ადამიანს თავად უნდა სურდეს უფალი, უნდა მიენდოს მას
ადამიანს თავად უნდა სურდეს უფალი, უნდა მიენდოს მას
ახალციხის ეპარქიას 1999 წლიდან მართავს ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე). 2002 წლის 1 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ახალციხის ეპისკოპოსის ტიტულია ეპისკოპოსი ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთისა.

კლარჯეთი ანუ "ქვეყანა კლარჯეთისა" ეწოდებოდა ჭოროხის ხეობაში მოქცეულ მიწა-წყალს და შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან: შავშეთი, არტანუჯი, ტაო, თორთომი და ბასიანი. ტაო-კარიდან იწყებოდა თორთომის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე "გზა ქართლისა" ანუ საქართველოს ყელისა, რომელსაც შემდეგ თურქებმა "გურჯი-ბოღაზი" უწოდეს.

VIII-X საუკუნეებში, როდესაც ბაგრატიონთა გვარის ერისმთავრებმა ტაო-კლარჯეთში თავიანთი საერისთავო დააარსეს, ამ მხარესაც ეწოდა ტაო-კლარჯეთი (აშოტ კურაპალატის მემკვიდრეები ორ შტოდ იყოფოდნენ: არტანუჯ-კლარჯნი მთავარნი ანუ "კლარჯეთის ხელმწიფენი" იწოდებოდნენ "მამფლად", მეორე შტოს შეადგენდნენ "მეფენი ტაოსნი").

ტაო-შავშეთ-კლარჯეთ-სამცხეში წმინდა გრიგოლ ხანძთელის (760-861წწ.) და მის მიმდევართა თაოსნობით შეიქმნა მშვენიერი ხუროთმოძღვრული ძეგლები. "მისი წყალობით უღრან ტყეებში ადამიანის ხმა და მოსახლეობა გაჩნდა"
(ივ. ჯავახიშვილი, "ქართველი ერის ისტორია", ტ. III). მან შექმნა მეუდაბნოე ბერების ძლიერი ჯგუფი, რომელიც გაურბოდა მაცდურ ქვეყანას, სიმდიდრეს და ქადაგებდა მორჩილებას და სიგლახაკეს. სასულიერო ხელისუფლებას საეროზე მაღლა აყენებდა. გრიგოლ ხანძთელი ამბობდა, - "ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიანო".

ქართული მწერლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად ტაო-კლარჯეთში შეიქნა ოპიზა. აქ მოღვაწეობდნენ მიქელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი და სერაპიონ ზარზმელი. ოპიზაში გადაიწერა მრავალი თხზულება, მათ შორის 913 წლის ოპიზის სახარება. შატბერდის მონასტერში ითარგმნა და გადაიწერა შატბერდის კრებული, ჰადიშის სახარება (897წ.), ჯრუჭის სახარება (936წ.), X საუკუნეში იოანე ბერის მიერ - უდაბნოს მონასტრის მრავალთავი და სხვა.

ტბეთის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე მტბევარი, რომელმაც აღწერა წმინდა გობრონის ცხოვრება. აქვე გადაიწერა 955 წელს ტბეთის ცნობილი სახარება. თორთომის ხეობაში ადარნასე კურაპალატმა აღაშენა ოშკის მონასტერი, სადაც 978 წელს გადაიწერა ბიბლია. ამავე ხეობაში X საუკუნეში დაარსდა დიდებული ხახულის მონასტერი, რომელიც სოფელ ხახულეთში ააშენა დავით კურაპალატმა. ჭოროხის ხეობაში დაარსდა პარხლის მონასტერი. ცნობილია პარხლის მრავალთავი და სახარება.

ჩვენი ქვეყნის ისტორიული კუთვნილება - ტაო-კლარჯეთი, კარგა ხანია, საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი აღარ არის. დღეს ღვთის ანაბარა დარჩენილ წინაპართა ღვაწლით შექმნილ ძეგლთა მხოლოდ ნახვა შეგვიძლია. როგორც ჩანს, თურქეთისთვის ტაო-კლარჯეთის ტურისტული დათვალიერება მეტად მომგებიანია. კარგი კი იქნება, ქართველ ტურისტთა ფული იქაურ ქართულ ძეგლებს თუ მოხმარდება... რაც დრო გადის, კიდევ უფრო სავალალო ხდება ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მდგომარეობა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობენ, თურქეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ერთობლივად შეუდგნენ ტაო-კლარჯეთის ძეგლების მოვლა-პატრონობას. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ კი "კარიბჭის" მკითხველს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე თეოდორესთან საუბარს ვთავაზობთ.

- მოგეხსენებათ, ისტორიულად ეს მხარე საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, აქ მოღვაწეობდნენ ჩვენი ერის სასიქადულო შვილები, ფაქტობრივად, აქედან აღორძინდა მესხეთში ბერული ცხოვრება. ხშირად ჩავდივარ ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მოსახილავად. ვინაიდან შეუძლებელია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ეპარქიის მართვა, ჩვენს მოგზაურობას მხოლოდ ტურისტული ხასიათი აქვს. იქაური მოსახლეობა, როგორც ტურისტებს, ისე გვიყურებს. ქართველები ძალიან ცოტანი არიან. მათთან ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს.

- მეუფე თეოდორე, ტაო-კლარჯეთის დღევანდელობაზე საუბარი მართლაც რთულია, ამიტომ ეპარქიის ერთ-ერთ კუთხეზე, ახალციხეზე გვესაუბრეთ.

- ჩვენი ეპარქია მოიცავს სამ რაიონს - ახალციხეს, ასპინძას და ადიგენს. ამ სამ რაიონში დაახლოებით ოცი მოქმედი ეკლესიაა. აქედან ცხრა მონასტერია - ხუთი მამათა და ოთხი დედათა. მამათა მონასტრებია: ვარძიის (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი), საფარის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (წინამძღვარი მამა არსენი (ასანიძე), ზარზმის (წინამძღვარი მამა ნიკოლოზი (გეწაძე), აბასთუმნის (წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი მაქსიმე (გაბელაშვილი), ჭულევის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი დიმიტრი (კაპანაძე). დედათა მონასტრები: ზედა ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი), აბასთუმნის (წინამძღვარი ბარბარე (გრიგალაშვილი), რაბათის წმინდა მარინეს მონასტერი (წინამძღვარი იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი), ახალციხის რეზიდენციაში ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (წინამძღვარი ნატალია (ქაფიანიძე). მალე გაიხსნება ასპინძაში აგარის დედათა მონასტერი, წინამძღვარი იქნება მონაზონი ქეთევანი (მელაძე) და აწყურის მამათა მონასტერი (წინამძღვარი იქნება იღუმენი ლუკა (კონჩაკოვი).

ახალციხეში არის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია, სადაც 30 მოსწავლე სწავლობს. ამ სემინარიაში თავად სასულიერო პირები ატარებენ გაკვეთილებს. ძალიან კარგი ბავშვები სწავლობენ სემინარიაში და მჯერა, რომ ღირსეულად გააგრძელებენ სასულიერო ცხოვრებას. ეპარქიაში რესტავრაცია უტარდება ეკლესია-მონასტრებსაც. შენდება ახალი ტაძრები. ვცდილობთ, ვილოცოთ და ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ჩვენს ეპარქიაში ყველაზე დიდი სიწმინდეა ევსტათი მცხეთელის სამი უხრწნელი თითი.

- მეუფეო, თქვენ პატრიარქის ქორეპისკოპოსი ბრძანდებით, ძირითადად რა ფუნქცია აკისრია ქორეპისკოპოსს?

- არავითარი მაღალი წოდება ეს არ არის. ქორეპისკოპოსი დამხმარე ეპისკოპოსს ნიშნავს. პატრიარქს ვეხმარები იმ საკითხების მოგვარებაში, რასაც დამავალებს. უბრალოდ, თანაშემწე ვარ პატრიარქისა. საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის ხელმძღვანელობაც ქორეპისკოპოსის მოვალეობაა. ჩემთვის ყველაზე ცუდი დავალება ჯვრის ახსნაა. ძალიან ძნელია, როდესაც მოდიან ადამიანები, დაენგრათ ოჯახები და ეკლესიისგან ჯვრის ახსნას ითხოვენ. მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი და ამავე დროს საპასუხისმგებლოც. ქრისტიანულად ოჯახის, პირველი ქორწინების დანგრევა უდიდესი ცოდვაა. ეკლესია ჯვრის ახსნის უფლებას იძლევა ურთიერთღალატის, ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში... ღვთის მადლით, ვცდილობ გავართვა თავი ამ მძიმე საქმეს.

- როგორი უნდა იყოს ჩვენი ეპარქიები?

- ყველა ეპარქია ძალიან კარგი უნდა იყოს. პირველ რიგში, მრავალრიცხოვანი სამღვდელოებით. ჩემი სურვილია, ყველა სოფელში იყოს მოქმედი ტაძარი და ყველას ჰქონდეს სულიერ მოძღვართან ურთიერთობის საშუალება. ყველა ეპარქიას დღეს ძირითადად ეს პრობლემა აწუხებს. ქალაქში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.

- მეუფეო, თქვენ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი ბრძანდებოდით. როგორ ფიქრობთ, ხომ არ საჭიროებს სასულიერო სემინარია-აკადემია სასწავლო დონის კიდევ უფრო ამაღლებას კადრების უკეთ მოსამზადებლად?

- აკადემია მუშაობს სამეცნიერო მუშაობის გასაფართოებლად. სასულიერო პირებმა მეცნიერულად უნდა შეისწავლონ საღვთისმეტყველო საგნები.

პირველ რიგში კი სასულიერო პირს ის მოვალეობა აკისრია, რომ იყოს ხიდი, შუამავალი ადამიანსა და ღმერთს შორის.

- თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა გაკურთხეს ეპისკოპოსად. თუ დაემთხვა ეს თქვენს სურვილს?

- არა, თუმცა უარი არ მითქვამს, რადგან ეს არ ნიშნავს დაწინაურებას ან ხარისხის მომატებას. ეს არის მსახურება უფლისა. ეს არის მსახურების უფრო რთული და ძნელი გზა. ჩემგან უარის თქმა იქნებოდა უარის თქმა დაკისრებულ მოვალეობაზე.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ბოდბის მონასტერში დაიბადეთ. ჰქონდა ამ ფაქტს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში?

- არ ვიცი. ძალიან ბევრია ბოდბეში დაბადებული, რადგან ორმოცი წლის განმავლობაში იქ საავადმყოფო არსებობდა. ბუნებრივად, სიღნაღის ყველა მცხოვრები იქ იბადებოდა. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ ჰქონია. უბრალოდ, მიხარია, რომ ბოდბის მონასტერში დავიბადე.

დავიბადე სიღნაღში, ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი აბასთუმნის ობსერვატორიაში, შემდეგი ათი წელი - თელავში. ვსწავლობდი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წამოვედი საფარაში და სასულიერო ცხოვრებას შევუდექი. მთავარია, ადამიანმა ღმერთი იწამოს და დანარჩენს, ცხოვრებაში რა უნდა აკეთოს, ამას თვითონ ღმერთი განსაზღვრავს, ღმერთი უბიძგებს - რა აკეთოს, საით წავიდეს, როგორ იცხოვროს და როგორ ემსახუროს უფალსა და საზოგადოებას.

- როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ჩვენს დროში და როგორ უყურებს ეკლესია თანამედროვეობას?

- უნდა დავიცვათ ის მცნებები, რომლებიც უფალმა დაგვიწერა: "არა კაც ჰკლა", "არა იპარო", "არა იმრუშო", "პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა", "გიყვარდეს მოყვასი შენი", "გიყვარდეს მტერი შენი". ასე უნდა ვიცხოვროთ. ყველა დანარჩენი მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულიდან გამომდინარეობს.

რაც შეეხება თანამედროვეობას, ეკლესია არის კრებული, რომელიც შედგება თანამედროვე საზოგადოებისგან. რა თქმა უნდა, ის იცავს წმინდა მამების მიერ დაწერილ წესებს და ამასთანავე ცხოვრობს თანამედროვეობაში.

- რა მიგაჩნიათ ადამიანის უპირველეს საქმედ?

- ღვთის სამსახური. როგორ ემსახურება ადამიანი უფალს, ამას უკვე თვით ღმერთი ირჩევს იმის მიხედვით, ვის რა ნიჭი, რისი შესაძლებლობა აქვს. ადამიანს თავად უნდა სურდეს უფალი, უნდა მიენდოს მას. ჩვენ უნდა შევწიროთ თავი ღმერთს, მივცეთ მას უფლება, განაგოს ჩვენი ცხოვრება, უნდა მივენდოთ, სხვანაირად ღმერთი არ შეეხება ადამიანის თავისუფალ ნებას. ჩვენ თავისუფალი ნებით უნდა ავირჩიოთ სამსახური უფლისა, დანარჩენი ძალიან ადვილია.

- დაგვლოცეთ, მეუფეო.

- ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გაამრავლოს თქვენი მკითხველი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat