სწორედ ტაძართა აღმშენებლობაა სიღარიბის ძლევის საწინდარი - ადამიანებს ხომ ღმერთი აძლევს ბარაქას
სწორედ ტაძართა აღმშენებლობაა სიღარიბის ძლევის საწინდარი - ადამიანებს ხომ ღმერთი აძლევს ბარაქას
თანამედროვე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია ვახტანგ გორგასლის მიერ ზემო ჯავახეთისა და სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე დაარსებულ სამღვდელმთავროებში შედიოდა.

1978 წელს აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის შემადგენლობაში იყო ბორჯომის ხეობაც, 1995 წელს კი ის ბორჯომ-ახალქალაქის ახალდაფუძნებულ ეპარქიაში მოექცა.

2002 წლიდან, წმინდა სინოდის განჩინებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ვრცელი სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ორი ეპარქია: ახალქალაქისა და კუმურდოსი და ბორჯომისა და ბაკურიანისა. ბორჯომისა და ბაკურიანის ულამაზესი ეპარქიის მწყემსმთავრად დადგენილ იქნა მანამდე ბორჯომ-ახალქალაქის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა).

საეპისკოპოსო რეზიდენცია შიგ ბორჯომშია. ეს ძველი ერთსართულიანი შენობა მეუფე ანანიას დროინდელია. იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მონაზონი დედა პარასკევა, რომელიც მეუფე სერგის კურთხევით მონასტრულ ტიპიკონს ასრულებდა. დღეს ამ მადლით სავსე სახლში მეუფე სერაფიმე მორჩილ ანთინასთან ერთად მოღვაწეობს.

რეზიდენციაში წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის მცირე სამლოცველოა. იქვე მისი უწმინდესობის ნაჩუქარი წმინდა სერაფიმეს ხატია დაბრძანებული. ხატს ქვევით მიმაგრებულია იმ წმინდა ქვის ნაწილი, რომელზეც წმინდა სერაფიმე საროველი ათასი დღე-ღამის განმავლობაში ლოცულობდა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მეუფის მიერ დაწერილმა ღვთისმშობლის ხატმა და წმინდა ნიკოლოზის ფრესკამ სამლოცველოს კედელზე.

რეზიდენციაში დღე ლოცვით იწყება (ამ მადლის თანამოზიარე ერთხელ მეც გავხდი) და ლოცვითვე მთავრდება.

მეუფე სერაფიმეს რეზიდენციაში ვესტუმრე.

- ეპისკოპოსად რომ მაკურთხებდნენ, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, რატომ არ გავურბოდი საეპისკოპოსო ჯვარს და ისევ მონასტერში არ ვბრუნდებოდი. პასუხი ასეთი იყო: იმიტომ, რომ ვაღიარებ მისი უწმინდესობის კურთხევას, მორჩილებით ვხრი თავს ჩვენი პატრიარქის წინაშე და მისი სიყვარულის გამო სიმდაბლით ვიღებ მის დავალებას. ეს სიტყვები ვთქვი სიონშიც, ეპისკოპოსად კურთხევის დროს.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სულ ოცი სოფელი შედის. ზემო ზონაში სოფლები თითქმის უკაცრიელია. სოფელ თორში ოსი მოსახლეობა ცხოვრობს.

ბორჯომის ცენტრში ძველი რუსული არქიტექტურული სტილით ნაგები წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი დგას. ქალაქში სულ სამი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ-ერთი მშენებარეა. სოფელ ახალშენში თითქმის დავამთავრეთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია. ლიკანში წმინდა გიორგისა და ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრების მშენებლობას წელს დავიწყებთ. გვინდა ავაშენოთ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი ბაკურიანის სასაზღვრო გზაზე. მოქმედი ტაძრებიდან ცნობილია ტიმოთესუბნის მამათა მონასტერი (XII ს.), მწვანე მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (XI-XII ს.ს.) და სადგერის წმინდა გიორგის უძველესი სასწაულმოქმედი ტაძარი. სხვათა შორის, ლიკანში აღმოჩნდა ეკლესიის ნანგრევები, რომელიც შესაძლოა ქრისტეფორე ხანძთელის, გრიგოლ ხანძთელის მოწაფის მიერ X საუკუნეში იყოს აგებული. ახალდაბაში დგას თევდორე ხანძთელის მიერ XI საუკუნეში აშენებული ეკლესია, რომელიც ჯერჯერობით მოქმედი არ არის.

ეპარქიაში ჩემს მოსვლამდე სამონასტრო ცხოვრება არ იყო. მხოლოდ რეზიდენციაში მოღვაწეობდა ერთი მონაზონი - დედა პარასკევა. მოქმედი ტაძარიც ერთი იყო ბორჯომში - ღვთისმშობლის შობის სახელობის ძველი ეკლესია.

- მეუფე სერაფიმე, რა მნიშვნელობა აქვს ეპარქიაში მონასტრების არსებობას?

- ძალიან დიდი. ეს ბურჯია ერის სულიერი ცხოვრებისა. სადაც მონასტერია, იქ უფრო ძლიერია მრევლიცა და ეკლესიაც. ჩვენს პატარა ეპარქიაში სამი მონასტერია, მაგრამ უფრო მეტის დაფუძნება გვინდა.

თანამედროვე ახალგაზრდებს უფრო უჭირთ მონასტერში წასვლა. ცხოვრებისეული სიამენი და საცდური ყმაწვილ კაცს ეკლესიურ ხედვას უხშობს. არადა, რამდენს სჭირდება, ცხოვრება მონასტერს დაუკავშიროს, რამდენ პრობლემას მოუხსნის ეს მას. განსაცდელი და მღელვარება, რომელიც ერში ძალიან დიდი გგონია, მონასტერში მოსვლის შემდეგ უმნიშვნელო გეჩვენება.

რა თქმა უნდა, მონასტერში არ არის სრული ანგელოზებრივი ცხოვრება, მასაც აქვს თავისი სირთულეები, პასუხისმგებლობა. უნდა ვიცოდეთ, რომ მონაზვნობა მარადიული ბრძოლაა საკუთარ ვნებებთან.

ბოლო წლებში მონასტრებში უფრო ნაკლები ახალგაზრდა მოდის, ვიდრე ეროვნული მოძრაობის დროს. მაშინ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ქადაგებდნენ ეკლესიურ ცხოვრებას, დღეს კი მასმედიიდან მხოლოდ დასავლური კულტურის ქადაგება გვესმის. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებასაც უნდა აღიარებდნენ. როდესაც ახალგაზრდას სწამს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სული აუცილებლად წარდგება უფლის წინაშე, ის გაცილებით სხვაგვარად შეხედავს ამ ცხოვრებას. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ მონასტრული ცხოვრების გზა ძალზე სათნო და საჭიროა. ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ უმაღლესის დამთავრებაზე და თანამდებობებზე ფიქრობენ, რომლებიც ოცნებობენ, შექმნან ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთიდან მიიღებს მატერიალურ სახსარს, ვერასდროს იქნებიან ეროვნული. ცხოვრება განსაცდელის გარეშე წარმოუდგენელია, მას კი ადამიანი ვერაფრით გადალახავს, თუ არ ექნება ღრმა სარწმუნოება, რომელიც აძლევს გამოცდილებას ეკლესიურ ცხოვრებაში, მრევლსა და მონასტერში.

ადრე თითქმის ყველა მორწმუნე წელიწადში ერთ მარხვას მაინც ატარებდა მონასტერში. წარმოიდგინეთ, რამდენად განსხვავებულად იაზროვნებს ერისკაცი, რომელიც ერთ კვირას მაინც გაატარებს მონაზვნებს შორის, დაესწრება ლოცვას, მოისმენს ქადაგებას, შეასრულებს მონასტრულ დავალებებს, კურთხევას, მორჩილებას. ყოველივე ამის შემდეგ მას, ბუნებრივია, სულ სხვა დამოკიდებულება ექნება ეკლესიის მიმართ და ცხონების სურვილი გაუჩნდება. დამისახელეთ, ათასობით ახალგაზრდიდან რამდენს აქვს სურვილი და ნათელი წარმოდგენა სასუფეველზე, საერთოდ ცხონებაზე, რამდენს სურს, თავი შესწიროს უფალს.

მონასტრის არსებობა კიდევ იმისთვის არის საჭირო, რომ მთლიანად საზოგადოებას გაუჩნდეს სურვილი, სულიერი და ფიზიკური დახმარება გაგვიწიოს მონასტრისა და ეკლესიის მშენებლობაში. იცით, როგორ უხარიათ ბორჯომელებს, ეკლესიის მშენებლობაში რომ მონაწილეობენ? ზოგი ფიზიკურად მუშაობს, ზოგი თანხას გასცემს, ზოგი გულით ლოცავს. რად გვინდოდა ამხელა სამების ტაძრის მშენებლობა, როდესაც ამდენი გაჭირვებულიაო, გაიგონებთ აქა-იქ. ეს უგუნური აზრია, რადგან სწორედ ტაძართა აღმშენებლობაა სიღარიბის ძლევის საწინდარი - ადამიანებს ხომ ღმერთი აძლევს ბარაქას.

- მეუფეო, ჩვენს დროში სქემმონაზონი იშვიათობაა, თქვენ კი ამ დიდ ხარისხში ორი დედა გყავთ.

- დიდი სქემა მონაზვნების განსაკუთრებული ხარისხია. ჩვენ ამ ხარისხში აღვკვეცეთ მონაზვნები დედა მატრონა და დედა დომნინა, უკვე 80 წლის ასაკში. ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა. ქართველი სქემმონაზვნები მრავალი წლის განმავლობაში არ გვყოლია. დიდ სქემაში ბერებიც იშვიათობაა. არამცთუ ახლა, წინათაც ერიდებოდნენ სქემის მიღებას, ეშინოდათ ამ დიდი პასუხისმგებლობისა და ცდილობდნენ, მხოლოდ სიკვდილის წინ მიეღოთ ეს პატივი.

ადრე თითოეული ქართული ოჯახი ცდილობდა, მისი ერთი წევრი მაინც გამხდარიყო სასულიერო პირი. ასეთი სულისკვეთება რომ იყოს დღეს საქართველოში, რამდენად ძლიერი იქნება ერი!

სქემმონაზვნებს იგივე ევალებათ, რაც მონაზვნებს, მაგრამ განსაკუთრებით დიდი აქვთ ლოცვითი კანონი. მათი ხარისხიც დიდია და შეუძლიათ, მთელი მსოფლიოსთვის ილოცონ.

როცა ეპარქიაში ჩამოვედი, აქ სულ სამი სასულიერო პირი იყო. დღეს უკვე ათი მოძღვარი გვყავს. კიდევ რამდენიმეა საჭირო, რათა სოფლები სასულიერო პირებით შეივსოს.

- მეუფე სერაფიმე, ყველაზე მეტად რომელი გზაა ღვთისთვის სათნო?

- ღვთისთვის ორივე გზა სათნოა, მონასტრულიც და საეროც. მთავარია, ადამიანმა შეასრულოს უფლის მცნებები და დიდ, სასიკვდილო ცოდვაში არ ჩავარდეს. ან, თუ ჩავარდება, შეინანოს. უფალს უყვარს სინანულში მყოფი ადამიანი.

- თავად რატომ აირჩიეთ მონასტრული ცხოვრება?

- მონასტერში მოვედი იმისთვის, რომ ვცხონდე. მის უწმინდესობას ვუთხარი: გადამსახეთ პირჯვარი და კურთხევა მომეცით, რათა უფალმა წამიყვანოს-მეთქი. იმდენად დიდი რწმენა მაქვს უწმინდესის ლოცვისა, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა, მის მიერ ჯვრის გადასახვა და თქმა: "ღმერთო, წაიყვანეო" - საკმარისი იქნებოდა... უწმინდესმა კურთხევა არ მომცა. მერე უფალს ვთხოვდი (იმხანად მონასტერში ვიყავი მოძღვრად), ღმერთო, კიბო მომივლინე, რათა ამით აღვესრულო და სასუფეველში შევიდე-მეთქი. ასეთი ლოცვა ღვთისთვის სათნო არ არისო, მითხრა უწმინდესმა. უფალს არ უყვარს ასეთი თხოვნა. მან თვითონ იცის, როდის და როგორ წაიყვანოს ადამიანი... აფხაზეთის ომის დროს ვოცნებობდი მოწამებრივ სიკვდილზე, ისეთზე, მამა ანდრიამ (ყურაშვილმა) რომ დაითმინა. უფალმა იცის, როდის არის მზად ადამიანი და მაშინ მიჰყავს ამ ქვეყნიდან.

- როგორ დაიწყო თქვენი სამონასტრო ცხოვრება?

- ჩემი პირველი მოძღვარი გახლდათ მამა ზაქარია (ძინძიბაძე), ვისგანაც მივიღე პირველი ლოცვა-კურთხევა. მერე წმინდა ნინოს გზა მოვილოცე და მივხვდი, რომ ჩემთვის სწორედ მონასტრული ცხოვრება იყო სანატრელი. ანტონ მარტყოფელის მონასტერში თითქმის წელიწადი და რვა თვე ვცხოვრობდი, როგორც კაბოსანი მორჩილი აკაკი. 1992 წლის ივლისში ჩვენთან უწმინდესი მობრძანდა. მისი დანახვა ისე გამიხარდა, როგორც ბავშვს - დიდი ხნის უნახავი მშობლისა. მახსოვს, დიდი ჩექმები მეცვა, ბრაგაბრუგით გავიქეცი და ჩავეხუტე ჩვენს პატრიარქს, უნებურად მუხლებზე დავემხე მის წინაშე და დალოცვა ვთხოვე. გაუხარდა, დამლოცა და თავზე ხელი დამადო. მაშინ მონასტრის წინამძღვარი ამჟამინდელი მეუფე იოსები იყო. ადრინდელი წინამძღვარი არქიმანდრიტი იობი მაისში ეპისკოპოსად აკურთხეს. ეკონომოსის მოვალეობას ვასრულებდი და მონასტრის ცხოვრებაზე უწმინდესთან მე მიხდებოდა პასუხის გაცემა.

მონასტერში თიხისგან ანჩისხატის ასლი გამოვძერწე. ვისი ნახელავიაო? - მკითხა უწმინდესმა. ჩემი-მეთქი. შემომხედა, ყურადღებით დამაკვირდა... აგვისტოში საპატრიარქოში გადამიყვანეს. ერთ დღესაც პატრიარქმა მითხრა, მოემზადე ბერობისთვის, ხაშმში უნდა გაგამწესოო. მეუფე დანიელის რჩევით ხაშმის მაგივრად ფოკაში წავედი წინამძღვრად. უწმინდესი დათანხმდა. მანამდე მეუფე იოსებს ეთქვა მისთვის, აკაკის ძალიან უყვარს წმინდა სერაფიმე საროველიო. მეც მიყვარსო, პატრიარქს უთქვამს. უწმინდესმა მეუფე დანიელს უთხრა - აკაკი სერაფიმე საროველის სახელზე აღკვეცეთო.

ფოკაში წასვლის წინ უწმინდესს უნდა დაველოცე. მასთან მყოფ მონაზონს სთხოვა, სერაფიმე საროველის ხატი ჩამოეტანა. მონაზვნებს სენაკში წმინდა სერაფიმეს ორი ხატი ჰქონდათ. ერთი ძალიან მომწონდა. მონაზონმა მეორე მოიტანა. პატრიარქმა უთხრა, ის ხატი ჩამოიტანე, რომელზეც ქვა იყო მიმაგრებული და სერაფიმე საროველი ათასი დღე-ღამე ლოცულობდაო. ასე დამილოცა უწმინდესმა ბერული გზა. ეს ხატი მას შემდეგ ჩემთანაა.

- თქვენი ფესვები აფხაზეთიდან მოდის...

- იქ გავატარე ბავშვობა, იქ არის ბაბუაჩემისა და მამაჩემის საფლავები. ქართული ჯარები ფსოუში რომ შევიდნენ, მარტყოფის მამათა მონასტერში ვიყავი მორჩილად. ჩემს სენაკში მახარეს, აკაკი, ჩვენი ჯარი აფხაზეთშიაო. მაშინვე ვთქვი, ეს კარგად არ დამთავრდება-მეთქი. დღემდე მტკივნეულად მახსოვს ის დრო.

ამ ლტოლვილობამ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ეკლესიაში მოიყვანა, ბევრი მოექცა. სოხუმში ეკლესიური ცხოვრება არ იყო ძლიერი, მეტადრე - ქართველებს შორის. უწმინდესმა ერთხელ ისიც კი ბრძანა, ყველა მოვიყვანე ეკლესიაში - ბერძნები, აფხაზები, რუსები; ქართველები ვერ მოვიყვანეო. უფალმა აფხაზეთი რომ დაგვიბრუნოს, უპირველეს ყოვლისა, ლოცვები უნდა გავაძლიეროთ. თითქოს არ გვაკლია, მაგრამ ჩანს, კიდევ მეტია საჭირო.

- მონაზონთა ლოცვას განსაკუთრებით შეისმენს უფალი...

- დღევანდელი ბერ-მონაზვნობა თითქოს არ გამოირჩევა იმ სასწაულებრივი მადლით, რაც შუა საუკუნეების მონაზვნებს ჰქონდათ, მაგრამ მონასტერში აღსრულებულ ლოცვებს მაინც დიდი ძალა და მადლი აქვს. სერაფიმ საროველს ერთხელ ასეთი ხილვა ჰქონდა: თითქოს ზეცაში აღვიდა და მთელ რუსეთს ზემოდან გადმოხედა. ზეციდან დაინახა, თითქოს პატარა ანთებული სანთლები ამოდიოდა მიწიდან. აღმოჩნდა, რომ ეს მონასტრები იყო. ასეა, ყოველი მონასტერი ანთებული სანთელია.

- საუბრისას ეპიტიმია ახსენეთ. რა შემთხვევაში ადებენ ამ სასჯელს?

- შუა საუკუნეებში, სჯულის კანონის მიხედვით, აბორტის, მრუშობის ან მკვლელობის გამო მრევლს უდიდესი ეპიტიმია ედებოდა - რამდენიმე წელიწადი უნდა მდგარიყო ეკლესიის კართან და ყველა შემოსულისთვის შენდობა ეთხოვა. ამ ხნის განმავლობაში ეკრძალებოდა ტაძარში შესვლა და გარედან უსმენდა ლოცვას. დღეს ასეთ მძიმე სასჯელს არ ვადებთ. ეპიტიმიას უმთავრესად მაშინ იხდიან, როცა უღალატებენ მეუღლეს, იმრუშებენ, სცემენ, ასევე - ნარკომანიის, აბორტის დროს. ეპიტიმია გულისხმობს მეტანიებს, მუხლზე დაჩოქებას, ლოცვის წაკითხვას, ეკლესიაში დასწრებას. სინანულით, ეპიტიმიებით უნდა გამოისყიდოს ადამიანმა დანაშაული.

- მეუფე სერაფიმე, თქვენი კურთხევით მწვანე მონასტერში სამონასტრო ცხოვრება აღდგა. ეს უძველესი მონასტერია. როგორია დღეს იქ მონაზვნური ცხოვრება?

- მწვანე მონასტერი გასულ წელს დავაფუძნეთ. X-XI საუკუნეების ეს ულამაზესი სამონასტრო კომპლექსი ბორჯომიდან რვა კილომეტრზე, ახალციხის მხარეს მდებარეობს. ავაშენეთ საცხოვრებელი სენაკები, გვყავს მორჩილები, სტუმრები. მონასტრის ლოცვით ახლოს მდებარე სოფლებიდან დაიწყო ხალხმა ამოსვლა და წირვა-ლოცვაზე დასწრება. შეიქმნა მრევლი. მონასტრის წინამძღვარია მამა იოაკიმე (ჩიკვილაძე). ქალბატონმა რუსუდან რჩეულიშვილმა წაღვერში ჩამოაბრძანა წმინდა ნინოს ხატი, რომელიც წაღვერის ახალაშენებულ წმინდა ნინოს ეკლესიას შესწირა. წმინდა ნინოს ეკლესია პატრიარქმა სექტემბერში აკურთხა. მისი აღმშენებელია ბატონი თამაზ გელაშვილი.

- მეუფეო, როგორი გინდათ იყოს თქვენი ეპარქია?

- ისეთი, როგორიც გაუხარდება ჩვენს პატრიარქს, მრავალი ეკლესია-მონასტრითა და დიდი მრევლით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat