მღვდელმთავარმა მშვიდად ჩაუარა, ეტლი გაუშვა და გზას ფეხით გაუდგა მარტო
მღვდელმთავარმა მშვიდად ჩაუარა, ეტლი გაუშვა და გზას ფეხით გაუდგა მარტო
1825 წლის 15(27) ნოემბერს სოფელ ბახვში, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელის კარის მოძღვრის, მაქსიმე ქიქოძისა და მარიამ დგებუაძის მრავალშვილიან ოჯახში ტყუპი ვაჟი დაიბადა. ეს გარემოება მშობლებს დიდად არ ესიამოვნათ. ერთმა მოხუცმა მეზობელმა სიხარულით მიულოცა ვაჟების შეძენა და გაამხნევა მაქსიმე: - იქნებ ამ ნაბოლარებმა ყველას აჯობონო.

ჯანსაღი ტყუპისცალი ძიძისთვის მიუბარებიათ და მას აკვანში დახრჩობია, სუსტი გერასიმე დედას გაუზრდია. გერასიმე ჭირვეული ყოფილა და პატარაობაში "ტირიას" ეძახდნენ.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამა მაქსიმეს უდია თავს ხუთივე ვაჟის გაზრდა. გერასიმე ძალიან ცელქი ყოფილა, ჰყვარებია ბურთაობა, ჭიდაობა... ხუცური და მხედრული წერა-კითხვა ბიჭმა ოჯახში შეისწავლა და მამას წირვა-ლოცვისას ეხმარებოდა ხოლმე. საერთოდ, მამა მაქსიმეს საყდარში, წირვა-ლოცვისას, ვაჟები ყოველთვის თან ახლდნენ. პატარა გერასიმე ხან ზარებს დარეკავდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან სამოსს აწვდიდა მამას. მაქსიმე ძლიერ მლოცველი იყო და სწორედ მისგან შეითვისა გერასიმემ მუხლთადრეკა და საათობით ლოცვაზე დგომა, რითაც განაცვიფრებდა მორჩილებს შემდგომში.

იმ დროს ოზურგეთში რუსის ჯარი იდგა. მაქსიმე მათთანაც წირავდა ხოლმე ქართულად, ხოლო ერთი ფელდფებელი სლავურ ენაზე ჟამნობდა. სწორედ მისგან შეისწავლა პატარა გერასიმემ სლავური წერა-კითხვა. ნაცნობების რჩევამ და შვილების ნიჭიერებამ გადააწყვეტინა მაქსიმეს ვაჟები ეგზარქოს ევგენისთვის წარედგინა და მათი სასულიერო სასწავლებელში მიღება ეთხოვა. ეგზარქოსმა გამოჰკითხა მაქსიმეს მისი მატერიალური მდგომარეობა და გამოსცადა ბავშვები. უმცროსი ვაჟის მკვირცხლმა და გონიერმა პასუხებმა დიდად ასიამოვნა ეგზარქოსი და ხუთივე სასწავლებელში მიიღო. მისი დამთავრების შემდეგ გერასიმე გადაიყვანეს თბილისის სემინარიის "მცირე განყოფილებაში" პირველი ხარისხით (ეს ფრიადოსნობას ნიშნავდა). ორი წლის შემდეგ იძულებული შეიქნა, უსახსრობის გამო სოფელში დაბრუნებულიყო. განათლების მიღების მოსურნე გერასიმემ მამას სიტყვა ჩამოართვა, რომ თუ ვინმე მის სწავლაზე იზრუნებდა, მას ხელი არ შეეშალა. მალე გამოჩნდა ასეთი პირიც - თბილისის სემინარიის მასწავლებელი, რომელიც ფსკოვის სემინარიაში გადავიდა და თან თავისი ხარჯით გერასიმეც წაიყვანა. ეს იყო 1841 წელს. მას შემდეგ გერასიმეს მამა ცოცხალი აღარ უნახავს. სამი წელი დაჰყო ფსკოვში, შემდეგ პეტერბურგის სემინარია დაამთავრა და სწავლა სასულიერო აკადემიაში განაგრძო. გერასიმემ პეტერბურგში გაიცნო და დაუახლოვდა გიორგი XII-ის ვაჟს, ბატონიშვილ მიხეილს, განათლებულ და დიდი სულიერების მქონე კაცს. მან შეიკედლა სტუდენტი და დიდი გავლენაც იქონია მასზე. გერასიმემ 1849 წელს დაასრულა აკადემიის კურსი მაგისტრის ხარისხით, რაც რუსეთში კარგ სამსახურს უქადდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნება არჩია. გერასიმე თბილისის სემინარიის ინსპექტორად და ზედა კლასებში რექტორის თანაშემწედ დანიშნეს. როცა წმინდა სინოდის ეს ბრძანება გამოიცა, იმავე დღეს, 4 ნოემბერს, მან ჯვარი დაიწერა მღვდელ ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილზე - მარიამზე.

ხუთი წელი იყო ინსპექტორად გერასიმე, ათასმა შეგირდმა გაიარა მის ხელში და ყველა მადლიერი ჰყავდა. ამის გარდა, ყოველ უქმე დღეს სიონის ტაძარში ქადაგებდა ხოლმე და ძალზე ახალგაზრდას, ჯერ კიდევ ერისკაცს, კარგი მოძღვრის სახელი გაუვარდა. როცა სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის სწავლება შემოიღეს, გერასიმე იყო პირველი მასწავლებელი ამ საგნებისა. მაგრამ დიდად არ ესალბუნებოდა ინსპექტორობა, მისი სული საღმრთო მოშურნეობით აღვსებულიყო, სურდა მღვდლობა, სამეცნიერო მოღვაწეობა, წერა, ქადაგება. ამიტომაც 1854 წელს ინსპექტორობას თავი დაანება, მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის ადგილი დაიტოვა. იმავე წლის 7 ნოემბერს სიონის ტაძარში ეგზარქოსმა ისიდორემ გერასიმე დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი. აქვე უნდა ითქვას ერთი ამბავიც: მაქსიმეს ვაჟთაგან ოთხნი - იოანე, ათანასე, სიმონი და გაბრიელი - სამღვდელონი გახდნენ, ხოლო ბესარიონი ბერად აღესრულა ათონის მთაზე.

მამა გერასიმე მთელი გულით მიეცა ღვთისმსახურებას და სამეცნიერო მოღვაწეობას. სემინარიაში მუშაობის პერიოდში დაიწყო თავისი ცნობილი ნაშრომის "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლების" წერა.

ვერ აეწყო მამა გერასიმეს ოჯახური ცხოვრება. მისი მეუღლე მარიამი, ტანმომცრო, მშვენიერი ქალბატონი გახლდათ, კარგად გაზრდილი, ნასწავლი, ქმრის ერთგული და მოსიყვარულე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს შვილები თუმცა კი ეძლეოდა, მაგრამ არ რჩებოდათ. ნინა, ნიკოლოზი, ალექსანდრე - ადრევე გარდაიცვალნენ. 1856 წელს, შობის დღეებში, ქალიშვილი ოლღა შეეძინათ, მაგრამ მელოგინე მარიამი გაცივდა და 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოლღასაც დიდხანს აღარ უცოცხლია. მალე თავისი ბოლო იმედი - 5 წლის პეტრეც დაკრძალა და დარდისაგან კინაღამ ჭკუაზე შეცდა. სადღაც გაქრა მისი უწინდელი გამჭრიახობა, გაკვეთილის ახსნასაც ვეღარ ახერხებდა. "ჩემი ცოდვების გამო ცოლ-შვილი დამეხოცა, ამიტომ უღირსი ვარ მღვდლობისაო", - მღვდლობის დატევება მოინდომა, მაგრამ ეგზარქოსმა ისიდორემ, რომელიც მას დიდ პატივს სცემდა, იხმო: "შენ, ვითარცა გონიერ კაცს, კარგად უნდა გესმოდეს და იცოდე, რა საკვირველებაც ქმნა შენზედ ღმერთმა. ცოლ-შვილი მოგაშორა და შერაცხა ანგელოზებად და მათ ნაცვლად გაძლევს ქართველ ხალხს, რათა უწინამძღვრო, ასწავლო მას გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალს ერი იგი განათლებული..." ტკბილი საუბრით ისიდორემ შეუცვალა გერასიმეს აზრი, მაგრამ გულს ვიღა შეუცვლიდა. "მინდა ვისმეს დაველაპარაკო, ფიქრები გავუზიარო და არავინ მყავსო", - შესჩიოდა პეტერბურგელ მეგობარს, მღვდელ ალექსანდრე რუდაკოვს. მამა ალექსანდრე ურჩევდა: მეტი იმუშავე, მეტი იკითხე, მხოლოდ ესაა ხსნაო. გერასიმე ასეც მოიქცა, მაგრამ როდემდის იქნებოდა ასე? აუტანელი გახდა მარტოობა, სულის ობლობა. "შენი რჩევა ავასრულე, - მისწერა მეგობარს, - მაგრამ ესეც ტყუილი ყოფილა, სად მშრალი უსულგულო წიგნი და სად საყვარელი, ცოცხალი ადამიანი". მის ერთადერთ ნუგეშად მღვდელ ალექსანდრე რუდაკოვის წერილები და ცოლ-შვილის საფლავები იყო. ადიოდა ხოლმე ვერის სასაფლაოზე, სადაც წმინდა პანტელეიმონის ტაძრის გვერდით დაკრძალული იყო მისი ცოლ-შვილი. პანაშვიდს გადაიხდიდა, დაჯდებოდა იქვე და გვიანობამდე კითხულობდა...

ბოლოს დაუჯერა ეგზარქოსის რჩევას და 1856 წლის 29 ივნისს სიონის ტაძარში ბერად აღიკვეცა. სახელად გაბრიელი უწოდეს...

1858 წელს მღვდელმონაზონი გაბრიელი დავითგარეჯის ლავრის არქიმანდრიტად აკურთხეს. ამავე წელს პეტერბურგში მამა ალექსანდრე რუდაკოვის თაოსნობით გამოვიდა წმინდა გაბრიელის "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელსაც საზოგადოება მხურვალედ გამოეხმაურა.

1858 წელს, 6 აპრილს, გარდაიცვალა გორის ეპისკოპოსი ივანე ავალიანი და ამავე წლის 6 დეკემბერს მის ადგილზე გაამწესეს წმინდა გაბრიელი. გორის ეპისკოპოსი მაშინ ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსის ქორეპისკოპოსი გახლდათ. ქორეპისკოპოსის მდგომარეობა კი ძალზე უფერული იყო, არავითარი უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამ უფერულ, უუფლებო მღვდელმთავრობისას გამოჩნდა წმინდა გაბრიელის ნიჭიერება. მისმა ქადაგებებმა მიიქცია ეგზარქოსისა და მრევლის ყურადღება. წირვას არ გაუშვებდა, ქადაგება არ წარმოეთქვა რუსულად თუ ქართულად. მაგრამ ეგზარქოსის ან სემინარიის რექტორის ხელმოუწერლად ვერ იქადაგებდა. ეგზარქოსი ევსევი თვალს ადევნებდა მის ყოველ ნაბიჯს (ეს ის ევსევია, რომელსაც წმინდა გაბრიელმა 1875 წელს მისწერა: "აგერ უკვე თხუთმეტი წელია, რაც თქვენი უმაღლესობა გამუდმებით მესხმის თავს და არ უშვებს შემთხვევას, არ მაწყენინოს და შეურაცხყოფა არ მომაყენოს. არ არსებობს ცილისწამება ჩემზე, რომელსაც თქვენ არ მიიღებთ და არ დაიჯერებთ. დაე, უფალმა განგვსაჯოს".), ყველანაირად უშლიდა ხელს, ქადაგებაში ბევრ ადგილს წაუშლიდა, აზრებს შეუბრუნებდა, მაგრამ გაბრიელი ჯიუტობდა და ისევ თავისებურად ამბობდა, მით უმეტეს ქართულად ქადაგებისას. ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1860 წელს თანამდებობიდან გადააყენეს იმერეთის ეპისკოპოსი გერმანე გოგოლაშვილი და მის ადგილას, 2 ივლისის ბრძანებით, წმინდა გაბრიელი დაინიშნა.

მაშინ ქუთაისსა და თბილისს შორის საფოსტო, საეტლო შარაგზაღა გადიოდა. წვალებით ჩააღწია წმინდა გაბრიელმა ქუთაისს. დაიწყო დიდი სამზადისი მღვდელმთავრის შესახვედრად. ერთი გაიძვერა და გაქნილი ბლაღოჩინი, ოქროპირ წერეთელი, რომ გაიგო, ახალი ეპისკოპოსი დაგვინიშნესო, გაექანა, სურამთან დახვდა მწყემსმთავარს და ულანძღა იმერნი: - ახალ სამწყსოში მრავალი ეკალი და კუროსთავი დაგხვდებათ, მაგრამ იმედია, ყველას ამოფხვრითო. "მგონი, პირველი ეკალი და კუროსთავი შენ უნდა იყო, ბლაღოჩინოო", - მიუგო მწარე ღიმილით წმინდა გაბრიელმა. ბლაღოჩინი ჩავიდა თუ არა ქუთაისში, სინოდში ამბავი აფრინა - ეპისკოპოსი კანდელაკის ცოლსა ჰყვარობსო, თუმცა წმინდანი ორი დღის ჩამოსული იყო სამწყსოში. რამდენი ამნაირი ეკალი და კუროსთავი დახვდა წმინდა გაბრიელს წინამორბედ მღვდელმთავართა უყურადღებობით სულიერად გაპარტახებულ ახალ ეპარქიაში! მრუშობა, ქრთამი, სიმონია აწყლულებდა ქრისტეს სხეულს. ისეც ყოფილა, რომ ერთ ჯორად ან ცხენად იყიდებოდა მღვდლობა. მრევლიც გაუნათლებელი გახლდათ. წმინდა გაბრიელმა მოსვლისთანავე ძველი წესები განაგდო, დააყენა მეტიპიკონე, ქართული
წერა-კითხვის მასწავლებლები. შთააგონა ხალხს ეკლესიის მოვლა-პატრონობა; რომ დაინახავდა, ტაძარში უსუფთაობა იყო, მოატანინებდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტავდა. გამოსცა ბრძანება და მოძღვრებს მოუწოდა, ლოცვა და პირჯვრის წერა ესწავლებინათ მრევლისთვის. გასათხოვარს და საცოლეს ჯვრისწერა არ შეეძლოთ, თუ ლოცვები არ ეცოდინებოდათ. ერთხელ თურმე ტაბაკინში ჩასულმა მღვდელმთავარმა უქადაგა გლეხებს, შემდეგ კი ახალგაზრდებს ლოცვის ცოდნაში გამოცდა მოუწყო. წამოდგა ერთი გლეხის ქალი. "მამაო ჩვენოო" - ამ ორი სიტყვის თქმაღა მოახერხა და გაჩერდა. ეპისკოპოსმა გაამხნევა, მაგრამ რას იტყოდა, რაც არ იცოდა! "რომელი ხარ..." - უკარნახა წმინდა გაბრიელმა. ეს კარნახი ქალმა კითხვად მიიღო და უპასუხა, - მე, ბატონო, ელისაბედა გახლავართო. ატყდა სიცილი. მაგას კი არ გეკითხები, გაიმეორე, "რომელი ხარ", - აუხსნა მღვდელმთავარმა. ქალმა იგივე უპასუხა და ასე გათავდა მისი "ეგზამენი".

წმინდა გაბრიელმა გადაყენებული მექრთამე მდივნის ადგილას ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე დანიშნა. საქმე უკეთ არც სამეგრელოში იყო - მას წმინდა გაბრიელი 1886 წლამდე მართავდა. აქ, მექრთამეობასთან ერთად, ქურდობა და მრუშობა იყო გავრცელებული. დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა მღვდელმთავარს მათთან საბრძოლველად. წმინდა გაბრიელმა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ბოროტებას. ბუნებით ფიცხს ბევრი ვერ უგებდა და "ბრაზიანს" ეძახდა. ანდა როგორ იქნებოდა მღვდელმთავარი მშვიდად, როცა ხედავდა სამწყსოს დაღუპვას? როგორ დალაპარაკებოდა მშვიდად მღვდელს, რომელიც, მიუხედავად მისი მრავალგზის ბრძანებისა, მომაკვდავის საზიარებლად არ მიდიოდა?

შეუპოვარი და პირდაპირი იყო. ერთხელ, ბატონყმობის გაუქმებამდე, ერთ-ერთი ქადაგებისას მღვდელმთავარმა იგი დაგმო. ტაძრიდან გამოსულს ერთი ხმალამოღებული თავადი დახვდა - აკუწვას უპირებდა, მაგრამ მღვდელმთავარმა მშვიდად ჩაუარა, ეტლი გაუშვა და გზას ფეხით გაუდგა მარტო. "მძლია ქიქოძე ბერმაო", - უთქვამს თავადს. მღვდელმთავრის პირუთვნელი და მართალი ცხოვრება, მის ქადაგებებთან ერთად, გულზე მალამოდ ედებოდა მის სამწყსოს.

წმინდა გაბრიელს სხვა მღვდელმთავართაგან უბრალოება გამოარჩევდა. არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ბინის მორთვას. მის სადარბაზო ოთახში მხოლოდ ორი სკამი და ერთი უბრალო მაგიდა იდგა. ერთადერთი სამკაული მის ოთახში - იყო წიგნები. წმინდა გაბრიელს ეცვა უბრალო ანაფორა, თავზე ეხურა ხუცის გახუნებული შლაპა. ძველ სკუფიაში ან კაბაში ხშირად ვერ ცნობდნენ და მღვდელმთავრის მსახური ეგონათ. უთქვამთ: "თუ უკაცრავად არ ვიყო, ბატონთან შეგვეგზავნე და ჩვენი მოსვლა მოახსენეო". წმინდა გაბრიელიც სერიოზული სახით მოისმენდა თხოვნას, შევიდოდა, გადაიცვამდა ანაფორას, გამოვიდოდა და ჰკითხავდა: "რა გნებავთ, მითხარითო". მღვდელმთავარს ძალზე უყვარდა ფიზიკური მუშაობა. შეშასაც ხერხავდა, ფრინველსაც აპურებდა... ტანისამოსს დიდხანს ატარებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელ იოსებს ერგო მისეული ანაფორა, რომელიც 25 წლისა იყო. ჩექმების დაკერება და შებრუნებაც ეხერხებოდა. ჭამა-სმაც ძლიერ ზომიერი იცოდა და ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. თუ ნასადილევი იყო, არავის ხათრით არ მიიღებდა ლუკმას. "თვითონ ხელმწიფე-იმპერატორს, ალექსანდრე მესამეს, გელათში მოახსენა - მე ჩაი უკვე გეახელით და ახლა ვეღარ დავლევო. როცა იმპერატორმა მიუგო, განა მეორედ არ დაილევაო, მაშინ მიირთვა ცოტა, ჭიქა არ დაუცლია", - იგონებს მამა მელიტონ კელენჯერიძე.

წმინდა გაბრიელს რუსეთში ყოფნისას კუჭი დაუავადდა, რომელიც მთელი სიცოცხლე ტანჯავდა ბუასილთან ერთად. ამიტომ უფრო მეტად ხილს ეტანებოდა. ზომიერება და ყაირათიანობა განუყრელი თვისებები იყო წმინდა გაბრიელისა. არ უყვარდა ქართველთა გადაჭარბებული პურ-მარილი. ხშირად მადლობის ნაცვლად დაუტუქსავს გულუხვი მასპინძელი: - ერთ კაცს ამდენი ხორცი რად უნდა, ძროხის ან ხბოს დაკვლა რა საჭირო იყო, მე ერთი წიწილა ორი დღე მეყოფაო. მღვდელმთავრის სახლშიც არავის ახსოვს სადილი გაკეთებულიყოს უაზროდ, ზედმეტად, ვისიმე ხათრით თუ პატივსაცემად. თუ არ ჩავთვლით ორჯერ რძლის მიღებასა და ორჯერ - მთავრობის ზომიერ პატივისცემას. წელიწადში ერთხელ, აღდგომის მეორე დღეს, საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობდა. ამგვარი "სიძუნწის" მიზეზი გახლდათ მისი უსაზღვრო სიყვარული მოწყალების გაცემისა. არ სურდა თავისი ქონების უაზროდ გაფლანგვა. მისივე თქმით, "მაძღარს არ აჭმევდა", რადგან მშიერიც ბევრი აწუხებდა. თავის ნაშრომით, ვინ იცის, რამდენი ქალი გაუმზითვებია, რამდენი ტყვე დაუხსნია, რამდენი შიშველი შეუმოსავს და რამდენი უპატრონო მიცვალებული დაუკრძალავს. ქვრივ-ობოლნი, ღარიბნი და სნეულნი, მონათლული, ებრაელი თუ თათარი - ყველა თანაგრძნობას პოულობდა მღვდელმთავრის გულში. კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდა წმინდა გაბრიელს: თავის ეპარქიაში მარტო სიარული უყვარდა, ხანდახან მხოლოდ დიაკვანს იახლებდა. თან საჭირო წამლები და ინსტრუმენტები დაჰქონდა და ყველას აძლევდა წამალს, ვინც საჭიროებდა. თავის მორჩილებს მამაშვილურად ექცეოდა, ავადმყოფობის დროს უვლიდა ყველას. ერთხელ მგალობელი სესიკა ჟღენტი გამხდარა ავად და მისთვის ოყნა თავისი ხელით გაუკეთებია წმინდა გაბრიელს. ლოცვითაც ეხმარებოდა სნეულთ, მრავალგზის ღამისთევით ლოცულობდა მათთვის და ფეხზე აყენებდა ავადმყოფებს.

წმინდა გაბრიელი არავის მოერიდებოდა, თუ ცოდვას შეამჩნევდა. არც მთხოვნელის გარჩევა იცოდა. დიდი და პატარა, შორეული და ახლობელი, თავადი და გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითმენდა და უზნეო თხოვნას არავის შეუსრულებდა. ნათესავებში ძმისწულ მარიამზე მეტად არავინ უყვარდა, მაგრამ ისიც ვერ ეღირსებოდა მცირე თხოვნის შესრულებას, თუკი ის ბიძამისის მსოფლმხედველობას არ შეესაბამებოდა. გაჭირვებული კი ბევრი მოდიოდა მღვდელმთავართან. არავის ალოდინებდა, მორჩილებს ეუბნებოდა: - მთხოვნელს ნუ გააჩერებთ, ვინ იცის, რა მწუხარება ადგას ცოლ-შვილის პატრონსო. დილა იყო, შუაღამე თუ კვირა, სულ ერთი იყო, არ დაიზარებდა სამწყსოსთან შეხვედრას და ნუგეშისცემას.

მიუხედავად წმინდა ბერული ცხოვრებისა და გარეგნული სიმკაცრისა, წმინდა გაბრიელი ბუნებით ხალისიანი იყო. უყვარდა ხუმრობა, არ იყო მოწყვეტილი ცხოვრების უმანკო სიამოვნებასაც და მხურვალედ მონაწილეობდა ნათესავ-მეგობართა ჭირსა თუ ლხინში.

ასეთი ცხოვრებით და ხასიათით გაატარა წმინდანმა 35 წელი უმწიკვლო მსახურებისა. სხვა ვინმე მედიდური ბერი რომ ყოფილიყო მის ადგილას, ვინ იცის, რამდენჯერ იდღესასწაულებდა თავის მოღვაწეობას, რამდენ სადილს გამართავდა და რამდენ ხოტბას შეიფერებდა, მაგრამ ეს ფიქრი არასოდეს გაუვლია გუნებაში. მისი შინაგანი კაციც ისეთივე თავმდაბალი, ნაზი და ყოველგვარი სათნოებით იყო აღსავსე და ისეთივე მიმზიდველი ჩანდა, როგორადაც გამოიყურებოდა გარეგნულად - ძველ ქართველ წმინდა მამებს მიმსგავსებული.

(დასასრული შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat