"სადაც არ უნდა გადამასახლოთ, რწმენა ყველგან თან გამყვება"
"სადაც არ უნდა გადამასახლოთ, რწმენა ყველგან თან გამყვება"
(დასაწყისი იხ. "კარიბჭე" ##22-25)
საბჭოთა უშიშროებას ეპისკოპოსი ეფრემი არასდროს მიაჩნდა არსებული რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილ მღვდელმთავრად, მაგრამ ლავრენტი ბერიას ერთი შანსი მაინც მიუცია მისთვის: შეუთავაზებია, დაეტოვებინა ეკლესია და საქმიანობა სამეცნიერო ხაზით წარემართა. ამ წინადადებას მეუფე ეფრემი, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა. ბერიასთვის უკითხავს: "რამეში ხელს გიშლითო?" "პირადად მე - არაო", - უპასუხია ბერიას. "მაშინ მომეცით უფლება, ვემსახურო საქართველოს ეკლესიასო". ამ დიალოგის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოქმედდა რეპრესიული მანქანა - ეპისკოპოს ეფრემს მიუჩინეს მეთვალყურე, რომელიც ყოველ მის ნაბიჯს აკონტროლებდა, რაც 1937 წლის 10 დეკემბერს მისი დაპატიმრებით დამთავრდა.

მეუფე ეფრემთან დაახლოებული პირის გ.კ-ს ცნობით, მისი დაპატიმრება ერთ-ერთი სასულიერო პირის ცრუ ბრალდების საფუძველზე მოხდა. ეს მღვდელი, რომლის ვინაობაც მან შეგნებულად არ დაასახელა, რუსი ებრაელი ყოფილა. "უწმინდესმა ეფრემმა ჩემზე უკეთ იცოდა, რომ ამ მღვდელმა დაასმინა, მაგრამ არასოდეს აუგი არ დასცდენია მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასულიერო პირის შეთითხნილ ბრალდებას სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო, უწმინდესი ყოველთვის კეთილგანწყობას იჩენდა ამ პიროვნების მიმართ (რომელიც შესაძლოა დღეს ცოცხალიც აღარ არის) და არც იმით დაინტერესებულა, კვლავ რატომ ცდილობდა ახლო ურთიერთობის დამყარებას უწმინდეს ეფრემთან მისი კათოლიკოს-პატრიარქობის წლებში. უწმინდესის ასეთი საქციელი ქრისტიანული დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობის იშვიათ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთო", - განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

"პატიოსანი მღვდელმსახურები დიდი განსაცდელის წინაშე იდგნენ - რეჟიმი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა, სასულიერო პირთა ურჩობას არაფრით ურიგდებოდა და არც ეგუებოდა. მოკლედ, მათ "საბჭოთა ეკლესია" სჭირდებოდათ, - ამბობს მოწამეთის მამათა მონასტრის მღვდელმსახური ცელებატი გიორგი (ბასილაძე), რომელმაც კომუნისტური რეჟიმის სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადა, - მართლა ძნელი დრო იყო!.. ბევრმა ვერ გაუძლო, ზოგმა - დიდკაცობის ჟინით, ზოგმა - უბრალოდ შიშით, ზოგიც შეგნებულად ჰყიდდა სულს!.. იმ დროს ქუჩაში ანაფორით სიარულიც აღმსარებლობა იყო. ისეთ დღეშიც ვყოფილვარ, აღსარებას არც არავისგან ვიღებდი და არც არავის ვაბარებდი, რადგან ჩეკისტები ნიადაგ აღსარების გათქმას ითხოვდნენ და არა მარტო ჩეკისტები, არამედ სასულიერო პირებიც, რომლებსაც სული უკვე გაეყიდათ. ადამიანს შიში თან სდევს, მაგრამ შიშს უნდა სძლიო, სიმართლე არ უნდა დათმო. როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვით ღმერთი გიცავს. როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია. რაც უფრო უახლოვდები სიკვდილს, მით მეტად გაძლიერებს ღმერთი, მეტად გრძნობ მის სიდიადეს და ყოვლისშემძლეობას", - აღნიშნავს მრავალჭირნახული ღვთისმსახური, რომელიც უწმინდეს ეფრემს პირადად იცნობდა.

მეუფე ეფრემი 58-11 პრიმა მუხლით - ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და სახელმწიფოს მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. ამ დროს იგი ნინოწმინდელი ეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებითი მმართველი გახლდათ. მეუფე თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში, აიყვანეს.

"მისგან მსმენია, როცა აპატიმრებდნენ, ხელში კვერთხი ეჭირა და ძირს დაუვარდა... ამბობდა, იმ წუთში გავიფიქრე, ეს კვერთხი იმიტომ წამექცა, რომ აქ ისევ დავბრუნდეო", - გაიხსენა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სტუმრობისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

დაპატიმრების დროს მისი საცხოვრებელი ოთახის ყოველი კუთხე-კუნჭული გაჩხრიკეს, ამაოდ დაამტვრიეს ყვავილის ქოთნები - იქაც ვერაფერი იპოვეს ისეთი, მისი ბრალდების საქმეს გამოძიების ინტერესების სასარგებლოდ ახალ დეტალს რომ შესძენდა. მეუფე ეფრემს, რომელსაც ყვავილების გახარება უყვარდა, უთქვამს: "მე და ყვავილები ერთ ბედქვეშა ვართ - ისინი ამოთხარეს და გაანადგურეს, მე კი ციხეში მივყავარო".

თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ტაძარი იმ პერიოდში კომუნისტებს ციხედ ჰქონდათ გადაკეთებული. რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ მეტეხის ციხეში მიმდინარეობდა მეუფე ეფრემის საქმის გამოძიებისა და ეტაპირების პროცესი. იგი საკანში გრძელი თმით, გაუპარსავი წვერითა და ანაფორით შესულა. "ყველა მიხვდა, რომ საეკლესიო პირი ვიყავი და ჩემკენ მომართეს მზერა. მათი ყურადღება რომ არ მიმეპყრო, ადგილის ძებნა დავიწყე და დასაჯდომი რომ ვერსად ვნახე, იქვე ჩავიმუხლე იატაკზე. მართალია, ყველა საწოლი დაკავებული იყო, მაგრამ რწმენას მაინც ვერ გადააბიჯეს - ერთ-ერთმა მუსულმანმა პატიმარმა ღირსი დამოკიდებულება გამოხატა ჩემ მიმართ. მითხრა: "გეტყობათ, ღვთისმსახური ბრძანდებით, წესით, თქვენნაირი ადამიანები აქ არ უნდა მოჰყავდეთ. ჩემს ლოგინს თქვენ დაგითმობთ, მოისვენეთ, დაღლილი ბრძანდებით, მე სულაც იატაკზე დავწვები დასაძინებლადო". ეს ამბავი უწმინდეს ეფრემს დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძისთვის მოუყოლია. მისი უწმინდესობა ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა ამ ადამიანს. იგი ყოველ პიროვნებაში სიკეთეს ეძებდა და პოულობდა კიდეც, რადგან ამის განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდაო, - გვითხრა მამა ელგუჯამ. მისივე ცნობით, მეტეხის ციხეში მეუფე ეფრემთან ერთად დაუკავებიათ პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე. გადასახლების შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს, რადგან სხვადასხვა ბანაკში იხდიდნენ სასჯელს.

მართლმსაჯულებამ მეუფე ეფრემს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, სასჯელის მოსახდელად იგი ეტაპით უნდა გაეგზავნათ ციმბირში, ჩრდილოეთ ურალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობისას უთქვამს: "სადაც არ უნდა გადამასახლოთ, ჩემი რწმენა ყველგან თან გამყვებაო".

"როცა მეტეხის ციხიდან ეზოში გამოვყავდით, გაგვაფრთხილეს, მარჯვნივ არ გაიხედოთო. მე მაინც გამექცა თვალი იქითკენ და დავინახე გორა დახვრეტილი სასულიერო პირებისა. ცხედრები ერთმანეთზე ეყარა. დიდი, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ბანაკში რომ ჩავედი, შუადღე იყო და პატიმრები სამუშაოდ ჰყავდათ გაყვანილი. შებინდებისას ყველანი ერთად დაბრუნდნენ. პოლიტიკურ პატიმართა შორის ერივნენ ისეთებიც, რომლებიც ქურდობის, ავაზაკობისა და კაცისმკვლელობის ბრალდებით იყვნენ ნასამართლები. ისინი გარეგნობითაც გამოირჩეოდნენ სხვებისგან - უხეში, მრისხანე გამომეტყველება და კუნთმაგარი, ტატუირებული სხეული ჰქონდათ - წარწერებითა და უხამსი ნახატებით აჭრელებული.

პოლიტიკურ პატიმრებს ეძლეოდათ უფლება თმისა და წვერის მოშვებისა. არც ჩემთვის დაუძალებია ვინმეს თმა-წვერის გაკრეჭა. მე დედა ანგელინას გამოტანებული კაბა მეცვა. პირველ საღამოს ყველა ყურადღებით მაკვირდებოდა. "ჩვენთან ბევრი დაცემულია", - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა. მე რატომღაც არ ჩავთვალე საჭიროდ, გამემხილა მათთვის, რომ მღვდელმთავარი ვიყავი, ამიტომ ყველას მღვდელი ვეგონე. მოითათბირეს და ბოლოს, როგორც მოძღვარზე, გამონაკლისი დაუშვეს ჩემზე - თუ ხეების მოჭრის სურვილი არ გამიჩნდებოდა, ბანაკში დარჩენა და ტუალეტების გაწმენდა შემეძლო", - მოუყოლია უწმინდეს ეფრემს მამა ანტონისთვის (გულიაშვილი).

KARIBCHEსაბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან შრომა-გასწორების მკაცრ ბანაკებში გადაგზავნილ პატიმართა უმრავლესობა თითქმის ერთი და იმავე "დანაშაულისთვის" იხდიდა სასჯელს. მათ ბრალად ედებოდათ ანტისაბჭოთა ქმედება, ჯაშუშობა, სახელმწიფოს მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობა, საზღვაგარეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება და სხვა.

შრომა-გასწორების კოლონიაში მეუფე ეფრემს აუტანელ პირობებში უხდებოდა ყოფნა. ბანაკის ბნელ და გაყინულ საკანშიც იმდენი პატიმარი დახვდა, ძლივს მოუძებნიათ მისთვის დასაძინებელი ადგილი. შიმშილი, სიცივე, წამება, სიკვდილიანობა ყოველდღიურობის თანამდევი იყო.

"განსაკუთრებით ზამთარში იმდენი პატიმარი იღუპებოდა, ვერც კი ვმარხავდით, რადგან გვიჭირდა გაყინული მიწის გათხრა. ცალკე ბანაკი გვქონდა მიცვალებულთათვის და ვიდრე გაზაფხული არ დადგებოდა, ერთმანეთზე ვაწყობდით გაყინულ ცხედრებს, რომელთაც ოთახები ეკავათ, გაზაფხულზე კი, როცა მიწა ლღვობას დაიწყებდა, დიდ ორმოებს ვთხრიდით და მიცვალებულებს ერთად ვმარხავდით".

"რომელ კამერაშიც მეძინა, ზამთარში ისეთი ყინვა იყო, დილით რომ გავიღვიძებდი, ძლივს ვაგლეჯდი ტანსაცმელს ყინულს, რადგან ყინულზე მეწებებოდაო, - უთქვამს ნათელა სიდამონიძისთვის, - მთელი დღე კატორღული შრომა იმდენად დამქანცველი იყო, რომ შიმშილისგან ძალაგამოცლილებს ფეხზე დგომა გვიჭირდა. მოჭრილი ხეები ადგილზევე უნდა დაგვემუშავებინა. ზოგჯერ მათ დიდ ტივებადაც ვკრავდით და ისე ვაგზავნიდით დანიშნულების ადგილას. საქართველოდან გამადიდებელი შუშა გამომყოლოდა, რომელიც ჯიბეში შემთხვევით აღმოვაჩინე. მწეველ პატიმრებს როგორც კი ასანთი გაუთავდებოდათ, მაშინვე მომაკითხავდნენ და მეტყოდნენ: "ოღონდ ეს შუშა გვათხოვე და შენს გასაკეთებელ დღევანდელ საქმესაც ჩვენ გავაკეთებთო". შემდეგ მზეს დაუწყებდნენ ძებნას, რომ სხივი ლინზაში გაეტარებინათ და ასე მოეკიდებინათ ცეცხლი ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთის ფურცელში გახვეული სიგარეტის ნამწვავებისთვის ან, უკეთეს შეთხვევაში, სიგარეტისთვის, რომელსაც რიგრიგობით ეწეოდნენ".

გადასახლების წლებში მეუფე ეფრემს არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ოჯახის წევრებს აკრძალული ჰქონდათ წერილის მიწერა. ერთხანს დედა ანგელინა აწვდიდა გზავნილებს ნაცნობების მეშვეობით, მაგრამ მალე ესეც შეუძლებელი გახდა. მეუფე ეფრემის ძმას ვლადიმერს ყოველ პარტიულ კრებაზე საყვედურობდნენ ძმის გამო, მეუფე ხომ ხალხის მტრად მიაჩნდათ, რადგან ამ ბრალდებით იხდიდა სასჯელს ჩრდილოეთ ურალის მკაცრი რეჟიმის პირობებში. ამიტომ უწმინდესი გადასახლებამდეც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა ოჯახისგან, მის გამო რაიმე უსიამოვნება რომ არ შეთხვეოდათ.

"სასწაული იყო მისი ცხოვრება ციმბირში, - გაიხსენა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, - იქ ციხის ზედამხედველი ებრაელი ყოფილა, რომელსაც სრულიად უმიზეზოდ (აბანო ცუდად გაათბეო) მისი კარცერში ჩასმა გადაუწყვეტია. კარცერს გისოსები ჰქონია, მაგრამ შუშა - არა. ზამთარი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დილით იქიდან გაყინულ ადამიანს გამოიყვანდნენ. ეს პირდაპირ სიკვდილის მისჯას ნიშნავდა. როცა მომავალი პატრიარქი კარცერში ჩასასმელად მიჰყავდათ, ციხის უფროსი დაინტერესებულა, სად მიდიანო. როდესაც შეიტყო, უწმინდესი თავისთან წაიყვანა. ასე გადაარჩინა სიკვდილს ამ კაცმა ეფრემ მეორე".

ერთხელ, ქუჩაში სეირნობისას, უწმინდეს ეფრემს მიტროპოლიტ ათანასესთვის (ჩახვაშვილი) უთქვამს: "ციმბირის შრომა-გასწორების კოლონიაში მეთვალყურედ სპეციალურად ებრაელი კაცი დამინიშნეს, რომელიც ქრისტიანებს განსაკუთრებულად ემტერებოდა. მისგან ბევრი ტანჯვა და დამცირება გადავიტანე. პირდაპირ მეტყოდა: "უარყავი ქრისტე, თუ გინდა, თავი გადაირჩინო, თუ არადა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო". როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მუქარით ვერაფერს გახდებოდა, წამების მრავალ ხერხს მიმართავდა ჩემს წინააღმდეგ. ერთხელ ზამთარში შიშველ სხეულზე ყინულის დიდი ლოდები დამადო და ასე ცოცხლად მკლავდა..." როგორც მამა დემეტრესთვის (დავითაშვილი) გახდა ცნობილი, "მოგვიანებით ეს კაცთმოძულე ზედამხედველი სხვა ბანაკში გადაუყვანიათ. გარკვეული დროის შემდეგ კი, როცა ეტაპით ახალი ნაკადი შემოჰყავდათ, პატიმართა შორის ისიც ამოუცვნიათ. ყველას გახსენებია მისი სისასტიკე და აღარავის მიუკარებია სიახლოვეს, ხოლო როცა მის დამცირებას შეეცადნენ, ისევ მეუფე ეფრემს გაუწოდებია დახმარების ხელი, შეუკედლებია და თავისი საწოლი დაუთმია. სიკეთის ძალას იმხელა ზემოქმედება მოუხდენია მასზე, რომ ქრისტიანად მონათლულა".

მეუფე ეფრემმა გადასახლებასა და საპყრობილეებში 7 წელი გაატარა. რაც დრო გადიოდა, იქ გატარებული ყოველი წუთი აუტანელი და გაუსაძლისი ხდებოდა. ჯანმრთელობა დღითიდღე უუარესდებოდა, ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ყველაფერი ეღონა, რათა ცოცხალს ჩამოეღწია მონატრებულ სამშობლოში.

"გადასახლებაში ისე დავსნეულდი, აღარ მეგონა, ოდესმე კიდევ თუ ვნახავდი საქართველოს. ვადამდე 3 წლით ადრე სტალინმა გამათავისუფლა. მას საიდუმლოდ მივწერე წერილი, რომ უსამართლოდ ვისჯებოდი. პატიმართა ბანაკიდან კრემლში ასეთი წერილის გაგზავნა ძნელიც იყო და საშიშიც, რადგან უკეთუ ბანაკის უფროსობას ჩაუვარდებოდა ხელში, დაღუპვა არ ამცდებოდა. მიშველა ღმერთმა და ჩემმა წერილმა სტალინამდე მიაღწია", - მოუყოლია ოჯახის წევრებისთვის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ. სტალინისთვის გასაგზავნი წერილის კრემლის ფოსტაში ჩაგდება მას ბანაკიდან განთავისუფლებული რუსი პატიმრისთვის უთხოვია. "ვინაიდან ქაღალდის შოვნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, წერილის შავი პირი არყის ხის ქერქზე დავწერე ფანქრით, მერე დიდი წვალებით ქაღალდის ერთი თაბახის ფურცელიც ვიშოვე და უმაღლეს მთავარსარდალს ასეთი შინაარსის წერილი გავუგზავნე: "მოსკოვი, კრემლი, პირადად სტალინს. გთხოვთ, გამოითხოვოთ საქართველოდან ჩემი ბრალდების საქმე, რათა გადაისინჯოს იგი, და თუ მე დამნაშავე აღმოვჩნდები, თქვენგან მოკვეთილი მარჯვენა ხელი არ მეტკინება". სტალინისთვის ასეთი შინაარსის ბარათის გაგზავნა მეტად სარისკო იყო ბანაკიდან განთავისუფლებული პატიმრისთვისაც - თუ წერილს უპოვიდნენ, კვლავ სასჯელი ელოდა, მეუფეს კი დახვრეტა არ ასცდებოდა.

მას შემდეგ, რაც 1944 წლის 21 ივნისს ბრალდების საქმე ხელახალი შესწავლისთვის გამოითხოვეს საქართველოდან, ბანაკმა ეპისკოპოსი ეფრემი სასწრაფოდ გაათავისუფლა დარჩენილი სასჯელისგან.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
27.05. 2016
შოდა
საოცარია, უკვე მერამდენედ მაქვს უწმინდესის ბიოგრაფია წაკითხული! -ეს ნაწარმოები სკოლის სახელმძღვანელოში უნდა იყოს შეტანილი და ბავშვები ამ სულისკვეთებით უნდა იზრდებოდნენ! თუ რწმენა ძლიერია ბოროტებსა ვეღარ იბოგინებს ისე ძლიერად, როგოტც ეს 20-იან წლებში ხდებოდა და სამწუხაროდ დღესაც ხდება!
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat