდა ერთეული ადამიანებისა, ყველა სინანულით დაბრუნდა ეკლესიის წიაღში და გახდა მისი ერთობის წევრი.

- თქვენ უწმინდესთან ერთად მოგზაურობა გიწევთ ხოლმე. ამბობენ, ამ დროს ადამიანები უფრო სხვანაირები არიან, უფრო უახლოვდებიან ერთმანეთსო. რას გაიხსენებთ ამის შესახებ?

- ჩვენი პატრიარქი მოგზაურობის დროსაც ისეთივეა, როგორიც ყოველთვის. ერთი შემიძლია გავიხსენო: მე ვახლდი უწმინდესს ბრიუსელში, სადაც 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების გამო სამი მონოთეისტური რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მაღალი სასულიერო წრის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრას 6 მართლმადიდებელი პატრიარქი ესწრებოდა. ეს იყო არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური ხასიათის შეხვედრა.

ყველა თბილად და განსაკუთრებული, ხაზგასმული პატივისცემით ხვდებოდა ჩვენს პატრიარქს. შემიძლია ვთქვა, რომ მას დიდ პატივს სცემენ არა მარტო საქართველოში ან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც, ვისთანაც პერიოდულად უწევს შეხვედრები სხვადასხვა ვიზიტის დროს.

უწმინდესი ყოველთვის ძალიან კონცენტრირებულია ოფიციალური შეხვედრების დროს და ხშირად, ალბათ ესეც ღვთისგან არის, სწორედ იმ საკითხზე სვამს აქცენტს, რომელიც იმ დროს ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

- შეჩვეულები ვართ, რომ პატრიარქი სიმშვიდის განსახიერებაა. თუ გინახავთ გაბრაზებული?

- შეიძლება რაღაც საკითხების გამო მას ხშირად სტკენია გული, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ სიბრაზეს; მე მის გაბრაზებას არასდროს შევსწრებივარ.

სხვათა შორის, პატრიარქი ძალიან ერიდება ადამიანზე ცუდის თქმას, თუმცა შეიძლება ვინმე კიდევაც იმსახურებდეს ამას. ამით ჩვენ მაგალითს გვაძლევს, როგორი თავშეკავებულები უნდა ვიყოთ სხვისი განსჯისას. არ მახსოვს, ვინმე ძალიან ნეგატიურად შეეფასებინოს.

- შენიშვნას რა სახით იძლევა?

- შენიშვნას, რა თქმა უნდა, იძლევა, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, ის სიყვარულით იყოს შეზავებული. მისი შენიშვნა ყოველთვის დამსახურებულია, ამის გამო გულში წყენა არასოდეს ჩაგვიდვია. ყველანი ვგრძნობთ, რომ იგი გაცილებით ლმობიერია, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ.

- თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ხშირად უწევს მის უწმინდესობასთან ყოფნა. რითი გამოირჩევა მასთან მუშაობა?

- საპატრიარქოს სტრუქტურების თანამშრომლებისთვის გაცილებით ადვილია, ვიყოთ იმ ადამიანის მორჩილებაში, რომელიც ჩვენი ხელმძღვანელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იერარქიით მაღალ საფეხურზე დგას, არამედ ყველა მონაცემით, თვისებით, - ვგულისხმობ ქრისტიანულ სათნოებებს, - არის ჩვენზე უმეტესი და უპირატესი.

მაგალითია ჩვენთვის თუნდაც უწმინდესის განუკითხველობა, ლოცვითი თავდადება. ძნელად მოიძებნება საქართველოში მსგავსი მლოცველი ადამიანი. ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება იმიტომ, რომ მას ცრემლითა და სისხლით ლოცვა შეუძლია. სწორედ ამის წყალობაა, რომ ძალიან ხშირად საქართველოს ბეწვის ხიდზე გაუვლია. თუნდაც უახლოესი მოვლენები - "ვარდების რევოლუცია" გავიხსენოთ. დარწმუნებული ვარ, - და ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, - რომ არა პატრიარქის ასეთი თავდადებული ლოცვა, ეს დაპირისპირება ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. უწმინდესის მოწოდებამ, რომ იარაღის გამოყენების შემთხვევაში ადამიანი ძმათა მკვლელის წყევლის ქვეშ მოხვდებოდა, სრულიად გამორიცხა მისი მოხმარება. არადა ერთი უბრალო გასროლაც კი შესაძლოა ძალიან მძიმე, ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
29.07. 2014
ქეთი
მამაო დავით!ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგცეთ თქვენს ოჯახთან ერთად.
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat