უწმინდესი ეფრემ მეორე მღვდელმონაზონ ილიაში ხედავდა უდიდეს იმედს, ძალასა და სულიერ დასაყრდენს
უწმინდესი ეფრემ მეორე მღვდელმონაზონ ილიაში ხედავდა უდიდეს იმედს, ძალასა და სულიერ დასაყრდენს
საქართველოს ორი პატრიარქის საარქივო წერილები
შარშან, 1 ნოემბერს, 110 წელი შესრულდა აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ მეორის (სიდამონიძე) დაბადებიდან. 2007 წელს აღინიშნება უწმინდესი ეფრემის ბერად აღკვეცის (ბერდიაკვნად და მღვდელმონაზვნად კურთხევის) 85 წელი, მღვდელმთავრად ხელდასხმის - 80, მისი დაპატიმრებიდან და გადასახლებიდან - 70 და გარდაცვალებიდან 35-ე წლისთავი.

2007 წელი ასევე საიუბილეოა ამჟამინდელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვისაც. ახლახან მისი ბერად აღკვეციდან 50 წელი შესრულდა. მიმდინარე წლის 25 დეკემბერს კი ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

საქართველოს საპატრიარქოს არქივის საცავებში მრავალი საინტერესო მასალაა თავმოყრილი. იქ დაცული ყოველი დოკუმენტი ფასდაუდებელი და უნიკალურია. მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საშუალება მომეცა გავცნობოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის პირად საქმეს, რომელიც რამდენიმე ათეულ სქელტანიან საქაღალდეს მოიცავს. განსაკუთრებული ინტერესი აღმიძრა ნეტარხსენებულ პატრიარქ ეფრემ მეორესა და უწმინდეს ილია მეორეს შორის არსებული წერილობითი და დოკუმენტური წყაროების გაცნობამ. რა თქმა უნდა, მათი საფუძვლიანი შესწავლა და მეცნიერული კვლევა მომავლის საქმეა და ეს ჩვენს მიზანს არც წარმოადგენდა. თუმცა ზოგიერთი მათგანის დღის სინათლეზე გამოტანა, ალბათ, ბევრი ჩვენგანის ცხოველ ინტერესს დააკმაყოფილებს.

პირველი განცდა, რაც ამ წერილების გაცნობის შემდეგ დამეუფლა, ის იყო, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ორ უდიდეს პატრიარქს წმინდა და ფაქიზ გრძნობებზე აგებული მაღალზნეობრივი, სულიერი ურთიერთობა აკავშირებდა ერთმანეთთან. დაკვირვებულ თვალს, ალბათ, არც ის გამორჩება მხედველობიდან, რომ "გონებით ბრძენი და ცხოვრებით უბრალო" პატრიარქი ეფრემ მეორე, რომელსაც ამ წუთისოფელში ერთხელაც არ მისცემია შვებით ამოსუნთქვის საშუალება, მთელ თავის ძალისხმევას და უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას არ იშურებს იმისათვის, რომ მეუფე ილია შიოლაშვილის სახით მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი გაუზარდოს საქართველოს, რასაც გვიდასტურებენ ის ადამიანებიც, რომლებიც უწმინდესი ეფრემის კათოლიკოს-პატრიარქობის წლებში იწყებდნენ თავიანთ სასულიერო მოღვაწეობას.

ადამიანი ანთებულ კელაპტარს უნდა ჰგავდეს, იწვოდეს და სხვას უნათებდეს... რაც არ იწვის, არ ათბობს და არც ანათებსო", - უთქვამს თავისი ერთ-ერთი ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ეფრემ მეორე სიდამონიძეს. ჩვენი თაობა კარგად არ იცნობდა მას. ბევრ მათგანს ალბათ არც მისი მოღვაწეობის წლები ახსენდება, მაგრამ ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა; დაინტერესებული პირი, ვისაც კი საშუალება მიეცემა, ცოტათი მაინც მიუახლოვდეს მის ცხოვრებას, დარწმუნდება იმაში, რომ უწმინდეს ეფრემს სრული უფლება ჰქონდა ამ სიტყვების თქმისა. მას ერთი წუთიც არ უცხოვრია საკუთარი კეთილდღეობისთვის და ამქვეყნიურ დანიშნულებასაც სწორედ იმაში ხედავდა, თავისი ცხოვრებით სხვა ადამიანებისთვის მიენიჭებინა ბედნიერება და სიხარული. საოცარია, რომ გარდაცვალების შემდეგაც არ ამოუწურავს მას თავისი მისია დედამიწაზე...

"როდესაც ცხოვრებაში განსაცდელი მოგეახლება ან რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, მოდი ჩემს საფლავთან, მიამბე ყოველივე და აუცილებლად დაგეხმარებიო", - უთქვამს ჩემთვის განსვენებულ პატრიარქს ეფრემ მეორეს და მართლაც, ცხოვრების ყველაზე ძნელ და მძიმე წუთებში არაერთხელ მივახლებივარ მის საფლავს, ჩემი საწუხარი გამინდვია მისთვის და დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე მეთხოვოს და სათანადო დახმარება არ მიმეღოს უწმინდესი ეფრემისაგან. თქვენც ამასვე გირჩევთ, თუ რაიმე გაგიჭირდებათ ან გადაულახავი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდებით, დაანთეთ სანთელი სიონში პატრიარქ ეფრემის საფლავთან, ესაუბრეთ მას თქვენს სატკივარზე და დარწმუნებული ვარ, იგი აუცილებლად შეგეწევათ, გაპოვნინებთ გამოსავალს მძიმე მდგომარეობიდან", - ასეთი დარიგება არაერთხელ მიუცია ამბიონიდან მრევლისათვის ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს ილია მეორეს, რომელიც უწმინდეს ეფრემს დღესაც თავის დიდ მასწავლებლად და სულიერ წინამძღვრად მიიჩნევს, რადგან თანამოაზრეობა, სულიერი თანხმობა და ჰარმონია მათ შორის ყოველთვის არსებობდა და პატრიარქ ეფრემის გარდაცვალების შემდეგაც არ დარღვეულა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პირველ რიგში მისი უწმინდესობის ილია მეორის მიერ სხვადასხვა დროს, ქადაგებისა თუ პირადი საუბრისას გაკეთებული არაერთი განცხადება, ამავეს გვიდასტურებენ ამ ორ პატრიარქს შორის ათეული წლების წინ ერთმანეთისადმი გაგზავნილი წერილები, პირადი თუ ოფიციალური ხასიათის მიმოწერა, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. საარქივო-დოკუმენტური მასალის გაცნობისას კარგად ჩანს მათი სულიერი ურთიერთლტოლვა, რაც უწმინდეს, მამაშვილური გრძნობით გასხივოსნებულ სიყვარულსა და ქრისტესმიერ მორჩილებაზეა დაფუძნებული.

მღვდელმონაზონმა ილია შიოლაშვილმა 1960 წელს წარმატებით დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. იგი მაშინ დიდი არჩევანის წინაშე დადგა. აკადემიის ხელმძღვანელობა დაჟინებით სთხოვდა, ასპირანტურაში დარჩენილიყო, რადგან სამეცნიერო ხაზით მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ; საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეათე კრების მიერ ახალარჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე სიდამონიძე კი რუსეთში წარმატებულ ახალგაზრდა ილიას სამშობლოში დაბრუნებას ურჩევდა, რათა შეძენილი ცოდნა და სასულიერო განათლება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა. ღვთის ნებასა და უწმინდესი ეფრემის რჩევას მინდობილი მღვდელმონაზონი ილია თბილისში ბრუნდება და ასეთი თხოვნით მიმართავს ქართული ეკლესიის მამამთავარს: "გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, თქვენო უწმიდესობავ, მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ".

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება და რუსეთიდან დაბრუნებული ილია შიოლაშვილის ქართული ეკლესიის სამსახურში ჩადგომა უკავშირდება პერიოდს, როცა საბჭოთა კავშირში ახალი ძალით იწყება შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ. ქვეყნის თხუთმეტივე მოკავშირე რესპუბლიკაში მოსკოვიდან იგზავნება დახურული ცირკულარები. კრემლის მოწოდება ასეთია: კიდევ უფრო მეტად გაააქტიურონ ანტირელიგიური პროპაგანდა. დაიხუროს ტაძრები, მონასტრები, გააუქმონ სასულიერო სასწავლებლები. ულმობელი სისასტიკით და წარმოუდგენელი ცინიზმით გაჩაღებულ ანტიეკლესიურ კამპანიას და კულტის მსახურთა დევნა-შევიწროებას ათეისტური საბჭოთა იმპერიის ახალარჩეული ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის მუქარაც მოჰყვება. მან მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე უცერემონიოდ განაცხადა: "სულ მალე ტელეეკრანის საშუალებით მე თქვენ გიჩვენებთ თმაწვერგაკრეჭილ მღვდელს, არ ვიცი, საქართველოდან თუ უკრაინიდან, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ იგი იქნება ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი ღვთისმსახურიო".

საბჭოთა რეპრესიების დროს ჩრდილოეთ ურალში შვიდი წლით უსამართლოდ გადასახლებული მრავალ ტანჯვასა და წამებაში გამოვლილი პატრიარქი ეფრემი გაუტეხელი სულისა და მტიცე ხასიათის პიროვნება იყო. მას ჩივილი და წუწუნი საერთოდ არ ახასიათებდა, მაგრამ ძლევამოსილი საბჭოთა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მოსალოდნელი საფრთხე იმდენად რეალური იყო, რომ ნამდვილად იძლეოდა შეშფოთების საფუძველს.

საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში დაცულია პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ თავისი მასწავლებლის იპოლიტე ვართაგავასადმი გაგზავნილი წერილები, რომლებიც ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ სიძნელეებზე მოგვითხრობენ. "ვიდრე კათოლიკოს-პატრიარქების კალისტრატეს და მელქისედეკის დროს, ეკლესიურად უფრო მძიმე პირობებში ვიმყოფებით. აქ ყველაფერს ვერ დავწერ გასაგები მიზეზისა გამო... გართულებულ გარემოცვაშია დღევანდელი ჩვენი ეკლესია.

KARIBCHE
მამა ილია პატრიარქ ეფრემთან სამთავროში

დიდი მოკრძალებით მინდა, როგორც ჩემს ძვირფას მასწავლებელს და დღესაც კეთილად მზრუნველს, გკადროთ და შეგეკითხოთ... მაქვს თუ არა უფლება, იმ ერთი დიდი ქართველის მსგავსად (მცირედ), მე პატარა ქართველმა დავიკვეხნო - "ჩემი ჭირი ქვას რომ შეხვედროდა, ისიც დადნებოდაო!" ასეთია ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ბედს მაინც არ ვემდური, მაინც ბედნიერი ვარ. რკინას ცეცხლი აფოლადებს, ადამიანს - განსაცდელი!.. მე მჯერა, ცხოვრება დაიდუღებს [დაწკნება], ჭუჭყს დაილექავს და მაშინ ეკლესიაც (სრული იესო ქრისტესი) საპატიო ადგილს დაიკავებს ცხოვრების სინამდვილეში". ასეთი ოპტიმიზმი დამახასიათებელია უწმინდესი ეფრემის პიროვნებისთვის. ყველაზე დიდი განსაცდელის წუთებში, მაშინაც კი, როცა შორეულ ციმბირში გადასახლებული ეშაფოტზე მიჰყავდათ სიცოცხლის გამოსასალმებლად, ღვთის შემწეობის იმედი არასოდეს დაუკარგავს, ბრძოლის დროს ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან. მის ამ თვისებას ყოველთვის აფასებდა ჩვენი ამჟამინდელი პატრიარქი ილია მეორე: "თქვენ მრავალჯერ დაგილევიათ სიმწარისა და მწუხარების ფიალა, ხოლო მადლი გფარავდათ და გეხმარებოდათ. ლოცვა იყო თქვენთვის ხმალი, ხოლო ფარი - მოთმინება... საქართველოს უნეტარესო მამამთავარო, საკმეველნი კეთილნი, თქვენ მიერ დაკმეულნი და შეწირულნი ღვთისადმი, შეიწირა უფალმა სუნად სუნნელად და ნაცვლად გარდამოგივლინათ მადლი სულისა წმიდისა... თქვენმა უწმიდესობამ განვლო მეტად რთული გზა ცხოვრებისა. ეს გზა იყო გზა გამოცდისა. ეს ბილიკი ყოფილა მოფენილი ეკლით, ვიდრე იით... მაგრამ თქვენ არ აუხვიეთ ამ გზას. ვით ჩვენი მაცხოვარი, რომლის მოწაფედ სამუდამოდ აღიარეთ თავი, თქვენ შეხვედრიხართ მრავალჯერ სიმწარესა და მწუხარებას", - ვკითხულობთ მეუფე ილიას მიერ უწმინდესი ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.

დროის უკუღმართობის მიუხედავად, სიმართლის თქმას უწმინდესი ეფრემი არც საჯარო გამოსვლის დროს ერიდებოდა. "რაზე გაურბის ქართველი ერი თავის მშობლიურ ეკლესიას? განა იმიტომ, რომ ღვაწლი მიუძღვის სამშობლოსა და ერისადმი?" - ასეთი რიტორიკული შეკითხვით მიმართავს იგი გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის დავით გარსიაშვილის დაკრძალვაზე შეკრებილ ქართულ საზოგადოებას. თვითონაც კარგად იცის, პასუხს ამ კითხვაზე ვერავისგან მიიღებს. გულის სიღრმიდან ამოტყორცნილი ეს ტკივილნარევი სიტყვები ისეთი ქართველების მისამართით იყო ნათქვამი, რომლებიც კრემლის დირექტივების უშუალო გამტარებლები იყვნენ, რაღა თქმა უნდა, ქართული ეკლესიისა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ. "მოხუცებულები მივდივართ, შემცვლელი აღარავინ რჩება", - ამბობს სევდააღძრული პატრიარქი. იგი ერის სულიერი მამაა და თვითონვე უნდა იპოვოს გამოსავალი, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

თავდაპირველად სასულიერო სასწავლებლების ასამოქმედებლად უნდა გადადგას ნაბიჯი. უნდა მოიზიდოს და ეკლესიის სამსახურში ჩააყენოს მტკიცე რწმენისა და ნებისყოფის ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდები. მერე რა, რომ დრომ მოიტანა და ყველგან იხურება ასეთი ტიპის სასწავლებლები... "შეუძლებელი კაცთათვის ხომ შესაძლებელია ღვთისთვის..." უფლის შეწევნით გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს ერთგულება და სიყვარული ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებინებს. ილია შიოლაშვილიც ხომ მაშინ გამოაჩინა ღმერთმა, როცა ეს ყველაზე საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის. უფალს უნდა მიენდოს და თავდაუზოგავი ძალისხმევისა და მცდელობის შედეგად რაც შეიძლება მალე უნდა მიაღწიოს დასახულ მიზანს, რადგან ამაში ხედავს ეკლესიის გადარჩენის ერთადერთ გზას და საშუალებას. საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან თერთმეტი თვის თავზე უწმინდესი ეფრემი განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას სასულიერო სასწავლებლის გახსნის აუცილებლობის თაობაზე. როცა მის განცხადებას წელიწადნახევრის მანძილზე რეაგირება არ მოჰყოლია, ახლა უკვე წერილს უფრო მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს უგზავნის. "უფრო ახლო გავეცანი რა საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ სინამდივლეს, ვცანი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, მისი სამწუხარო მდგომარეობა კატასტროფას ვერ გადაურჩებოდა... განვიზრახე განცხადებით შევსულიყავი უმაღლეს მთავრობაში. ამ ნაბიჯის გადადგმას მავალებდა - სინდისი, სარწმუნოება, ჩემი ერის სიყვარული და ამათ წინაშე ჩემი პასუხისმგებლობის შეგნება", - წერს უწმინდესი თავისი წერილის ადრესატს და თავის მაგალითზე თითქოს აჩვენებს გზასაც, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ჭეშმარიტი მამულიშვილი, ბოლოს კატეგორიულად მოითხოვს მისგან, დროულად გადაწყვიტონ სამოძღვრებო კურსების ოფიციალურად გაფორმების საკითხი და მთავრობამ შესაბამისი ნებართვა გასცეს აღნიშნულთან დაკავშირებით.

უწმინდესი ეფრემ მეორე რომ მღვდელმონაზონ ილიაში ხედავდა უდიდეს იმედს, ძალასა და სულიერ დასაყრდენს, ეს მისი პირადი წერილებიდანაც კარგად ჩანს. შენისთანა კიდევ 1-2 ახალგაზრდა რომ მყავდეს, ცოტა წელში გავიმართებოდიო, უთქვამს მამა ილიასათვის, რომელსაც მოკლე დროში იღუმენობას, შემდეგ არქიმანდრიტის პატივსაც მიუბოძებს: "ამა 1962 წლის აგვისტოს 1-ს, ილიაობის დაისზე, ჩემს მიერ დაჯილდოებულია ბათუმის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი) მკერდის მეორე გამშვენებული ჯვრით. ეფრემ მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი". 1963 წლის 25 აგვისტოს არქიმანდრიტ ილიას შემოქმედელ ეპისკოპოსადაც ასხამენ ხელს. ამასობაში პატრიარქ ეფრემის დაუღალავი მცდელობაც სასურველ ნაყოფს იღებს: 1962 წლის 30 ივლისს, მთავრობიდან სიტყვიერ შეთანხმებას აღწევს, 1963 წლის 15 ოქტომბერს კი ოფიციალურ ნებართვასაც იღებს და მცხეთის სასულიერო სასწავლებელიც თავის არსებობას იწყებს, რომლის პირველ რექტორად მეუფე ილია შიოლაშვილი ინიშნება.

არქივში შემონახულია სასულიერო სასწავლებლის გახსნის დღეებში პატრიარქის მიერ მეუფე ილიასადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც უწმინდესი ეფრემი თვის გულისნადებს გაანდობს მას, ისე, როგორც მოსიყვარულე მამა თავის ღვიძლ შვილს. დიდი სითბო და მოფერება იგრძნობა მეუფე ილიას მიმართ პატრიარქისგან, რათა ქვეყანაში გამეფებულმა სრულმა ნიჰილიზმმა და სულიერმა გამყინვარებამ არ მოაშთოს მასში იმედი და რწმენა უკეთესი მომავლისა.

"მეუფე ილია, გვაკურთხეთ!

დღეს ძალიან ადრე გვერდით აუვლი საქართველოს გულის გულს - სვეტიცხოველს, მთელს მცხეთას და ჩემი სევდის მთავარ მიზეზს - ჩვენს სკოლას, ჩვენს აკადემიას V პირჯვარს დაგსახავთ და გისურვებთ თვალცრემლიანი - კარგად წასულიყოს საქმე ახალდანერგილ ვენახისა. როგორც მოგეხსენებათ, ფოთში ჩემი მძიმე ჭირით და ტკივილებით დაბადებული ეკლესიის დღეობაა - ივერიის ღვთისმშობლის ხატისა და მპატიჟობენ საბჭოც და წინამძღვარიც, მათთან ერთად მადლი შევწირო ღმერთსა. ეს იქნება შაბათს; შაბათსვე ადრე გავემგზავრები ბათუმში, რომ ლოცვას მოვუსწრო და მეორე დღეს ვწირო. ორშაბათს იქ დავრჩები და სამშაბათს დილით (ვფიქრობ) წამოვიდე თბილისში. კალენდრის საქმეც მაწუხებს.

მე ვიყავი მცხეთაში, შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ შენ შენს ძმასთან ყოფილხარ და დამეზარა ღამე სიარული თბილისსისკენ - უკვე შებინდებული იყო, რომ მცხეთა დავტოვე. თქვენი ტელეფონიც არ პასუხობს, ალბათ დაზიანებულია - ასე მიპასუხა საქალაქთაშორისო სადგურმა. ახლა ვსარგებლობ მამა მექით და ამათ ვაწუხებ წერილის ხლებას. თუ შენ სურვილი გაქვს, შეგიძლიან ბათუმში წამოხვიდე - წამოდი, მაგრამ იქიდან სამშაბათზე ადრე ვერ წამოვალ. ჩვენ ვიქნებით მცხეთაში სამშაბათს საღამოთი. მაშ ასე, კვალად გილოცავ და გისურვებთ კეთილად წასულიყოს ჩვენი დაწყებული საქმე და თითოეული ჩვენგანის პირადი საქმე... მე თუგინდ დღესვე მიმიღოს უფალმა ყველას მაგიერ".

წერილი 1963 წლის 25 ოქტომბრითაა დათარიღებული. იქვეა ხელმოწერაც კ.პ.ე. II (კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე). აღსანიშნავია, რომ საქმიან ქაღალდებსა და პირად წერილებზე ხელმოწერისას პატრიარქი ეფრემისათვის დამახასიათებელია თავისი ტიტულისა და საკუთარი სახელის ასეთი ფორმით შემოკლება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
სურათები მოგვაწოდა ბ-ნმა ლუარსაბ ტოგონიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat