"საქართველო კი, როგორც ღირსეული დედა, ისე მიეგებება შორს წასულ შვილებს..."
"საქართველო კი, როგორც ღირსეული დედა, ისე მიეგებება შორს წასულ შვილებს..."
კომუნისტური ბატონობის დასაწყისში თანამემამულეთა იმ ნაწილმა, რომელიც ვერ შეეგუა ქვეყნის უმძიმეს ხვედრს, სამშობლოში დაბეჩავებულ და მონურ მდგომარეობაში ყოფნას უცხოეთში ცხოვრება არჩია. გამოხდა ხანი და უმრავლესობა ვეღარ დაბრუნდა მონატრებულ საქართველოში. ბევრი ამაზე დარდმა გადაიყოლა.

"ღრმად მწამს, რომ სამშობლოსა და სიყვარულის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს. როდესაც კაცი შორდება თავის მამულს, თავის მოყვასს, გული არასოდეს აღარ უცინის. გულში წვეთ-წვეთად ეღვრება ცრემლი, მამულის სიყვარულით გამოწვეული", - ამბობდა უწმინდესი ეფრემ მეორე, რომელსაც ძლიერ ადარდებდა ამ ადამიანთა ბედი, ამიტომ საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან გატარებული დაუვიწყარი წუთები სამუდამოდ აღიბეჭდა მის მეხსიერებაში: "პარიზში ვიმყოფები და ვხედავ ქართველებს, როგორც დაკარგულ შვილებს, ხელახლა ნაპოვნს, ისე შევხვდი, ცრემლი ვერ დავმალე. თვითონაც გრძნობიერად მიპასუხეს, ზოგმა მუხლიც კი დაიდგინა, ისე შემომეხვია".

ერის სულიერი მამა არწმუნებდა თავის სამწყსოს, გამართლება იმ შემთხვევაში ექნებოდა მათ ცხოვრებას უცხო ქვეყნის მიწა-წყალზე, თუ ღირსეულად ატარებდნენ ქართველი კაცის სახელს და მომავალ თაობას ასწავლიდნენ და გადასცემდნენ ქართული ენისა და მშობლიური ქვეყნის სიყვარულს, რათა "მარადჟამ პირი და გული ჰქონოდათ სამშობლოსკენ"... საქართველო კი, როგორც ღირსეული დედა, ისე მიეგებება შორს წასულ შვილებს, ტკვილს უწამლებს, ცრემლს შეუშრობს თავის ნაშიერს.

"თვალცრემლიანი ამასღა გეტყვით - დაე, სახატედ იყოს თქვენი გული და ხატად სამშობლო - საქართველო!"

დასანანია, რომ მაშინ ამ შეხვედრით გამოწვეული უდიდესი აღფრთოვანება და სიხარული ვერ გაიზიარა უცხოეთში მცხოვრებმა ორმა ჩვენმა თანამემამულემ, მიხაკო წერეთელმა და გრიგოლ რობაქიძემ.

"თქვენო ყოვლადუწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქო!

ცრემლითა და ღვარითა და მუხლმოდრეკით შეუვრდები წმიდათა ფერხთა თქვენთა, - წერდა 84 წლის მიხაკო წერეთელი უწმინდესს მიუნხენიდან, - ეს დღე ჩემი თქვენგან ლოცვა-კურთხევის გამოგზავნისა უბედნიერესი დღე არის ჩემი ხანგრძლივი, ტანჯული ცხოვრებისა (მიხ. წერეთელი 1965 წლის 2 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა მიუნხენში).

ჯვარი, თქვენგან ნაკურთხი, უდიდესი ქონებაა ჩემი, უმდიდრესი სიმდიდრე ღარიბისა და უპოვარისა.

მომიტევეთ ცოდვანი ჩემნი ლოცვათა თქვენთა შინა, რამეთუ უცოდველი არავინაა ქვეყანასა ამას ზედა და მეოხ მეყავ მე წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რათა უფალმაც შემინდოს შეცოდებანი ჩემნი. ჩემი ფსალმუნია: უფალო და სასოებაო ჩემო, იესო ქრისტე, მიხსენ და მილხინე ცოდვათა ჩემთაგან.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ბრძანდებით თავი იმ ეკლესიისა, რომელსაც ქრისტიანობით, კეთილშობილებითა და მხნე-მამაცობით ვერც ერთი ეკლესია საქრისტიანო სამყაროში ვერ შეედრება! და თუ მოწამის გვირგვინი გადგიათ თავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენი წმინდა ეკლესიის ისტორიაში.

ბრწყინავდეს ეს გვირგვინი და დიდება მოთმინებასა თქვენსა, წმიდაო წინამძღვარო ქართული ქრისტიანობისა.

თქვენი მოხუცი უღირსი სულიერი ძე მიხეილ წერეთელი".

"ეს წერილი მივიღე პარიზში ყოფნის დროს, გადმომცა კალისტრატე სალიამ. პარიზში გახლდით 1962 წლის აგვისტოს 6-19-მდე" - ეს მინაწერი უწმინდეს ეფრემს წერილის ბოლოში გაუკეთებია. მას გრიგოლ რობაქიძის წერილიც მიუღია ჟენევიდან.

"კურთხეულო მღვდელმთავარო! უფრო კარგი იქნებოდა, მოვსულიყავ პარიზში და უშუალოდ მიმეღო თქვენგან დალოცვა. არ ხერხდება. დამრჩენია, კალამს მივმართო.

უაღრესად მაწუხებს გაჭირვებული ყოფა ჩვენდროინდელი საქრისტეანო სამყაროსი, - აღნიშნავს მწერალი და თავს ვალდებულად თვლის, ამ საკითხზე საქართველოს ეკლესიის უმაღლეს მწყემსმთავარს გაუზიაროს თავისი მოსაზრებანი, - კურთხეულო მღვდელმთავარო! რასაც აქ ვწერ, ვეუბნები მთელს საქრისტიანოს. შემთხვევა მეძლევა: თქვენც გითხრათ, უმაღლეს მწყემსს ქრისტეან ქართველთა.

ქრისტეანობა არის სწავლება ქრისტეზე", - წერს გრ. რობაქიძე და ნეტარ ავგუსტინეზე დაყრდნობით, მისეულ ხედვასაც გვიზიარებს, რომელიც 8 პუნქტს მოიცავს. ამიტომ ფრაგმენტულად გავეცნობით მას.

"ქრისტე პიროვნებაა - ხომ ინდივიდუალურ მოვლინდა? გონებისათვის ეს საიდუმლო თითქოს აუხსნელია. ამის გამოა, რომ გწამდეს ღმერთი, ათასჯერ უფრო ადვილია, ვიდრე გწამდეს ქრისტე. თუ ერთხელ განიცადე ქრისტე შინაგანად, მაშინ სიძნელე იგი გონებით მოხსნილია. რასაკვირველია, მადლიცაა აქ დამხმარე".

გრ. რობაქიძის ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეუტანიათ იოანე მახარებელს და ნეტარ ავგუსტინეს, რომელიც უდიდესი ავტორიტეტია მისთვის.

"ისეთი წიგნი, როგორიცაა სახარება იოანესი, ჩვენს პლანეტაზე არ დაწერილა. იოანეს გარეშე გზას ქრისტეს მიმართ ალბათ ვერ ვიპოვიდი. სახარება მისი გვიხსნის იმასაც, თუ როგორ უყვარდა იგი მაცხოვარს გამორჩევით. რატომ? სწავლა გადაეცემის ნამდვილად მხოლოდ ამ გზით: "მოყვარულისგან - ყვარებული".

წერილის მეორე ნაწილში გრ. რობაქიძე ქართველთა "მსოფლხატზე" საუბრობს: "რომელიმე ხალხის ნიჭი განიზომება იმით, თუ როგორ წარმოუსახავს მის ზეპიროვნულ გენიას მსოფლიო.

მე ვარ ჯერ კიდევ ერთადერთი ავტორი, რომელიც აცნობიერებს "მსოფლხატს" ქართველთა. ამ მსოფლხატს ჩვენი დროის ხალხთა მსოფლხატნი ვერ შეედრებიან სიღრმით (კერძოდ, რუსებს ვურჩევ, უკლონ ტრაბახს, თორემ სასტიკად დამარცხდებიან). ვამბობ ამას, როგორც მოყვარული ჭეშმარიტებისა.

ქართველთა მსოფლხატში რად ღირს მარტოდ-მარტო ქართული ენა, რომელიც ასე დაუსახავს მეათე საუკუნეში ერთ ღრმადჩახედულ გონმეტყველ ქართველს:

"რამეთუ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს" (თუ ყოველი არა, მრავალი უთუოდ), ხოლო გული ჩვენი მსოფლხატისა არის ჯვარი ვაზისა - უდიდესი "რეალსიმბოლო", რომლის დარი მთელს საქრისტიანოს არ მოეპოვება. რა იქნებოდა, დიდ ავგუსტინეს რომ ცოდნოდა მისი არსებობა! მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა! როცა ქართველს მამულის დასაცავად ხმალი ეჭირა, მისი მარჯვენის მაჯისცემას სწორედ ეს გულისცემა ამაგრებდა; ჯვარი ვაზისა.

მე რომ შემეკითხონ, რომელ ნაწარმოებში უფრო გრძნობ ქართველობასო - ვიტყოდი: გიორგი მერჩულეს "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა", ამით ბევრი რამაა თქმული: სიტყვას აღარ გავაგრძელებ.

წაკითხული გექნებათ შესანიშნავი გამოკვლევა პავლე ინგოროყვასი "გიორგი მერჩულე", რომელიც დიდი მარჯია საქართველოსი!" - აღნიშნავს გრ. რობაქიძე წერილის დასკვნით ნაწილში. მართალია, იგი შალვა ნუცუბიძესაც "დიდი ნიჭით დაჯილდოვებულ ავტორს" უწოდებს, თუმცა მის წიგნს, "ისტორია ქართული ფილოსოფიისა", მეტად უარყოფითად აფასებს და "პანთეისტურ მატერიალიზმად" ნათლავს.

"კურთხეულო მღვდელმთავარო!

ღრმად მწამს, რომ თქვენ პირნათლად შეასრულებთ განგებისგან რგუნებულ საქმეს, ისე როგორც ამას ასრულებდნენ საუკუნეებში ჩვენი მღვდელმთავარნი, რომელნიც აგრეთვე დიდი მამულიშვილნი იყვნენ.

პირადი თხოვნა. თქვენ ალბათ ბევრად უმცროსი ხართ ჩემზე კალენდრით. ასე რომ: მე თქვენზე ადრე გარდავალ სამარადისობაში. გაიგებთ ჩემს გარდაცვალებას - გადამიხდით პანაშვიდს.

იყავით ნათელმოსილი და მზეგრძელი!

გემთხვევით მარჯვენაზე, რომლისგან დალოცვას ვიღებ წარმოსახვით.

თქვენი გრიგოლ რობაქიძე".

თითქოს იგრძნო მწერალმა აღსასრულის მოახლოება, იგი გარდაიცვალა ამ წერილის დაწერიდან 4 თვის შემდეგ, 1962 წლის 19 ნოემბერს.

გრ. რობაქიძისა და მიხ. წერეთლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გამოგზავნილი წერილები თბილისის სახელმწიფო ცენტრალური არქივის შალვა ნუცუბიძის პირად ფონდშია დაცული.

როგორც მოგეხსენებათ, კომუნისტური რეჟიმი სასტიკად კრძალავდა ემიგრაციაში მყოფ ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა მხატვრული ნაწარმოებებისა და სამეცნიერო გამოკვლევების გამოქვეყნებასა და პროპაგანდას. ვინმეს შემთხვევით ოჯახშიც რომ აღმოჩენოდა მათი პორტრეტი, წარსულიდან შემორჩენილი რაიმე სახის დოკუმენტი მათ შესახებ, შესაძლებელი იყო, დიდ უსიამოვნებას გადაჰყროდა, რადგან უცხოეთში მოღვაწე მამულიშვილთა სახელები ქვეყნის მტრის ან სამშობლოს მოღალატის სახელთან იყო გაიგივებული, ამიტომ ყველაფერი, რაც კი მათ სახელს ან ბიოგრაფიას უკავშირდებოდა, უნდა დაეწვათ ან გაენადგურებინათ.

მაშ, როგორ გადაურჩა გრ. რობაქიძისა და მიხ. წერეთლის წერილები ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის ან თუნდაც მის შემდგომ პერიოდს?

ადვილი შესაძლებელია, რომ ისინი თავად უწმინდესმა მიაწოდა აკადემიკოს შალვა ნუცუბიძეს, თუნდაც მათი პირადი, ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, და თუ რომელიმე დაინტერესებული პირი გაიგებდა ამ წერილების არსებობას და მოიწადინებდა გასცნობოდა მათ, ბატონ შალვა ნუცუბიძეს ვეღარავინ დაადანაშაულებდა თუნდაც იმიტომ, რომ გრ. რობაქიძეს მწვავე, კრიტიკული გამონათქვამები არ დაუშურებია მისადმი.

როგორც ჩანს, თავდაპირველად ეს წერილები მეცნიერის პირად არქივში ინახებოდა და შესაძლებელია, მისი გარდაცვალების (1969წ.) შემდეგ მოხვდა სახელმწიფო არქივში.

რადგან სიტყვამ მოიტანა, შეუძლებელია არ აღინიშნოს უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისა და აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სამაგალითო ურთიერთობისა და მეგობრობის შესახებ. შემოგთავაზებთ ამონარიდს მეცნიერის ქალიშვილის თამარ ნუცუბიძის მოგონებიდან:

"მამა ეკლესიაში არ დადიოდა. მოგეხსენებათ, რა დრო იყო! ისედაც შერისხული იყო, პატიმრობაგამოვლილი და დიდი ხნის განმავლობაში პატივაყრილი. ეკლესიასთან მეკავშირე დედაჩემი იყო. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვებს ესწრებოდა, მარხულობდა და ჩვენ ყველა საეკლესო დღესასწაულში გვრთავდა. იმ დროს, ჩვენი ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენლისგან განსხვავებით, ჩემი მშობლები ყოველ მცხეთობას მიდიოდნენ სვეტიცხოველში და თან მიჰქონდათ თავისი ბაღის სხვადასხვა ხილი და დიდი, ლამაზი კალათით პატრიარქს შეუგზავნიდნენ.

მეგობრობა პატრიარქებთან გრძელდებოდა. იმ უკუღმართ დროში ეს დიდი სულიერი შვება იყო. ასევე დიდი სიახლოვე ჰქონდათ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორესთან. ეკლესიაში მრევლი მცირერიცხოვანი იყო, ამიტომ დედა შეუმჩნეველი არ რჩებოდა და ხშირად, საღამოს ლოცვის შემდეგ, პატრიარქი თავისთან მიიწვევდა ხოლმე. მისი რეზიდენცია ერთი პატარა სახლი იყო სიონის ეზოში. ზოგჯერ, როცა დედა დაიგვიანებდა, მამა გვეხუმრებოდა: "დედათქვენი ნამდვილად მონაზვნად აკურთხეს და აღარ მოვაო".

უწმინდესი ეფრემ მეორის ნაჩუქარ "ახალ აღთქმას" ასეთი წარწერა აქვს: "ჩემს ძვირფას მასწავლებელს უღირსი შვილისაგან". საპატრიარქოში შეხვედრის დროს მამაჩემი და პატრიარქი ეფრემ მეორე დიდხანს საუბრობდნენ და უწმინდესი ყოველთვის გამოხატავდა თავის აღფრთოვანებას. ევროპაში წასვლის წინ ალბათ ამიტომაც მიმართა მამას თხოვნით, მისი იქ გამოსვლის ტექსტი წაეკითხა და საჭიროებისამებრ გაემართა. მამას სრულიად ახალი სახე მიუცია ამ ტექსტისთვის, რითაც უზომოდ გაუხარებია მისი უწმინდესობა და ევროპიდან დაბრუნებულმა მამას ლამაზი საჩუქარი მიართვა.

მამა რომ გარდაიცვალა, კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე სახლში მობრძანდა და პანაშვიდი გადაუხადა", - წერს თამარ ნუცუბიძე თავის მოგონებებში.

უწმინდესსა და უნეტარესს ეფრემ მეორეს კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევის დღიდან კარგი ურთიერთობა დაუმყარებია მოწინავე ინტელიგენციასთან, ამიტომ მისი ინტრონიზაციის დღის აღსანიშნავად სამღვდელოებასთან ერთად ყოველთვის იკრიბებოდნენ აკადემიკოსები: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ავლიპ ზურაბიშვილი და სხვები. უწმინდესთან ბავშვობისდროინდელი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი ლეონიძეს. "გოგლა კარგად სწავლობდა, ნიჭიერი ყმაწვილი იყო და სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მაშინაც ლექსებს წერდა. მართალია, სხვებიც გვყავდნენ ახალბედა პოეტები, მაგრამ მას ვერ გაუტოლდებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ჩვენი საყვარელი მასწავლებელი ვასილ ბარნოვი იმედოვნებდა, გოგლასგან უთუოდ კარგი პოეტი დადგებოდა. მისი ღირსება ისიც იყო, რომ ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ძეგლებს. მათ შესახებ იწერდა ხალხურ გადმოცემებს და არქივებშიც დაიარებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დროდადრო გვქონდა საუბარი. მეც მიყვარდა ძველი ძეგლები. ერთხელ მან თავის დედულეთში, ნინოწმინდაში წამიყვანა. მიჩვენა სოფლის განთქმული ისტორიული ტაძარი და მის შესახებ კარგა ხანს მესაუბრა... გოგლას ნაწარმოებებს სიამოვნებით ვკითხულობ, რომელთა შორის განსაკუთრებით მომწონს "ნინოწმინდის ღამე", ისევე როგორც გალაკტიონის ლექსი "ნიკორწმინდა". ისიც ხოტბაა ტაძრის გენიალურ შემოქმედთა და მე ორივე ლექსი ზეპირად ვიცი.

ლეონიძის პოეტური რკალი "ქართლის ცხოვრება" ტრაგიკული ფურცელია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა. საქართველოს ისტორიული ძეგლები ნათლად მეტყველებენ ჩვენი ერის დიდი კულტურის შესახებ...

მე და გოგლას ერთი რამ გვაწუხებდა და ახლაც გვაღელვებს, რომ სათანადოდ ვერ ვუვლით წინაპართა დანატოვარს, ჯეროვნად ვერ ვზრუნავთ მათ დაცვაზე და თუ ასე გაგრძელდა, ისინი ხელიდან გამოგვეცლებიან, დავკარგავთ", - უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორის ეს მოგონება გოგლა ლეონიძის თხოვნით ჩაუწერია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს შალვა მარკოზაშვილს.

უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე არა მხოლოდ საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების აღდგენასა და განახლებაზე ზრუნავდა, არამედ აწუხებდა ისიც, რომ წმინდა მიწაზე (ისტორიული პალესტინა) ქართველთა ხელით საუკუნეების განმავლობაში რწმენითა და რუდუნებით ნაშენებ ქართული კულტურის კერებსა და სულიერ სავანეებს დროთა განმავლობაში სხვები დაეპატრონნენ. უწმინდესმა წერილი მისწერა იერუსალიმის მაშინდელ პატრიარქს ბენედიქტე პირველს, სათანადო დახმარება აღმოეჩინათ საქართველოდან წარგზავნილი სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმების სტუდიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებისთვის (მწერალი ი. რურუა და კინორეჟისორი გ. პატარაია), შეექმნათ ფილმი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერზე, გადაეღოთ სინას მთის უძველესი ქართული ხელნაწერები და ის ქართული ტაძრები და სავანე-მონასტრები, რომლებშიც XIX საუკუნემდე უმოღვაწიათ ჩვენს წინაპრებს. სწორედ იმ პერიოდში ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე მიაკვლია დიდი შოთა რუსთაველის ფრესკულ გამოსახულებას, რამაც დიდი სიხარული მოუტანა სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს. ფილმის შემოქმედებით კოლექტივს საშუალება მიეცა, კინოფირზე აესახა ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც დიდი წარმატება მოუტანა მათ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat