"ამ წუთისოფლიდან მალე გავალ... აქ დამასაფლავებენ, მომიხსენეთ, ღმერთი შეგეწევათ..."
"ამ წუთისოფლიდან მალე გავალ... აქ დამასაფლავებენ, მომიხსენეთ, ღმერთი შეგეწევათ..."
თანამედროვეთა გადმოცემით, უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ მეორესა და არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე) თბილი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აკავშირებდათ.

60-იანი წლების დამდეგს, როცა მოსკოვიდან ეკლესიების დახურვის ბრძანება მოვიდა, მამა გაბრიელს ახალდასრულებული ჰქონია თავის ეზოში ტაძრის მშენებლობა. მისი სახლი 5 დეკემბრის ქუჩაზე, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა.

ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება რელიგიის საქმეთა რწმუნებულისთვის დაუვალებია, რომელმაც კარგად იცოდა, თუ ტაძარს მილიციის ძალით დაანგრევინებდა, შესაძლო იყო, ამას უფრო მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, ამიტომ დ. შალუტაშვილი უწმინდეს ეფრემს სთხოვდა დახმარებას, სიტყვა შეეწია მამა გაბრიელთან.

როცა მასთან მოსალაპარაკებლად მისულან, რწმუნებული ეზოში დარჩენილა, უწმინდესი ეფრემი კი ტაძარში შესულა, რომელშიც მამა გაბრიელი ლოცულობდა და ლოცვის დასრულებისთანავე ასეთი სიტყვებით მიუმართავს მისთვის: "გაბრიელ, შვილო, კარგი ტაძარი აგიგია, მაგრამ ხომ იცი, რა დროა, ზოგჯერ უკან დახევა ჯობია. დამიჯერე, ახლა დაშალე ტაძარი. დრო შეიცვლება და ისევ ააშენებ. მერე მეც აქ მოვალ და ერთად ვილოცოთო". მაშინ მამა გაბრიელი დაჰყოლია პატრიარქის ნებას, გამოსულა ეზოში და რწმუნებულისთვის უთქვამს: "მე ვემორჩილები კურთხევას, ტაძრის დარღვევას დღესვე დავიწყებ!" მართლაც დაუშლია ტაძრის წინა კედელი და ორი მეტრით გადაუწევია უკან, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ განუახლებია ტაძრის მშენებლობა. უთქვამს: "მაშინ დავუჯერე პატრიარქს და ტაძარი დავშალე, ახლა უკვე დადგა ტაძრის აშენების დრო და ისევ ავაგეო".

მეუფე თადეოზი (იორამაშვილი), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი:

"უწმინდეს ეფრემსა და მამა გაბრიელს შორის დიდი მეგობრობა და სიყვარული იყო. გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, ვისაც ღმერთის, მოყვასისა და თავის ქვეყნის სიყვარული აქვს, არ შეიძლება გულგრილი იყოს მამა გაბრიელის მიმართ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იგი ჩემი მოძღვარი იყო. ვინც კი იცნობდა მას, ყველა გრძნობდა, რომ უდიდესი ძალა ჰქონდა ღვთისგან მიცემული. და ეს ყველაზე კარგად პატრიარქმა ეფრემმა იცოდა, რადგან მისი მადლით იყო ნაკურთხი. მან ქუხილივით ქადაგება იცოდა.

დიდ ბეთანიელ ბერებს მამა იოანე მხეიძესა და მამა იოანე მაისურაძესაც ძალიან გაუჭირდებოდათ ალბათ ამ ადამიანების გარეშე. როცა ერთ-ერთ მათგანს ამ სოფლიდან გასვლის შესახებ ღვთისმშობლის გამოცხადებით ეუწყა, მე ვიცი, ლოცვით მამა გაბრიელს იხმობდა თავისთან. "ჩქარა წადი, ბეთანიაში!" - ეს ხმა სამჯერ ჩაესმა მას ლოცვისას და როცა სქემარქიმანდრიტ იოანეს ცოცხალს ჩაუსწრო, დამშვიდებულმა ბერმა უთხრა: "სანამ ღმერთს სულს მივაბარებდი, ვლოცულობდი, რომ ჩემთან მოსულიყავიო". როცა პატრიარქ ეფრემს ეს ამბავი შეატყობინეს, მეორე დღესვე ჩავიდა ბეთანიაში, წესი აუგო გარდაცვლილს და ტირილით ამ სიტყვებით მიმართა: "მამაო, ღვთის წინაშე რომ წარდგები, მეც მომიხსენიეო", - ეს მამა გაბრიელის მონაყოლიდან ვიცით. ისიც უთქვამს: "ჯერ ბეთანიელ ბერებს შერაცხავენ წმინდანად და მერე ჩემი დროც დადგებაო". მისი წინასწარმეტყველება ნაწილობრივ ასრულდა. ალბათ, მალე დადგება დრო, როცა მამა გაბრიელსაც შერაცხავენ წმინდანად. ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, იგი უკვე წმინდანია...

ერთი შეხედვით, ძალზე თავშეკავებული იყო უწმინდესი ეფრემი მამა გაბრიელის მიმართ, მაგრამ იგი იძულებული იყო ჩუმად დახმარებოდა მას და გულში დაფარულად ეტარებინა მისდამი სიყვარული.

როცა მამა გაბრიელმა 1965 წელს, პირველი მაისის დემონსტრაციის შემდეგ, უხსენებელი ლენინის 12-მეტრიან სურათს ცეცხლი წაუკიდა, ჯერ ყველა გაოგნებული შეჰყურებდა ამ სანახაობას, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა იმ დროში, თუ ვინმეს შეეძლო ასე მოქცეულიყო. მერე, როცა ქალაქის საბჭოს შენობიდან ხალხს მიმართავდა: "დიდება ლენინს კი არა, დიდება სამყაროს შემქმნელ ქრისტე ღმერთსო", იმდენი სცემეს, სახე, თმა-წვერი და მთელი სხეული სისხლით შეუღებეს. ამის შემდეგ 40 დღეზე მეტხანს ხმას ვერ იღებდა, თვალდახუჭული სუნთქავდა მხოლოდ, და მაინც, სიმწრის კვნესა არ აღმოხდენია.

როგორც კი ფეხზე წამოდგა, უწმინდესმა ეფრემმა ჯვარი ჩამოხსნა. ეს იმიტომ, რომ მამა გაბრიელი დაეცვა უფრო დიდი განსაცდელისგან. იმხანად პატრიარქი მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების იმაში დარწმუნებასაც ცდილობდა, რომ მამა გაბრიელი შეურაცხადი და სულიერად ავადმყოფი იყო, რათა ამით გადაერჩინა მისი სიცოცხლე.

როგორც კი ხმის ამოღება შეძლო, მამა გაბრიელი თვითონაც გიჟად მოიხსენიებდა თავის თავს. სალოს ბერთან დაახლოებულმა მონაზონმა ნინომ, რომელიც შემდგომ დედა მარიამად აკურთხეს და მამა გაბრიელს თავის სულიერ შვილად მიაჩნდა, ასეთი რამ მიამბო: "როცა მის სანახავად მივედი, გავარვარებული ნაკვერჩხლები ეყარა მუხლებზე და ხორცს იწვავდა. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან რომ გამოსულიყო, ვიდრე დიაგნოზს დაუსვამდნენ, ფეხებში დიდ ლურსმნებს ურჭობდნენ. ექიმი განმარტავდა: "თუ ტკივილს იგრძნობს, მაშინ ყველაფერს იგონებს, ხოლო თუ რეაქცია არ ექნება, მაშინ მართლა ავად ყოფილა და ჩვენგან სიბრალულს იმსახურებსო". "როგორ გგონია, არ მეტკინებოდა? მაგრამ რა მექნა, ვუძლებდი ყველაფერს", - უთქვამს ჩემთვის მამა გაბრიელს".

აი, ასეთი ჯვარცმული კაცი იყო, რაც ჩვენზე უკეთ პატრიარქმა ეფრემმა იცოდა. მას შვილივით უყვარდა იგი, მაგრამ ამის გამომჟღავნება არ შეეძლოო, - გვითხრა მეუფე თადეოზმა.

"მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, როცა საკუთარ ეზოში თავისი ხელით მოაწყო ეკლესია, - გაიხსენა ველისციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მიტროსანმა დეკანოზმა იოანე მეტიჩაშვილმა, - სვეტიცხოვლობა იყო. ჩემი მღვდლად კურთხევის მეორე წლისთავზე უწმინდეს ეფრემთან ერთად ვიდექი საღმრთო ლიტურგიაზე. უცებ პატრიარქმა ეფრემმა დამიძახა და მითხრა: "აქ გაბრიელი იქნება სადმე, მოძებნე და უთხარი, ჩემთან მოვიდესო". ბევრი ძებნა არ დამჭირვებია, ვნახე და გადავეცი უწმინდესის დანაბარები. მამა გაბრიელი ძალიან შეწუხდა, მითხრა: "ორი ჭიქა ღვინო მაქვს დალეული და ასე როგორ გავბედო პატრიარქთან მისვლაო". რა მექნა, სიტყვასიტყვით მოვახსენე პატრიარქს გაბრიელის ნათქვამი, რადგან ერთი სიტყვაც რომ შემეცვალა, მას რას გამოაპარებდი, იმწუთას მიხვდებოდა და მეც სამაგალითოდ დამსჯიდა. "წადი, უთხარი, ახლავე აქ მოვიდესო", - ისევ გამგზავნა მასთან. როგორც იქნა, წამოვიყვანე და პატრიარქს წარვუდგინე. მივხვდი, გაბრიელისთვის ის უფლებები უნდოდა აღედგინა, ლენინის პორტრეტის დაწვის გამო რომ ჰქონდა ჩამორთმეული. მეტად დარცხვენილი და მოუმზადებელი შეხვდა მამა გაბრიელი უწმინდესი ეფრემის გადაწყვეტილებას. რადგან ჯვარი თან არ ჰქონდა, მე ავიხსენი კისრიდან და მას გადავეცი, რომ უხერხულობიდან გამომეყვანა. რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ჯვარი ისევ დამიბრუნა და თავისი დაიკიდა. მახსოვს, იმ დღეს სიხარულისგან როგორ უბრწყინავდა თვალები".

ბევრისგან მსმენია, მამა გაბრიელი ყოველი ადამიანის სულს გრძნობდაო. მას ცოდვა-მადლის დანახვის, დაფარულ გულისთქმათა ამოცნობისა და სულიერი განჭვრეტის ღვთისგან მომადლებული უნარი ჰქონდა, რის გამოც მასთან დაახლოებას და რჩევა-დარიგების მიღებას ბევრი ეშურებოდა. სალოსი ბერიც უშურველად უნაწილებდა ყველას გულის სითბოს და ეხმარებოდა მასზე მინდობილ ადამიანებს.

არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე), თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძღვარი: "ერთხელ მამა გაბრიელმა მითხრა, რომ მისი მამა ათეისტი იყო და ამას ძალიან განიცდიდა. "ამიტომ დამიმძიმდა ჯვარი, თუმცა მზად ვარ, უფრო მძიმე ჯვარიც ვიტვირთოო". იგი პირში მთქმელი, მომთხოვნი მოძღვარი იყო. წირვა-ლოცვებზე ხირად შევსწრებივარ, რა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ზოგიერთ სასულიერო პირს. ზოგჯერ ეს მრევლის თანდასწრებითაც ხდებოდა. ტაძარში მრევლის თანხლებით შემოდიოდა ხოლმე. ბევრ მათგანს, უმეტესწილად მანდილოსნებს, ხატების წინ დააჩოქებდა და კარგა ხანს ამყოფებდა ასე.

მამა გაბრიელი ყველასგან გამოირჩეოდა თავისი ცხოვრებით. ერთხელ ერთაწმინდაში ვნახე, ბავშვს ნათლავდა. ცოტა ხნის შემდეგ ტაძრის კარიბჭესთან ხელგაწვდილი ითხოვდა მოწყალებას. ვიცი, პატრიარქი ეფრემი საყვედურობდა, როცა ნასვამს გადაეყრებოდა. ამაზე ზოგჯერ მეც ვსაყვედურობდი. ყოველთვის ღიმილით პასუხობდა ჩემს შენიშვნას. ის სალოსი ბერი იყო. ამიტომ ბევრი ვერ უგებდა და ჩემთვისაც დიდ გამოცანად დარჩება მუდამ..."

"მამა გაბრიელის შეფასებით, პატრიარქი ეფრემი ძალიან უბრალო ადამიანი ყოფილა. "რომ ვენუგეშებინეთ, ჩვენთან ერთად დაჯდებოდა და ზოგჯერ სახუმარო, თავშესაქცევ ამბებსაც გვიყვებოდაო", - გვითხრა სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონმა დედა პარასკევამ, რომელიც მამა გაბრიელს დღესაც თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევს, - როდესაც მამა გაბრიელი თავიდან დახვრეტის მუხლით უნდა გაესამართლებინათ, დაკითხვაზე პატრიარქი ეფრემიც დაუბარებიათ, რადგან საბჭოთა ხელისუფლება მას მამა გაბრიელის თანამონაწილედ თვლიდა. ამიტომ უწმინდეს ეფრემს დიდი ამაგი მიუძღვის, მამა გაბრიელისთვის დახვრეტის მუხლი რომ შეეცვალათ.

მცხეთის სასულიერო სემინარია სამთავროს დედათა მონასტრიდან სხვა შენობაში რომ გადაჰქონდათ, უწმინდესი ეფრემის სურათიც გარეთ გამოუტანიათ და კედელზე ჰქონდათ მიყუდებული. ეს რომ მამა გაბრიელმა დაინახა, სურათს ხელი დაავლო და თავის კელიაში მიუჩინა საპატიო ადგილი. თქვა: ეს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქია და ყველა ჩვენგანისგან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებსო. უწმინდესი ეფრემ პატრიარქის პორტრეტი დღემდე ამშვენებს მამა გაბრიელის კელიას".

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე ყოველთვის შეუვალი და უკომპრომისო იყო, როცა საქმე საეკლესიო კანონიკის დაცვას შეეხებოდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მწირი ბერის გახუნებულ სამოსში ჩაცმული პატრიარქი სხვადასხვა ტაძარში დაიარებოდა საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად და ყველასგან შეუმჩნევლად ადევნებდა თვალყურს წირვა-ლოცვის მიმდინარეობას. თუ რამე არ მოეწონებოდა, შესაბამის ღონისძიებასაც მიმართავდა იმ ღვთისმსახურთა მიმართ, რომლებიც გულგრილად და ზერელედ ეკიდებოდნენ თავიანთ მოვალეობას.

"ერთხელ, ღვთისმსახურება ახალი დაწყებული იყო, როცა ერთ-ერთი ხატის მახლობლად შევნიშნე სასულიერო პირი, რომელსაც უბრალო სამოსი ეცვა. როდესაც ამ ხატთან კანდელის ზეთის ჩასამატებლად მივედი, უცებ პატრიარქ ეფრემის გამჭოლ მზერას წავაწყდი. მან ტუჩებთან საჩვენებელი თითი მიიტანა და უსიტყვოდ მანიშნა, არავის გაეგო მისი ტაძარში ყოფნის შესახებ. იმ პერიოდში მატერიალურად ძალიან მიჭირდა. როგორც ჩანს, პატრიარქმა ეს იგრძნო, ფრთხილად ამოიღო ჯიბიდან ხრუშჩოვის დროინდელი ათმანეთიანი და უხმოდ გამომიწოდა. შორიდან ვაკვირდებოდი - იგი წირვა-ლოცვას ბოლომდე დაესწრო, ისე, რომ არავისთვის შენიშვნა არ მიუცია. შემდეგ კი უცებ გაუჩინარდა. როგორც კი შინ მივედი, პატრიარქის ნაჩუქარი ათმანეთიანი კედელზე გავაკარი და კარგა ხანს არ ჩამომიხსნია იქიდან, ვიდრე აუცილებელი არ გახდა მისი გამოყენება", - მოუყოლია არქიმანდრიტ ფილარეტს (კუდინოვი) დეკანოზ გიორგისთვის (სიდამონიძე).

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე სიონის ეზოში მასთან მისულ სტუმრებსაც ასეთ უბრალო სამოსში ჩაცმული ეგებებოდა. გთავაზობთ ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) მოგონებას: "1970 წელს ორ მეგობართან ერთად მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. პირველი გამოცდის წინ სანთლის დასანთებად სიონში ჩავედით. ტაძარში რამდენიმე მლოცველი იყო. ეკლესიის დასავლეთი კერის მარჯვენა მხარეს მოხუცი მღვდელი იჯდა. იმ დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გარეგნულად საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თუ იცნობდა. როგორც სხვებს, მეც ძალიან მაინტერესებდა, სად ცხოვრობდა პატრიარქი. გადავწყვიტე, ეს ტაძარში მყოფი მოხუცი მღვდლისგან შემეტყო. ძალიან მეხათრებოდა, მაგრამ ინტერესმა მორიდება დამაძლევინა და მისკენ გავემართე. მეგობრები შორიახლოს მომყვებოდნენ. მღვდელს მივუახლოვდი და მოკრძალებით მივმართე:

- უკაცრავად, მამაო, ხომ ვერ მეტყვით, სად იმყოფება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?

მან გვერდით ჩამოჯდომა შემომთავაზა და მითხრა:

- მოდი, შვილო, მე ვარ პატრიარქი, რა გნებავს?

უხერხულად ვიგრძენი თავი. მან შემატყო და მდგომრეობიდან გამომიყვანა: ტკბილად დაიწყო საუბარი საქართველოს ეკლესიაზე და სიონის ტაძრის შესახებ მოგვითხრო. აგვიხსნა, თუ რატომ ჰქონდა ეკლესიას აღმოსავლეთისკენ დახრილი იატაკი. შემდგომ საუბარში გაიგო, რომ დაოჯახებული ვიყავი, შემაქო და დამლოცა: - ღმერთმა გაგამრავლოთო.

ბოლოს ისიც შეიტყო, რომ უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდით, მოგვიწონა და დაგვაიმედა, სამივე მოეწყობითო. სწავლის აუცილებლობაზეც გველაპარაკა.

საუბარი გარდაცვალების თემასაც შეეხო. უწმინდესი წამოდგა, ტაძრის მარჯვენა სვეტთან მიგვიყვანა და კვერთხით მიგვითითა:

- შვილებო, ამ წუთისოფლიდან მალე გავალ, ჩემი ადგილი ეს არის, აქ დამასაფლავებენ. მომიხსენიეთ, ღმერთი შეგეწევათ.

პატრიარქმა დაგვლოცა და გამოგვემშვიდობა. ჩვენ ტაძრიდან დარცხვენილები, მაგრამ კმაყოფილები წამოვედით.

კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები ასრულდა. სამივე პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები გავხდით.

უწმინდესიც მალე გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს სიონში მივედი, ძალიან მაინტერესებდა, სად დაასაფლავებდნენ პატრიარქს. ტაძრის მიდამოები ხალხით იყო სავსე, როგორც მრავალი სხვა, ვერც მე შევედი ეკლესიაში.

ამ ამბის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ღვთის წყალობით, საპატრიარქოში სარესტავრაციო სამუშაოებზე ინჟინრად დავიწყე მუშაობა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესია-მონასტრების აღდგენითი სამუშაოები წამოიწყო და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა დაზიანებული საფლავის ქვებიც განაახლა.

მეც მივიღე მონაწილეობა სიონის ტაძრის მარჯვენა სვეტზე საფლავის ქვის დამაგრებაში, რომელსაც აწერია - "უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე".

ღმერთმა აცხოვნოს..."

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
03.03. 2017
მაკა-მარინა
მამა რევაზმა (ტომარაძე) მოგვიყვა, რომ მამა გაბრიელს უთქვამს-როცა ექიმი სადგისით მისულა რომ დაეჩხვლიტა, მე სხეულიდან გავედიო და ჩხვლეტას ვეღარ ვგრძნობდიო...
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat