"თავს არ იზღუდავდა, სათქმელს არ იტოვებდა, მაგრამ ისე გეტყოდა, გულს არ გატკენდა"
"თავს არ იზღუდავდა, სათქმელს არ იტოვებდა, მაგრამ ისე გეტყოდა, გულს არ გატკენდა"
(დასაწყისი იხ. ##22-1)
როცა გერმანიის სამხედრო ძალები მოსკოვზე იერიშისთვის ემზადებოდნენ, საბჭოთა მთავრობას ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ქვეყნის დედაქალაქზე მტრის თავდასხმა აეცილებინა. როგორც ამბობენ, რუსეთის სამღვდელოება დღედაღამ გაძლიერებულად ლოცულობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც, იოსებ სტალინთან შეთანხმებით, ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ვერტმფრენით შემოატარეს მოსკოვის საზღვრებს, ომის მსვლელობაში დიდი გარდატეხა მომხდარა - სწორედ ამ დღიდან გერმანულმა საჯარისო ნაწილებმა წარმოუდგენელი ზარალი განიცადეს და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგით დაიწყეს უკუსვლა, წითელი არმიის წარმატებები კი თვალსაჩინო გახდა, რამაც საბოლოოდ საბჭოთა ქვეყანას ამ ომში გამარჯვება მოუტანა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს საქართველო ყოველთვის თავისი იმპერიის შემადგენელ ნაწილად მიაჩნდა, ამიტომ დაარღვია გიორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობები, რაც 1811-14 წლებში საქართველოს სამეფო და საეკლესიო ხელისუფლების გაუქმებაში გამოიხატა. ამის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო არასდროს ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ხოლო როცა საბჭოთა რუსეთმა კვლავ დაიპყრო საქართველო და იძულებით გააერთიანა სსრ კავშირის შემადგენლობაში, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობაზე ლაპარაკიც კი დანაშაულად ითვლებოდა.

უფლებააყრილ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ათეისტურ საბჭოთა სახელმწიფოს შორის დაპირისპირება, რომელმაც ორ ათეულ წელზე მეტხანს გასტანა, სასიკეთოდ სწორედ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წარმატება გარდაუვალი გახდა.

ვახტანგ გურული, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის პერიოდში, ი. სტალინის ინიციატივით, საბჭოთა ხელისუფლებამ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ლოიალური ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილება მიიღო, აღარ იზღუდებოდა ღვთისმსახურება, შეწყდა სამღვდელოებისა და მორწმუნეთა დევნა-შევიწროება; სტალინის ნებართვით ციხეებიდან და გადასახლების ადგილებიდან ვადაზე ადრე დააბრუნეს რამდენიმე ათასი სასულიერო პირი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ მსჯავრდადებულნი; უფრო მეტიც, იოსებ სტალინმა აღასრულა რუსეთის სამღვდელოების დიდი ხნის ნატვრა - პატრიარქის ინსტიტუტის აღდგენა; 1943 წლიდან რუსეთის ეკლესიას სათავეში კვლავ რუსეთის პატრიარქი ჩაუდგა.

უწმინდესმა კალისტრატე ცინცაძემ კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება. კერძოდ: 1. იოსებ სტალინისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლოიალური დამოკიდებულება ეკლესიასთან; 2. პირადი ურთიერთობა იოსებ სტალინთან (იგი სტალინს ახალგაზრდობის წლებიდან იცნობდა). იოსებ სტალინი აფასებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ანგარიშს უწევდა მის აზრს. სტალინისა და უწმინდესი კალისტრატეს პირად ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სრულიად რუსეთის პატრიარქი სერგი სტალინის ნების გათვალისწინების გარეშე ვერ გადაწყვეტდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. 1943 წელს რუსეთის ეკლესიამ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რაც უდიდესი გამარჯვება იყო".

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ეპისკოპოს ეფრემის აქტიური სამღვდელმთავრო მოღვაწეობის მეორე ეტაპი იწყება.

მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, როცა 1944 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი ეფრემი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მთავარეპისკოპოსად და მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა საკათედრო ტაძრის წინამძღვრად ინიშნება. 1945 წლის 12 ივლისის ბრძანებით, უწმინდესი კალისტრატე მეუფე ეფრემს მისი საეპისკოპოსო მოღვაწეობის მე-18 წლისთავზე მიტროპოლიტის ხარისხს უბრუნებს.

წინა წლებისგან განსხვავებით, მიტროპოლიტი ეფრემი ქუთაისში ჩასვლისთანავე გრძნობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მას ძველებურად აღარ დევნის და მის საეკლესიო საქმიანობასაც მეტი გასაქანი ეძლევა. 50 წლის მღვდელმთავარი დაუღალავად იწყებს ეპარქიის ტაძრების აღდგენა-განახლებაზე ზრუნვას და სასურველ შედეგსაც აღწევს: მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ეკლესიის გარდა, სადაც იგი წინამძღვრადაც იყო დადგენილი, ხშირად აყენებს წირვა-ლოცვას პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაშიც, რაც ადრე შეუძლებელი იყო; "მის დროს მოწესრიგდა მოწამეთას ეკლესიის შესასვლელი. იგი დაუახლოვდა ქალაქის ინტელიგენციას, ხშირად მოგზაურობდა და აღავლენდა წირვა-ლოცვას ეპარქიაში მოქმედ ეკლესიებში. ცხოვრობდა პეტრე-პავლეს ეკლესიის მახლობლად. უყვარდა განმარტოებით ყოფნა, ხანდახან უსმენდა კლასიკურ მუსიკას. ხვდებოდა მორწმუნე მრევლს, ახალგაზრდობას ასწავლიდა ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარულს..." (ს. ვარდოსანიძე).

"მეუფე ეფრემის გაცნობას ჩვენს ქალაქში ბევრი ესწრაფოდა, მათ შორის - პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც, - წერს ჟურნალისტი ლონდა ჯიქია, - ზოგს მისი ცოდნა-განათლება იზიდავდა, ზოგს - გარეგნობა და დახვეწილი მანერები, ზოგსაც რელიგიური გრძნობები ამოძრავებდა. მე, პირადად, ეკლესიაში ჩემთვის უცნობი სამყაროს აღმოჩენა და მისი შეცნობა მაინტერესებდა. მეუფე ეფრემის ქადაგებებმა გამიფართოვა ცოდნის ჰორიზონტი, მაშინ გავეცანი ბიბლიას. ჩემზე დიდ ზეგავლენას ახდენდა ქრისტიანული რელიგიის ზნეობრივი შეგონებები, მეუფე ეფრემიც ჩემს თვალში ამ ზნეობრივი კანონების განსახიერება იყო... - ვკითხულობთ უწმინდესი ეფრემისადმი მიძღვნილ საგაზეთო სტატიაში, რომელიც გაზეთ "ქუთაისში" დაიბეჭდა. ავტორი ემოციურად გადმოგვცემს თავის შთაბეჭდილებას: - მეუფე ეფრემი ტანმაღალი და წარმოსადეგი აგებულებისა იყო. სახის სწორი ნაკვთები, მაღალი შუბლი, მხრებსა და მკერდზე დაფენილი შავი ხვეული თმა-წვერი დიდებულებას მატებდა მის ისედაც შთამბეჭდავ გარეგნობას. იქნებოდა 50 წლისა, წელგამართული და თავაწეული დადიოდა, ოდნავ რწევით ჩვეოდა სიარული. ერთ ხელში მკერდზე მიდებული წიგნი ეჭირა მუდამ, მეორეში - კვერთხი. გრძელ, შავ სამოსში გამოწყობილი, მიტროპოლიტის ყველა ატრიბუტით დამშვენებული, მართლაც რომ დიდებული სანახავი იყო და ქუჩაში მიმავალი საყოველთაო ყურადღება-აღტაცებას იწვევდა..."

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უწმინდესი ეფრემ მეორის ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდი სათანადოდ შესწავლილი არ არის, სტატიაში აღწერილი ფაქტები დიდ დახმარებას გაუწევს ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს.

"ჩვენ განსაკუთრებით გვიზიდავდა მეუფე ეფრემის ქადაგება. ეს იყო ჭეშმარიტი ჰომილია, როდესაც ქადაგება აგებულია კვირა-უქმე დღეებში წასაკითხი საღვთო წერილის ადგილების განმარტებაზე. აქ ავლენდა მეუფე ეფრემი საღვთო ცოდნის უშრეტ მარაგს, რომელიც არა მარტო სახარების, არამედ მსოფლიო ისტორიის სალაროდანაც ამოჰქონდა", - გადმოგვცემს სტატიის ავტორი, რომელიც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის I კურსის სტუდენტი ყოფილა, როცა მიტროპოლიტი ეფრემი ქუთაისში ჩასულა საცხოვრებლად. იმხანად თბილისიდან მრავალი ცნობილი მეცნიერი ჩადიოდა ქუთაისში ლექციების წასაკითხად, რომელთა შორისაც იყვნენ გადასახლებიდან ახალდაბრუნებული სიმონ ყაუხჩიშვილი, რომელსაც უწმინდეს ეფრემთან დიდი ახლობლობა აკავშირებდა, სარგის კაკაბაძე, ალექსანდრე ნამორაძე, იასე ცინცაძე... "სხვა ლექტორებთან ერთად თბილისიდან ჩამოდიოდა აგრეთვე დოცენტი გაბრიელ ჩაჩანიძე, რომელიც ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კურსს გვიკითხავდა. ერთ დღეს ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ, რომელიც ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა, შემატყობინა, ჩვენი ლექტორი გაბრიელ ჩაჩანიძე (რომელსაც თავის დროზე მეუფე ეფრემთან დაუმთავრებია სასულიერო სასწავლებელი) საღამოობით ეკლესიაში დადისო. მას ჩვენს ეზოსთან უნდა ამოევლო, ეკლესიაში რომ შესულიყო. მართლაც მალე გამოჩნდა.

მართალია, წირვა-ლოცვა მთავრობის მიერ დაშვებული იყო, მაგრამ კომკავშირელებს, პარტიის წევრებსა და, საერთოდ, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, ეკრძალებოდათ ეკლესიაში სიარული, ამიტომ ჩვენი ცნობისმოყვარეობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ყოველგვარი სიფრთხილე დაგვავიწყდა. ეკლესიაში შევედით, მოვათვალიერეთ ამბიონი, მერე მრევლი, მაგრამ ჩვენი ლექტორი ვერსად აღმოვაჩინეთ.

დაიწყო ლოცვა. ეს იყო დიდებული სანახაობა - მოციმციმე სანთლები, საკმევლის გამაბრუებელი სურნელი და მეუფე ეფრემის მიერ მაღალი არტისტიზმით შესრულებული რელიგიური რიტუალი. იგი დროდადრო საკურთხეველში შედიოდა და ყოველ გამოსვლაზე ოქრომკედით ნაკერ-მოსირმულ სხვადასხვა საეკლესიო მორთულობაში იყო. საკმევლის მოხდენილი კმევით შემოუვლიდა დარბაზს და სასიამოვნო ხავერდოვანი ხმით გალობდა. საკურთხეველში ვიღაც ხმას აძლევდა. არ ჩანდა, მაგრამ მივხვდით, ჩვენი ლექტორი უნდა ყოფილიყო. ვიცანით - მისი სიმღერა ადრეც მოგვისმენია".

მოვიყვანთ კიდევ ერთ ფრაგმენტს ამ წერილიდან. შემთხვევა, რომელსაც ჟურნალისტი აგვიწერს, უწმინდესი ეფრემის დიდ უბრალოებასა და მის მაღალ სულიერებაზე მიგვანიშნებს: "ერთ საღამოს დრამატულ თეატრში (ახლანდელი ოპერის თეატრის შენობაში) რაღაც ღონისძიება ტარდებოდა. თეატრი გაჭედილია ხალხით. ჩვენც - მე და ჩემი განუყრელი ამხანაგი - აქ ვართ, პარტერში ვსხედვართ. უეცრად ხალხმა ყურადღება მიაპყრო ჩვენი რიგის გასწვრივ ბენუარის ლოჟას, სადაც მეუფე ეფრემი შემოვიდა. როგორც ყოველთვის, ფაქიზად ჩაცმულ-დავარცხნილს, იმ დღეს განსაკუთრებული, დიდებული იერი ჰქონდა. აუჩქარებლად დაჯდა, დარბაზს თვალი მოავლო და, ჩვენდა გასაოცრად, ამდენ ხალხში შეგვნიშნა, გაგვიღიმა და თავი დაგვიკრა. ახლა მთელი დარბაზის ყურადღება ჩვენზე გადმოვიდა. ისეთი უხერხულობა ვიგრძენი, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. სალამზე ვუპასუხე, მაგრამ შემდეგ ფარდის გახსნამდე ზევით აღარ ამომიხედავს..."

უწმინდეს ეფრემ მეორესთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. "ჩვენ მისგან უდიდეს სითბოს, სიყვარულსა და სულიერ საზრდოს ვიღებდით. სხვათა შორის, დედაჩემის მამაც მღვდელი იყო, კალისტრატეს ღვიძლი ძმა, - იხსენებს პროფესორი მიხეილ ქავთარია, - ვიზრდებოდი ისე, როგორც ჩემი თანატოლების უმრავლესობა - ვიყავი ოქტომბრელი, პიონერი, კომკავშირელი... მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც უწმინდეს კალისტრატესთან ახლოს მიხდებოდა ცხოვრება საპატრიარქოს შენობაში. ძველი საპატრიარქო სიონის ტაძრის უკან იდგა, სადაც ახლა ბაღია გაშენებული, და პირდაპირ მტკვარს გადაჰყურებდა. როდესაც მიტროპოლიტი ეფრემი თბილისში ჩამობრძანდებოდა, საპატრიარქოში თავისი ოთახი ჰქონდა და იქ ცხოვრობდა. 6 ოთახი იყო ამ ფლიგელში. აქედან 3 უწმინდეს კალისტრატეს ეკავა: ერთი საძინებელი, ერთი კაბინეტი და ერთი მისაღები; 2 ოთახი - კანცელარიას. ამავე შენობაში ცხოვრობდნენ უწმინდესი მელქისედეკის ქალიშვილი, უწმინდესი ამბროსი ხელაიას დისშვილი და სხვა სასულიერო პირები. დიდი, გრძელი ხის ორსართულიანი სახლი იყო. დღეს სიონის გვერდით, მარცხნივ შენობა რომ დგას, სადაც ამჟამად საპატრიარქოს ბიბლიოთეკაა, მოგვიანებით აშენდა და ამ სახლში უწმინდესმა კალისტრატემ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრა.

KARIBCHEასე რომ, უწმინდეს ეფრემს საპატრიარქოდან ვიცნობდი, ადრეული ბავშვობის პერიოდიდან. იგი საოცრად ლაღი და თავისუფალი პიროვნება გახლდათ. როგორც კი ამის საშუალება მომეცემოდა, ვცდილობდი დავსწრებოდი მის საუბრებს. იყო პირდაპირი, უკომპრომისო და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, უკმაყოფილებასაც არ დამალავდა. ამასთან, ძალიან ყურადღებიანი და გაჭირვებულთა დამხმარე გახლდათ. უანგაროდ ეხმარებოდა რაიონიდან ჩამოსულ ნიჭიერ სტუდენტებს, რომლებსაც უსახსრობის გამო უჭირდათ ქალაქში ცხოვრება. მაშინ მეუფე ეფრემი ქუთაისის მიტროპოლიტი იყო, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთ სტუდენტს პატრონობდა, რომელსაც ბინის ქირის გადახდა უჭირდა. ერთხელ, როცა თბილისში ჩამოვიდა, მეც გამიყოლა ამ სტუდენტის მოსანახულებლად. ვიდრე მასთან მივიდოდით, ფეხით გამოვიარეთ ჭავჭავაძის პროსპექტი. თვითონ შინ არ დაგვხვდა და უწმინდესმა სტუდენტისთვის გადასაცემი კონვერტში ჩადებული თანხა დიასახლისს დაუტოვა.

უწმინდეს ეფრემს სტუმრიანობაც უყვარდა და სტუმრის პატივისცემაც. 1949 წელს ქუთაისში ვესტუმრე. იმხანად ვმუშაობდი მწერლისა და ჟურნალისტის ესტატე მჭედლიძის (ბოსლეველის) შემოქმედებაზე, რომელიც იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის კანცელარიაში მსახურობდა. იგი 1885 წელს მოკლეს ქუთაისში. მეუფე ეფრემი დაინტერესდა ამ პიროვნებით და დიდხანს ვისაუბრეთ მასზე. როგორც სჩვეოდა, დიდი პატივით მიმიღო და ვახშმითაც გამიმასპინძლდა.

როცა საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, ძალიან გაუხარდა და ბროლის ჭიქაც მისახსოვრა, თან დააყოლა: "ეს მცირე საჩუქარი ჩემგანო". განათლებული, წიგნიერი პიროვნება გახლდათ. თავს არ იზღუდავდა, სათქმელს არ იტოვებდა, მაგრამ ისე გეტყოდა, გულს არ გატკენდა. მშვენიერი გარეგნობის, ხმამაღლა მოლაპარაკე, როხროხა კაცი იყო. მრევლთანაც და მსახურებთანაც შეეძლო მეგობრობა. განსაკუთრებული ახლობლობა აკავშირებდა დეკანოზებთან: ალექსანდრე გაბუნიასთან, პახუმი ობოლაძესთან, პლატონ ცქიტიშვილთან - ქალბატონ მზექალა შანიძის ბაბუასთან...

აი, ასე დამამახსოვრდა უწმინდესი ეფრემი, უკეთილშობილესი პიროვნება და მომფერებელი კაცი, რომელიც ამ მოფერებასაც არ მალავდა..." - გვითხრა ბატონმა მიხეილმა.

ნოდარ ტაბიძე, პროფესორი: "დედაჩემი ცინცაძის ქალი იყო. იგი უწმინდესი კალისტრატეს ძმისშვილი და კორნელი კეკელიძის დისშვილი გახლდათ. ამ ნათესაური კავშირით დაიწყო ჩემი ნაცნობობა უწმინდეს ეფრემ მეორესთან. მე იგი დამამახსოვრდა როგორც თხემით ტერფამდე არისტოკრატი, ხელოვნებისა და მეცნიერების დიდი გულშემატკივარი და მოამაგე, რომელთან საუბარიც უდიდეს სიხარულსა და კმაყოფილებას განმაცდევინებდა. ფრიად განსწავლული, განათლებული პიროვნება გახლდათ, დიდი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, ამიტომ დღეს ვნანობ, რომ მასზე მოგონებები არ ჩავიწერე.

მახსოვს, ერთხელ ქუთაისში ჩავედი ჩემი მეგობრის ბავშვის მოსანათლად. მაშინ იგი ამ ეპარქიის მიტროპოლიტი იყო და დიდი სიყვარულით მიგვიღო. ყველანი გაგვაკვირვა მისმა თავმდაბლობამ - მღვდელმთავარმა თავიდან ბოლომდე თვითონ შეასრულა ნათლობის რიტუალი, შემდეგ სუფრასთან მიგვიპატიჟა. რომ გავემხიარულებინეთ, თვითონაც მოილხინა ჩვენთან ერთად. ფიზგარმონიაზე დაუკრა. შესანიშნავი დაკვრა იცოდა... მადლმოსილი იყო და ამიტომ იზიდავდა ასე ანდამატივით ადამიანებს..."

ქუთაისში გატარებული წლები ნაყოფიერი და ყველაზე უშფოთველი აღმოჩნდა მიტროპოლიტ ეფრემისთვის.

მართალია, მეორე მსოფლიო ომმა ცრემლი და ტკივილი მოუტანა ჩვენს ხალხს, თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, უახლოესი ადამიანი რომ არ დაეკარგა, მაგრამ იქნებ სწორედ ამანაც შეუწყო ხელი ხალხის რწმენისკენ შემობრუნებას - ხალხს აღარ სჯეროდა ცრუ, ათეისტური პროპაგანდისა და ცოცხალ რწმენას დაეწაფა. ხელისუფლებაც ნაკლებ სიმკაცრეს იჩენდა: "აღდგომა ღამეს ეკლესია ხალხით ისე გაიჭედებოდა, რომ შესვლა შეუძლებელი ხდებოდა. ეკლესიის მიდამოები, მის წინ ქუჩა ღამისმთევლებით ივსებოდა. იყო ცეკვა-სიმღერა და დროსტარება..." (ლ. ჯიქია).

ქუთაისის მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღემდეა შემონახული ვერცხლის ჯვარი თავისი ლანგრით, ხელბანის ჭურჭელი და ეფრემის დროინდელი სხვა საეკლესიო ნივთები, რომლებიც მისთვის რუსეთის მაღალი რანგის სასულიერო პირების წარწერებით მიურთმევიათ საჩუქრად.

1952 წლის აპრილში საქართველოს მეცხრე საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ეფრემი უნარიანი საორგანიზაციო საქმიანობისთვის მეორე პანაღიით დააჯილდოვა. მეუფე 1953 წლამდე ედგა სათავეში ქუთაის-გაენათის ეპარქიას.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat