ღვთისმეტყველება
ღვთისმეტყველება
"დარწმუნებული ვარ, ახლა განსაკუთრებით ლოცულობს ჩვენთვის და საქართველოსთვის!"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, თავის სულიერ მოძღვარზე , არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ მიუხედავად საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ძალზე გადატვირთული დღეებისა, გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით საუბარზე.

რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავს. მორწმუნეებს სურთ, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ. რა თქმა უნდა, ძნელია თქვენი დიდი ღვაწლის ჯეროვნად შეფასება, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც აღინიშნება და იწერება თქვენი მსახურების შესახებ, ასევე იმაზე, თუ რა გაკეთდა თქვენი ხელმძღვანელობითა და ლოცვა-კურთხევით ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში; იყო საუბარი თქვენს გვარზეც, თუ როგორი წარმომავლობა გაქვთ, როგორი წარჩინებული ოჯახიდან ბრძანდებით, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს გვარს, თქვენს მშობლებს ეკლესიისა და მამულის საკეთილდღეოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაკლებად აღინიშნება ის დიდი სულიერი მემკვიდრეობა, რომლის წარმომადგენელიც თქვენ ბრძანდებით. თქვენი სულიერი მოძღვრისა და სულიერი წინაპრების შესახებ მცირედი რამ თუ იციან.

საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის არქიმანდრიტ შიოზე. თქვენ ბრძანებთ, რომ ის დიდი მოძღვარი იყო; ჩვენც ასე ვიცით გადმოცემით მათგან, ვინც მას მოესწრო. ვფიქრობ, უშუალოდ თქვენი მოგონება იქნება ყველაზე საინტერესო...

საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით.


- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო, მარტივი პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც - სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო. სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით იგი ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, რომ ზოგიერთი ამის გამო დასცინოდა კიდეც. არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ.

- ხომ არ სალოსობდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა, - მე სალოსი ვარო.

იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში, თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?

- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, ერთი თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ამბობდა, - სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოსო. მისი სახლი ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა. არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა რამ კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი ძალიან მომწონდა, ეს წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას.

ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას. როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: - მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვაო. დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე. წელიწადში რამდენჯერმე.

მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: - მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი-მეთქი. მითხრა, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, რომ უკვე აღარ შეიძლებოდა მისი ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქეო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, - ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი, - გავიფიქრე. ის კი მოვიდა და მითხრა: - მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადეო. წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს.

ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: - მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებსო. სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან რომ ჩავედით, ვერავის ვეღარ ცნობდა. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა.

მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

საჩქაროდ მოვუხმეთ მამა კონსტანტინეს, რომ ავადმყოფი ეზიარებინა. მამა კონსტანტინემ თავი შეიკავა მისი ზიარებისგან: წყალი აქვს დალეული და არ შეიძლებაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფის ზიარება, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე. ბოლოს, შევედი მამა შიოსთან და ვკითხე: - მამაო, გინდა, მე თვითონ გაზიარებ-მეთქი. უმალ დამთანხმდა: - ჰო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარაო. ეშინოდა, უზიარებლად არ გასულიყო ამქვეყნიდან. ლოცვებს ვუკითხავდი, თან ვშიშობდი: ვაითუ ზიარება ვერ მოასწროს-მეთქი და სულ ოფლში ვიწურებოდი.

ღვთის წყალობით, მამა შიო ეზიარა. მე გვერდით სკამზე მივუჯექი, მაშინ მან პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა. გადმომხედა, ხელი შემახო მუხლზე და მომეალერსა: "ჩემო პატრიარქო!" მე პატრიარქი არ ვარ, მიტროპოლიტი ვარ-მეთქი, - შევუსწორე. კვლავ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"

მამა შიო იმ ღამითვე გარდაიცვალა. რომ არ მეზიარებინა... თუმცა, არ ვიცი, შეიძლება, ღმერთს არ გაეყვანა უზიარებელი...

- მიგვაჩნია, რომ მამა შიო XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე იყო - აღმსარებელი და უთუოდ დიდი პიროვნება! გარდა ამისა, ასეთი დიდი სულიერი შვილი ჰყავდა თქვენი სახით. თავისი მოძღვრობით დიდი წვლილი შეიტანა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღზრდაში! ეს განსაკუთრებით საამაყოა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მკვიდრთათვის, საიდანაც იყო იგი წარმოშობით და სადაც მოღვაწეობდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დადგეს საკითხი მისი კანონიზაციის შესახებ?

- მახსოვს, ჯერ კიდევ არქიმანდრიტი ვიყავი, ორი ჯვრით დაჯილდოებული, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით წმინდა სინოდში შემიყვანეს სათათბირო ხმის უფლებით. ამიტომ ყველა საკითხზე შემეძლო ჩემი აზრი გამომეთქვა. მაშინ ვთხოვე კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მამა შიოსთვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭებინათ. იმ დროს იგი იღუმენი იყო.

თეკლათის მონასტერი. პატრიარქი მოძღვრის საფლავთან

პატრიარქი დაფიქრდა და მითხრა: თუ მამა შიოს არქიმანდრიტის წოდებას მივცემთ, მაშინ მისი მოძღვარიც, მამა კონსტანტინეც უნდა დავაჯილდოვოთო. მაშინ ორივე დააჯილდოვეთ-მეთქი, ვთხოვე და ასეც მოხდა.

- გამოდის, რომ თქვენ ეპისკოპოსობამდეც იცნობდით მამა შიოს?

- კი, ვიცნობდი, ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან...

მახსოვს, ექიმებმა მირჩიეს მენჯის სანატორიუმში მემკურნალა. მაშინ ბათუმის მიტროპოლიტი ვიყავი და მამა შიოსთან უკვე ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთი დღით ადრე გავემგზავრე, სენაკში მამა შიოსთან ჩავედი. იმ ღამეს მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ეს ამბავი მეზობლებმა რომ შეიტყვეს, აღარ მოგვასვენეს. იცოდნენ, მამა შიოს არავითარი პირობები არ ჰქონდა, ამიტომ გვთხოვდნენ: ჩვენთან წამობრძანდით და მოისვენეთო, ყველა გვეპატიჟებოდა. მტკიცედ ვუთხარი: მამა შიოსთან უნდა დავრჩე-მეთქი. მაშინ მეზობლებმა მამა შიოს სახლის დალაგება დაიწყეს. ჩვენ ეზოში ვისხედით, მათ კი სულ მორეცხეს და დაწმინდეს იატაკი და კედლები. ბოლოს, ლოგინი და თეთრეული მოგვიტანეს.

მახსენდება კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა. იყო ერთი ბერი, წარმომავლობით თავადი - ისაია ჩიქოვანი. მამა შიომ იმ ბერთან ერთად მენჯის სანატორიუმში მომინახულა. ექიმებმა დაინახეს თუ არა, ატეხეს ყვირილი, - ძიძა მოდისო. ძალიან უყვარდათ იგი; უნდოდათ, ჩვენთვის პატივი ეცათ და 3 ჭიქა რძე მოგვართვეს. პეტრე-პავლობის მარხვა იყო. მამა შიომ ლოცვა თქვა, მე ვაკურთხე და რძე დავლიეთ. ბერი რძეს არ შეეხო და თვალებზე ხელი აიფარა - ვითომ ვერ ვხედავ, როგორ სვამთო. მამა შიო მომიბრუნდა და მითხრა: არ გეწყინოს მისგან, მეუფეო, ჯერ იმ სიმაღლეზე არ არის, რომ რძე დალიოსო...

მამა შიოს წმინდანად შერაცხვას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჯერ ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, მისი კანონიზაცია ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.

მახსოვს, როცა აღსარების შემდეგ შენდობის ლოცვას წამიკითხავდა, მომეხვეოდა და მეტყოდა: "მეუფეო, ახლა შენ ანგელოზი ხარ, ცოდვები გეპატია!" ძალიან მახარებდა ეს სიტყვები და მისი ასეთი მოწყალება.

დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან...

- მამა შიო საოცრად მოწყალე იყო ადამიანების მიმართ. მისი მოძღვარი, მამა კონსტანტინე, უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო და ცოტა დისტანციურიც, ადვილად არ იკარებდა ადამიანებს. მამა შიო კი ღია, უშუალო ადამიანი იყო, ნებისმიერს შეეძლო მასთან მისვლა.

შემოწირულობას თუ მიიღებდა, იმ თანხას მაშინვე მეზობლებს ჩამოურიგებდა ხოლმე.

დარწმუნებული ვარ, ახლა განსაკუთრებით ლოცულობს ჩვენთვის და საქართველოსთვის!

- მინდა ასევე შეგეკითხოთ სენაკში მოღვაწე დებზე, იღუმენია ფავსტოსა და სქემმონაზონ აკეფსიმა შუშანიებზე. იქნებ ორიოდე სიტყვა მათზეც გვითხრათ? უმეტესობა ადამიანებისა, ვინც მათ იცნობდა, ახლა უკვე ცოცხალი აღარ არის...

- სულ ერთ-ორჯერ შევხვედრივარ დებ შუშანიებს. ფავსტო იღუმენია იყო, აკეფსიმე - სქემმონაზონი. აკეფსიმე ჩუმი იყო; ფავსტო - უფრო აქტიური; ნაკითხი, განვითარებული ადამიანი იყო. ბევრი რამ იცოდა და ახსოვდა, მაგრამ ცოტა ამაყიც იყო.

დები შუშანიები დიდი მოღვაწეები იყვნენ. მათ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს ღირსი ალექსის ბერის სავანე.

მოამზადა
მარიამ გაგუამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat