"...მწუხარებაში შთაფლული, ფიქრთა სქელ ბურუსში გახვეული დავიარები - ჩვენი ეკლესიის ბედზე მოტირალი"
"...მწუხარებაში შთაფლული, ფიქრთა სქელ ბურუსში გახვეული დავიარები - ჩვენი ეკლესიის ბედზე მოტირალი"
სადგურის ბაქანზე უამრავი ხალხი ირევა. მათ შორისაა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელიც, რომელიც თბილისიდან მატარებლით უნდა გაემგზავროს. მოშორებით ხელგაწვდილი მოხუცი, მუდარით ითხოვს დახმარებას. პატრიარქის მზერას ეს არ გამოეპარება. ჩქარი ნაბიჯით მიემართება მისკენ, რომელიც ამდენ ხალხში მოულოდნელად უჩინარდება. საცაა, მატარებელი გავა, ვაგონის გამცილებლები ბაქნიდან რკინის რიკულებიან საფეხურებზე ინაცვლებენ. ერთხანს უცნობის ძებნით გართული პატრიარქიც ქრება თვალსაწიერიდან. ხალხი გაოცებულია - მატარებელი, რატომღაც აღარ ჩქარობს სადგურიდან გასვლას. ამასობაში, უწმინდესიც გამოჩნდება - სახეგაბრწყინებული დინჯად მოაბიჯებს თავისი ვაგონისკენ და მადლიერია, რომ ღმერთმა უპოვარი მოუვლინა მოხუცის სახით და გამგზავრებამდე, დროის სულ მცირე მონაკვეთში შეაძლებინა მისი დახმარება.

"მუდამ გვახსოვდეს, დრო არის ღვთისგან ბოძებული სიმდიდრე, ტალანტი, რომლის საფასით უნდა ყოველივე კეთილი შევიძინოთ საამდროო და საიმდროო ბედნიერი ცხოვრებისათვის.

მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სადიდებლად და მოყვასის (კაცის) სასარგებლოდ გაწეულ შრომაშია ბედნიერება", - წერს უწმინდესი ეფრემ მეორე საშობაო ეპისტოლეში. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი სანთლით დაეძებდა ცხოვრებისაგან გარიყულ, შეჭირვებულ ადამიანებს, მათ დახმარებას ეშურებოდა და ამით ჰპოვებდა სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას.

"ვინც კი მისგან დახმარებას საჭიროებდა, ავადმყოფი იქნებოდა, მიცვალებული თუ რაიმე ცხოვრებისეულ პრობლემას შეჭიდებული, როგორც წესი, ყველას უნდა დახმარებოდა, - ამბობს უწმინდეს ეფრემთან დაახლოებული პირი გ.კ., - ამასთან, მას არ უყვარდა სიკეთის დემონსტრირება, რადგან სიკეთის ქმნა მისი მოწოდება და შინაგანი ქრისტიანული მოთხოვნილება გახლდათ. როცა უწმინდესი ავად გახდა, პატრიარქის მოსანახულებლად, მეუღლესთან ერთად, უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამობრძანდა მისი ერთ-ერთი შვილობილი, გვარად გრიგოლავა, რომელმაც გაიხსენა, თუ როგორ ეხმარებოდა უწმინდესი ეფრემი მას და უნივერსიტეტის სხვა წარჩინებულ სტუდენტებს მატერიალურად. იმ დღეს, ახალგაზრდა მეცნიერმა უწმინდეს ეფრემს წარწერით უსახსოვრა მისი ავტორობით გამოცემული წიგნი გამოყენებითი ფსიქოლოგიის საკითხებზე, რამაც პატრიარქი ძლიერ გაახარა".

უწმინდესსა და უნეტარესს ეფრემს, როგორც კი საშუალება მიეცემოდა, უყვარდა სტუდენტებთან შეხვედრა-საუბარი, გამოიკითხავდა, რა უჭირდათ, ან რა ულხინდათ.

"მრევლისა და სტუდენტი ახალგაზრდობის დაახლოებისა და უკეთ გასაცნობად 60-იანი წლების დასაწყისში, უწმინდესი ეფრემ მეორე, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა დავითგარეჯისა და ლავრისხევის მონასტერში, სადაც წირვა-ლოცვა აღავლინა, - მოგვითხრობს პატრიარქის ერთ-ერთი შვილობილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჟურნალისტი ლერი მუსხელიძე, - უწმინდესი ეფრემ მეორე ხონის ტაძრის მღვდელმსახურების, დეკანოზ გიორგი ჩაჩუასა და პროტოპრესვიტერი პახუმი ობოლაძის წყალობით გავიცანი. ისინი იმდენად დაახლოებული იყვნენ ჩემთან, ერთ-ერთი ჩემი შვილის ნათლია გახლდათ.

უწმინდესმა ეფრემმა გაიგო, რომ უნივერსიტეტის ფრიადოსან სტუდენტს ძალიან მიჭირდა თბილისში ცოლ-შვილის რჩენა. რადგან წარმოშობით კასპის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ვიყავი და ჩემი ბაბუა უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე გახლდათ, სიმპათიით განეწყო ჩემ მიმართ. სულ მალე, შინაც მესტუმრა სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად და როცა თავისი თვალით ნახეს, რომ პატარა ერთოთახიან ბინაში არაფერი მებადა, ჩემი ბინის მოწყობაზე დაიწყეს ზრუნვა. მიყიდეს პატარა მაცივარი, ავეჯი, ჯამ-ჭურჭელი, რადიომიმღები, სარეცხი მანქანა. მამებმა მართლაც ღვიძლი შვილივით მიპატრონეს, ახლა რომ მახსენდება, ვფიქრობ, რა კარგი იყო ეს ყველაფერი... და ჩემნაირი კიდევ რამდენი შვილობილი ჰყავდათ საპატრონო. ერთი მისი შვილობილთაგანი უწმინდეს ეფრემთან გავიცანი. პატრიარქი მასაც ჩემსავით 2-3-ჯერ ხვდებოდა კვირაში. რა კარგი იყო იმის შეგრძნება, რომ ჩვენს ყოველ ნაბიჯს პატრიარქის მზრუნველი და ფხიზელი თვალი აკონტროლებდა და ამავე დროს, რამხელა პასუხისმგებლობაც იყო ეს ჩვენთვის... უწმინდეს ეფრემს ფეხით სიარული უყვარდა და ბედნიერი ვარ, რომ ხშირად მიხდებოდა მასთან ერთად გასეირნება. ერთ საღამოს მთელი რუსთაველი ფეხით გავიარეთ. სანამ პუშკინის სკვერთან მივიდოდით, დიდ გასტრონომთან ორი ახალგაზრდა წამოგვეწია. იქვე გასტრონომის გასწვრივ, გემრიელი ღვეზელები ცხვებოდა. როგორც ჩანს, შიოდათ ამ ბიჭებს, მაგრამ ღვეზელების საყიდელი ფული ალბათ არ ედოთ ჯიბეში. ერთმა ინატრა, ნეტავი ამ ღვეზელებით გაგვაძღოო. უწმინდესმა გაიგონა და მის გვერდით მყოფ დეკანოზებს უთხრა, - ახლა რომ ეს ყმაწვილები კარგად არ დააპუროთ, დარდი აღარ მომასვენებსო. რა თქმა უნდა, პატრიარქის ბრძანება მაშინვე შესრულდა... პატრიარქმა ეფრემმა ჩვენი გაცნობის პირველსავე დღეს მითხრა: - უწმინდეს კალისტრატეს ასეთი ჩვევა ჰქონდა, ყოველ დილით თავის ხაზინადარს ტკიცინა მანეთიანებს გამოართმევდა და სიონის ტაძრის წინ შეკრებილ გლახაკებს დაურიგებდა. ეს ჩვევა მისგან გადამედოო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაზეთ "ლელოში" დავიწყე მუშაობა. ერთხელ, როცა სიონის ეზოში პატრიარქის მოსანახულებად მივედი, მკითხა: - სამომავლოდ რას აპირებო. გავაცანი გეგმები. მითხრა: - კარგია, რომ გიყვარს შენი პროფესია, მაგრამ კალისტრატე ცინცაძის ძმისშვილიშვილი აუცილებლად ეკლესიაში უნდა დარჩეს. გირჩევ, სიონში მოხვიდე, მალე მღვდელი გახდები, მერე ღვთის ნება თუ იქნება, ეპარქიასაც ჩაგაბარებთო. არ დავმალავ და დღეს, ყველას გასაგონად ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ შევცდი, როცა უარი ვთქვი იმ დიდ სამსახურზე, რომელიც უწმინდესმა ეფრემმა შემომთავაზა. თუ შეიძლება გამართლება მოეძებნოს ჩემს მაშინდელ საქციელს, ალბათ, ის არის, რომ ვერ გავბედე ასეთი არჩევანის გაკეთება, რადგან ვფიქრობდი, რომ ამოდენა საქმეს ვერ მოვერეოდი...

უწმინდესი ეფრემი ქართულს ცენტრალურ ენას უწოდებდა, თვითონაც შესანიშნავი მექართულე გახლდათ. მისი ღრმა, ყოვლისმომცველი ქადაგებებიდან ხშირად იყო პატიოსნებისკენ მოწოდება. ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები: "ხვალ-ზეგ ყველანი იმ დიდ ქვეყანაში გავემგზავრებით, სადაც ჩვენი სამშობლო და სამუდამო ნავსაყუდელია. ისე უნდა ვიცხოვროთ ამქვეყნად, არ შეგვრცხვეს განვლილი გზისა, როცა სამსჯავროს წინაშე წარვდგებით, რომ ჯილდოს ნაცვლად სასჯელი არ დავიმსახუროთ ღვთისგანო.

დაახლოებით ასეთ აზრს გამოთქვამს უწმინდესი ეფრემ მეორე თავის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეშიც: "ჩვენგან დაფარულია ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღე. თუ ოდეს მოგვიხმობს მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი - ზეციური ახალი ცხოვრებისთვის და ამიტომ მღვიძარედ, მზად უნდა ვიყვნეთ, ვითარცა იტყვის სიტყვა ღმრთისა: - "მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს და თვითეულისა საქმენი განშიშვლდნენ (ცხად იქნეს) და ვაი ჩვენ, უკეთუ შევხვდეთ მას დროს უდებებით, ღვაწლით და შრომით მჭლე და ღარიბნი!.."

"დოესში, უწმინდესი ეფრემის მეზობლად ვცხოვრობდი. მისმა ძმისშვილმა ქართლოს (კარლო) სიდამონიძემ და მე, ერთად დავამთავრეთ საშუალო სკოლა, - მოგვითხრობს ქალბატონი იზოლდა ტურიაშვილი-ხორბალაძე, - გასაბჭოებამდე ჩვენი სოფელი გაყოფილი ჰქონიათ თავად ციციშვილებს და ერისთავებს. ჩვენს დროს, დაწყებითი სკოლა, I-დან IV კლასის ჩათვლით, რევაზ ერისთავის ყოფილ სახლში იყო. სოფელში ყველამ იცოდა, რომ ამ რევაზ ერისთავის მეჯვარე დიდი ილია ჭავჭავაძე იყო. თავად ციციშვილების სახლი საშუალო სკოლის შენობად ჰქონდათ გადაკეთებული კომუნისტებს. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ამ სკოლაში ასწავლიდა გერმანულ ენას უწმინდესი ეფრემის ძმა ლადო. მათი დედინაცვალი, ელენე, II მსოფლიო ომის წლებში გარდაიცვალა. მეუფე ეფრემი მაშინ გადასახლებული იყო, ლადო ომში იბრძოდა. ქ-ნი ელენეს ნათესავებს, ნიკოლოზ და ოლღა ხორბალაძეებს და მეზობლებს რომ არ გაემართათ მაშინ ხელი, ეფრემის ძმისშვილები - ქართლოსი და ნათელა, იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ვერ შეძლებდნენ მიცვალებულის დაკრძალვას (როდესაც უწმინდესი ეფრემი სასულიერო პირი გამხდარა, ოლღა ხორბალაძეს შეუკერავს მისთვის ანაფორა). სამაგიეროდ, გადასახლებიდან დაბრუნებული მეუფე ეფრემი არავის დარჩენია ვალში. სოფელმა გაიხარა მისი ნახვით - ჩვენი გიგო დაბრუნდაო (დოესში მას ბავშვობიდან გიგოდ მოიხსენიებდნენ). უწმინდესმა ეფრემმა დიდი ხნის უნახავი თანასოფლელები, როგორც შეეძლო, ყველა ისე დაასაჩუქრა და უსაზღვროდ ბედნიერი გაემზგავრა დოესიდან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ მეორემ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიყვარული და განსაკუთრებული მოკრძალება განსვენებული პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) მიმართ.

ხელნაწერთა ნაციონალურ ცენტრში (ყოფილი კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტი) დაცულია უწმინდესი ეფრემ მეორის წერილები, რომლებსაც იგი, სხვადასხვა წლებში უწმინდესი კალისტრატეს ოჯახის წევრებს უგზავნიდა დიდ საუფლო და საეკლესიო დღესასწაულებზე. ამ მილოცვებში კარგად ჩანს, რომ უწმინდესი კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ დიდ სულიერ დანაკლისს განიცდიდა პატრიარქი ეფრემი, რასაც მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების მიმართ მზრუნველობით ივსებდა. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს: "ქალბატონო ეკატერინე და მელიტა! მეც ღრმა პატივისცემით გილოცავთ შობა-ახალ წელს და მომავალ ნათლისღებას!

შევთხოვ კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთს თქვენ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ბედნიერ ცხოვრებას.

თქვენს წერილს ვკითხულობ და თვალწინ მეხატება ის ტკბილი ოჯახი, რომლისაც, თუმცა სხვა დედისა და მამისაგან შობილი ვიყავ, მაგრამ თავს (ამ ოჯახის) წევრად ვგრძნობდი... ასე გვაერთებდა, ასე გვათბობდა და ყველას ერთნაირად გვფენდა სიყვარულსა და ტკბილ გრძნობებს ჩვენი დიდი მამა კალისტრატე!

მოსიხარულე მით, რომ განგებამ მარგუნა მის სახლში სამსახური და მგლოვიარე, რომ უმისოდ მიხდება სიცოცხლე, დავშთები უღრმესად მოსიყვარულე თქვენი და ჩვენი მამის - კალისტრატესი".

ერთ-ერთ წერილში უწმინდესი ეფრემ მეორე ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოცვის შემდეგ, უწმინდესი კალისტრატეს ქალიშვილებს სწერს: "ღრმად პატივცემულნო, ეკატერინე და მელიტა, კალისტრატეს ასულნო! ვევედრები ყოვლადმოწყალე ღმერთს და ქვაშვეთის წმინდა გიორგის - იყოს მფარველი და მოწყალე - ქვაშვეთის აღმშენებლის, ჩვენი დიდი მამის მიერ დანატოვარი ძვირფასი ოჯახისა, თვით ჩვენმა დიდმა საზოგადო მამამ, ვითარცა აქ არ გვაკლებდა თავის მფარველობას, იქიდანაც არ მოგვაკლოს თავისი ლოცვა-ვედრება და სულიერი მფარველობა. დავშთები მუდამ ღრმად პატივისმცემელი თქვენი და ერთგული მსახური ჩვენი ზეციერი მფარველი მლოცველისა - დიდი მამის კალისტრატესი".

უწმინდესი ეფრემი, საუფლო დღესასწაულებთან ერთად, ხშირად კალისტრატობასაც ულოცავდა მის ქალიშვილებს. "თქვენთან ერთად ვიგონებ წარსულ ტკბილ წლებს. ყველა ერთნაირად ვგრძნობდით, რადგან ყველა ერთნაირად ვიყავით ტკბილად დავანებულნი მის - საყვარელი დიდი კათოლიკოსის და ტკბილი მამის ფართე კალთის ქვეშ.

მუდამ მგლოვიარე მ. ეფრემი".

როგორც წერილებიდან ირკვევა, იმ დიდ სითბოსა და ყურადღებას, რასაც უწმინდესი ეფრემი ნეტარხსენებული კალისტრატეს ოჯახისადმი იჩენდა, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრებიც მილოცვებით პასუხობდნენ. გავეცნოთ 1959 წლით დათარიღებულ კიდევ ერთ წერილს. "ქ-ნო ეკატერინე და მელიტა და დიდი მამის, კალისტრატეს შვილიშვილის შვილებო! ყველას ძმურად და მამაშვილურად გეხვევით და გლოცავთ!

თავის დროზე, კალისტრატობას, ვერ გაახელით ბარათები... სწორედ ამ დღეებში მე ვიქნებოდი ოდესის ან ნოვოროსიისკის მიდამოებში.

ღვთისა და კაცის წინაშე შესცოდავს ის, ვინც ოდნავ მაინც გაიფიქრებს - ეფრემს ან დაავიწყდა, ან დაეზარა ამ დღისთვის გამოხმაურებაო!

დამაქვს გული ლოდივით დამძიმებული და სამარისებური ღრმა დუმილით, მწუხარებაში შთაფლული, ფიქრთა სქელ ბურუსში გახვეული დავიარები - ჩვენი ეკლესიის ბედზე მომტირალი.

ამ განცდებში მყოფთათვის, თუ რა ტკბილი უნდა იყოს ჩემი ბატონის მოგონება - ცხადია! მიიღეთ ჩემი დაღონებული თანაგრძნობა.

მარად კეთილისმსურველი თქვენი მეუფე ეფრემი.

1959 წელი, კალისტრატობა."

10 წერილი, რომელიც XX საუკუნის 55-60-იან წლებშია დაწერილი, ეტყობა, ხელნაწერთა ინსტიტუტს უწმინდესი კალისტრატეს ოჯახის წევრებმა გადასცეს.

ვეცნობით ამ წერილებს და გვაოცებს მათი სიწმინდე და დიდებულება. ყოველი სიტყვა წრფელი და უკეთილშობილესი განცდით არის ნასაზრდოები. საკვირველია, როგორ შეინარჩუნა უწმინდესმა ეფრემმა ესოდენ ფაქიზი და ამაღლებული სიყვარული მაშინ, როცა ქვეყანაში საყოველთაო სიძულვილი და არნახული ბოროტება ზეიმობდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat