"მიიწიეთ, მამებო, რომ მეც თქვენ გვერდით დავწვე!"
"მიიწიეთ, მამებო, რომ მეც თქვენ გვერდით დავწვე!"
1964 წელს შიომღვიმის მამათა მონასტერში შემზარავი მკვლელობა მოხდა. თავის კელიაში ნაჯახი ჩაარტყეს თავში და ასე გამოასალმეს სიცოცხლეს 55 წლის არქიმანდრიტი გიორგი (დადიანი).

თავდამსხმელებს ხელი არ უხლიათ მამა გიორგის ხატებისა და პირადი ნივთებისთვის. მხოლოდ მისი დღიურები, ჩანაწერები და დოკუმენტები გაქრა უკვალოდ კელიიდან, რაც გვაფიქრებინებს, რომ მკვლელობა შესაძლოა პოლიტიკური დაკვეთით მოხდა...

არქიმანდრიტი გიორგი, ერისკაცობაში ჯვებე-ბესარიონ დადიანი, ერთ დროს საბჭოთა იმპერატორის კარზე მიღებული პიროვნება გახლდათ, რადგან მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა. სტალინის ზეობის ხანაში, ვიდრე გააციმბირებდნენ, წლების განმავლობაში ეკავა მოსკოვის ოლქის გენერალური პროკურორის თანამდებობა. დაპატიმრებამდე თოფით თვითმკვლელობაც უცდია, მაგრამ რაღაც სასწაულმა იხსნა მაშინ და როგორც კი ფეხზე წამოდგომა შეძლო, მის პიროვნებაში დაეჭვებულთათვის ქვეყნის სიყვარული და ერთგულება რომ დაემტკიცებინა, მამულის დამცველთა რიგებში ჩადგა ფაშისტ დამპყრობელთა წინააღმდეგ.

ფრონტიდან პირდაპირ საქართველოში დაბრუნდა და კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღიკვეცა შიომღვიმის მამათა მონასტერში. როცა პოლიტიკურმა წარსულმა აქაც შეახსენა თავი, სიტუაცია რომ უკიდურესად არ გამწვავებულიყო, მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად წერილობითი თხოვნით მიმართა რუსეთის პატრიარქს ალექსის: თუ თავის ქვეშევრდომობაში აიყვანდა, მზად იყო, დაეტოვებინა საქართველო და რუსეთში განეგრძო სასულიერო მოღვაწეობა. ძნელი სათქმელია, რა მიზეზით არ შეიწყნარა უწმინდესმა ალექსიმ არქიმანდრიტის თხოვნა. სამაგიეროდ, პატრიარქი მელქისედეკი მამა გიორგის ამ ნაბიჯმა ისე გაანაწყენა, რომ თავის მიერ ბოძებული ყველა პატივი აჰყარა და ის ჯვარიც ჩამოხსნა, ერთ დროს თავისი ხელით რომ ჩამოჰკიდა. როგორც მიმოწერიდან ირკვევა, მამა გიორგი ძალიან განიცდიდა და წლობით ინანიებდა თავის საქციელს, მაგრამ მისმა სინანულის ცრემლებმა, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო უწმინდესი მელქისედეკის გულის მოლბობა. უფლებააყრილი მოძღვარი მოგვიანებით პირვანდელ პატივში უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ აღადგინა - კვლავ არქიმანდრიტობა უბოძა, მაგრამ ცოტა ხანში მისმა ტრაგიკულმა აღსასრულმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

არქიმანდრიტი გიორგი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დასაფლავებული. თითქმის 45 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და, სამწუხაროდ, ეს მკვლელობა დღემდე იდუმალებითა და გაურკვევლობის ბურუსით არის მოცული. თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა ვერსიებსაც "კაგებე" სახელმწიფოსთვის არასანდო და მათ მიერ მიზანში ამოღებული პირების მიმართ ავრცელებდა, რათა ხალხში სიძულვილი და ანტიპათია გამოეწვია უდანაშაულო მსხვერპლთა მიმართ. ასეთი იყო მათი მუშაობის სტილი. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, ამიტომ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, ვინ იდგა ამ მკვლელობის უკან. მას შემდეგ, რაც მამა გიორგი საეკლესიო გზას დაადგა, ეტყობა, თავისი მიზნებისთვის ვეღარ გამოიყენეს. ალბათ, ვერც იმ აზრს შეეგუვნენ, რომ ერთ დროს მათ რიგებში მყოფი სახელმწიფო მოხელე მოწინააღმდეგეთა ბანაკში იხილეს, და ტრაგედიამაც არ დააყოვნა...

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს გენერალი ალექსი ინაური ჩაუდგა სათავეში. იგი იმდენად გამოცდილი ჩეკისტი იყო, იმხანად მისი სახელი ქვეყანას აზანზარებდა. მისი, როგორც პროფესიონალის, ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს შავი ზღვისპირეთში დასასვენებლად მყოფი საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის დაპატიმრების ოპერაციას წარმატებით გაართვა თავი. ბევრს ეგონა, ხრუშჩოვის პოლიტიკური არენიდან წასვლის შემდეგ სასიკეთო ცვლილებები დაიწყებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიაზე ზეწოლა, რაც ახალდაფრთიანებული კომუნისტური კადრების ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივებში გამოიხატებოდა. ახალი დროის კომუნისტები კარგად ხედავდნენ მათთვის სამწუხარო რეალობას: ყოველდღიურად იზრდებოდა მორწმუნეთა რაოდენობა და ხალხის ეკლესიისკენ ლტოლვა შეუქცევადი გახდა. მათ ისღა დარჩენოდათ, ყველა რესურსი აემოქმედებინათ ქართული ეკლესიისა და მისი მეთაურის ავტორიტეტის ლაფში ამოსასვრელად. ოღონდაც ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ თვითონ არ გამოჩენილიყვნენ ბრძოლის ასპარეზზე...

1968 წელს ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი შეეცადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის წინააღმდეგ ამბოხი მოეწყო, რომელსაც მეთაურობდა მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი კურსდამთავრებული ბენედიქტე-ბიჯითი ჯალაღანია. იგი, მცხეთის სასულიერო სემინარიის რეკომენდაციით, გაიგზავნა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ უდისციპლინობის გამო პირველი კურსიდანვე გამორიცხეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სვეტიცხოვლის ეზოში დაბინავდა, ჩამოაყალიბა "მცხეთის მორწმუნეთა საზოგადოება", რომელშიც მის გარდა კიდევ სამი ადამიანი გაერთიანდა. ესენი იყვნენ სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პართენი (აფციაური), ამავე ტაძრის მედავითნე და დამლაგებელი ნინო იორაშვილი (რომელიც ტაძრის გალავნის ახლოს ცხოვრობდა) და ეკლესიის წევრი ალექსანდრე ქათამაძე. მათ ბ. ჯალაღანიას თავდაპირველად ბოდბის ეპისკოპოსად "დაასხეს ხელი". თან ხმებს ავრცელებდნენ, მისი კურთხევა წმინდა ნინოს მეშვეობით მოხდაო. შემდეგ თვითმარქვია ეპისკოპოსმა მხარდამჭერთა "კურთხევით" მცხეთა-წილკნის მღვდელმთავრობაც მიიღო და "დაქვემდებარებული" ეპარქიები საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფილად გამოაცხადა. კათოლიკოს-პატრიარქის გადასაყენებლად მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) გადაბირებასაც შეეცადნენ. მეუფე დავითმა მათ შეთავაზებას კატეგორიული უარით უპასუხა, რითაც ჩვენს ეკლესიას ბევრი უსიამოვნება ააცილა თავიდან.

1968 წელს, 8 ივლისს, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის წინადადებით მოწვეულ იქნა სინოდის საგანგებო სხდომა მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ: ქუთათელი მიტროპოლიტი ნაომი, ალავერდელ-ბოდბელი ეპისკოპოსი რომანოზი, თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი ზინობი, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია.

სინოდის სხდომაზე მოისმინეს უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის გამოსვლა: "მცნება - ლამპარია, კანონი - სინათლე, მხილება და სასჯელი - გზა ცხოვრებისა. გულის მწუხარებით ვაცხადებ არქიმანდრიტ პართენის მიმართ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ გაება დიდ დანაშაულში, გამოეთიშა თავის მაკურთხეველს მამათა მამამთავარს, უარყო საქართველოს საეკლესიო კრებათა დადგენილებანი და თვითნებით სხვებს ხელი შეუწყო სჯულის კანონის დარღვევაში..." სინოდმა მოისმინა ყველა მღვდელმთავრის პოზიცია და ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება:

"1. არქიმანდრიტ პართენს აეყაროს არქიმანდრიტის ხარისხი, დატოვებულ იქნეს მღვდელ-მონაზვნის ხარისხში პირობით, უკეთუ გაიმეორებს მსგავს მოქმედებას, განკვეთილ იქნეს მღვდლობის ხარისხიდან სრულიად, აეკრძალოს მღვდელ-მოქმედება მას, გამოყვანილ იქნეს სვეტიცხოვლის ტაძრიდან და საერთოდ, მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან და დანიშნულ იქნეს ალავერდის ეპარქიაში, თელავის ტაძრის წიგნის მკითხველად.

2. ბენედიქტე ჯალაღანია - ათი წლით იყოს განდევნილი ეკლესიიდან, ე.ი. აეხადოს წოდება ქრისტიანისა.

3. ნინო იორაშვილი სრულებით განდევნილი და დატოვებული იქნეს ქრისტიანობის გარეშე.

საქართველოს საღვთო სინოდი აცხადებს, რომ იგი არ დაუშვებს საქართველოს ეკლესიაში შეტანილ იქნეს შფოთი, არევ-დარევა და საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევა და აგრეთვე, საქართველოს ეკლესიის თავის, კათოლიკოს-პატრიარქის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას", - ნათქვამი იყო საღვთო სინოდის განჩინებაში.

მამა პართენს დიდი სინანული გაუჩნდა მას შემდეგ, რაც შეიტყო წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. იგი შემწეობას სთხოვდა ღირს მამა შიო მღვიმელს, ეშუამდგომლა უწმინდესი ეფრემის წინაშე. პატრიარქისადმი მიწერილ წერილში, რომელიც 1968 წლის 18-31 ოქტომბრით არის დათარიღებული, ვკითხულობთ:

"მათ უწმინდეს და უნეტარეს მეუფებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, დიდ მეუფეს, მამასა ჩვენსა ეფრემ II-ს

ღირსო მამაო შიო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მღვდელ-მონაზონი პართენის თხოვნა

უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ! შეხვიდეთ ჩემს უმწეო მდგომარეობაში. თუმცა მე დიდი დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე და სინოდისა, მაგრამ იმედი მაქვს, თქვენი უწმინდესობის ლმობიერებისა და კაცთ-მოყვარებისა და ვბედავ, გთხოვოთ შვილობრივი მოკრძალებით, მიშუამდგომლოთ უწმინდესი სინოდის წინაშე, რათა მე მებოძოს მარტო წირვის ნება, ვადიდო წმინდა სამება, ვილოცო თქვენი უწმინდესობის მეუფების უმეტესად წარმატება-ამაღლებისათვის, საკეთილდღეოდ სამშობლო საქართველოს ეკლესიისა და ცოდვათა ჩემთა მოსატევებლად.

თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის მეუფების უღირსი მორჩილი მღვდელ-მონაზონი პართენი".

წერილის ქვემოთ წმინდა შიოსადმი ასეთი მინაწერი გაუკეთებია:

"1924 წლის იანვარში ბერად მიმიღო იღ. ეფრემმა, აგრეთვე აწ ჩემი უღ. სათხოვარი მომანიჭე, ღირსო მამაო შიო, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მეშვეობით".

უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ შეიწყნარა მღვდელმონაზონ პართენის თხოვნა და უფლება მისცა წირვა-ლოცვის ჩატარებისა, მალე არქიმანდრიტის ხარისხიც დაუბრუნა, რადგან მათ წლების სიყვარული აკავშირებდა.

მამა პართენს კარგად იცნობდა არქიმანდრიტი რაფაელი, რომლისთვისაც ასეთი რამ მოუყოლია: "ბავშვობაში დედამ (დედინაცვალმა) შიომღვიმის მონასტერში მიმიყვანა. ჩემი მორჩილება ძროხების მწყემსვა იყო. როდესაც ხმამაღლა ვლოცულობდი, ძროხები შორს არ მიდიოდნენ და ჩემს ახლოს ძოვდნენ - თითქოს ლოცვას უსმენდნენ. 20-იან წლებში შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს ახალგაზრდა მონაზონი ეფრემი - საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი. ერთხელ მან მკითხა: "შენ იცი, რას ნიშნავს მონასტრის კარიბჭის გაღება და დახურვა? მე ვთქვი, რომ უკვე რამდენი წელია ამას ვასრულებ. მან მითხრა: "დაწოლის წინ გონებაში იმეორე ფსალმუნის რომელიმე მუხლი და ასე დაიძინე. ამით ეშმაკისგან დახშავ შენს გულს. დილით რომ გაიღვიძებ, უპირველეს ყოვლისა, იესოს ლოცვა წარმოთქვი. შემდეგ ფსალმუნების ტაეპები იმეორე. ამით დღის დასაწყისს ღმერთს მიუძღვნი. მისი სახელით დაიწყე დღე - გააღე მონასტრის კარიბჭე". ეს სიტყვები იღუმენის კურთხევად მივიღე და როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი, ძილის წინ ფსალუნებს ვკითხულობდი, შემდეგ რომელიმე ფსალმუნის ერთ-ერთ მუხლს ვიმეორებდი და ასე ვეფლობოდი ძილში. ვგრძნობდი, რომ ძილშიც ვლოცულობდი".

როგორც ამბობენ, უწმინდესი ეფრემი მომთხოვნელობით გამოირჩეოდა სხვა კათოლიკოს-პატრიარქებისგან. სიონის ტაძრის დეკანოზმა ლ.ბ-მ გვიამბო: "პატრიარქი ეფრემი სიონის ტაძრის ეზოში ცხოვრობდა. მას დილით ადრე უყვარდა ადგომა და ლოცვის შემდეგ თავისი საქმით იყო დაკავებული. ჩვევად ჰქონია, ყოველი კუთხე-კუნჭული უნდა დაეთვალიერებინა და ტაძარშიც შეეხედა. სიონის ტაძრის მარჯვენა მხარეს, იქ, სადაც ახლა მთავარანგელოზის საყდარია, ფარდა ყოფილა ჩამოფარებული და მორიგე მღვდელმსახურიც ყოველი ახალი დღის დაწყების წინ სწორედ აქ იმოსებოდა. მოგეხსენებათ, შემოსვის დროს სპეციალური ლოცვები უნდა წარმოთქვას სასულიერო პირმა. პატრიარქ ეფრემს ტაძარში შესვლისთანავე გაუგონია მღვდელმსახურის ხმა. ფარდიდან მიუყურადებია - კაბის გადაცმის, სამაჯურების შეკვრისა და ოლარის გაკეთების დროს იგი ლოცვის წარმოთქმის მაგივრად ამბობდა: "ესეც ასეო". უწმინდესი ეფრემი ისე აღშფოთებულა, რომ ფარდა გადაუწევია, მღვდლისთვის ქეჩოში ხელი წაუვლია, სიონის ეზოში გამოუყვანია, თან მისი სიტყვები გაუმეორებია: "ესეც ასეო" და კინწისკვრით გაუგდია ტაძრიდან".

ბევრისგან მსმენია, რომ უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე გამოირჩეოდა უბრალოებითა და ღვთივსათნო ცხოვრებით. როგორც კი დროს გამონახავდა, სიონის ეზოში გამოსვლა და მრევლთან საუბარი უყვარდა სარწმუნოების შესახებ. ზოგჯერ სასულიერო პირებიც მოდიოდნენ მასთან ლოცვა-კურთხევისთვის და რჩევის მისაღებად. მათ მიმართ უფრო მომთხოვნი იყო და ხანდახან სიმკაცრესაც იჩენდა. არქიმანდრიტმა რაფაელმა გაიხსენა: "პატრიარქ ეფრემთან საუბრის დროს ერთმა ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა აღიარა, რომ ხორციელი ვნება ტანჯავდა. პატრიარქმა მოუსმინა, ოდნავ გაიღიმა და თქვა: "რას იზამ, მღვდელმონაზონი რომანტიკულად არის განწყობილი". მეორე დღეს, ღვთისმსახურების დაწყების წინ, სიონის ტაძარში ის მღვდელმონაზონი პატრიარქთან მივიდა, თაყვანი სცა და კურთხევა სთხოვა. მოულოდნელად პატრიარქმა თქვა: "შენ რა, ხელს მიწვდი, როგორც ამხანაგს? ჯობს პირდაპირ მითხრა არა "მაკურთხეთ", არამედ "გამარჯობა". მღვდელმონაზონი სახტად დარჩა. პატრიარქმა კი განაგრძო: "რამდენიმე წლის განმავლობაში ვერაფერი ისწავლე; დიდი ცოდვა ჩაიდინეს მათ, ვინც შენ გაკურთხა. მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ მათ შეცდომას. წადი აქედან!" მღვდელმონაზონი, ისე, რომ კურთხევა ვერ მიიღო, განზე გადგა. თვალები ცრემლით აევსო. გავიდა რამდენიმე დღე და ისევ შეხვდა პატრიარქს. სიონის ტაძრის ეზოში დაინახა უწმინდესი და მოშორებით დადგა - არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. პატრიარქმა ხელის ნიშნებით მიიხმო და ჰკითხა: "როგორ ხარ, შვილო, მგონი, რაღაც შემომჩივლე". მან მიუგო: "ცუდი აზრები გამიქრა. ჩემს მდგომარეობაში ვიღას ეხსომება ხორციელი გულისთქმა!" პატრიარქმა თქვა: "შემდეგშიც ასე განაგრძე". მერე დააყოლა: "ერთი დიაკონი მყავდა. იტყოდა ხოლმე: დღეს პატრიარქი ჩემთან ერთად წირავსო. ნეტავ იცოდე, რამდენი დრო დამჭირდა, რათა ბოლოს და ბოლოს მიმხვდარიყო, რომ პატრიარქი კი არ მსახურობდა მასთან ერთად, არამედ ის მსახურობდა პატრიარქთან ერთად". მღვდელმონაზონი მიხვდა, რომ მისი საცთურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამპარტავნება იყო და გახარებული წავიდა".

მართალია, პატრიარქი ეფრემი მომთხოვნი იყო სასულიერო პირთა მიმართ და მისი პრინციპულობა ზოგჯერ სიმკაცრეშიც გადაიზრდებოდა ხოლმე, მაგრამ მას შემწყნარებლობის გასაოცარი უნარიც ჰქონდა: "ერთმა მღვდელმონაზონმა საცთურს ვერ გაუძლო და ცოლი შეირთო. პატრიარქმა ეფრემმა ეს რომ გაიგო, წერილი მისწერა: "თუ მოინანიებ და დაბრუნდები, ღვთის წინაშე მე ვიღებ ჩემს თავზე შენს ცოდვას, თითქოს მე ჩამედინოს იგი და არა შენ". ვინც პატრიარქ ეფრემის სიმკაცრე იცოდა, გაოცებული იყო, მაგრამ პატრიარქმა თქვა: "მე შემიძლია დავსაჯო ადამიანი, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ თუ დაეცემა, მაშინ ვცდილობ, ფეხზე დავაყენო".

დაბოლოს, კიდევ ერთ ფრაგმენტს მოვიყვანთ არქიმანდრიტ რაფაელის მოგონებიდან: "ერთ-ერთი ტაძრის მრევლმა ერთ მღვდელს პატრიარქ ეფრემთან უჩივლა. პატრიარქი მწუხრის ლოცვაზე მივიდა იმ ტაძარში და კართან დადგა. მსახურება რომ დასრულდა, იგი ამბიონზე ავიდა და თქვა: "მე მინდა აბრეშუმის პერანგი მეცვას, მაგრამ ფული არ მაქვს და ამიტომ უბრალოს - ჩითისას ვჯერდები. თქვენ უცოდველი მღვდელი გინდათ, მე კი ასეთი არ მყავს. თქვენს ტაძარში გალობენ: "უფალო, შეგვიწყალენ". ეს კი სავსებით საკმარისია თქვენი ცხონებისთვის", - და ტაძრიდან გავიდა".

უწმინდეს ეფრემს ძალიან ადარდებდა, რომ "მოხუცები მიდიან, შემცვლელი კი აღარავინ რჩება..." ქუთაისელი მიტროპოლიტ ნაომის ბოლო წერილიც მიიღო. შეატყობინეს, ავადმყოფობა მოსძალებია და მკურნალობა სჭირდებაო. "ბარდუბნის ეკლესია უმღვდლოდ დარჩა. ღრმად მოხუცებულმა და ლოგინად ჩავარდნილმა ომანიძემ თავი დაანება სამსახურს. რით ვუშველო საქმეს, არ ვიცი, ძლიერ ვწუხვარ. თქვენი უწმინდესობის უმორჩილესი მონა ნაომი". ამ წერილის შემდეგ მიტროპოლიტს დიდხანს აღარ უცოცხლია. "ჩემი ძვირფასი ნაომის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრათ სამძიმარი, ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს", - ასე გამოხატა უწმინდესმა ეფრემმა თავისი დიდი ტკივილი, რადგან დიდი მეგობარი და ერთგული თანამებრძოლი დაკარგა.

ბეთანიაში მოღვაწე ბერის, სქემარქიმანდრიტ იოანეს (მხეიძე) გარდაცვალებით დამწუხრებულ პატრიარქს უთქვამს: "უდიდესი ბერი გარდაიცვალა. იგი ყოველი ჩვენგანის მამა იყო". დაკრძალვის დღეს, როცა მამა იოანეს სასახლეს მიწაში უშვებდნენ მისი სულიერი ძმისა და მეგობრის, არქიმანდრიტ იოანეს (მაისურაძე) გვერდით, თვალცრემლიან პატრიარქ ეფრემს ტირილით აღმოხდენია: "მიიწიეთ, მამებო, რომ მეც თქვენ გვერდით დავწვე!"

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე თითქოს შენატროდა ამა სოფლიდან მარადიულ სამყოფელში გარდასულ ღვაწლმოსილ მამათა სულებს და მათთვის გულმხურვალე სიყვარულით ლოცულობდა, რადგან გარდაცვალება ამქვეყნიური ტანჯვა-წამებისგან თავის დაღწევისა და ბოროტებისგან განთავისუფლების ერთადერთ საშუალებად მიაჩნდა.

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
09.11. 2018
თამუნა
პატრიარქი ეფრემი❤ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
12.10. 2017
არაჩვეულებრივი სტატიაა, ველი გაგრძელებას, გმადლობთ
არაჩვეულებრივი სტატიაა, ველი გაგრძელებას, გმადლობთ
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat