"მესმის ხმა უფლისა, მესმის და ვძრწი..."
"მესმის ხმა უფლისა, მესმის და ვძრწი..."
(დასაწყისი იხ. ##22,23)
დახვრეტებისა და დაპატიმრებების პარალელურად, საეკლესიო პირებზე დევნა და ცილისმწამებლური კამპანია პრესის საშუალებითაც გაჩაღდა. ქართული ჟურნალ-გაზეთები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ანტიეკლესიური სტატიების გამოქვეყნებაში. ახალგაზრდა მკვლევარის გიორგი მაჩურიშვილის მიერ მოწოდებული საგაზეთო მასალებიდან კარგად ჩანს, თუ რა ძნელი გზა გამოიარა საქართველოს ეკლესიამ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში. საბჭოთა პრესის მთავარი ფლაგმანი გაზეთი "კომუნისტი" 1923 წლის 27 თებერვალს იუწყებოდა, რევოლუციურად განწყობილმა ბრბომ დევიზით - "ძირს სამღვდელოება!" - როგორ მიიტანა იერიში ეკლესიაზე ქალაქ ახალ სენაკში: "ხალხი შევიდა ეკლესიაში, საიდანაც გამოტანილ იქნა ხატები, სურათები, ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა "წმინდა" ნივთები. ნაწილი მუშებისა ავიდა ეკლესიის სახურავზე, საიდანაც ამოგლეჯილ იქნა "ყოვლისშემძლე ჯვარი" და მის ადგილას აღიმართა წითელი ხუთწვეტიანი ვარსკვლავი ელექტრონული სანთით. ეკლესიის ქვის კარგი შენობა ამიერიდან გამოცხადდა ახალი სენაკის მუშათა კლუბად".

გაზეთის ცნობით, გეჯეთის, ნოქალაქების, ნაესაკოვის, სუჯუნისა და ხორჩის თემებში არსებული ეკლესიებიც კლუბებად გადაუკეთებიათ, ქუთაისის მაზრის სოფელ კორმაღლის ეკლესიაშიც ჩატარებულა "მრევლის" კრება, რომელზეც ეკლესიაში სასწავლებლის გახსნის მიზნით ხალხს მისი დაცლა მოუთხოვია. "მაგალითისათვის აღინიშნა, თუ როგორ მოექცნენ ეკლესიებს მეზობელ სოფლებში, სადაც დაშალეს ოთხი ხის ეკლესია და ამ მასალით ააგეს რვაწლიანი შრომის სკოლა". სტატიის ავტორის ინფორმაციით, კრებაზე გამოსული ორატორები თავმოწონებით საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ გადააქციეს "სიცრუის ტაძრები" "განათლების კერებად". ერთ-ერთი გამომსვლელი აღფრთოვანებით მოუთხრობდა საზოგადოებას, რომ თავისი თვალით ნახა მოწამეთაში "დავით და კონსტანტინეს "უხრწნელი ნაშთების" მაგიერ დაფშვნილი და ფოსოიანი ძვლები, რომელიც ეყარა უბრალო ყუთში".

ასეთივე საგაზეთო სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.

თუ რაოდენ გაუსაძლის პირობებში უხდებოდა სამღვდელოებას თავისი მოვალეობის შესრულება, კარგად ჩანს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის დავითის (კაჭახიძე) წერილში: "პატივისცემით მოვახსენებ საკათალიკოზო საბჭოს, თუ რა მდგომარეობა იყო 1925 წელს იმერეთის ეპარქიაში. როგორი იყო საეკლესიო ცხოვრება ეპარქიაში? - ვგოდებ და ვიგლოვ! ანარქია, ქაოსი..."

რეპრესიები დღითი დღე მწვავე ხასიათს იძენდა. კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებამ სცადა, საეკლესიო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, კათოლიკოს-პატრიარქად დაესვა მისთვის სასურველი პიროვნება, მაგრამ მორწმუნე მრევლმა და სამღვდელოებამ სიონის ტაძარში შესვლის უფლება არ მისცა ცრუ პატრიარქს.

1925 წლის 10 მარტს, საკავშირო ცეკას მესამე სესიის დადგენილებით, კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მასთან ერთად დაკავებულ სხვა სასულიერო პირებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ ჯანმრთელობა იმდენად ჰქონდა შერყეული, გულმა უმტყუნა და 1927 წლის 27 მარტს გარდაიცვალა.

კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით, 1925 წლიდან თანამოსაყდრედ დანიშნული იყო ნინოწმინდელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე, მაგრამ გარკვეული ძალების ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ოფიციალური განცხადებით უარი ეთქვა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეობაზე.

1927 წელს თბილისში გამართულმა მეოთხე საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ქრისტეფორე მესამე (ციცქიშვილი), რომელიც 1922 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდათ, უწმინდესი ამბროსის დაპატიმრების შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილედ ითვლებოდა.

1927 წლის 27 მარტს - სწორედ უწმინდესი ამბროსის გარდაცვალების დღეს დაემთხვა არქიმანდრიტ ეფრემის ეპისკოპოსად კურთხევა, რომელსაც მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი და ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე დასწრებიან.

მღვდელმთავრად კურთხევის დღეს არქიმანდრიტ ეფრემის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმით არის საყურადღებო, რომ, გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებთან ერთად, ლაპარაკია იმ სიძნელეებზეც, რომლებიც მან ამ გზაზე უნდა იტვირთოს. ამ სიტყვაში მთელი სისრულით წარმოჩნდა მეუფე ეფრემის მაღალი სულიერება, განსწავლულობა და დასახული მიზნისკენ დაუოკებელი სწრაფვა. გულში ჩამწვდომია მისი სიტყვები: "მესმის ხმა უფლისა, მომწოდებელი ჩემისა უღირსებისა მშობლიური ეკლესიის სადარაჯოზედ გუშაგად დადგინებისა. მესმის და ვძრწი, წარმოუდგება რა ცხადად თვალთა გონებისა ჩემისა მთელი სიდიადე მღვდელმთავრობისა, სიძნელე და დაბრკოლებანი, რაიცა მარად სდევს მას. მეშინის, ოდეს მოვიხსენებ მღვდელმთავრობასა ჩემსა. ჰოი, სულო ჩემო, ამიერიდან სხვათა მიმცემელი მადლისა, მრავალთა უმაღლეს ეკლესიურ ნდობა-დავალებათა დაჯილდოებულს ძალგიძს დაიცვა თავი შენი, რათა არა შთავარდე პატივსა და მთავრობის მოყვარებასა?"

ეპისკოპოსობის ზღურბლთან ერთგვარ შიშსა და ძრწოლას მოუცავს ღვთისმსახური იმ უდიდესი მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გამო, რაც მღვდელმთავრის ძნელ და წინააღმდეგობრივ ცხოვრებას თან ახლავს. ამასთან, მას არ ავიწყდება მასზე მოამაგე კეთილისმყოფელი მასწავლებლები, რომელთაც განუმტკიცეს "სიყრმიდან ჩანერგილი სიყვარული ეკლესიისა და საზოგადო საქმისა": "ამ საპასუხისმგებლო დროს მადლობით ვიხსენებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ამბროსის, რომელმაც მხურვალე სიყვარული და მამობრივი მზრუნველობა გამიწია". თუ გავითვალისწინებთ ეპოქის სულისკვეთებას, საქართველოს ეკლესიისთვის ზვარაკად შეწირული კათოლიკოსის აბროსი ხელაიას ასეთ კონტექსტში მოხსენიება მეტად სარისკო უნდა ყოფილიყო მეუფე ეფრემისთვის. მაგრამ იმდენად დიდი იყო მისდამი მადლიერების გრძნობა, რომ იგი თავისი სათქმელის გაბედულად გამოხატვას არ მორიდებია.

"დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მასწავებდეს ჩემსა უღირსებაზე, უძლურებაზე, დაე, მღვდელმთავრობა ჩემი მარადის მოჰგვრიდეს თვალთა ჩემთა სინანულითა ცრემლთა დენასა", - 31 წლის მღვდელმთავარს სწამს, რომ სიმდაბლის, დათმენის, სინანულის, საკუთარ ცოდვათა განცდის გარეშე წარმოუდგენელია ღვთისა და ერის სამსახური.

სიტყვის დასკვნით ნაწილში დასახულია სამოქმედო პროგრამა, რომელიც მეუფე ეფრემმა თავისი მაღალი იერარქიული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაჭრას: "დღევანდელი ჩემი ეკლესიის მწვავე მდგომარეობა დაბეჯითებით მოითხოვს მტკიცე და მაღალღირსებით მოსილ მღვდელმთავარსა, რათა მისი ხმა არ დარჩეს "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", რომ შეძლოს დამშვიდება აღშფოთებულთა, დაანთოს მათ გულში ცეცხლი სიყვარულისა, შექმნას საამისო მდგომარეობა ხელსაწყოდ ნაყოფიერი მუშაობისა. მართებს მღვდელმთავარსა, რათა ზე იდგეს ამაო პატივმოყვარეობაზე, ხოლო ცხოვრების დასაყრდნობათა მოიხმარდეს მაცხოვრის დიდ მოძღვრებას წმინდა სახარებას და ეგევე აქვნდეს ცხოვრების ეგზომ შესაფასებლადაც. ეპისკოპოსის მოვალეობაა იქადაგოს ჭეშმარიტება, იყოს გონებით ბრძენი და ცხოვრებით უბრალო, იყოს მტკიცე, ბრწყინავდეს საქმენი მისნი. დაე, აღსრულდეს განგება ღვთისა, მორჩილი ვარ, მადლობით მივიღებ და არარას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი".

KARIBCHEმღვდელმთავრობის პირველი დღიდან ეფრემ მეორე მანგლისის ქორეპისკოპოსის თანაშემწედ ინიშნება. ცოტა ხნის შემდეგ, 1927 წლის ოქტომბერშივე, მღვდელმთავართა პლენუმის დადგენილებით, ცხუმ-აფხაზეთის მმართველად უნდა დაენიშნათ და მიტროპოლიტის ხარისხშიც აეყვანათ, უწმინდესი ეფრემის წინააღმდეგობას რომ არ წასწყდომოდნენ: "მიტროპოლიტობა ეძლევა არა კათედრას, არამედ პიროვნებას ნიშნად მადლობისა და პატივისცემისა, მისი განსაკუთრებული ღვაწლისა და სამსახურის აღსანიშნავად. მე ახლა ვიწყებ საქმიანობას და პირდაპირ მმართველ მღვდელმთავრად დანიშვნა ისედაც რთულ ეპარქიაში, როგორიც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაა, არასწორად მიმაჩნიაო". საკათალიკოსო სინოდი იძულებული გახდა, გაეთვალისწინებინა ეპისკოპოს ეფრემის არგუმენტი და გადაწყვეტილება შეეცვალა.

1927-1928 წლებში, წმინდა სინოდის განჩინებითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მითითებით, ეპისკოპოსი ეფრემი განაგებდა ალავერდის, ბოდბის, ურბნისისა და წილკნის ეპარქიებს, ამიტომ ვეღარ შეძლო ქორეპისკოპოსის თანაშემწეობის შეთავსება და საეპისკოპოსო სინოდიც აკმაყოფილებს მის თხოვნას ამ მოვალეობისგან გათავისუფლების თაობაზე.

ახალგაზრდა მღვდელმთავრის მიერ ეკლესიის გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით გაწეულ ძალისხმევასა და ყოველ ახალ ინიციატივას ადგილობრივი ხელისუფლება გზას უღობავს, რის გამოც მეუფე ეფრემი იძულებულია, დროებით უკან დაიხიოს. იგი სთხოვს უწმინდეს ქრისტეფორეს თბილისში გადმოყვანას. ამ თხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის რელიგიური საზოგადოების კრებას ეპისკოპოსი ეფრემი ერთსულოვნად აურჩევია ამ ტაძრის მოძღვრად, მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქს მაინც გაუჭირდა თავის თავზე აეღო ამ საკითხის გადაწყვეტა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კითხვით მიმართა საკათალიკოსო საბჭოს: "შეიძლება თუ არა ეპისკოპოს ეფრემს მიეცეს მრევლი, იყოს მხოლოდ მრევლის მღვდლად და მოძღვრად?" საკათალიკოსო საბჭომ დაუშვა გამონაკლისი და საკითხი მეუფე ეფრემის სასარგებლოდ გადაწყდა, რის შემდეგაც უწმინდესი ქრისტეფორე ეპისკოპოსს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში განაწესებს ღვთისმსახურად, თანაშემწედ სხვა მოძღვარსაც დაუნიშნავს და იმავე წლის 26 დეკემბრიდან ბოდბის ეპარქიის დროებით მმართველობასაც შეუთავსებს.

როგორც არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) იხსენებს: "მძიმე და ტრაგიკული იყო პატრიარქ ეფრემის ცხოვრება. მას დევნიდნენ და ღვთისმსახურების საშუალებას არ აძლევდნენ. მოქმედი ეკლესიების რიცხვი კლებულობდა და ერთხანს იგი თბილისის დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა მღვდლად. მაშინ ტაძარში მნათეც არ ჰყავდათ და ეპისკოპოსი თვითონ ანთებდა საცეცხლურს, წირვის შემდეგ კი საკურთხეველს ალაგებდა".

როგორც ხედავთ, უწმინდესი ეფრემის ეპისკოპოსობის წლები მეტად რთულ პერიოდს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში უწმინდესი ქრისტეფორე მესამე მოვიდა, რომელიც ცდილობდა, ხელისუფლების მიმართ ლოიალური პოზიცია დაეკავებინა და მთელ რიგ საკითხებზე დათმობაზე წასულიყო, ვერც ამ ტაქტიკამ გაამართლა.

გიორგი მაჩურიშვილი: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III ხელისუფლებისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავდა: "როგორ შეიძლება იმსახუროს კულტის მსახურმა, რომელიც განიცდის ყოველგვარ ადმინისტრაციულ შევიწროებას და ზეგავლენას, როდესაც მას უზომოდ ბეგრავენ, ამის გამო კი განიცდის აუტანელ ნივთიერ გაჭირვებას? ასეთ ადმინისტრაციულ მოქმედებათა შედეგია ის გარემოება, რომ 1921 წლამდე საქართველოში ირიცხებოდა დაახლოებით 1500-მდე მღვდელი და ამდენივე დიაკონი, 1928 წლის დამდეგისათვის ითვლებოდა 700 მღვდელი და 300 დიაკონი, ხოლო ამჟამად ეს რიცხვი თუ ნახევრად არა, მესამედით მაინც იქნა შემოკლებული. ამ უკანასკნელ თვეებში უზომოდ და უსაბუთოდ დაბეგვრის გამო მღვდლების სამსახურიდან გადადგომა ხდება აჩქარებული ტემპით და თუ ასე გაგრძელდა, სულ მოკლე დროში მოწმე გავხდებით საქართველოს ეკლესიის სრული მოსპობისა".

მართლაც, 1929 წლიდან გაზეთ "კომუნისტში" იბეჭდებოდა წერილები რუბრიკით "ძირს ანაფორა", რომელშიც სასულიერო პირები უარს ამბობდნენ ღვთისმსახურებაზე. მადლობა ღმერთს, მოგვიანებით სამღვდელოების ერთმა ნაწილმა შეინანა თავისი საქციელი და ეკლესიისგან შენდობა ითხოვა.

1927 წლის 30 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) უწმინდეს ქრისტეფორეს სწერდა: "უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას, რომ სოფელ ანანურის სამრევლოში დანიშნული ახალნაკურთხი მღვდელი ილარიონ თურქაძე ამა წლის 17 ნოემბერს შეუდგა სამსახურს. 26 ნოემბერს იგი დილით გაემგზავრა თავის სამრევლო ჟინვალში, სადაც შეუსრულებია სამი ნათლობა. ამის შემდეგ წასულა სოფელ არანისში მღვდელ ნიკოლოზ დიდებაშვილთან და იქაც მოუნათლავს მისი ვაჟი. აქედან მობრუნებულა ანანურში დაახლოებით სამ საათზე და იგი იმ დროიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაიკარგა".

1928 წლის აგვისტოში პანკისელი მღვდელი სვიმონ დაქიშვილი, როდესაც მღვდელმსახურების შესრულების შემდეგ ღამით შინ ბრუნდებოდა, გამთენიისას მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს.

ამავე წლის 9 დეკემბერს სოფელ მატნის მღვდელი იასონ ასატაშვილი ღამე ავადმყოფის საზიარებლად გაუწვევიათ და როდესაც უკან ბრუნდებოდა, ბოროტმოქმედებს მოუკლავთ.

KARIBCHE1930 წლის 31 დეკემბერს, ღამით, წყაროსთან მოკლეს გორის მაზრის სოფელ ლუმბურას მღვდელი ზაქარია აბრამიშვილი. როგორც შემდეგ გაირკვა, იგი დაბინდებისას მოსანათლად წაუყვანიათ და შინ დაბრუნებისას მონათლულის ბიძებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

1930-32 წლებში დააპატიმრეს და ციმბირის გზას გაუყენეს დაბა სურამის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გერვასი ჯაოშვილი და ატოცის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი დავითაშვილი, ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მედავითნე ნიკო ბათიაშვილი. სამრევლოდან განდევნეს სოფელ კეხვის მღვდელი მიხეილ გიუნაშვილი, რომელმაც ზედაზნის მამათა მონასტერს შეაფარა თავი. მრავალი მუქარისა და დაშინების შემდეგ მთავარხუცესობიდან გადადგა დეკანოზი კონსტანტინე სუხიაშვილი. 1932 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მდინარეზე წყლის კურთხევის დროს დააპატიმრეს და შუა აზიაში გადაასახლეს სოფელ სიონის მღვდელი გიორგი მალანია. ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს მისი ძმაც, დეკანოზი ბესარიონ მალანია. ისიც შუა აზიაში გადაასახლეს. ორივე ძმა გადასახლებაში გარდაიცვალა.

როგორც ხედავთ, საქართველოს ეკლესიის გადარჩენისთვის უთანასწორო ბრძოლას მრავალი ღვთისმსახურის სიცოცხლე შეეწირა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის მოგონებათა წიგნში "გადარჩენის საიდუმლო" წერს: "მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის თავდადებულ აღმსარებელთა ცხოვრება-მოღვაწეობა ათეიზმის ეპოქამ უფრო ნათლად წარმოაჩინა, რადგანაც დევნის დროს გამოჩნდება, ვინ არის ჭეშმარიტი მოძღვარი და ვინ - სასყიდლით დადგინებული (იოანე 10,3).

ათეიზმის ეპოქაში ეკლესიამ ასეულობით ახალმოწამე შეიძინა, არადა, ჯერ მათი ბიოგრაფიული ცნობებიც კი არ არის შეკრებილი და გამოცემული, რომ არაფერი ვთქვათ მათზე შექმნილ ჰაგიოგრაფიულ, ჰიმნოგრაფიულ თუ ჰომილეტიკურ ნაშრომებზე.

სამწუხაროდ, საქართველოში შეინიშნება მეტი პატივისცემა ყოველივე უცხოსადმი, ვიდრე საკუთარისადმი. ალბათ ამიტომაც არის, ნაკლებ ყურადღებას რომ ვაქცევთ წმინდანთა ცხოვრებას, იშვიათად იქადაგება მათზე, მით უმეტეს - უახლოესი დროის წმინდანებზე. არადა, დავალებულნი ვართ დიდი ბერების წინაშე, რამეთუ ისინი არიან ნათელნი სოფლისანი" (მათე 5,14)".

1932 წლის 10 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III. "იგი იყო პირველი ჩვენ კათოლიკოზთა შორის, რომელმაც შეძლო ნორმალური კავშირის დაჭერა მსოფლიო პატრიარქთან და იყო ცნობილი მსოფლიო პატრიარქის მიერ. უნეტარესი ქრისტეფორე იყო აგრეთვე პირველი, ბოლშევიკური რეჟიმის შემდეგ, რომელმაც შეძლო საეკლესიო გამომცემლობის მოწყობა: 1928 წელს გამოიცა ჩვენი ეკლესიის კალენდარი. განსვენებული პატრიარქი იყო ნიჭიერი მქადაგებელი, ურთიერთობაში ფრიად მარტივი და სადა პიროვნება და ჩვენს სიძველეთა უაღრესად მოსიყვარულე და მცოდნე, რომელიც ცდილობდა, ეკლესიური ცხოვრება, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მშვიდობიან კალაპოტში ჩაეყენებინა..." - ასე შეფასდა უწმინდესი ქრისტეფორეს კათოლიკოს-პატრიარქობის ოთხწლიანი მოღვაწეობა.

როგორც ამბობენ, განსვენებულ პატრიარქს კარგი ურთიერთობა აკავშირებდა უწმინდეს ეფრემ მეორესთან. არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) განმარტებით: "პატრიარქი ეფრემი ყოველთვის პატივისცემით იხსენიებდა პატრიარქ ქრისტეფორეს, რომელსაც ზოგი ზედმეტად დამთმობად თვლიდა ათეისტური მთავრობის მიმართ. პატრიარქი ეფრემი ამბობდა: "მე ვიცნობ მას, ის მზადაა, სიცოცხლე შესწიროს ქრისტეს, თუ ეს ეკლესიისთვის საჭირო იქნა, მაგრამ მას მძიმე ხვედრი ერგო - ის მხედართმთავარია, რომელმაც მტრის შემოტევისას უკან უნდა დაიხიოს, რათა მთელი ჯარი არ დაიღუპოს. პირად ცხოვრებაში ის ასკეტი იყო, პრაგმატიკოსები კი ასკეტები არ არიან ხოლმე. გულში ის პატრიარქ ამბროსის (ხელაია) დიდ პატივს სცემდა, მაგრამ გარეშე თვალისთვის ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ისინი ერთ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ სხვადასხვანაირად".

1932 წლის 21 ივნისს მეექვსე საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე).

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat