ღვთისთვის ერთი ადამიანის სული უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი ხილული სამყარო თავისი მატერიალური ფასეულობებით
ღვთისთვის ერთი ადამიანის სული უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი ხილული სამყარო თავისი მატერიალური ფასეულობებით
გვესაუბრება ბოდბის ეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე).

- მეუფე დავით, რამდენი ეპისკოპოსი მართავდა დღემდე ბოდბის ეპარქიას?


- ისტორიული წყაროების ცნობით, ბოდბის ეპარქია V საუკუნიდან არსებობდა. იგი 1830 წელს გააუქმა პირველმა რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა. 1925 წლის 9 ოქტომბერს კვლავ აღდგა. საკათალიკოსო საბჭომ ბოდბის ეპარქიის მმართველად დანიშნა ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი (1925-1928წ.წ.). მის შემდეგ ეპარქიას მართავდნენ მიტროპოლიტი იოანე მარგიშვილი (1928-1929წ.წ.), ეპისკოპოსი იროთეოზ აივაზაშვილი (1929წ.), ეპისკოპოსი გაბრიელ ჩაჩანიძე (1951-1953წ.წ.), მიტროპოლიტი დიმიტრი იაშვილი (1958-1961წ.წ.), ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი (1967-1971წ.წ.), კათოლიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი (1973-1976წ.წ.), ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე (1976-1978წ.წ.), მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი (1978-1992, 1993-1996წ.წ.), ეპისკოპოსი დავით მახარაძე (1992წ.), მთავარეპისკოპოსი დანიელ დათუაშვილი (1993წ.), ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე (1996-1998წ.წ.), მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი (1998-2001წ.წ.). 2001 წლიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად წმინდა სინოდის განჩინებით მე დამადგინეს.

- მანამდე როგორი იყო თქვენი სულიერი ცხოვრება, სად მსახურობდით?

- 1994 წლიდან ვცხოვრობდი ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, სადაც ვასრულებდი სხვადასხვა მორჩილებას. 1995 წელს აღვიკვეცე ბერად და მეწოდა დავითი, წმინდა ღირსი მამა დავით გარეჯელის სახელი. 1996 წლის 14 იანვარს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა მაკურთხა კერძო დიაკვნად, 19 იანვარს - იეროდიაკვნად, ხოლო 6 მაისს - მღვდლად და დამადგინა ბათუმის წმინდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 1997 წლის 19 იანვრიდან 22 მაისამდე ვმსახურობდი ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო 22 მაისიდან 1998 წლის 8 ოქტომბრამდე ქარელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ამავე დროს, ვასრულებდი სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის და ცხოველსმყოფელი ჯვრის სახელობის ტაძრებისა და სოფელ ღვლევის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას. 1998 წლის 14 ოქტომბერს მაკურთხეს ეპისკოპოსად და დავინიშნე ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსად, სადაც ვმსახურობდი ბოდბის ეპარქიაში გადმოყვანამდე.

- ეპისკოპოსად კურთხევის დროს განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდათ?

- მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე სამჯერ ეკითხება მოციქულთა თავს პეტრეს: "პეტრე, გიყვარ მეა?" (იოანე, 21, 15-16) და როდესაც პეტრემ სამჯერ აღიარა მისი სიყვარული, მაცხოვარმა უთხრა: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" (იოანე 21,17). იოანე ოქროპირის განმარტებით (11 სიტყვა მღვდლობის შესახებ), უფალმა იმიტომ კი არ ჰკითხა ეს პეტრეს, რომ არ იცოდა, უყვარდა თუ არა მას (განა შეიძლება ეს არ სცოდნოდა ყოველთა გულთამხილავს?), არამედ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ უყვარს და ზრუნავს იგი თავის სამწყსოზე, რომელიც საკუთარი სიკვდილის ფასად გამოიხსნა. სწორედ ამ სამწყსოს ნაწილს, რომელიც შედის ახალდადგინებული მღვდელმთავრის ეპარქიაში, უხილავად ჩააბარებს მღვდელმთავარს და ეტყვის: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნიო". ამის შემდეგ უკვე მღვდელმთავარია პასუხისმგებელი სამწყსოს თითოეულ წევრზე. უფალია განკითხვის ჟამს მღვდელმთავარს მკაცრად მოსთხოვს პასუხს მათზე. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ღვთისთვის ერთი ადამიანის სული უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი ხილული სამყარო თავისი მატერიალური ფასეულობებით. ყოველივე ამაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, იწვევს დიდ შიშსა და პასუხისმგებლობის განცდას. ეს განცდა ჭარბობდა ჩემში კურთხევისას და მის შემდეგაც. მღვდელმთავრის და, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის ჯვარი არის გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მორწმუნეს წარმოუდგენია. იოანე ოქროპირი თავის სიტყვაში მღვდლობის შესახებ ამბობს: "თუ მწყემსს ვერ სძლია მტერმა, მთელი სამწყსო რომ მიიტაცოს, მაინც არ დაოკდება". ამიტომ თითოეული მორწმუნე განსაკუთრებით უნდა ლოცულობდეს პატრიარქის, მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირთათვის, რათა დაიფაროს ისინი უფალმა ბოროტის ხილული თუ უხილავი ბრძოლისაგან.

- მეუფეო, რამდენი რაიონი შედის ბოდბის ეპარქიაში, როგორია ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ეკლესია-მონასტრების მიმართ სულიერი თვალსაზრისით და აქტიურობენ თუ არა ახალი ტაძრების გახსნაში?

- ბოდბის ეპარქია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქიზიყში, და მოიცავს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ძალიან კარგად არის განწყობილი ეკლესია-მონასტრებისადმი. პირადად მე არ შემხვედრია და არც არავისგან მსმენია, რომ ვინმეს არ გახარებოდეს ეკლესია-მონასტრების ამოქმედება. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ურწმუნოებსა და სხვა სარწმუნოების მიმდევრებს. ხშირად მოდის ჩვენთან ადგილობრივი მოსახლეობა თხოვნით, რათა ავამოქმედოთ მათ სოფელში ტაძარი, დავუნიშნოთ მღვდელი, გვთავაზობენ ახალი ტაძრების მშენებლობას, ძველის რესტავრაციას, მონაწილეობენ ტაძრების მშენებლობასა თუ აღდგენაში, რითაც შეუძლიათ, იშვიათად - ფინანსურადაც, რაც სავსებით გასაგებია, რადგან მოსახლეობას უჭირს. გვერდში უდგანან ახალდანიშნულ მღვდლებს. ბევრი რამ თვით სასულიერო პირზეც არის დამოკიდებული; თუ მღვდელი გულით შეიყვარებს მრევლს, ემსახურება მათ, როგორც ღვიძლ შვილებს, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს, იზრუნებს მათზე, გაიზიარებს მათ ჭირსა და ლხინს, მრევლიც აღიარებს მას თავის სულიერ მამად, არც ტაძარს და არც მღვდელს არაფერს მოაკლებს. ეს მე საკუთარ თავზე გამომიცდია. მრევლი ყოველთვის აკეთებდა ჩემთვის იმაზე მეტს, ვიდრე ვიმსახურებდი, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო.

- რამდენი მოქმედი ტაძარია ეპარქიაში და აპირებთ თუ არა მომავალში კიდევ სხვა ტაძრების ამოქმედებას?

- ეპარქიაში ჩასვლის დღიდან, ჩემი უპირველესი სურვილი და საზრუნავი, ისე როგორც ყველა მღვდელმთავრისა, იყო ის, რომ ეპარქიის ყველა სოფელში გვქონოდა მოქმედი ტაძარი, რაც, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო შეუსრულებელია. ამჟამად ეპარქიაში მხოლოდ 15 ტაძარია მოქმედი, არის სოფლები, სადაც წირვა-ლოცვა არ ტარდება.

ამჟამად ეპარქიაში შენდება ოთხი ტაძარი: დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და სიღნაღის საეპისკოპოსო რეზიდენციაში მამა დავით გარეჯელის ტაძარი თითქმის დასრულებულია და მალე გაიხსნება. ქვემო ბოდბის ათორმეტთა მოციქულთა სახელობის ტაძრის მშენებლობა ალბათ გაისად დასრულდება, ხოლო არხილოსკალოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დამთავრდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე ტაძრის რესტავრაცია, რომელთა აღდგენა, სავარაუდოდ, გაისად დასრულდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა და მონაწილეობს ახალი ტაძრების მშენებლობასა და ძველის აღდგენაში.

- მეუფეო, სხვა სარწმუნოების დამკვიდრება ხომ არ ხდება ეპარქიაში?

- სხვა სარწმუნოებისა თუ სექტის არსებობა მართლაც რომ დიდი პრობლემაა არა მარტო ჩვენი ეპარქიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მართალია, ჩვენს ეპარქიაში მწვავედ არ იგრძნობა მათი არსებობა, მაგრამ მშვიდად ვერ ვიქნებით მანამ, ვიდრე ჩვენი ეპარქიის თუნდაც ერთ მცხოვრებს დაემუქრება ცდუნების საშიშროება. რაც შეეხება მათი დამკვიდრების მცდელობას, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა თუ დამკვიდრება, არამედ თითოეული სექტისა თუ სარწმუნოების მიმდევართა სანუკვარი ოცნებაა, თავიანთ მახეში გააბან სრულიად საქართველო. ამ პრობლემას მხოლოდ ეკლესია ვერ გადაჭრის, რადგან მათ უკან დგას დიდი ფინანსები და გავლენა.

ჩემი აზრით, საქართველოში, გარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, სხვა არც ერთი რელიგიისა და სექტის მიმდევარს არ უნდა ჰქონდეს მისიონერული მოღვაწეობის უფლება. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველა სხვა რელიგიასა თუ სექტას თავისი ხელმძღვანელობა ჰყავს საზღვარგარეთ, საქართველოში "მოღვაწეობენ" მათი წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ თავისი საზღვარგარეთელი ხელმძღვანელობის მითითებებით. თუ ამას დავუმატებთ, რომ მათი საქმიანობისა და მიზნების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მოქმედებენ თავიანთი სახელმწიფოსა და სარწმუნოების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრავს და აერთიანებს ქართველ ერს. ხოლო სხვა დანარჩენი სარწმუნოების მიმდევრები ყოფენ და ანაწევრებენ საქართველოს იმდენ ნაწილად, რამდენი რელიგიური ორგანიზაცია თუ სექტაც მოქმედებს ჩვენში. ასევე ჩნდება უბრალო, ადამიანური შეკითხვები ყველა სხვა რელიგიისა თუ სექტის წევრ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ: რომელი ქვეყნის მოქალაქედ მიიჩნევენ თავს ისინი არა ფიზიკურად (პასპორტის მიხედვით), არამედ სულიერად? ვის მხარეზე დადგებიან იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი მოხდება საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის, ვის წარმომადგენლებსაც მიიჩნევენ თავიანთ სულიერ წინამძღვრად?

რაც შეეხება პიროვნულ რწმენას, ადამიანს, ღვთისაგან მინიჭებული თავისუფალი ნებით, უფლება აქვს, ირწმუნოს, რაც უნდა და ჩვენ, მიუხედავად დიდი გულისტკივილისა (როცა ვხედავთ ჩვენს მოქალაქეებს სხვა სარწმუნოების აღმსარებლად), გარდა შეგონებისა და მათთვის ლოცვისა, მათზე ზემოქმედების სხვა საშუალება არ გაგვაჩნია. ყველამ უნდა ვილოცოთ ჩვენი გზაშეცდომილი თანამოქალაქეებისთვის უფლის მიმართ, რათა უფალმა "უარისმყოფელნი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა მისისათა განანათლოს და მოაქციოს ისინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ჰყოს წმიდასა მისსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა" (დილის ლოცვა).

- მეუფეო, დაგვლოცეთ ისე, როგორც დალოცავდით თქვენს მრევლს, სულიერ შვილებს...

- სოლომონ მეფე განთქმული იყო სიბრძნითა და სიმდიდრით, არ აკლდა დიდება და პატივი და ყოველივე ამქვეყნიური, მინიჭებული ღვთისაგან: "აჰა მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული ისე, რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი... მოგცემ სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალი ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი" (მესამე მეფეთა 3,12-13). ყოველივე ამის შემდეგ სოლომონ მეფე ასკვნის, რომ ყოველივე ამქვეყნიური არის ამაო და წარმავალი, ხოლო მთავარი - შიში ღვთისა და მისი მცნებების აღსრულებაა. "მერე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ და ყოველივე საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარის ნაბერი... მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გვეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავიდათავი" (ეკლესიასტე 2,11-13). ყოველივე ეს ჩვენთვის აღიწერა, რათა არც ჩვენ დაგვავიწყდეს, რომ ყოველივე ამქვეყნიური: სიმდიდრე, სიბრძნე, დიდება თუ პატივი - და საერთოდ ყოველივე მიწიერი, რითაც ამაყობს და რისკენაც ისწრაფვის თანამედროვე ადამიანი, არის ამაო და წარმავალი, ხოლო მთავარი ადამიანის უკვდავი სული და მასზე ზრუნვაა, და არა უბრალოდ ზრუნვა, არამედ ზრუნვა ისეთი, რომ განკითხვის ჟამს გვესმას უფლის სანატრელი სიტყვები: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით" (მათე 25,34). ბოლოს მინდა გისურვოთ თქვენ და ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს გახარება ორთავ სოფელსა შინა - ამ ქვეყანაზე და, რაც მთავარია, იმ ქვეყანაზე, სადაც არის დაუსრულებელი ნეტარება, რომელიც "თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა" (კორინთელთა 2,9). ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვაელფოსტა
23.09. 2014
ნინო ქიმერიძე
უფალი შეგეწიოთ მეუფეო, მადლობა უფალს, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენი მამობრივი მზრუნველობა და ლოცვა-კურთხევა არ მაკლდა.გფარავდეთ ვთისმშობელი.
21.05. 2014
natia kurtanidze
gmertma daglocot meupe davit zalian gamixarda tqveni danaxva tqveni cyalobit gadavdgi pirveli nabiji sulierebashi xashurshi rodesac msaxurobdit deda gvtismshobeli iyos tqveni shemce da mfarveli. natia kurtanidze
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat