იდიდოს უფლის სიყვარული, რომელიც უზენაესი სამართალია
იდიდოს უფლის სიყვარული, რომელიც უზენაესი სამართალია
ნათქვამია, მართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, ან კიდევ: ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. უფლის სიტყვების მიხედვით - ნეტარ იყვნენ მართალნი, რამეთუ მათი არს სასუფევლი ცათა. მართლაც, ნეტარია ის, ვინც საკუთარი ბაგით თუ საქმით ჭეშმარიტებას ღაღადებს და მისი ცხოვრების წესი ღვთისთვის სათნო ცხოვრების წესს ემსგავსება. წუთისოფლის ორომტრიალმა ისე აურია ბოროტება და სიკეთე, ტყუილ-მართალი, რომ მისი აღქმისა და გარჩევის უნარი ბევრს არ შესწევს. ბოროტება ყოველი მხრიდან შელამაზებულად გვთავაზობს თითქოს ჩვენთვის სასურველს და ჭეშმარიტს. გავერიეთ ამ სიცრუეში და თავს ლაღად ვგრძნობთ. გვგონია, მთავარია, წამიერ წუთისოფელში ვიყოთ კარგად, მარადიულზე ფიქრისთვის კი თავს არ ვიწუხებთ. მე ვარ და ჩემი ნაბადიო, - ამ იდეოლოგიით ყალიბდება თითქოს საზოგადოება და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრით ვართ დამაშვრალნი. ეკლესიურად მცხოვრებთ კარგად გვახსოვს, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ უფალშია, მაგრამ ვცხოვრობთ კი უფლის გზით? ზოგჯერ კაცებრი, მცდარი წარმოდგენებით, საკუთარ თავზე დაყრდნობით ვქმნით სიმართლის ფორმულას და თავი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, მართალი სიტყვის მთქმელნი გვგონია. თუკი მოყვასს არ დავინდობთ და მოვატყუებთ, კარგ ბიჭობად, კარგ ქალობად გვეთვლება, ხოლო თუ მტყუანს ვამხელთ, შეიძლება შეურაცხგვყოს... ერთი სიტყვით, სიმართლის თქმა არავის სიამოვნებს და პირფერობაში ვატარებთ წუთისოფელს. არადა, უფალი ხომ ყველგან მყოფია, ყველაფერს ხედავს, სად დავემალებით?

გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- წმინდა ანტონი დიდს ჰკითხეს, - სათნოებათა შორის რომელია ყველაზე დიდიო. განსჯის უნარი, ადამიანმა რომ განარჩიოს კეთილი და ბოროტიო. სამწუხაროდ, ისე დაიხვეწა ბოროტის მანქანება და ისეა აღრეული ერთმანეთში ტყუილ-მართალი, რომ ადამიანს უჭირს მისი გარჩევა.Aამ გარჩევის უნარს გვანიჭებს სარწმუნოება. მან უნდა შეადაროს ესა თუ ის ნივთი ან მოვლენა რაიმეს, ეტალონს, რათა გაარჩიოს, ეს ჭეშმარიტება მდარეა თუ ხარისხიანი. მე ვარ ჭეშმარიტება, სხვაგან არ ეძებოთო, - ამბობს უფალი. მოდით, ყოველგვარი მოვლენა, აზრი შევუსაბამოთ ღვთის ნებას. თუ არ შეესაბამება, უკუვაგდოთ. ასე მსჯელობენ წმინდა მამები და ასე განიხილავდა ყოველგვარ სარწმუნოებრივ დარღვევას ეკლესია, განაგდებდა უჯეროს. ანუ იფქლი და ღვარძლი, სახარების იგავისა არ იყოს, ამ წუთისოფელში დაშვებულია, რათა ადამიანი იზრდებოდეს გარკვეულ დრომდე, მაგრამ ეს უნდა განარჩიოს მომკალმა - იფქლი შეინახოს ბეღელში, ხოლო ღვარძლი განაგდოს. ადამიანის გული უნდა იყოს ღია ჭეშმარიტებისთვის და დახშული - ბოროტებისთვის, თუმცა ნათქვამია, ენა გულისას იტყვისო და როდესაც ადამიანში დამახინჯებულია გული, მისი ენა, სიტყვა, ქმედება გულის ადეკვატურია. წმინდა მამების თქმისამებრ, საჭიროა ყოველგვარი ცოდვისგან, ამპარტავნებისგან, მრისხანებისგან, მომხვეჭელობისგან გულის განწმენდა... შემდეგ უკვე ადამიანი ხდება სიკეთის, სიყვარულისა და სამართლიანობის განსახიერება. ადამიანებმა თითქოს წუთისოფელში შეიმუშავეს თავიანთი სიმართლე, რომელიც გარეგნულად მისაღებად ჩანს, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ის სულ სხვა არის ღვთის წინაშე. მამა პაისის მოჰყავს მაგალითი: დავუშვათ, ორ ძმათაგან ერთს ორი შვილი ჰყავს, მეორეს - ხუთი. მამამ თავისი მამული ვაჟებს უნდა გაუნაწილოს. ადამიანური სიმართლით - ორ ტოლ ნაწილად, მაგრამ ერთს ორი შვილი ჰყავს და მეორეს - მეტი, ხუთი. ხუთს ხომ უფრო მეტი სჭირდება. ღვთაებრივი სიმართლით, მეტი უნდა მიეცეს მას, ვისაც ხუთი შვილი ჰყავს. დავუშვათ, ავმა მეზობელმა გვესროლა ქვა ან რაიმე დაგვიშავა, ადამიანური სიმართლით ეს შეიძლება მოვითმინოთ ერთხელ და ორჯერ, შეიძლება გულშიც შევუნდოთ, მაგრამ სამაგიერო გვინდა გადავუხადოთ. ხოლო ღვთაებრივი სიმართლე გვასწავლის, გიყვარდეთ მტერი თქვენი და კეთილს უყოფდეთ მაწყევართა თქვენთაო. ვინც ღვთაებრივ სიმართლეს განსჯის, იგი არათუ მხოლოდ მოითმენს, არამედ, პირიქით, კეთილს მიაგებს მას. შეიძლება საჩუქარიც კი გაუგზავნოს და შეარცხვინოს მაგინებელი. ან ეს ადამიანი თავისი ამპარტავნების მკურნალად მიიჩნიოს. მესამე ვარიანტია: ხშირად სამაგიეროს ასჯერ მეტს გადაუხდიან შეურაცხმყოფელს. ეს ადამიანურიც აღარ არის, ეს მხეცურია, მხეცი აკეთებს ამას და წარმოიდგინეთ მხეცის დონის ადამიანთა სულიერი მდგომარეობა. როდესაც სამაგიეროს უხდი კაცს, ამას სამართლიან მისაგებელს ეძახი. ღვთაებრივი ყველაზე აღმატებულია, მისი საფუძველი ერთადერთია - სიყვარული. სიყვარული ღმერთისა და სიყვარული მოყვასისა. თუ ის გამოირიცხა, ნებისმიერი კანონი შეიძლება მივიჩნიოთ უკანონობად, თუ მას საფუძვლად სიყვარული არ უდევს. ყველაზე დიდი სიმართლე სიყვარულია. ერთ-ერთი მამა ამბობს, - ღმერთი ჩვენდამი, ადამიანების მიმართ არ არის სამართლიანიო. ღმერთი რომ სამართლიანად მოგვიდგეს, მაშინ ვერც ერთი ვერ უნდა გადარჩეს და ცხონდესო. ღმერთი სიყვარულით გვიდგება, არა კანონით. მისი სიყვარული აღმატებულია ყველა სიმართლეზე. ღმერთი უფრო შემწყნარებელია ჩვენ მიმართ, ვიდრე სამართლიანი. მართლაც, რისი ღირსი ვართ ღვთაებრივი სიმართლის წინაშე, ვინაიდან ყველა ცოდვილი ვართ. "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს". ღირსი ვართ სასჯელისა, მაგრამ სწორედ საღვთო სიყვარული აღემატება ამ სამართლიანობას და ამით შეწყნარებულნი ვართ ღვთის მიერ. იდიდოს უფლის სიყვარულმა, რომელიც უზენაესი სამართალია!

***
ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. სიმართლისათვის შეიძლება კაცმა მრავალი განსაცდელი გადაიტანოს. ამის მაგალითს გვაძლევენ თავად მაცხოვარი, ყველა წმინდა ადამიანი, მოციქულები. სარწმუნოება ხომ სიმართლეა.

ქრისტე, მოწამეები და მოციქულები ანთებული სანთლები იყვნენ ბნელი წუთისოფლისთვის. ისინი ამხელდნენ იმპერატორებს, მეფეებს, დიდებულებს.Uუფალი ბრძანებს, ნეტარია ყველა, ვინც ყველგან და ყოველთვის ამბობს სიმართლეს და ბოლომდე მისი ერთგულია. ყველაზე მდიდარი, მართალი და ძლიერი ის შეიძლება იყოს, ვინც გულით ატარებს სიმართლეს, თუმცა გარეგნულად ყველაზე უმწეო ჩანს. მართალს შეუძლია თავისუფლად გამოვიდეს ქუჩაში იმიტომ, რომ იცის, ის მართალია და ვერავინ დასცინებს, ვერავინ დაძრახავს და თავი ღირსეულად უჭირავს. უსამართლო ადამიანს ყველგან რცხვენია, ყველგან იმალება, ჩაკეტილია თავის ნაჭუჭში, რათა არავინ დაინახოს და იტანჯება თავისი უბედურებით.

რამდენი კაციც არის, იმდენი აზრია, სიმართლე კიდევ - ერთადერთი. ადამიანი ხანდახან სიმართლის თქმას ამჯობინებს კაცს ეპირფეროს, რადგან ის სჭირდება. ეს დაცემაა, ღალატია. ამიტომაც რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს მეგობრისთვის თუ მოყვასისთვის, სჯობს სიმართლე პირში უთხრა, ვიდრე ხელი დააფარო და ცუდისკენ უბიძგო. წმინდა ილია მართალი ბრძანებს, - მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო. სამწუხაროდ, დღეს სიმართლის მთქმელი ძალიან ცოტაა.Uუდიდესი საფრთხისა და განსაცდელის წინაშე იდგნენ წმინდა მამები, ღირსი მამები, რომლებიც ამხელდნენ მეფეებს და შეეწირნენ სიმართლეს. მათი სიმართლე თაობებს გადაეცა.

რა არის წუთისოფელი - სჯობს ერთი დღე სიმართლით იცხოვრო, ვიდრე ასი წელი ცოდვასა და ბოროტებაში იყო. სიმართლის მქადაგებელი დღეს წმინდა სამოციქულო ეკლესიაა, ჩვენი პატრიარქი. ეკლესიის როლიც ეს არის. იგია სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. წმინდა წერილში ნათქვამია, თუ იგი დაზიანდა და გაიხრწნა, რაც შეუძლებელია და ღმერთმა ნუ ქნას, მაშინ საზოგადოებაც დაეცემა. ნათქვამია, რაც ბერი, ის ერიო. რაც უფრო წარემატებოდნენ ღვთისმსახურებაში, სიწმინდეში სასულიერო პირები, იგივე აისახებოდა მთელ ერზე. საქართველოს ისტორია ამის ნათელი მაგალითია. როდესაც დაეცემოდა სულიერი ცხოვრება, იხრწნებოდა ერი და არ აყოვნებდა სასჯელი უფლისა ამა თუ იმ მტრის სახით. დღესაც ამ დუღილის პერიოდში ვართ, როდესაც ერი ეძებს სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში, ჯანსაღი ნაწილი ერისა ცდილობს, მოიძიოს სიმართლე. მას კი იპოვიან მხოლოდ სარწმუნოებაში, მართლმადიდებლობაში, ტაძარში. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანს მთელ საქართველოში აპოვნინოს ერთადერთი სიმართლე - ღმერთი, ეკლესია. ჩვენი უბედურება ისაა, რომ სიმართლეს ანუ საკუთარ ცოდვიანობას და უსამართლობას თვალს არ ვუსწორებთ. როცა ადამიანი წარდგება ღვთის წინაშე, მას სინდისი ამხელს... ჯერ იყავი მართალი შენ და მერე შეგეძლება სხვასაც მიუთითო სიმართლე და ჭეშმარიტება.

***
მომავალი თაობა უპირველესად რწმენით უნდა აღიზარდოს. როდესაც დედა აკვანში შვილს ზრდიდა, იავნანასთან ერთად უქადაგებდა ღმერთის სიყვარულს, სარწმუნოებას, სიკეთეს, სამშობლოს სიყვარულს. დღეს ხშირად პროპაგანდა ეწევა ცოდვას, ძალადობას. ბავშვის გონება ამით ირყვნება. მის გონებაში ჭეშმარიტების აბსოლუტური ეტალონი ღმერთი აღარ არის. ჭეშმარიტება არის ღვთისნიერი, ისე, როგორც ჩვენს წინაპრებს ღირსეულად, ტრადიციულად უცხოვრიათ. აუცილებელია, ოჯახის ინსტიტუტი იყოს მყარი და მართლმადიდებელი ეკლესია იყოს მიჩნეული ერთადერთ მხსნელად და მომწოდებლად მართალი სიტყვისა და ჭეშმარიტებისა.

ძველად მოდავენი ღვთისმსახურთან, ღვთის წინაშე ან წმინდა ხატთან და უფლის წინაშე წარდგებოდნენ და განიხილავდნენ საკუთარ მდგომარეობას, საკუთარ სიტყვას. ღვთისმსახური იყო განმსჯელი და დიდი სიყვარულით შეარიგებდა მათ. სვანეთში დღესაც ვერავინ იკადრებს ტყუილს ხატის წინაშე. ხატი ანუ უფლის სახე ამ შემთხვევაში იყო ორიენტირი, საძირკველი, საყრდენი სიმართლისა. თუ იცრუებდა, მწარედ დაისჯებოდა. სამწუხაროდ, ჩვენში დაიხშო სინდისი ამდენი უსამართლობით და ადამიანი ცბიერი გახდა. ხშირად მატყუარას და ცბიერს გამჭრიახად და გონიერად მიიჩნევენ. მართლის მთქმელი კი შეიძლება ბრიყვად, უგნურად შერაცხონ. ხედავთ, როგორ ურევს ბოროტი? თეთრს შავად წარმოგვიდგენს, შავს - თეთრად. ძალიან დიდი გონიერებაა საჭირო ამის გასარჩევად. ეშმაკს ძალიან ეშინია სიმართლისა. როდესაც ტყუილებით და პირფერობით მიდის მოვლენები, უფრო ღრმად ვიძირებით ამ უბედურების ჭაობში და ხარობს ბოროტი ძალა. ადამიანები ცდილობენ, ტყუილებით მოაგვარონ საქმე. მერე ზოგი ამართლებს, - ეს კეთილი ტყუილაო. უფალი სახარებაში ამბობს: თქვენი სიტყვა იყოს ჰე ჰე და არა - არა. ერთ-ერთ მამათა მონასტერში ბერებთან ერთად ცხოვრობდა ერთი კაბოსანი მორჩილი. მორჩილმა მონასტრიდან ცდუნებით რაღაც ნივთი მოიპარა, ლოცვის დროს მონასტრის კარიბჭე ფარულად დატოვა და უდაბნოში გაიქცა. გზაში შეხვდა დიდებული, რომლის შვილი ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი და შველას მონასტერში მცხოვრები ღვთივსულიერი მამებისგან ელოდა. მორჩილი მის დანახვაზე სხვა მხარეს გაიქცა. ერისკაცმა უთხრა, - ხილულო ადამიანო, გაჭირვებული ვარ, შვილი ავად მყავს. შენ შეგიძლია მისთვის ილოცო და განკურნოო. მორჩილმა უპასუხა, არ ვარ მოძღვარი, ცოდვილი ვარ. მონასტერში მიბრძანდითო. მორჩილმა ამოიღო უბიდან ნაქურდალი - ეს მოვიპარე ამ დილით მონასტრიდან, ცოდვილი ვარ და აქედან გავრბივარო. სიმართლე რომ თქვა, სასწაული მოხდა, ეშმაკმა სიმართლე ვერ აიტანა და ქალიშვილი ღრიალით დატოვა. სიმართლე განდევნის ბოროტს, თუნდაც ის ცოდვაში ჩავარდნილისა იყოს. ეს მორჩილიც განიკურნა, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოვიდა. ამავე დროს ვხედავთ უდიდეს სასწაულს - ერთი სულიერად განიკურნა, მეორე კი ფიზიკურად. მორჩილი მონასტერში დაბრუნდა, შეინანა ძმობის წინაშე და შენდობა ითხოვა. სიმართლემ ის გადაარჩინა სულიერ დაღუპვას.

***
სასულიერო პირი, ეკლესია ღვთის პირია. ისინი თავიანთი ნააზრევით, როგორც მიაჩნიათ, ისე კი არ უნდა მეტყველებდნენ, არამედ როგორც ნებაა ღვთისა. ყოველი ღვთისმსახური ამავე დროს სახეა უფლისა, ყველა აგებს პასუხს თავის ყოველ სიტყვაზე. პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარი სულისთვის, არამედ მრავალი ათასი ადამიანისთვის. შეიძლება ერთმა კარგად ნათქვამმა სიტყვამ მრავალი აცხოვნოს და თუნდაც ერთმა არასწორად ნათქვამმა - დაღუპოს. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ხარ იერარქიაში, მეტი სიფრთხილე გმართებს. ამის მაგალითია ჩვენი უწმინდესი. ყოველი სიტყვა არის უდიდესი სიყვარულით და უდიდესი მოზომილი სიბრძნით ნათქვამი.

ერთ წმინდანს ჰკითხეს, - როგორ მივიდე ჭეშმარიტებასთანო. იცხოვრე ჭეშმარიტების მიხედვით და მიხვალო. ჩვენ გვინდა, უცებ შევიდეს ადამიანებში ღმერთი და უცებ გახდნენ წმინდანები. უფალი გვავალებს - იცხოვრე სიმართლის მიხედვით. სიმართლე არის გზა, რომელიც მიგიყვანს წყაროსთან, უფალთან.

***
სასუფეველი მართალთა სავანეა. რა თქმა უნდა, სასუფეველში ცოდვილნი არ ხვდებიან. ყველა ადამიანი ცოდვილია. ჩვენი სიმართლე ისაა, რომ ღვთის წინაშე ვაღიარეთ, - უფალო, ცოდვილი ვარ, ვტყუი შენ წინაშე, დამნაშავე ვარ, მაგრამ შემინდე და მაპატიე.Aამ სიტყვას ღვთის წინაშე აქვს მაცხოვნებელი ძალა. ვერ გადარჩება და ვერ ცხონდება ის, ვინც ვერ ხედავს ან არ ხედავს და არ აღიარებს ღვთის წინაშე, რომ არ არის მართალი. წმინდანებიც სწორედ ის სულები არიან, რომლებიც წუთისოფელში, ამ უსამართლობაში, სადაც ვცხოვრობთ, ყველა მანქანება ბოროტისა გაიარეს, ამაღლდნენ სიმართლის აღიარებით. შეუძლებელია გამართლება საღვთო მადლის გარეშე. სასუფეველი ცათა მოზეიმე ეკლესიაა. ღვთის მადლით გამართლებულნი და გამარჯვებულნი ხარობენ და ამიტომაც ეწოდება სასუფეველს მართალთა სავანე, სადაც მართალნი მკვიდრობენ. ისღა დაგვრჩენია, რომ ამ წუთისოფელში ვემსახუროთ სიმართლეს, რათა გარდაცვალების შემდეგ განსვენება ვპოვოთ მართალთა თანა.

ინებოს უფალმა, რომ ჩვენ საღმრთო სიმართლით ვემსახუროთ ჩვენს მაცხოვარს და შემოქმედს, უფალ იესო ქრისტეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat