ხალხში ძალიან დიდი სიბრძნე, სითბო და სიყვარულია, რომელსაც დანახვა სჭირდება
ხალხში ძალიან დიდი სიბრძნე, სითბო და სიყვარულია, რომელსაც დანახვა სჭირდება
"კოლხეთის ღვთისმშობელი" ფოთში ჩამობრძანდება
გვესაუბრება ფოთისა და ხობისა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

- მეუფე გრიგოლ, მღვდლობა ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოა, ბერობა, თანაც ეპისკოპოსის ხარისხში ყოფნა - კიდევ უფრო დიდი მადლი. რა საერთო და რა განმასხვავებელი ნიშნები აქვთ მათ?

- მღვდლობასა და ეპისკოპოსობას შორის საერთო ის არის, რომ ორივე სასულიერო ხარისხია და ორივე მათგანის, მღვდლისა და ეპისკოპოსის (ისევე როგორც დიაკვნის) კურთხევის ჟამს სრულდება საიდუმლო მღვდელმოქმედება, რომელსაც მღვდლობა ეწოდება. ბერობის თაობაზე კი გეტყვით, რომ როცა ადამიანი გამოთქვამს სურვილს ბერად შედგეს, ამ დროს ის აღთქმას დებს ღვთის წინაშე ქალწულობის, უპოვარებისა და მორჩილების შესახებ. ეს არ არის თანამდებობა, ეს არის ცხოვრების წესი. ამ აღთქმის ნიშნად ადამიანს თმას კვეცენ. ამიტომ წესს, რომელიც აღესრულება მონოზვნად შედგომის ჟამს, ეწოდება აღკვეცა. არ არის სავალდებულო, ყველა ბერი იყოს; ეს ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რასაც განაპირობებს მისი დიდი სარწმუნოება და დიდი სურვილი, სრულად მიუძღვნას თავი ღმერთსა და ღვთისმსახურებას. ბერი შეიძლება მთელი სიცოცხლე მხოლოდ ბერად დარჩეს და არანაირი სამღვდელო ხარისხი არ მიენიჭოს ანდა აკურთხონ დიაკვნად, მღვდლად, შესაბამისად, მღვდელმთავრადაც. არ არის სავალდებულო, დიაკვანი ან მღვდელი მონოზონი იყოს. რაც შეეხება მღვდელმთავრობას, შესაბამისი საეკლესიო დადგენილების თანახმად, აუცილებელია, ეპისკოპოსად კურთხევის კანდიდატი იყოს ბერი. ასე რომ, საეპისკოპოსო პირს გამოირჩევენ ან მონოზონთა დასიდან, ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით - ცოლოსანი სამღვდელოებიდან. ასეთ შემთხვევაში საეპისკოპოსოდ გამორჩეული კანდიდატი იღებს გადაწყვეტილებას, უარი თქვას ოჯახზე, ცოლსა და შვილებზე და შეუდგეს მონაზვნური ცხოვრების წესს, თუმცა ეს უნდა მოხდეს ოჯახის წევრების, განსაკუთრებით - მეუღლის, თანხმობით. ეს არის უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან დიდ დაფიქრებას მოითხოვს ორივე მხარისგან - იმ ადამიანისგანაც, რომელიც ბერად აღიკვეცება საეპისკოპოსო ხარისხის მისაღებად და მისი ოჯახის წევრებისგანაც, რომელთაც ამ წუთიდან და ამ წამიდან ღრმად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე. თუმცაღა იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც ცოლისა და შვილების მიმართ აკისრია, ის არც ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ თავისუფლდება და ვალდებულია, ისევე იზრუნოს თავის შვილებზე, თავის ცოლზე, ამ შემთხვევაში - როგორც თავისი შვილების დედაზე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი ადამიანი და მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში, მატერიალურ, ფინანსურ უზრუნველყოფაში, იზრუნოს მათ სახლ-კარზე, მათ განათლებასა და მომავალზე. როგორც ხედავთ, ეს არცთუ იოლი ტვირთია, მით უფრო, როცა მღვდელმთავარს ამავდროულად განსაკუთრებული ტვირთი ეკისრება ეკლესიის წინაშე - ეპარქიასთან მისი ურთიერთობა შეიძლება შევადაროთ საიდუმლო-მისტიურ კავშირს ქორწინებისას, რომლის შემდეგაც მღვდელმთავრის გონება და ფიქრი სწორედ ზოგადსაეკლესიო, კონკრეტულ შემთხვევაში კი ეპარქიის საზრუნავით განიმსჭვალება.

- მეუფე გრიგოლ, სასულიერო ცხოვრება გურიის ერთი უბრალო სოფლიდან დაიწყეთ. იქნებ გაიხსენოთ ის წლები.

- რომ ვთქვა, სასულიერო ცხოვრება გურიიდან დავიწყე-მეთქი, არ იქნება მართალი. ჩემი, როგორც სასულიერო პირის, ცხოვრება იწყება ბათუმიდან. 1989 წლის 14 ოქტომბერს მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, დიაკვნად მაკურთხა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. აქედან მოყოლებული მღვდლობამდე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ვმსახურობდი. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩემს სასულიერო პირად შედგომაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუფე დიმიტრის, ბათუმისა და სხალთის დღევანდელ მთავარეპისკოპოსს, რომელიც სემინარიაში სწავლის დაწყებისას გავიცანი. მაშინ მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან დაბრუნებული ახალგაზრდა მოძღვარი მამა დავითი გვიკითხავდა ლიტურგიკას. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემდით მას. პირადად მე დიდი სურვილი გამიჩნდა, უფრო ახლო სულიერი ურთიერთობა მქონოდა მასთან. ამ პერიოდიდან ანჩისხატში დავიწყე სიარული. ის ჩემი მოძღვარი გახდა და ჩვენი ცხოვრება ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. შემდგომში, თუკი რამ ისეთი შევიძინე, რომ სასულიერო პირად კურთხევის ღირსად მიმიჩნიეს, მეუფე დიმიტრისთან (მაშინდელ მამა დავითთან) მჭიდროდ არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ერთ უბრალო სოფელს, ლიხაური ძალიან ძვირფასია ჩემთვის და საკმაოდ გამორჩეულია იმითაც, რომ ჩვენი დიდი მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის - წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის - სოფელი გახლავთ. როდესაც უკვე მღვდლად მაკურთხა, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ შემდგომი მსახურებისთვის სწორედ ამ სოფელში განმაწესა. აქ ეპისკოპოსად კურთხევამდე თითქმის შვიდი წელიწადი გავატარე და ამ წლებმა ძალიან ბევრი რამ მომცა. ბევრი რამ იქაურებისგანაც ვისწავლე. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთმანეთს ვზრდიდით. დამერწმუნეთ, ხალხში ძალიან დიდი სიბრძნე, სითბო და სიყვარულია, რომელსაც დანახვა სჭირდება. ამ ხალხმა დიდი მონაწილეობა მიიღო ჩემს სასულიერო პირად ჩამოყალიბებაში.

- როგორც ამბობენ, ამქვეყნად ყველა თავის ჯვარს ატარებს, პირადად თქვენ დიდი დრო დაგჭირდათ მის საპოვნელად?

- მოდით ასე ვთქვათ: მე ჯვარი არ მიძებნია, მე ვეძებდი ჩემს ადგილს ამ ცხოვრებაში. რაც შეეხება ჯვარს, მას უფალი გვაძლევს, ეს ჯვარი ჩვენი დანიშნულებაა, ის მისია, რისთვისაც ღმერთმა ამქვეყნად მოგვავლინა. ამასთან დაკავშირებით ორი რამ არის მნიშვნელოვანი: შეძლო, დაუახლოვდე ამ მისიას, მაქსიმალურად ჩასწვდე შენს დანიშნულებას ამ ქვეყანაზე და შემდგომ მონახო საკუთარ თავში ძალა, რომ შენი ნება საღვთო განგებულებას დაუკავშირო. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად.

- სემინარიის სტუდენტებიდან, თქვენი ჯგუფელებიდან დღეს ვინ არის ცნობილი სასულიერო პირი?

- ძალიან თბილად და კარგად მახსენდება სემინარიაში გატარებული წლები და სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდი, თითოეული ადამიანი, რომელიც იმ დროს ჩემს გვერდით იყო. მათ დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. ბევრი მათგანი დღეს სასულიერო პირია, მღვდელი, მღვდელმთავარი... ზოგიერთი საერო პირად დარჩა, თუმცაღა საერო ცხოვრების პირობებშიც ისინი ძალიან დიდ მისიას ასრულებენ - მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდასა და განათლებას ემსახურებიან და გიმნაზიებს ხელმძღვანელობენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი დღეს აღარ არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში - ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე ვერ გადალახეს ის შინაგანი სულიერი წინააღმდეგობა, ის ბრძოლები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში აღმოჩნდნენ, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, თუმცაღა ისინი მაინც კარგად მახსენდება, ადამიანურად მაინც პატივს ვცემ. გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი და იმედს ვიტოვებ, რომ ისინიც ადრე თუ გვიან გააკეთებენ საჭირო დასკვნებს, რომლებიც მათ დედაეკლესიის წიაღში დაბრუნებაში დაეხმარებათ. მინდა გავიხსენო გიორგი გაბაშვილიც, ჟურნალ "ივერიის გაბრწყინების" რედაქტორი, რომელთანაც ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, ძალიან ემოციური, გულიანი და თბილი ადამიანი. სამწუხაროდ, ის საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა და დააკლდა როგორც თავის მრავალშვილიან ოჯახს, ასევე თითოეულ ადამიანს, ვინც მას იცნობდა. ღმერთს შევთხოვ, მისი სული საუკუნო ნათელში დაამკვიდროს.

- როგორია გზა, რომელმაც ეკლესიაში მოგიყვანათ?

- ეკლესიაში ჩემი მოსვლის ისტორია, ცოტა არ იყოს, უცნაურად განვითარდა. მე ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებისას მქონდა გადაწყვეტილი სასულიერო სემინარიაში სწავლის გაგრძელება და ამისათვის პირველი ნაბიჯებიც გადავდგი. მახსოვს, იმჟამად სემინარიის რექტორი ბრძანდებოდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი. სკოლის დამთავრების შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში სემინარიაში კონსულტაციებზე სიარული მომიწია იმისათვის, რომ გამოცდები ჩამებარებინა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით განვითარდა. დღეს რომ ვფიქრობ ამაზე, როგორც ჩანს, ჩემი ნება არ აღმოჩნდა იმდენად ძლიერი, რომ მისი განხორციელება შემძლებოდა. მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ ჩავირიცხე სემინარიაში. ჩემთვის ეს იყო უბედნიერესი წუთები. შემიძლია, დაუფარავად ვთქვა, რომ ჯერ სემინარიაში და შემდგომ აკადემიაში გატარებული ყოველი დღე, ერთმანეთისაგან განურჩევლად, იმ სიხარულით იყო აღსავსე, რა სიხარულიც პირველ დღეს მივიღე.

- მეუფე გრიგოლ, თქვენ საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევით. ადრე თქვენი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები "მწყემსი კეთილი", "წყარო", რომელთაც დღესაც დიდი სითბოთი იხსენებენ მკითხველები.

- მართალს ბრძანებთ, მართლაც ვიყავი ამ საქმიანობით დაკავებული და, ვფიქრობ, არცთუ წარუმატებლად. ჩვენ კიდევ რამდენიმე მცირე მოცულობის წიგნი და ბროშურა გამოვეცით, მოვამზადეთ. ეს ის დრო გახლდათ, როცა არ იყო პრაქტიკულად არავითარი საეკლესიო გამოცემა, თუ არ ჩავთვლით ჟურნალს "ჯვარი ვაზისა", რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დიდი ხნის მანძილზე გამოდიოდა. შემდგომში ამას დაემატა გაზეთი "მადლი" ქალბატონ გვანცა კოპლატაძის ხელმძღვანელობით. სხვა გამოცემები, რომლებიც ფართო მკითხველისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, არ არსებობდა. ამან აღმიძრა სურვილი, მისი უწმიდესობისგან მიგვეღო კურთხევა და ასეთი რამ გაგვეკეთებინა. ღვთის წყალობით, მართლაც ვახერხებდით ამას, თანაც ურთულეს დროში, როდესაც დიდი გასაჭირის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, უკიდურესად დუხჭირი ცხოვრება ჰქონდა ხალხს. დღეს კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ამ საქმეზე განსაკუთრებული კურთხევა იყო ღვთისა. ჩვენც გვეუბნებიან, "წყარო" გვენატრებაო, და გვეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა მის განახლებას. მე მითქვამს და გეტყვით, რომ არ ვაპირებ. ეს იყო მაშინ, როცა ასეთი გამოცემების დეფიციტი არსებობდა. რა თქმა უნდა, კარგი გამოცემების საჭიროება დღესაც არის, თუმცა ზოგადად რელიგიური შინაარსის პროდუქცია ჭარბადაც კი გამოიცემა. დღეს უკვე თვით საგამომცემლო საქმიანობა საჭიროებს ხარისხობრივ დახვეწას, მოწესრიგებას, რათა ჩვენს მკითხველს მიეწოდოს არა მხოლოდ ის საკითხავი მასალა, რაც მას აინტერესებს და მოსწონს, არამედ ისიც, რაც საჭიროა და სასარგებლო საზოგადოების სულიერი ზრდისა და ჯანსაღი რელიგიური შეგნების ჩამოყალიბებისათვის. ამიტომ ერთადერთი გამოცემა, რომლის მომზადებაზეც შეიძლება მომავალში ვიფიქროთ, იმას დაისახავს მიზნად, მკითხველს თეთრისა და შავის გარჩევაში დაეხმაროს, რათა იგი დაცული იყოს იმ სუროგატისაგან, რომლითაც გაჯერებულია დღევანდელი წიგნის ჯიხურები თუ დახლები. საგამომცემლო საქმიანობის მთელი ყურადღება პოზიტიურ ინფორმაციაზე უნდა იქნეს გადატანილი, რადგან ჩვენ, ეკლესიის შვილებს, გვაქვს კურთხევა ღვთისაგან, ვიქადაგოთ ზეციური სასუფევლის, ქრისტე მაცხოვრის შესახებ, სიკეთისა და სიყვარულის შესახებ; ჩვენ უნდა ვამცნოთ ადამიანებს არსებული საფრთხისა და მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სიფრთხილით, ზომიერად, რათა კი არ დავთრგუნოთ მრევლი და შიშის სინდრომით დავაავადოთ, არამედ სახარებისეული ცხოვრების გზა დავანახოთ და მადლისმიერი სიხარული მივანიჭოთ; ვამცნოთ, რომ კაცთათვის შეუძლებელი ღმრთისათვის შესაძლებელ არს; რომ თუმცაღა წუთისოფელში უამრავი განსაცდელი ხვდება ადამიანს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი დაძლევა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ დიდ წყალობას, ვიხარებდეთ უფლისა თანა არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ აქაც, ამ წუთისოფელში.

- როგორც გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მოვალეობად?

- კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ჟურნალ-გაზეთები თავისთავად არ ნიშნავს სიკეთეს; გააჩნია, რა არის მოცემული მათში. ამდენად, გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტი ცდილობს და ეცდება მომავალშიც, რომ მკითხველმა მიიღოს ხარისხიანი, მაღალ აკადემიურ დონეზე მომზადებული რელიგიური ჟურნალ-გაზეთები და ლიტერატურა, რაც შესაბამისი გრიფით იქნება დამოწმებული. ეს გრიფი მაუწყებელი იქნება იმისა, რომ მოცემული საგამომცემლო პროდუქცია მოწონებულია და ნებადართულია მრევლში გასავრცელებლად.

- წლების განმავლობაში თქვენ ხელმძღვანელობდით საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობას. არსებობს თუ არა ეს სამსახური დღეს და რა მისიას ასრულებდა იგი თავის დროზე?

- თავის დროზე ეს სამსახური საკმაოდ მნიშვნელოვან მისიას ასრულებდა და 1996 წლის შემოდგომიდან მოყოლებული 2003 წლის გაზაფხულამდე ემსახურებოდა შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ დაწესებულებებში კაპელანის, იმავე მოძღვრის, ინსტიტუტის დამკვიდრებას. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ვმონაწილეობდით ამერიკის, ევრაზიის, აფრიკისა და ავსტრალიის სახელმწიფოთა სამხედრო საკაპელანოთა მეთაურების საერთაშორისო შეკრებებში, ვეცნობოდით ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას. ჩვენც გვქონდა საშუალება, სხვადასხვა სახელმწიფოში ადგილზე გავცნობოდით კონკრეტული ქვეყნის გამოცდილებას და თავადაც გვიწევდა საინტერესო სტუმრების მიღება. პარალელურად შეხვედრები იმართებოდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან, აქტიურად ვთანამშრომლობდით სამხედრო და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან, მოძღვრები სისტემატურად სტუმრობდნენ სამხედრო ნაწილებს სამოძღვრო მისიით.

ჯერ კიდევ კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებამდე მოხდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერა საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, შინაგანი ჯარების სარდლობასა და იუსტიციის სამინისტროსთან. ასეთივე დოკუმენტი მზადდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შემდეგ, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში ვიღაცები ძალიან შეაშფოთა საქართველოს ეკლესიის წარმატებულმა საქმიანობამ ამ მიმართულებით და ამ სტრუქტურაში ჩემმა შემდგომმა ყოფნამ აზრი დაკარგა. თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია დღეს არსებული ვითარების შესახებ სამხედროებთან ურთიერთობის დარგში შეგიძლიათ მიიღოთ ამ სამსახურის დღევანდელი ხელმძღვანელისგან. 2003 წლის გაზაფხულიდან დღემდე ამ დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარე.

- ცოტა ხნის წინ თქვენ ათონის წმიდა მთაზე ბრძანდებოდით. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ვიზიტი?

- მოგეხსენებათ, ფოთის ეპარქიაში ძალიან მწვავედ იდგა საკითხი საკათედრო ტაძრის შესახებ. ღვთის მადლითა და წყალობით, დღეს ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს დგამს, რათა გამოასწოროს XX საუკუნის ოციან-ოცდაათიან წლებში ათეისტური ხელისუფლების მიერ ეკლესიისა და მორწმუნე მრევლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შედეგები. ამ დანაშაულის დასტური გახლდათ ქალაქ ფოთის ცენტრში მდგარი ყოფილი საკათედრო ტაძრის შენობა, რომლის გუმბათს დღეს კვლავ ჯვარი ამშვენებს. ის სამართლებრივად კვლავაც ეკლესიის საკუთრება იყო, მაგრამ მასში დღემდე თეატრალური საქმიანობა მიმდინარეობდა, რაც ძალიან მძიმე ცოდვად აწვა ქალაქს, მის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.

დღეს ტაძარი რეალურად დაუბრუნდა ეკლესიას. დასი კი, სანამ ახალი თეატრი აიგება, დროებით სხვა შენობაში გადაინაცვლებს. პარალელურად განხორციელდება ცენტრალური საკათედრო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები.

ღვთის წინაშე მადლობის ნიშნად და ღვთიური კურთხევის მისაღებად გადავწყვიტეთ, ათონის წმიდა მთაზე დაწერილიყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საკათედრო ტაძრის მთავარი ხატი იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით შედგა მოლაპარაკება და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დაიწერებოდა ასეთი ხატი და მას ქალაქ ფოთში თვით ათონელი ბერები ჩამოაბრძანებდნენ გემით. ვიდრე ათონზე გავემგზავრებოდით, მის უწმიდესობას ვთხოვეთ რჩევა-დარიგება, თუ რომელი ხატის პირი დაწერილიყო ათონის მთაზე საქართველოში ჩამოსაბრძანებლად. მისმა უწმიდესობამ ასეთი რამ გვირჩია: რომ ჩახვალთ, ეს შეკითხვა იქ დასვით და როგორც ათონელი ბერები გირჩევენ, ისე გადაწყვიტეთო. ასეც მოვიქეცით. ბერებმა გვირჩიეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ავირჩევდით ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც "გზამკვლევი" ეწოდება. ამასთან, ითქვა ისიც, რომ ღვთისმშობლის ხატის ირგვლივ უნდა განთავსდეს საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს წმინდანთა ხატები, აუცილებლად უნდა იყოს წმინდა სამების ხატი, აწყურის, პალიასტომისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატებიც. ამრიგად, ეს იქნება ხატი "გზამკვლევი", მაგრამ, ფაქტობრივად, იქნება ახალი კომპოზიცია და მას სახელი უნდა მიენიჭოს. ამის თაობაზეც გაიმართა საუბარი და იმ მონასტრის მამებმა, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, ჩვენდა გასაოცრად, გვირჩიეს: "მოდით, ამ ხატს ეწოდოს კოლხეთის ღვთისმშობელი, რომელიც მფარველად მოევლინება უძველეს კოლხეთსა და სრულიად საქართველოსო". ამან ძალიან გაგვაკვირვა და აღგვაფრთოვანა. ეს ნამდვილად საღვთო ნების გამოვლინება იყო და განსაკუთრებული და განსაცვიფრებელი ნიშანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან, რომელთანაც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსა და ქართველი ერის ისტორია.

- რატომ ამოირჩიეთ მაინცდამაინც ათონის მთა კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის შესაქმნელად?

- კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო: ჩვენ არ გვქონია განზრახვა კოლხეთის ღვთისმშობლის შექმნისა; ჩვენ გვსურდა დაწერილიყო ღვთისმშობლის ხატი; ხოლო თუ რატომ ათონის მთაზე, ამის შესახებ მოგახსენებთ: ათონის მთა თითოეული ქართველის, თითოეული ადამიანის ცნობიერებაში ასოცირდება ივერიის ღვთისმშობლის ხატთან, ივერონის მონასტერთან, იქ მოღვაწე ჩვენს ბრწყინვალე თანამემამულეებთან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სულიერ და კულტურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველთა განსანათლებლად. ამასთან ერთად, ათონი, რა თქმა უნდა, ასოცირდება იმ განსაკუთრებულ მოღვაწეობასთან, რომელიც საზოგადოდ აღესრულება ამ წმინდა მთაზე, სადაც თითოეული მონასტერი, თითოეული სკიტი, თითოეული სენაკი დღენიადაგ დაუცხრომლად აღავლენს ლოცვებს სამყაროში სიკეთისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად, ადამიანთა საცხოვნებლად. დღესაც, როგორც წარსულში, ეს მთა მართლმადიდებლური სამყაროს უწმიდეს ადგილად განიხილება. ამიტომაც დაუკავშირდა მას ჩვენი სურვილი წმინდა ხატის შექმნის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ არ ვართ ორიგინალური; იმედია გახსოვთ, რომ ჩვენს თანამედროვეობაში პირველად 1989 წელს უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით ათონის მთიდან ჩამობრძანებულ იქნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის პირი, ხოლო ცოტა ხნის წინ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, საქართველოში ჩამობრძანდა "მსწრაფლშემსმენელად" წოდებული ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც ბატონი ზურაბ ჟვანიას სურვილით შეიქმნა. დღეს კი იქმნება ხატი "გზამკვლევი" - "კოლხეთის ღვთისმშობელი", რომელიც წინამორბედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გაბრწყინებისა და გამარჯვებისა. ასე რომ, მომავალი წლის სექტემბერში ჩვენ გვექნება ბედნიერება ფოთის ნავსადგურში შევხვდეთ კოლხეთის ღვთისმშობელს, რომელთან ერთად საქართველოში შემობრძანდება დიდი მადლი და კურთხევა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. ჩვენ ყველანი ერთად გავივლით ქალაქს და ამ წმიდა ხატს შევაბრძანებთ ჩვენი ღირსეული წინაპრების მიერ ნაშენებ, ახალაღდგენილ საყდარში, საიდანაც შვიდ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში განდევნილი იყო დედა ღვთისა და მფარველი სრულიად საქართველოსი. ეს იქნება უბედნიერესი და დიდი სიხარულით აღსავსე დღე სრულიად საქართველოსთვის.

- როგორი დაგხვდათ ფოთისა და ხობის ეპარქია, როდესაც იქ დაიწყეთ მსახურება?

- ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი. მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გაკეთდა დღემდე, უფრო კი იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი. გასაკეთებელი კი უფრო მეტია. ეპარქიაში ჩვენი მოსვლიდან მომავალი წლის გაზაფხულზე ათი წელი სრულდება. ეს არ იყო ადვილი წლები, თუმც არც მომავალი გვესახება ძალიან მარტივად და იოლად. ვფიქრობ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში თანაგვიგრძნობდნენ, ერთგულად გვედგნენ მხარში და ჩვენთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ სულიერი განახლების ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში, ასეთები კი ნამდვილად იყვნენ. ღმერთს ვმადლობ მათ გამო და დღეგრძელობასა და კეთილდღეობას გამოვითხოვ მათთვის და მათი ოჯახებისათვის.

- რაზე ფიქრობთ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით?

- იმაზე, რაზეც ნებისმიერი სასულიერო პირი, რაზეც თითოეული მღვდელმთავარი - საქართველოს ეკლესიის ძლიერებაზე, ეპარქიის აღორძინებასა და განვითარებაზე, ჩემდამი რწმუნებული სამწყსოს კეთილდღეობასა და გადარჩენაზე, რათა უდანაკარგოდ მივიყვანო იგი უფალთან. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, არამედ არის ძალიან ჩვეულებრივი რამ სასულიერო პირისათვის, მით უფრო - მღვდელმთავრისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, ჯვარდაწერილია თავის ეპარქიაზე. ვფიქრობ ასევე ჩემს შეცდომებზე, რაზეც თითოეული თქვენგანიც ფიქრობს და რაც, რაღა თქმა უნდა, მტკივა და განვიცდი. ვცდილობ, ვიყო უკეთესი, ვიდრე ვარ.

- დაგვლოცეთ, მეუფეო.

- ღმერთმა დაგლოცოთ თვისითა მადლითა ყოველი მკითხველი ამ ჟურნალისა და სრულიად საქართველო. ღმერთმა სიკეთე, წყალობა და გამარჯვება მოანიჭოს თავის ერს, რომელიც დიდი ხანია ამას ელოდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat