თვითონ ჩვენი პატრიარქი ილია მეორეა საქართველოს იმედის ცოცხალი ხატი, მადლმოსილი და დიდებული.
 თვითონ ჩვენი პატრიარქი ილია მეორეა საქართველოს იმედის ცოცხალი ხატი, მადლმოსილი და დიდებული.
4 იანვარს ჩვენს ჩვენი ძვირფასი პატრიარქის დაბადების დღეა.  დიდის კრძალვით და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ წრფელი გულით.

წლები კი გავიდა, მაგრამ ვერც დრომ და ვერც გარემოებებმა ვერ შეცვალეს ჩვენი პატრიარქი: ისევ ისეთივე დიდებულია, დინჯი, აუჩქარებელი. ისევ ისეთი ნელი, მოზომილი ნაბიჯით დადის და ასე გგონია, მიწასაც არ ეხება. ძნელია, მით უმეტეს ჩვენს დროში, სულიერი მწყემსობა. თავადვე უთქვამს: "ძალზე მძიმეა ჯვარი ადამიანისა და მით უმეტეს ჯვარი პატრიარქისა. თქვენ ესწრებით საზეიმო წირვა-ლოცვებს და ვერ ხედავთ იმ სიმძიმეს, რომელიც აწევს პატრიარქს. ამიტომაც აღევლინება ყოველდღე მწუხრსა და ცისკარზე, ლოცვა მღვდელმთავრის, პატრიარქის სახელზე. წმინდა მამები ამბობენ, რომ მღვდელმთავრის ცხოვრება ყოველდღიური მოწამეობაა. რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ვხედავ, რომ იგი ყოველდღიური მოწამეობა იყო და დღესაც ასეა, რომ არა ღვთის მადლი და შემწეობა და თქვენი სიყვარული და თანადგომა, ამ ჯვრის ტვირთვას ვერ შევძლებდი".

გვახსენდება 2008 წლის აგვისტოს დღეები, პატრიარქის მხნეობა, მაშინ როცა სხვები საკუთარ აჩრდილს გაქცევით ასწრებდნენ, ის ჩავიდა ნაომარ ქართლში, წყლულები შეუხვია და იმედის სული ჩაჰბერა ნაიარევ ქართველებს, ბოლოს კი ბრძოლის ველზე მოწყვეტილ მეომართა ცხედრები გადმოასვენა, და საფიცარი საფლავები გაუჩინა მგლოვიარე ჭირისუფალთ. პატრიარქი იყო მაშინ ჩვენი დედაც, მამაც, მეფეც და მღვდელმთავარიც. მისი სიმშვიდე მალამოდ დაედო ჩვენს შფოთით ავსებულ გულებს.

"მაგალითია ჩვენთვის უწმინდესის განუკითხველობა, - ბრძანებს დეკანოზი დავით შარაშენიძე, - ლოცვითი თავდადება. ძნელად მოიძებნება საქართველოში მსგავსი მლოცველი ადამიანი. ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება იმიტომ, რომ მას ცრემლითა და სისხლით ლოცვა შეუძლია. სწორედ ამის წყალობაა, რომ ძალიან ხშირად საქართველოს ბეწვის ხიდზე გაუვლია. თუნდაც უახლოესი მოვლენები - "ვარდების რევოლუცია" გავიხსენოთ. დარწმუნებული ვარ, - და ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ, - რომ არა პატრიარქის ასეთი თავდადებული ლოცვა, ეს დაპირისპირება მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. უწმინდესის მოწოდებამ, რომ იარაღის გამოყენების შემთხვევაში ადამიანი ძმათა მკვლელის წყევლის ქვეშ მოხვდებოდა, სრულიად გამორიცხა მისი მოხმარება. არადა ერთი უბრალო გასროლაც კი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულებულიყო".

ერთხელ, ეროვნული მოძრაობის მშფოთვარე პერიოდში, უწმინდესსა და უნეტარეს, წმინდა ილია მართლის საფლავზე სანთლის ანთებისას, მისი ხმა მოესმა, რომელმაც უთხრა, ერთი სანთელი ფილიპე მახარაძისთვისაც აენთო. ალბათ გახსოვთ ფილიპეს ილია მართლის სიკვდილში დიდი წილი ედო და ბედის უკუღმართობით მის გვერდითვე იყო დაკრძალული. პატრიარქმა ამ ჩვენების შესახებ სიონში ქადაგებისას ხმამაღლა განაცხადა და კიდევ ერთხელ მიტევება და სიყვარული გვასწავლა ერთმანეთზე სამტროდ მისეულ ქართველებს.

საოცრად მადლმოსილია ჩვენი პატრიარქი. მღვდელი ლაზარე (ვარდოსანიძე) იგონებს: "უწმინდესი სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებთან ყოველდღე მიდის და ქადაგებს ხოლმე. ერთხელ, ასეთი ქადაგების დროს, ერთ-ერთ სტუდენტს უთხრა, ახლა ქვევით ჩახვალ და სიონის კარიბჭესთან მიხვალ; იქ შეგხვდება ადამიანი, რომელსაც ეკლესიიდან ხატი გამოაქვს და ამ ხატს გამოართმევო. სტუდენტი ასეც მოიქცა და მოხდა საოცრება: ტაძრის კარიბჭესთან მართლაც ნახა კაცი, რომელსაც თურმე ეკლესიიდან მოპარული ხატი გამოჰქონდა. საბედნიეროდ, პატრიარქის წყალობით, ეს ხატი ისევ ეკლესიას დაუბრუნდა".


საოცარი იუმორი აქვს უწმინდესს, წლების მერე არც მოხევური კილო დავიწყებია. ერთხელ ერთმა ქალბატონმა უთხრა: ღვთისმშობელი გამომეცხადა და ბრძანა, პატრიარქს მე ვიცავო. "კიდევ კარგი თქვი, თორემ შოთას ჰგონია პატრიარქს მე ვიცავო, - უპასუხა ღიმილით უწმინდესმა და თანაშებერებულ მცველზე მიუთითა. ერთხელ მეზობელი ქვეყნის სულიერი ლიდერი გარდაიცვალა, არამართლმადიდებელი. მის დაკრძალვაზე ჩასულ ქართველთა პატრიარქ ილია მეორეს ადგილობრივი ჟურნალისტები შემოეხვივნენ და"კითხვა დაუსვეს:" როგორ ფიქრობთ, სად მოხვდება გარდაცვლილი, სამოთხეში და ჯოჯოხეთში?" პატრიარქს პასუხი არ დაუყოვნებია: იქ, სადაც მისი დიდი წინაპრები არიანო.

საოცარი დიპლომატია ჩვენი პატრიარქი. დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე იგონებს ერთ საინტერესო შემთხვევას, რისი მომსწრეც თავად გახლდათ: "როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოსკოვიდან ჩამოვიდა საგანგებო დესპანი. მან პატრიარქს უთხრა, - საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მშვიდობა რომ იყოს და ურთიერთობა ნორმალურად წარიმართოს, საჭიროა სპეციალური კომიტეტის შექმნა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ყოველივე ამასო. ეს, ფაქტობრივად, ადრინდელი რელიგიურ საქმეთა კომიტეტი იყო. დეკლარაციას ხელს აწერდნენ: რუსეთის პატრიარქი, აზერბაიჯანის შეიხი, სომხეთის კათოლიკოსი. აკლდა საქართველოს პატრიარქის ხელმოწერა. ამ შეხვედრაზე მეც გახლდით. ვიცოდი, რომ ჩვენი პატრიარქის მიერ დეკლარაციაზე ხელმოწერა კომიტეტის შექმნის დასტური იქნებოდა. უწმინდესმა, სულიწმინდის მადლითა და წყალობით, უდიდესი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა.

მანამდე უწმინდესი დიპლომატიურად ცდილობდა, ეს ხელმოწერა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა: ან ჰო უნდა ეთქვა, ან არა. ბოლოს მიუგო: კი ბატონო, მაგრამ სინოდთან შეუთანხმებლად ხომ ვერ მოვაწერ? თუ სინოდი თანახმა იქნება, ხელმოწერას გამოგიგზავნითო. გაოგნებული დავრჩი ამ სხარტი დიპლომატიური ნაბიჯით. ე.ი. ჰოც უთხრა, მაგრამ რაღაცით დააყოვნა და, საბოლოოდ, ამ დეკლარაციაზე ხელი არ მოუწერია. ასე რომ, ჩაიშალა ახალი მცდელობა საბჭოთა ხელისუფლების ნარჩენების აღორძინებისა. ღვთის წყალობით, ბევრ შეხვედრაზე ვიყავი პატრიარქთან ერთად და ბევრჯერ მინახავს მისი საოცარი თავდადება ერისა და ეკლესიისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს".

თუმც, შეუვალია პატრიარქი, როცა საქმე რწმენას ეხება, თვითონვე ბრძანებს: "რამ გადაარჩინა საქართველო - სწორედ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა თავის რწმენას, რომელიც არ იყო რომელიმე სექტის მიერ შერყვნილი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება - უფლის მიერ დაარსებული წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა. ამას ვიცავდით და ვიცავთ".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისეთ ოჯახში დაიბადა, სადაც ქრისტიანობა ცოცხალი სარწმუნოება იყო. ნატალია კობაიძისა და გიორგი შიოლაშვილის ოჯახში რწმენისადმი იმგვარი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა, როგორსაც იმდროინდელ საქართველოში აქა-იქ თუღა შეხვდებოდით: "ჩვენთან, ოჯახში, იყო ასეთი წესი - ამ წესს მამა ხელმძღვანელობდა - საღამოობით ყველანი ხატებთან ვიკრიბებოდით. ეს ხატები იმ დროს იყო მოტანილი, როცა ეკლესიები დაიხურა. იქვე იყო სანთელი, კანდელი, ნაკურთხი წყალი, ბზა. ყველანი ერთად ვდგებოდით და მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს, ბოლოს კი ერთ-ერთ ჩვენგანს ოთხმოცდამეათე ფსალმუნს ათქმევინებდა, მერე ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და ვიძინებდით, თვითონ კი ხატებთან რჩებოდა. ცენტრალური ხატი "საქართველოს დიდება" იყო. რამდენი წმინდანიც მასზეა გამოსახული, მამა იმდენჯერ მოიყრიდა მუხლს და ლოცულობდა: "წმიდაო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის", დავით აღმაშენებელს ევედრებოდა... ვთხოვე, ეგებ ეს აუცილებელი არ იყოს-მეთქი. მიპასუხა, სანამ შევძლებ, ასე უნდა მოვიქცეო. დედაჩემის სიტყვებიც მახსოვს: "რაც არ უნდა გიჭირდეთ, უცხოეთში არ უნდა წახვიდეთ, ეს მძიმე უღელი უნდა ზიდოთო".

"საქართველოს დიდების" ხატმა შთააგონა უწმინდესი, რომ,"საქართველოს იმედის" ხატი შექმნილიყო, რომელიც ერთი კვირის წინ აკურთხა კიდეც, ყოველთა ქართველ წმინდანთა ხსენების დღეს. მასზე ბრძანა უწმინდესმა, სასწაულთმოქმედი იქნებაო. ჩვენდა წილად კი დავძენთ, რომ სწორედ თვითონ ჩვენი პატრიარქი ილია მეორეა საქართველოს იმედის ცოცხალი ხატი, მადლმოსილი და დიდებული. ჩვენი წერილის დასასრულს ისევ უწმინდესის სიტყვებს გავიხსენებთ: "როცა აფხაზეთში ვიყავი, იქ, ახალ ათონში, ცხოვრობდა ერთი ბერი. მისმა მორჩილმა მიამბო, რომ ერთხელ ბერს განუზრახავს საქართველოდან რუსეთში წასვლა და სწორედ ამ დროს უხილავს სიზმარი... ახალ ათონზე ე.წ. ივერიის მთა კანდელებით გაბრწყინებული უნახავს და თურმე მოესმა ხმა: მთელი საქართველო ასეა გაბრწყინებული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობს მას და შენ სად უნდა წახვიდეო? მინდა შევთხოვო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ მართლა გაბრწყინდეს საქართველო და, უპირველეს ყოვლისა, გაბრწყინდეს ჩვენი ცოდვით დამძიმებული გულები". ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
04.01. 2016
მბ
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი!
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat