ასჯერ რომ დავბადებულიყავი, ასჯერვე ამ გზას ავირჩევდი
ასჯერ რომ დავბადებულიყავი, ასჯერვე ამ გზას ავირჩევდი
მაცხოვნებელი მადლი მხოლოდ მართლმადიდებლობაშია
ურბნისისა და რუისის ეპარქია ქვეყნის შუაგულში, ამიერ და იმიერ საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. იგი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის - რუისისა და ურბნისის სამწყსო ტერიტორიას აერთიანებს, რომელთა ცალ-ცალკე მოხსენიება უკვე ვახტანგ გორგასლის შემდგომი პერიოდიდან იწყება.

ურბნისი V საუკუნის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი იყო, რისი დასტურიცაა ამ პერიოდში აგებული ტაძარი და საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. VI საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოში, ურბნისის ჩათვლით, 33 საეპისკოპოსო არსებობდა. VI საუკუნის ბოლოს ურბნისის ეპარქიას მართავდა გაქრისტიანებული არაბი ამირა, რომელსაც მამაპაპისეული სარწმუნოების დაგმობის შემდეგ ნეოფიტე ეწოდა.

ურბნისთან ერთად საეკლესიო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს რუისიც ასრულებდა. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქალაქ ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. რუისი მუდამ ითვლებოდა მეფისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაყრდენად. იქ უძველესი დროიდან არსებობდა საეპისკოპოსო კათედრა, სადაც ღირსეული მამები მოღვაწეობდნენ და მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას. არჩილ მეფის დროს (410-434წ.წ.) საქართველოს მთავარეპისკოპოსი მობიდანი გახლდათ, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ნერგავდა არიოზის მწვალებლობას. ამასთან დაკავშირებით არჩილ მეფემ მოიწვია მღვდელმთავრები. მათ მობიდანის მოღვაწეობა დაგმეს. როგორც ცნობილია, ამ კრებას სხვა იერარქებთან ერთად რუისის ეპისკოპოსიც ესწრებოდა.

XVIII საუკუნეში ურბნისის მღვდელმთავარი კვლავ დიდ სამწყსოს განაგებდა, ხოლო XVIII საუკუნის შუა წლებში ურბნისში ეპისკოპოსი იჯდა - "მწყემსი დიდის ლიახვისა და რომელ ირწყვის ლიახვითა მით". მოგვიანებით, 1811 წელს, ეპარქია გაუქმდა. მხოლოდ 1996 წელს გახდა შესაძლებელი ორი უძველესი სამღვდელმთავრო კათედრის აღდგენა.

1996 წლის ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის მმართველი მღვდელმთავარი გახლავთ მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). მეუფე იობის მღვდელმთავრად დადგენის შემდეგ ურბნისისა და რუისის ეპარქიაში სასულიერო ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. ზოგისთვის შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს, რომ დღეს აქ 12 დედათა და 18 მამათა მონასტერი მოქმედებს.

დედათა მონასტრებია: იტრიის ღვთისმშობლის სახელობის (წინამძღვარი მონაზონი პელაგია (თვარაძე), ხცისის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი ნინო (ბოლქვაძე), სურამის ამაღლების დედათა მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი თამარი (ფიჩხაია), ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი სალომე (გველესიანი), დირბის მიძინების სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი ევგენია (ჟორდანია), ბრეთის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი ანგელინა (ოსაძე), რუისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი ემილია (შუბლაძე), ხეობის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი თეკლა (ნავროზაშვილი), ქარელის ხარების სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი მარიამი), სამწევრისის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი ალექსანდრა (ძაგნიძე), ორთუბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი მარიამი (კურტანიძე), ურბნისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი (წინამძღვარი მონაზონი საბიანა (ასათიანი).

ქოზიფას მამათა მონასტრის კომპლექსი, რომელშიც ექვსი ეკლესია შედის, მაღლობზეა გაშენებული, შუაგულ ტყეში. პირველი ეკლესია VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ყველაზე დიდია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესია, მეორე ტაძარი წმინდა შიო მღვიმელის სახელობისაა, მესამე ტაძარი ყოველთა წმინდათა სახელს ატარებს, მეოთხე წმინდა იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის სახელობისაა, მეხუთე - წმინდა გიორგის და მეექვსე - წმინდა მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობისა. აქ მოღვაწე მამებს მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი წმინდა ძვალია დასვენებული. ქოზიფას მამათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ეფრემი (გამრეკელიძე). აღსანიშნავია ასევე ბერთუბნის წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი საბა (ჟღენტი), ძამის საბა განწმენდილის მამათა მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი გაბრიელი (გაჩეჩილაძე), ტბეთის გაბრიელ მთავარანგელოზის მამათა მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი შიო (ხარძეიშვილი), მუხილეთის წმინდა ზენონ იყალთოელის სახელობის მამათა მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი ზენონი (სანოძე), წმინდა გიორგის სახელობის სკიტი, ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი გრიგოლი (თოიძე), ბანის გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი იობი (გეგეშიძე), ურთხვის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი იოანე (გვეტაძე), ქართის წმინდა ათანასე დიდის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი ლაზარე (თოთიბაძე), კოდმანის წმინდა გაბრიელ ქართველის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი მარკოზი (მიქაბაძე), ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი ისაია (გოგიბერიძე), სამწევრისის ჯვრის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი დოროთე (დევაძე), ულუმბოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი (წინამძღვარი მღვდელმონაზონი ელია (ხაჩიძე), ულუმბოს წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელი (ტაბატაძე), სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი იოანე (ოხანაშვილი), წვიმოეთის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მონასტერი (კეთილმოწესე იეროდიაკონი დავითი (აქიაშვილი), სურამის იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იეროდიაკონი დავითი (აქიაშვილი).

ეპარქიაში მოქმედ 69 ტაძარში 79 ღვთისმსახური მოღვაწეობს.

საეპისკოპოსო რეზიდენცია სურამში, წმინდა იობ მრავალვნებულის სახელობის ტაძართან მდებარეობს. იქვეა რეზიდენციასთან არსებული ამავე წმინდანის სახელობის მამათა მონასტერი. წინამძღვარი იერდიაკონი დავითი (აქიაშვილი) ერთ მღვდელმონაზონთან, ორ ბერთან და ათ მორჩილთან ერთად მსახურობს. მონასტერში ხატწერის, მინანქრის და ხეზე კვეთის სკოლა მოქმედებს. მონასტრის ბერები ამ საქმესაც ეუფლებიან. მეუფე იობს მის რეზიდენციაში შევხვდი.

- მეუფე იობ, გვიამბეთ, როგორ შეუდექით ღვთისკენ მიმავალ გზას.

- დავიბადე ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ღვთისმოშიშ ოჯახში. დედა ხშირად დადიოდა ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. ერთხელ გერგეტის სამების ტაძარში დედამ ღვთისმშობლის ხატი შეიძინა. მაშინ არ ვიცოდი ხატების გარჩევა, მაგრამ, ისევე როგორც მთელ ოჯახს, მწამდა, ეკლესიაში აუცილებლად უნდა ავსულიყავი, სანთლები დამენთო და მელოცა. შინ მოსვლისთანავე დედამ ხატი ჩარჩოში ჩასვა და აგვიხსნა ბავშვებს, - ეს არის იესო ქრისტეს, ღმერთის დედა, მას არ უყვარს ხმაური, ბილწსიტყვაობის მოსმენაო. ეს სიტყვები იმდენად ჩაგვრჩა გულში, რომ სულ ფეხის წვერებზე დავდიოდით. აქედან იწყება ღვთისა და ღვთისმშობლისადმი ჩემი პატივისცემა და კრძალვა. ყაზბეგში ძალიან ბევრი წმინდა გიორგის ნიშია. ბავშვები ხშირად დავდიოდით წმინდა სალოცავებში და ჩვენი სიტყვებით აღვუვლენდით ლოცვებს უფალს.

1978 წელს ჩავირიცხე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ერთხელ მეგობრებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში ვიყავი. ზარის ხმა მომესმა - სიონის ზარები რეკდნენ. როცა ტაძარში ფეხი შევდგი, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. იმ დღიდან (ეს იყო 1979 წელი) მოყოლებული, წირვა-ლოცვას არ ვაცდენდი. ამის გამო დიდი პრობლემები შემექმნა უმაღლეს სასწავლებელში, კინაღამ გამრიცხეს... ერთხელ სიონში, წირვაზე, უწმინდესმა სტიქაროსნის პირით საკურთხეველში დამიბარა და მისი ლოცვა-კურთხევით სტიქარით შევიმოსე. სულს სწყუროდა უფრო მეტი, ვიდრე ერში იყო და გადავწყვიტე მონასტერში წასვლა. მაშინ ერთადერთი, ბეთანიის მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა. კათოლიკოს-პატრიარქს მონასტერში წასვლის ლოცვა-კურთხევა გამოვთხოვე.

ბეთანიაში სულ რამდენიმე ბერი იყო, საოცარი სიმყუდროვე, დიდი სიმშვიდე სუფევდა. ის, რასაც ჩემი სული ეძებდა, მონასტერში ვიპოვე. შემდეგ დავიწყე მუშაობა საპატრიარქოში. მალე ჯარში წამიყვანეს. ლოცვა იქაც არ შემიწყვეტია. მის უწმინდესობასთან მქონდა წერილობითი ურთიერთობა. საგულდაგულოდ ვინახავ მის მიერ მოწერილ წერილებს, რომლებიც უდიდესი თავმდაბლობის და მამობრივი ზრუნვის საუკეთესო ნიმუშებია.

- მანამდე თუ იცნობდით უწმინდესს?

- ბავშვობიდან ვიცნობდი. მობრძანდებოდა ხოლმე სნოში გიორგობის, ათენგენობის დღესასწაულზე. სურათიც მაქვს მასთან გადაღებული.

ჯარში ყოფნისას, ერთ-ერთი წვრთნის დროს, საწვრთნელ ბაზაზე, აზოვის ზღვაში, საკმაოდ დიდ მანძილზე შევცურე. დავიღალე და უკან გამობრუნება ვერ შევძელი. ნაპირი არ ჩანდა. თითქმის სიკვდილის პირას მყოფმა შევთხოვე უფალს - ღმერთო, გადამარჩინე-მეთქი. მართლაც, ღვთის ძალით და მადლით სასწაულებრივად აღმოვჩნდი ნაპირზე. მაშინ აღთქმა დავდე, რადგან უფალმა სიცოცხლე მაჩუქა, ღვთისმსახური გავხდები-მეთქი. ჯარიდან დაბრუნებისთანავე მის უწმინდესობას მოვახსენე ბერული ცხოვრების სურვილის თაობაზე. მაშინვე არ დამეთანხმა - უნდა დაოჯახდე, ყაზბეგში წახვიდე და იქ იყო ღვთისმსახურიო. ჩემი გადაწყვეტილება მტკიცედ დავიცავი და 1988 წლის 3 იანვარს ბერად აღმკვეცა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა წილკნელმა მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ.

- მაშინ რამდენი წლის იყავით?

- 28 წლის. 19 იანვარს, წყალკურთხევის დღეს, უწმინდესმა დიაკვნად მაკურთხა, 28 მარტს მღვდლად დამასხა ხელი. კომუნისტური რეჟიმი დასასრულს უახლოვდებოდა. საქართველოს საპატრიარქოს სამი მონასტერი გადაეცა - მარტყოფის, შიომღვიმის და გელათის მამათა მონასტრები. მისმა უწმინდესობამ მკითხა, სად გინდა წასვლაო. ბერად აღკვეცის შემდეგ ყოველთვის მახსოვდა, რომ ბერს არ ჰქონდა თავისი ნების გამოხატვის უფლება და მივმართე, - თქვენ სადაც მაკურთხებთ, თქვენო უწმინდესობავ-მეთქი. მითხრა, მირჩევნია, ჩემთან ახლოს იყოო და მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად გამიშვა.

სულიერი ცხოვრება არ არის ადვილი. იგი დიდ სულიერ და მატერიალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ფაქტობრივად, ბერი და მონაზონი უხილავი სულიერი ბრძოლის ეპიცენტრში იმყოფებიან.

- რა ფასობს მონაზვნობაში ყველაზე მეტად?

- მორჩილება და თავმდაბლობა. როდესაც დიდ სქემაში აღვკვეცავთ მონაზონს ან ბერს, ის ებმება დიდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. ეშმაკი ყველანაირად გამოცდის მას, თუ იგი თავისი ნებით ივლის; მაგრამ თუ გამოცდილ მოძღვარს მიენდობა, იქნება მორჩილი, თავმდაბალი და წრფელი, მაშინ სატანა ვერაფერს დააკლებს.

ადამიანის სულში ეშმაკი შედის სამი კარით: ურწმუნოებით, სასოწარკვეთილებით და ბილწი ცხოვრებით. შედის გონებაში, თვალში, ყურში, ნებისმიერ ნაწილში. ადამიანი თავს ვერ აკონტროლებს და უკვირს, რა მემართებაო. ამ შემთხვევაში თუ მოძღვარმა არ უთხრა, რომ ეს ეშმაკისგან ხდება, თვითონ ვერ მიხვდება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანი არ არის ეშმაკის ხრიკებისაგან თავისუფალი: ზოგს თრობის ვნება აქვს, ზოგს - ქურდობის, ზოგს - მრავალმეტყველების, მრუშობის...

წმინდა ნილოს მირონმდინარე წერს: - რომ იცოდეთ, ადამიანს რამდენი ეშმაკი ებრძვის და ამას ხილულად ხედავდეთ, აღარ განიკითხავდითო.

ჩვენ ადამიანები ვართ და გვიწევს ამ ცოდვა-მადლში ცხოვრება, მაგრამ მთავარი, რაც ღვთისგან ჩვენთვის ძვირფასია - ეს თავისუფალი ნებაა. ამ ნებას საითაც წარვმართავთ, ჩვენზეა დამოკიდებული. თვით უფალიც კი არ ეხება თავისუფალ ნებას. ქრისტიანობის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯერ ნება უნდა გამოვხატოთ და მერე ვიწამოთ ის, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.

- მეუფეო, ამბობენ ხოლმე, ყველაფერი ღვთის ნებით ხდებაო. რა ნიშნებით შეიძლება ადამიანმა გააცნობიეროს, თავის ნებას ასრულებს თუ ღვთისას?

- ღვთის ნება და ღვთის დაშვება - ღვთისგან მოვლენილი ნიშნებია. ღვთის ნება არის, თუ ათი მცნების საწინააღმდეგოდ არ მივდივართ. ღვთის ნება არ შეიძლება იყოს ბოროტება. განსაცდელები ღვთის დაშვებაა. ღვთის დაშვება და ღვთის ნება ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ღვთის დაშვებაა, როცა ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებით ან რაღაც განსაცდელი დაგვატყდება თავს. მაგალითად, ღვთის ნება იყო დავით წინასწარმეტყველის მეფედ კურთხევა, მირონცხებული მეფეების კურთხევა, რომლებიც მთელი ცხოვრება ეკლესიას ემსახურებოდნენ. ჩვენი ცოდვების გამო მირონცხებული მეფე აღარ გვყავს...

თუ ჩვენს ცხოვრებას დავუკვირდებით და სულიერ ანალიზს გავაკეთებთ, დავრწმუნდებით, რომ ის ღვთით იმართება, მაგრამ გვჭირდება გულისხმიერება იმისა, სად ვცდებით. ყველაზე კრიტიკულნი საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ. მოძღვარმა, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა მიგვითითოს, გვასწავლოს. მოძღვარს აქვს მიმადლებული საღვთო მადლი - მღვდლობის მადლი, რომლის საშუალებითაც ის ღვთის ნებას განგვიცხადებს.

- რა არის ის აუცილებელი, რაც ცხონებისთვის სჭირდება ადამიანს?

- ეკლესიურად მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველთვის ფიქრობს სულის გადარჩენაზე. ამის მრავალი საშუალება არსებობს. თუნდაც ის, რომ წმინდანებზე გადმოსულია სულიწმინდის ნიჭები და სხვადასხვა სახელწოდება აქვთ: არიან წინასწარმეტყველნი, ღირსი მამები, მოწამეები, არიან უვერცხლო მკურნალნი. სწორედ აქედან ვიგებთ, თუ რა საშუალება არსებობს იმისა, რომ ვცხონდეთ. რა თქმა უნდა, ღირსი მამების მსგავსად, არის ბერმონაზვნური ცხოვრების გზაც. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ერის ადამიანმა? უნდა მიენდონ მოძღვარს. მოძღვრის ბაგეები ღვთის სიტყვას გვამცნობენ. წრფელნი უნდა ვიყოთ. არ უნდა დავმალოთ, რა გვტკივა სულიერად და მოძღვარი საბოლოო სულიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. სწორედ ეს არის მაცხოვნებელი.

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს სულიერ ხელმძღვანელს?

- სულიერი ცხოვრება მრავალფეროვანია. როგორც პავლე მოციქული ამბობს, სულის ნაყოფი არის სარწმუნოება, სახიერება, სიმშვიდე, სიმყუდროვე, მარხვა, სულგრძელობა... ყოველივე ეს უნდა ამკობდეს სულიერ მოძღვარს. იგი არ უნდა მრისხანებდეს, არ იყოს ამპარტავანი. ადამიანი გარეგნობით, მჭევრმეტყველებით ან თუნდაც განათლებით კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ ცხოვრების წესით. ნათქვამია, - ხე ნაყოფით შეიცნობაო. თუ მოძღვარი ცხოვრობს იმ წესით, რასაც ქადაგებს, მისი სიტყვები ისარივით ხვდება ადამიანის გულს და ხდება მისი სულიერი გარდაქმნა.

- მეუფეო, მარტყოფის მამათა მონასტრის შემდეგ სად მსახურობდით?

- ერთი წელი ვიმსახურე სხალთის მამათა მონასტერში, შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთში, კომანის მამათა მონასტერში. იქ არ იყო საცხოვრებელი პირობები და რამდენიმე დღეში გადმოვედი თბილისში. საპატრიარქოში ჩამაბარეს ახალგახსნილი სოფლის მეურნეობის განყოფილება. იმავდროულად დავინიშნე მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1992 წლის 17 მაისს სვეტიცხოველში ეპისკოპოსად მაკურთხეს. ჩამაბარეს მანგლისის ეპარქიის სამწყსო. ამავე წელს დავინიშნე თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის პრორექტორად აღმზრდელობით დარგში. ნახევარი წლის მერე - ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. 1996 წლის შემოდგომაზე ჩამაბარეს ურბნისისა და რუისის ეპარქია. თითქმის 7 წლის განმავლობაში ვიყავი მისი უწმინდესობის ქორეპისკოპოსი.

ეპისკოპოსობა მძიმე ჯვარია. დიდია პასუხისმგებლობა ღვთის მიმართ შენდამი მონდობილი სამწყსოს გამო. საერთოდ, არასოდეს მიფიქრია ეპისკოპოსობაზე. ჩემი დიდი სურვილია, ვიყო ერთ-ერთ მყუდრო მონასტერში და ვიცხოვრო ბერული ცხოვრებით.

- მეუფეო, როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

- უპირველესად, მსურს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა არ დავარღვიო და შევეცადო მის შესრულებას. სხვა დანარჩენი - დილით კანონს ვასრულებ, მივდივარ მონასტრებში, რათა სულიერი ნუგეში ვცე მამებს, დედებს. ვხვდები მრევლს. დიდი სულიერი პრობლემები აქვს ხალხს. მათთვის ერთადერთი ნუგეში ეკლესიაა და ღვთისმსახურნი.

- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?

- თავისუფალ დროს ვკითხულობ ისტორიულ, საღვთისმეტყველო წიგნებს, მამათა დარიგებებს, ვეცნობი საინფორმაციო საშუალებებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით ძალიან ბევრ რამეს ვიგებ ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესებზე, ამასთან დაკავშირებულ სულიერ და ბუნებრივ კატაკლიზმებზე. ჩვენს თვალწინ წინასწარმეტყველება ხდება. მახსენდება ეზდრა წინასწარმეტყველი, რომელიც უფალს ევედრება - მანახე ბოლო ჟამის ნიშნებიო. იქ აღწერილია ის მდგომარეობა, რაც დღესაა. უფალი ამბობს, ჩემი სასჯელი ადამიანთა მიმართ იქნება მიწისძვრები, წყალდიდობები, ქარიშხლები, ხანძარიო. აი, სწორედ ამით ისჯება კაცობრიობა. გულისხმისყოფის უნარი აღარ აქვთ ადამიანებს. ამის ძალა მხოლოდ მადლმოსილთ შესწევთ. მაცხოვნებელი მადლი მხოლოდ მართლმადიდებლობაშია. ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ვიზრუნოთ ჩვენი სულების გადარჩენაზე, დავეხმაროთ მოყვასს განსაცდელის ჟამს. მეტი სულიერი სიფხიზლე და მოთმინება გვმართებს, რათა ეშმაკის მახეში არ გავებათ. როცა ანტონი დიდმა მთელი დედამიწა ბოროტის მახეებით მოფენილი იხილა, იკითხა, - ნუთუ ვინმე განერიდება ამ მახეებსო? მას ღვთისაგან ეუწყა, მხოლოდ მორჩილნი და თავმდაბალნი შეძლებენ მახეებისგან თავის არიდებასო. მახეები დიდი ხანია დაგებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მტკიცედ და შეურყევლად უნდა მივენდოთ უფალს, როგორც ბავშვი - დედას. სულიერად ვისაზრდოოთ იმ სწავლებებით, დარიგებებით, რაც საკმაოდ ბევრია ჩვენს დედაეკლესიაში.

- როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვა აღმსარებლობის ადამიანებთან?

- ჩვეულებრივი, ადამიანური, როგორც ღვთის ქმნილებებისადმი. თუმცა მოყვასის სიყვარული არ ნიშნავს, გვიყვარდეს ეშმაკის მოძღვრება.

რატომ უკვირთ უცხოელებს ქართველების სტუმარმასპინძლობა? სტუმრისადმი პატივისცემამ ათქმევინა ქართველს - სტუმარი ღვთისააო. ეს ქრისტიანობაზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ჩვენი ოცსაუკუნოვანი ტრადიციაა. ამ სულისკვეთებით გვზრდიდნენ წინაპრები. გავიხსენოთ, იოანე საბანისძე როდესაც ამბობს აბო თბილელზე - "ისმაიტელყოფილი და აწ ქართველი". როცა მოინათლა და გაქრისტიანდა, ის უკვე ქართველი გახდა. ვინც ქრისტიანობას იღებდა, მას ქართველად ვაღიარებდით და ასე უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. ჩვენში ქართველობა და ქრისტიანობა გაიგივებული იყო. ამას ეფუძნებოდა ჩვენი ტრადიციები. ურთიერთობა სხვა აღმსარებლებთან არ წარმოშობდა მათდამი ზიზღს, სიძულვილს, მტრობას; პირიქით, ქართველი ყოველთვის შემწყნარებელი იყო, მაგრამ არა მართლმადიდებლობის დაკნინების ხარჯზე. აბო თბილელი რომ ჩამობრძანდა საქართველოში, დაინახა ის ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, სიკეთე და სიყვარული, რაც ქრისტიანობას ჰქონდა; ევსტათი მცხეთელმა, რაჟდენ პირველმოწამემ დაინახეს და შეიმეცნეს ქრისტიანობა, ამიტომ დადეს თავი ქრისტესთვის. "ნოყიერი ნიადაგი" უნდა მოვუმზადოთ სხვა სარწმუნოების მიმდევრებს, რომ ღვთის მადლი და წყალობა აქ, ჩვენს ეკლესიაში მიიღონ. სითბო და დიდი სიყვარული ვანახოთ, ძალდატანებით და თვალთმაქცობით ვერავის მოვაქცევთ.

- მეუფეო, თქვენი ოჯახიდან ორი ღვთისმსახური გამოვიდა - თქვენი და, დედა შუშანიკი, მონაზონია. ალბათ განსაკუთრებული მადლია თქვენზე...

- მე და ჩემს დას გამორჩეული სიყვარული გვქონდა ეკლესიის მიმართ. 17-18 წლისანი ვიყავით, როცა უწმინდესმა გვკითხა, - რა გნებავთო. ბერობა-მეთქი, ჩემმა დამ - მონაზვნობაო. პატრიარქმა გაგვიღიმა, - კარგია, კარგიო. ზუსტად ისე წარიმართა ჩვენი ცხოვრება. დაახლოებით ათ წელიწადში მე ბერი გავხდი, ჩემი და - მონაზონი. მშობლებმა იწყინეს. ეს იყო ჩემი გამოცდა რწმენასა და გადაწყვეტილებაში. როცა დაინახეს ჩემი სიმტკიცე, მოლბნენ. აღკვეციდან ერთი წელიც არ იყო გასული, მშობლებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს. ასჯერ რომ დავბადებულიყავი, ასჯერვე ამ გზას ავირჩევდი. ვფიქრობ, ჭეშმარიტი ბერობა გმირობაა ღვთისა და ერის წინაშე.

- მეუფეო, ვიცით, რომ თქვენი ეპარქია დიდ ყურადღებას აქცევს მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ ბავშვებს...

- უპატრონო ბავშვები ჩვენი ცხოვრების განსაცდელია. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ბავშვები დავუკავშიროთ ეკლესიას, ვაძლევთ თავშესაფარს. დიდი მადლი და წყალობაა, თუკი ვინმე მათ სულიერ აღზრდას შეძლებს. ვეხმარებით ასევე მრავალშვილიან ოჯახებს. ახლახან თერთმეტშვილიან ოჯახს მოვუმზადეთ შენობა ქარელის რაიონში და მზად ვართ მის მისაღებად. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, დაფარულად გავაკეთოთ სიკეთე, რაც ჩვენი მოვალეობაა.

ქარელის სასულიერო გიმნაზია გამოსცემს ჟურნალ "კლდეს". ჩვენი მრევლის წევრის, ქალბატონ შორენა სიხარულიძის თაოსნობით განახლდა საეპარქიო გაზეთის, "მახვილი მესიისა", გამოცემა.

ეპარქიაში არის პიროს ბრეთელის საფლავი, მიქაელ ულუმბოელის საფლავი. ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში ინახება ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი, წმინდა სტეფანე პირველმოწამის, ნეოფიტე ურბნელის, ქალწულმოწამე პარასკევას წმინდა ნაწილები, საბა განწმენდილის ლავრიდან წამოღებული ღირსმოწამეთა წმინდა ნაწილები. იობ მრავალვნებულის ტაძარში ბრძანდება ათონის მთის დოქიარის მამათა მონასტრის ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის ასლი. ეს ხატიც უკვე მრავალ სასწაულს აღასრულებს.

- დიდი მადლობა ასეთი საგულისხმო და ხანგრძლივი საუბრისთვის. დაგვლოცეთ, მეუფე იობ!

- მინდა დავლოცო ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლები და მკითხველნი. ძალიან დიდ საქმეს ეწევით. კეთილ საქმეს ბოროტის ბრძოლაც თან ახლავს, მაგრამ განსაცდელის გარეშე ჭეშმარიტი სიხარულის მოპოვება შეუძლებელია. როგორც ჩვენმა წინაპრებმა ამოკვეთეს ფარზე - "იდექით მტკიცედ და შეურყევლად", ასე ამოკვეთილიყოს ჩვენს გულსა და გონებაში - იდექით მტკიცედ და შეურყევლად მართლმადიდებლურ რწმენაში, რამეთუ მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოება გადაარჩენს საქართველოს, ღმერთს მიგვაახლებს და დაგვამკვიდრებს მარადიულ სამშობლოში - სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
30.09. 2014
ბელა მარიამი
უფალმა გააძლიეროს მეუფე იობი! მადლობა მეუფეს ყველაფრისათვის!
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat