"აგერ, მომავალი იბადება შესავსებად დაკლებულ ძვირფასთა ქმნილებათა..."
"აგერ, მომავალი იბადება შესავსებად დაკლებულ ძვირფასთა ქმნილებათა..."
ჩვენ უკვე ვიცნობთ უწმინდესი ეფრემ მეორის შეხედულებას: "რუსთაველი, როგორც თავისი დროისათვის უაღრესად განსწავლული კაცი, კარგად იცნობდა ანტიკურ ფილოსოფიასაც და ნეოპლატონიზმსაც , ისლამსაც და მანიქეველობასაც, შესაძლოა, ინდურ რელიგიურ ფილოსოფიასაც, მაგრამ აქ ლაპარაკია არა ცნობაზე (რაც პოემაში მიმობნეული ცალკეული შეხედულებების, აზრების, სენტენციების სახით ხშირად იჩენს კიდეც თავს), არამედ აღმსარებლობაზე", - აღნიშნავს უწმინდესი ეფრემი მას შემდეგ, რაც, პირველ რიგში, საფუძველშივე უარყოფს მეცნიერთა ერთ ნაწილში იმხანად გაბატონებულ შეხედულებას რუსთაველის მატერიალისტად და ათეისტად მოხსენიების შესახებ ("სირცხვილად გვიჩანს ამის დამტკიცება, სხვას რომ ყოველივეს თავი დავანებოთ, არ შეიძლება ფაქტების დაუმახინჯებლად რაიმე სახის მატერიალიზმი მივაწეროთ კაცს, რომელსაც სულის უკვდავების სწამს"). მონოგრაფიის ავტორი გამოწვლილვით განიხილავს რუსთაველის აღმსარებლობის საკითხს ცალკეულ რელიგიებთან მიმართებით. ღრმა და საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, საეჭვოა, ვინმეს კიდევ გაუჩნდეს აზრი იმის თაობაზე, რომ "ვეფხისტყაოსანი" შორს დგას ქრისტიანული მორალისგან, მისი ავტორი კი - არამართლმადიდებელი მწერალია (ასეთი დამამცირებელი და აბსურდული ბრალდება შოთა რუსთაველს XIX-XX ს.ს-ში დასწამა ზოგიერთმა მეცნიერმა და სასულიერო პირმა, რაც, პატრიარქ ეფრემ მეორის მოსაზრებით, დროის შესატყვის მიზანმიმართულ, კამპანიურ ხასიათს ატარებდა და არაფერი ჰქონდა საერთო ჭეშმარიტებასთან).

"მაშ, რომელ რელიგიას ეკუთვნის რუსთაველის ღმერთი? - კითხვას სვამს პატრიარქი ეფრემი და მკითხველი ერთ ლოგიკურ დასკვნამდე მიჰყავს: - არავითარი ეჭვი აღარ რჩება, რომ ეს არის ქრისტიანული ღმერთი, რომ რუსთაველის აღმსარებლობა წმინდა ქრისტიანულია.

მეცნიერებამ რუსთაველს მოხსნა ბრალდება, რომ თითქოს იგი "არ ახსენებს სამებასა ერთარსულად" (გამოთქმა "ერთარსებისა ერთისა" გულისხმობს სწორედ სამპიროვან ღმერთს).

მეცნიერებამ რუსთაველს მოხსნა ბრალდება, თითქოს იგი მიმართავს ღვთაების ისეთ ატრიბუტს, რომელიც მიუღებელი იყოს ქრისტიანული რელიგიური ფილოსოფიისთვის (დაწვრილებით იხილეთ პროფესორ კ. კეკელიძისა და ვ. ნოზაძის მითითებული ნაშრომები). ყველა ამ ატრიბუტს მოეძებნა პარალელი საღვთო წერილში და წმინდა მამათა თხზულებებში. დამტკიცდა აგრეთვე, რომ რუსთაველისათვის ღმერთი და მზე ერთი და იგივე არაა.

მეცნიერებამ რუსთაველს მოხსნა ბრალდება, თითქოს მას არ სწამდეს სულის პერსონალური უკვდავება და საიქიო ცხოვრება. გაირკვა, რომ რუსთაველის წარმოდგენა სულის უკვდავებისა და საიქიოს შესახებ არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქრისტიანული წარმოდგენისაგან!

გარდა ამისა, მეცნიერებამ ცხადყო არა მარტო ის, რომ რუსთაველი ბრწყინვალედ იცნობს ქრისტიანულ რიტუალებსა და ქრისტიანულ ლიტერატურას, არამედ ისიც, რომ "ვეფხისტყაოსანში" გამოთქმული აზრები წმინდა ქრისტიანულია, რომ რუსთაველის უპირველესი ლიტერატურული წყარო საღვთო წერილი ყოფილა და არა სხვა რომელიმე წიგნი.

მკვლევარმა ვ. ნოზაძემ თავის შრომას "ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება" დაურთო ორი შესანიშნავი ნუსხა: "ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის ნათესავ აზრთა ერთობა" და "ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის თქმათა ერთობა", რომლებშიც ერთიმეორის გვერდიგვერდ მოტანილია 141 შემთხვევა, როდესაც "ვეფხისტყაოსნის" ამა თუ იმ აზრის უშუალო წყაროდ ბიბლია გვევლინება და 35 შემთხვევა, როდესაც "ვეფხისტყაოსნის" ამა თუ იმ სიტყვის ან გამოთქმის უშუალო წყარო არის ბიბლია".

თავის მხრივ, უწმინდეს ეფრემს "ვეფხისტყაოსანში" 20-მდე პარალელი მოუძიებია როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმიდან. "მსგავსი მაგალითების გამრავლება ძნელი არაა. ნიმუშად ესეც კმარა. მომავალი კვლევა-ძიება დაადასტურებს, რომ საღვთო წერილი იყო რუსთაველის უპირველესი საკითხავი წიგნი, - აღნიშნავს პატრიარქი და ასეთ დასკვნას გვთავაზობს:

I. მაშ, პირველი, გამორკვეულად და დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ შოთა რუსთაველი ქრისტეანეა და ქრისტეანე მართლმადიდებელი;

II. მეორე, გამორკვეულად და დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არავითარი დევნა არ გამოუცხადებია "ვეფხისტყაოსნისათვის": პირიქით - "ვეფხისტყაოსანი" წიგნი გათხოვილის მზითვისათვის აუცილებელ და ძვირფას შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა და მზითევთან ერთად, წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იკურთხებოდა. "ვეფხისტყაოსანი" წიგნი ინახებოდა საგანგებოდ ფარჩის ქსოვილისაგან შეკერილ ბუდეში. მზითევის გადატანის დროს (ქმრის სახლში) - "ვეფხისტყაოსანი" განსაკუთრებულ ხონჩაზე იდო და ხონჩის მტვირთველი ჩაყენებული იყო სხვებთან ერთად მწკრივში და პატივით მიჰქონდათ სასიძოს სახლში".

თავისი სამეცნიერო ნაშრომის შესავალში უწმინდესი ეფრემი ასეთ აზრს გამოთქვამს: "ხალხური გადმოცემით - შოთა რუსთაველი იყო თამარ მეფის დაახლოებული პირი, რომელიც მოხუცებულობაში იერუსალიმს გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა (ჩემის აზრით, დაეყუდა, რადგან შოთა რუსთაველი საქართველოშივე იყო აღკვეცილი მონაზვნად - იგი შავსამღვდელოთა დასს ეკუთვნის. იგი რუსთაველი ეპისკოპოსია, ამას თვით პოემის აზრთა მიმდინარეობა და ღვთისმეტყველების დიდი ერუდიცია გვიკარნახებს... მაგრამ ეს მომავლისათვის!)".

ტრადიციული შეხედულებით, შოთა რუსთაველი წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან იყო, სადაც იმ პერიოდში სახელი შოთა ძალიან გავრცელებული ყოფილა. XII საუკუნისთვის მესხეთი ყველაზე მოწინავე და განვითარებულ კუთხედ ითვლებოდა, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად. მეცნიერთა აზრით, რუსთაველი დიდებულთა გვარის წარმომადგენელი იყო ახალციხე-ასპინძის გზაზე მდებარე სოფელ რუსთავიდან, რომელიც თამარის სამეფო კარზე ფლობდა ვეზირის მაღალ თანამდებობას - მეჭურჭლეთუხუცესობას.

საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამდა "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი პირველი მკვლევარი თეიმურაზ ბაგრატიონი, რომელმაც პოეტის სამშობლოდ თბილისის ახლოს მდებარე ციხე-ქალაქი რუსთავი მიიჩნია, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი საბუთები არ მოიპოვება, ამ აზრს მეცნიერები არ იზიარებენ. ერთ-ერთ არგუმენტად იმასაც ასახელებენ, რომ თამარის დროს, 1190-იან წლებში, თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავი ზაქარია მხარგრძელისთვის მიუბოძებიათ.

თავის ნაშრომს უწმინდესი ეფრემი ასეთი განცხადებით ამთავრებს:

"მინდა მოკრძალებით, რიგ გარეშე განვაცხადო:

ეს ყველაფერი კარგი, - შოთა იყო მეჭურჭლეთუხუცესი, როგორც ბრძანებენ ჩვენი მეცნიერები... მერე რა უყოთ, ანტონ ჭყონდიდელი მიტროპოლიტიც იყო და ამირ სპასალარიც; ბატონი საბა მონასტრის წინამძღვარიც იყო, დესპანიც და ელჩიც. დღევანდელი კვიპროსის ეკლესიის თავი მიტროპოლიტი მაკარიოსი დღევანდელი სახელმწიფო კვიპროსის პრეზიდენტია... მაგრამ იმდროინდელი და ამდროინდელი გაგებით ამ ორ დიამეტრულად სხვადასხვა ხასიათის თანამდებობას ერთმანეთისთვის ხელი არ შეუშლიათ (რჯულიც ითმენდა, როდესაც ეს საჭირო იყო, თუმცა მონაზონთ, ეპისკოპოსთ, მღვდელს სჯულის მიერ აკრძალული აქვთ საერო საქმეებში ჩარევა).

ვითვალისწინებ რა დიდი შოთას შესახებ ზემო ნათქვამს, მის რელიგიურ მსოფლმხედველობას, თვით "ვეფხისტყაოსნის" შინაარსს, შოთას მასთან დამოკიდებულებას - განწყობას და სულიერ განცდებს, თვალცრემლიან ხელაპყრობით ლოცვას (იხ. ფრესკ. სურათი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა - ორ წმიდანს იოანე დამასკელსა და მაქსიმე აღმსარებელს შორის), მის წასვლას იერუსალიმში და დაყუდებას, იმ დასკვნამდე მივდივარ, ვთქვა და შევეკითხო სპეციალურად განსწავლულთ, განათლებულ პირთ - ხომ არ იყო შოთა რუსთაველი ეპისკოპოსი ქალაქ რუსთავისა?..

მესმის ხმა იდუმალი - ამის შესახებ გვეტყვის და გვიპასუხებს მომავალი! მშვიდობა თქვენდა! გმადლობთ, რომ მომიხსენეთ".

უწმინდესი ეფრემ მეორის ამ მოსაზრებას, რომელიც მან 1966 წლის 30 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან განაცხადა, ალბათ, ბევრი არ გაიზიარებდა, თუმცა იქ შეკრებილ ცნობილ მეცნიერებს მაშინ ეს საკითხი არ გაუხდიათ საგანგებო განხილვისა და მსჯელობის საგნად, რადგან ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი შეხედულება, მით უფრო - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც რუსთაველის აღმსარებლობისა და "ვეფხისტყაოსნის" დევნის საკითხის შესწავლასა და მეცნიერულად დასაბუთებას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა და დიდი დროც დაუთმო. შესაძლოა, ზოგიერთი მეცნიერი დღესაც არ იზიარებდეს მის თვალსაზრისს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატრიარქ ეფრემს მოვლენათა წინასწარჭვრეტის შეუმცდარი ალღო ჰქონდა, მაშინ გამორიცხული არაფერია...

ამჯერად მხოლოდ მის სიტყვებს გავიმეორებთ: "ამის შესახებ გვეტყვის და გვიპასუხებს მომავალი!"

უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემ მეორეს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაზეც გამოუთქვამს თავისი მოსაზრება. "მის რეცენზიაში კარგად წარმოჩნდა პატრიარქ ეფრემის განსწავლულობა, მაღალი ინტელექტი და დახვეწილი გემოვნება", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას პროფესორმა ს. ვარდოსანიძემ.

1969 წლის 31 დეკემბერს გაზეთ "სამშობლოს" კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - "სწორად მიგაჩნიათ თუ არა ვერსია თამარის ნეშტის პალესტინაში გადასვენების შესახებ?" - უწმინდესი ეფრემი პასუხობს: "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, დიდი თამარი გელათში დაკრძალესო. თამარს, ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულს, სამშობლოს არ დააშორებდნენ. ამას არც ხალხი ისურვებდა და არც ეკლესია. ჩემი აზრით, ეს ვერსია მცდარია". ამავე ინტერვიუში ეკითხებიან: "რას თვლით თქვენი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს მხარედ?" პატრიარქი პასუხობს: "ერის სულიერი სისპეტაკის დაცვას, მის გამრავლებაზე ზრუნვას".

აკადემიკოსი როინ მეტრეველი: "მე წილად მხვდა ბედნიერება, ცხოვრებაში ორჯერ შევხვედროდი უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორეს. იგი ძალზე მიმზიდველი და საინტერესოდ მოსაუბრე პიროვნება გახლდათ. ამასთან, ძალიან ღრმად ჩახედული საქართველოს ისტორიის საკითხებში. მას დიდი საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდა მიღებული.

მისი პატრიარქობის წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობას კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნობასაც ვუთავსებდი. იმხანად საქართველოს კულტურის მინისტრი და იმავდროულად, ძეგლთა დაცვის თავმჯდომარე გახლდათ პროფესორი თენგიზ ბუაჩიძე. როცა გავიგე, რომ მასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე უნდა მიბრძანებულიყო, ბატონ თენგიზს ვთხოვე, რამდენიმე წუთი ჩემთვისაც დაეთმო პატრიარქთან სასაუბროდ. მანამდე უწმინდესთან ერთად მატარებლით მომიწია მგზავრობა და მოვიხიბლე მისი ერუდიციითა და განსწავლულობით. როცა კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე მისულ პატრიარქს მოკრძალებულად ვკითხე: თქვენო უწმინდესობავ, ითვლება თუ არა დიდ ცოდვად, რომ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში მიხდება მუშაობა-მეთქი, მან მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და მიპასუხა: "შვილო ჩემო, კარგი საქმის კეთება ყველგან შესაძლებელია. თუ შენი ერისათვის სარგებლის მოტანას შეძლებ, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, სად იმუშავებო". ამ სიტყვებმა დიდი სტიმული მომცა, პატრიარქის პასუხი კურთხევად ჩავთვალე და თუ მცირედის გაკეთება მაინც შევძელი ცხოვრებაში, ყველაფერი მისი კურთხევის ძალამ შემაძლებინა".

"კიდევ ერთი წელი შთაინთქა წელთა აღრიცხვის ოკეანეში, - წერდა 1970 წლის მიწურულს პატრიარქი ეფრემი თავის საშობაო ეპისტოლეში, - და აი, ვდგევართ ძველი და ახალი წლის შუა ჩამოშვებულ ფარდის წინაშე... გვინდა, სულ მცირე მაინც ავწიოთ რომელიმე კუნჭული ამ სქელი ფარდისა და დაახლოებით განვჭვრიტოთ, თუ რა მოგველის თვითეულ ჩვენგანს, ან ჩვენ ქვეყანას, ან თუ მსოფლიოს მომავალში...

აგერ, უკანასკნელი სულთქმა მოხუცისა, მას მისდევს ახალგაზრდა; აგერ, მომავალი იბადება შესავსებად დაკლებულ ძვირფასთა ქმნილებათა"...

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat