ღმერთი ერთია. ერთი არს ნათლისღება და სიმართლე - მართლმადიდებლობა
ღმერთი ერთია. ერთი არს ნათლისღება და სიმართლე - მართლმადიდებლობა
ერთის ცოდვაც კი მთელ სამყაროზე აისახება
ალბათ ხშირად გვიფიქრია, როგორ უნდა ვიცხოვროთ ძველი თუ ახალი დროების ადამიანებმა წუთისოფელში ისე, რომ ჩვენი ცხოვრების წესით უფალს სათნოვეყოთ. თითქოს ტაძარში სიარულს შევეჩვიეთ და ცხოვრების წესად გვექცა, მაგრამ შინაგანად კვლავ სიცარიელეს ვგრძნობთ. გულისყური ისე გვაქვს დახშული, რომ უფლის ხმას და უფლის სიყვარულს ვეღარ ვგრძნობთ. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ეს ქვეყანა "ბოროტებაზედ არ იდგებოდა". მემკვიდრეობად მოგვდგამს ადამისა და ევას ცოდვა და დღემდე ვიმკით. მთავარი კი მაინც აღდგომაა, ცოდვით დაცემას ხომ კვლავ მოსდევს სულიერი თუ ფიზიკური განახლება. ვევედროთ უფალს, შეგვაძლებინოს "განცდა თვისთა ცოდვათა" და მუდამდღე ვცდილობდეთ საკუთარი თავის გამოსწორებას.

ღვთის სიტყვა რომ უკეთესად გავიგოთ, წმინდა მამები გვირჩევენ, ხშირად ვიკითხოთ ბიბლია და მასში ამოკითხული სიბრძნე ყოველდღიურ ცხოვრებაში განვახორციელოთ. თუკი ვცხოვრობთ ისე, როგორც უფალს სურს, მაშინ უფალიც შეგვეწევა და ხელს მოგვიმართავს კეთილი საქმეების კეთებაში.

სვანეთში ყოფნისას საუბარი ვთხოვე მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსს, მეუფე ილარიონს (ქიტიაშვილი):

- ვიცით, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი და დადგენილ იქნა სამოთხეში, რათა აღესრულებინა ღვთის კანონი და ნეტარებაში, მარადიულ ცხოვრებაში ყოფილიყო. მაგრამ ამპარტავნების გამო ადამიანი შეცდა, ბოროტს დაუჯერა და დაისაჯა. როცა ადამი გამოდევნილი იქნა სამოთხიდან, მცნებად დაედო უფლისგან, რომ საშუალება მიეცემოდა, დაბრუნებულიყო ღვთის საუფლოში. ადამიანმა თავად ვერ შეძლო დაბრუნება სასუფეველში და ცოდვების გამო დაშორდა ღმერთს. ამიტომ საჭირო გახდა უფლის კაცობრივი ბუნებით დედამიწაზე მობრძანება. აღთქმად დაგვიდო ახალი აღთქმა - სახარება, რომლის მიხედვითაც უნდა გვეცხოვრა. ჩვენს წინაშე უკვე აღარ დგას ის პრობლემა, რომელიც ძველი აღთქმის ადამიანს ჰქონდა. თვით უფალმა იდო ჯვარცმით საკუთარ თავზე ჩვენი ცოდვები და მისგან განგვათავისუფლა. ჩვენ კი, ადამიანებს, გვმართებს გამოვხატოთ თავისუფალი ნება, საკუთარი ნებელობა ღვთისადმი, რათა აღვასრულოთ უფლის მცნებები.

ადამიანი, პირველ რიგში, ღირსებათა სისტემას მოიცავს. ამიტომ თუ შინაგანად არ აქვს სურვილი და არ არის ამისთვის განწყობილი, ყოველთვის უკუსვლა ექნება და მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით აღივსება. მცნებები, რომლებიც ღვთის მიერ მოგვეცა, არ არის რთული შესასრულებელი. ისევ ღმერთი და მფარველი ანგელოზი გვეხმარებიან, ყოვლადწმინდა დედა შეგვეწევა. საკუთარი ნებით რომ ეცადო, ვერ შეძლებ. ამიტომ ადამიანს მართებს მოუსმინოს წმინდა წერილს, ღვთისმსახურების მოწოდებას, რომლებიც უფალმა გამოირჩია და დაადგინა. მკვდრეთით აღმდგარი უფალი გამოეცხადა ჯერ მენელსაცხებლე დედებს, მოციქულებს. პეტრეს სამჯერ ჰკითხა: გიყვარვარო? მიყვარხარ, უფალოო, - მიუგო პეტრემ. "მაშინ დამწყსე ცხოვარნი ჩემნიო" - და ჩააბარა ადამიანები, რათა ღვთისკენ მიემართა მათი აზროვნება. ამიტომ მოციქულებმა მთელ დედამიწაზე გაავრცელეს ქრისტიანობა, დააფუძნეს ეკლესია და ხელი დაასხეს მღვდელმთავრებს, მღვდლებს. ოცსაუკუნოვანია ეს მოწოდება - ყველა სასულიერო პირმა უნდა დამოძღვროს ერი და მათ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ. "ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინაო", - ამბობს უფალი. ამაშია მთელი აზრი ყოველკვირეულად ეკლესიაში სახარების გარჩევისა. მარტო სახელით ქრისტიანობა არ არის საკმარისი, საქმითაც უნდა გამოიხატებოდეს. რწმენა საქმის გარეშე არ ივარგებს. ჩვენც ალბათ მეტი გვმართებს, მეტი უნდა გავაკეთოთ და ბოლომდე გავცეთ, რაც ღვთისგან მოგვეცა. "უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გაეცითო", - ბრძანებს უფალი. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ღირსეულად და პატიოსნად უნდა შევასრულოთ. ხოლო რაც არ უნდა ეცადოს სასულიერო პირი, რომ ადამიანი ძალით მოიყვანოს ეკლესიაში, არ გამოვა. ადამიანი თავისუფალი ნებით უნდა მოვიდეს ღვთის სახლში. მისი აზროვნებისა და სულიერი ფერისცვალება უნდა მოხდეს. თუ შემდგომ არ მოხდება ყურადღების მიქცევა და პატრონობა, უდავოდ მოგვეკითხება. ერთი ცხვარიც რომ დაიკარგოს, სასულიერო პირი უნდა წავიდეს, მოძებნოს და მოიყვანოს უფლის წიაღში. ძალიან ბევრი რამაა სასულიერო პირზე დამოკიდებული. მრავალი თვალი შესცქერის მოძღვარს და აკვირდება მის საქციელს, სიტყვას. ხალხის წინაშე არაფერია დაფარული. ვეცადოთ, საკუთარი თავიც ვიცხოვნოთ და სხვებიც ვაცხოვნოთ. წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: ისეთი ცხოვრებით იცხოვრე, რომ სხვამ მოგბაძოს, სხვამ დაგინახოს და ისინიც, ვინც შენს გარშემო იქნება, ცხონდებიანო.

- მეუფე ილარიონ, ვისთვის შეიქმნა სახარება?

- სახარება ადამიანებისთვის დაიწერა. ვინ როგორ გაიგებს მის სიბრნეს, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. დღეს სხვადასხვაგვარად ესმის ადამიანს - ღვარძლი დათესა ეშმაკმა. როცა მკის დრო დადგება, ეს ღვარძლი აღმოიფხვრება, მაგრამ დღეს ბევრი ადამიანი უჯერებს სიცრუეს, არასწორ სწავლებას და მცდარ გზას ადგას, რაც დამღუპველია. ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და არა მრავალი. რომელია ეს ჭეშმარიტება? ის, რომელიც უფალმა მოგვცა - "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". ეს გზა არის მართლმადიდებლობისა. წმინდა წერილის მარტო წაკითხვა არ არის საკმარისი. ზოგმა ზეპირად იცის წმინდა წერილი, მაგრამ მის შესამეცნებლად სწორი მიდგომაა საჭირო.

მართლმადიდებლობა რა არის? ზღვაში წყალქვეშა ნავი რომ გაიხვრიტოს, შიგ ხომ შევა წყალი და ჩაიძირება? მართლმადიდებლობაც ასეა - საკმარისია სხვა რაღაც შემოიპაროს, მოკლავს და დაღუპავს. თუ შეეცდები გემიდან გამოსვლას და გამოცურვას, გადარჩები. ღმერთი ერთია. ერთი არს ნათლისღება და სიმართლე - მართლმადიდებლობა. ამ გზას უნდა მიჰყვეს თითოეული. უფალი ბრძანებს: ბევრი მოვა ჩემი სახელითო. აქ ცრუ წინასწარმეტყველებზეა საუბარი. უფალი ასე ბრძანებს: "მე ვარ ანი და ჰოე" - საწყისი და დასასრული ამ ცოდვილი ქვეყნისა. იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა. ამიტომ უნდა მივყვეთ ჭეშმარიტებას. არ უნდა გავივლოთ გულში და არც გავიფიქროთ სხვა მცდარ სარწმუნოებასთან მიახლოება. სუფთა და შეულამაზებელი ადამიანი მუდამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მყოფი და ჭეშმარიტების გზაზე მავალია.

***
ადამიანი ქმნილებაა ღვთისა. უფლისთვის ხომ ერთი ადამიანის სული ყველაზე ძვირფასია. ამიტომ ერთის ცოდვაც კი მთელ სამყაროზე აისახება. მრავალი უბედურება და განსაცდელიც აქედან მომდინარეობს. ამ შემთხვევაში ადამიანში ხორციელი სჭარბობს. არადა სული ყოველთვის უპირატესია. სული უკვდავია, ხორცი კი კვდება - იხრწნება. როცა ვამბობთ, ადამიანმა უნდა იზრუნოს სულზეო, მხოლოდ ლოცვა არ იგულისხმება. კაცი ამქვეყნად იმისთვის გაჩნდა, რომ მიწაც დაამუშაოს, სამსახურიც ჰქონდეს, საქმეც აკეთოს. მაგრამ უპირველესი, რაც მას ღვთისგან აქვს დაკისრებული, ცხონებაა. მთავარია სულის გადარჩენა და მარადიულ ცხოვრებაში დამკვიდრება. პარალელურად კი ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. უფალმა რომელი ჯვარიც გვარგუნა, მისი ღირსეულად და ერთგულად ტარება გვავალია.

როცა უფალთან ჯარისკაცები მივიდნენ და ჰკითხეს, - ჩვენ რა გვევალებაო, - მაცხოვარმა უპასუხა, - თქვენი საქმე აღასრულეთო. პირველი უფალია, შემდეგ კი გვევალება დაკისრებული საქმის კეთება. სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერში უფლის ხელი ურევია. საქმე არ წარგვემართება, თუ უფალს დავივიწყებთ. როცა ძილად მივალთ, უფალი მუდამ უნდა გვახსოვდეს, რათა მშვიდობიანი დილა გაგვითენოს. მეორე დღესაც მადლობა შევწიროთ, რადგან უფალმა კიდევ ერთი დღე მოგვცა ცოდვათა განცდისა, სინანულისა. მერე კიდევ ვთხოვოთ უფალს, რომ ეს დღე კეთილად წარგვემართოს კარგ საქმეში.

***
უფალი ბრძანებს: ბოძებული შვიდი დღიდან ექვსი დღე იშრომე შენი ოჯახისთვის - იღვაწე, აკეთე საქმე, დააპურე ყველა, ვისაც გასწვდები და მეშვიდე დღე მე დამითმე, ეს ჩემი დღეაო. მეშვიდე დღეც რომ უფალს წავართვათ, მართლაც ღირსნი ვიქნებით სასჯელისა. რით ვეღარ ვკმაყოფილდებით?! კაცის ბუნება თითქოს ვეღარ ძღება მოცემულით. მთელი დღე ისე გეპარება, რომ ღვთისთვის წუთიც აღარ გრჩება.

კაცთა შორის ერთმანეთის მიმართ შფოთმა და არაჯანსაღმა ურთიერთობამ იმატა. საიდან მომდინარეობს ეს ყოველივე? ალბათ შურიდან და მატერიალური მდგომარეობიდან. არიან ისეთნიც, რომლებიც არ არიან მოწოდებულნი მშვიდობისთვის. როცა უფალი მობრძანდა, მოციქულებს უთხრა: "მშვიდობა თქვენთანა". უფალმა მათ ადამიანური მშვიდობა კი არ უსურვა, არამედ ღვთაებრივი. რატომ არ უსურვა ადამიანური მშვიდობა? რადგან კაცი ყოველთვის ცვალებადია. შეიძლება დღეს იყოს მასში მშვიდობა, ხვალ კი შფოთი წამოიწყოს. სიყვარულს სიძულვილი ენაცვლება. რა სძულს ადამიანს? ისევ ადამიანი. როცა პირიქით, უნდა უყვარდეს. ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა ყოველივე, რასაც ვხედავთ და მოვიხმართ. წყალში - თევზი, ცაში - ფრინველი, დედამიწაზე პირუტყვიც შენ გემორჩილება და გამოიყენე იგი შენს სასარგებლოდ, - ბრძანებს უფალი.

ზოგს მეტი მიეცა ამქვეყნად, ზოგს - ნაკლები, ზოგსაც - საშუალო. აქ თითქოს დაირღვა თანასწორობა და ადამიანს გაუჩნდა შური. ეს არის საწყისი ყველაფრისა. შურმა მოიტანა სიძულვილი, სიძულვილმა კი ომი და შფოთი. ყველას მეტი უნდა. არ კმაყოფილდება უფლის მოცემულით. არადა, ეს დედამიწა ყველას ეყოფა და დაიტევს. სწორედ ამ გაუმაძღრობას მიჰყავს კაცი ომამდე. სამწუხაროდ, ყველა ადამიანში დევს პირველობის სურვილი. ვფიქრობ, არსებულ საერო და საეკლესიო იერარქიას უნდა დავემორჩილოთ. ის არის ღვთისგან დადგენილი. ღმერთი ყველაფერში უზენაესი და პირველია, ჩვენ კი ქმნილებები ვართ. წესრიგი ირღვევა უღმერთობის გამო. კაცმა გულისყური რომ ღმერთს მიაპყროს, ნათლად მიხვდება - უნდა დაყაბულდეს უფლის ბოძებულს. მაგალითად, დღეს რომ გაქვს პური, მადლობა უთხარი უფალს. ხვალ მარტო წყალი მოგცა? მაგაზეც მადლობდე. ზეგ ერთსაც მოგცემს და მეორესაც, მესამესაც მოგმადლებს. ყოველთვის მადლობდე უფალს. როცა უმადურობის გრძნობა დაგძლევს, ეს გამოიწვევს არასასურველს პირად ცხოვრებაში. იუდას გაუჩნდა უმადურობის გრძნობა. ტრაპეზზე იჯდა მაცხოვართან და ვერ დაინახა, რომ მის გვერდით ღმერთი და სულიერი მოძღვარი იყო. იუდას აქამდე არ შეეძლო სასწაულები მოეხდინა. როცა უფალმა გამოარჩია, მადლიც მისცა. მან ეს ვერ დაინახა. დაუნახაობა ღმერთისა იწვევს შფოთს, სიძულვილსა და ათასგვარ უბედურებას.

ცოდვა არის საფუძველთა საფუძველი უბედურებისა და უმთავრესის - სიკვდილისა. ცოდვამ მოიტანა სიკვდილი. ადამიანში უფრო მეტი სიკეთე დევს. ცუდს სხვა ადამიანში კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ საკუთარ თავში. როცა შენს თავში დაინახავ ცოდვებს, სისუსტეებს, მერე სხვას აღარ განიკითხავ და სხვის მიმართ აღარ გაგიჩნდება შური და ზიზღი. ადამიანის ცხოვრებაში მთავარი საკუთარი თავის დანახვაა.

პირიდან გამოსული ყოველი სიტყვა ბასრ მახვილზე მჭრელია. უკან ყველაფერს დააბრუნებ, გასროლილ სიტყვას - ვეღარ. რაიმეს თქმამდე დაფიქრდი, ნაბიჯის გადადგმამდე წინ გაიხედე. რასაც მოისმენ, იმაზეც იფიქრე, მისაღებია თუ არა. ამას ყველაფერს თუ გაითვალისწინებ, ყოველივე კეთილად წარგემართება. უფალი ბრძანებს: "როგორც შენ გინდა მოგექცნენ, ისე მოექეცი სხვას". მინდა, არ მომატყუონ - ეს ძალიან მტკივნეულია. სიცრუე დღეს ცხოვრების წესად იქცა. როცა გატყუებენ, ეს დამცირება და ღირსების შელახვაა. ეცადე, ისე გადადგა ადამიანისკენ ნაბიჯი, როგორც შენ გსურს მოგექცნენ და აღარ შეიქმნება დაპირისპირება. ეს ჩვეულებრივი შინაგანი კულტურაა, რაც ყველასთვის აუცილებელია.

***
რა თემაზეც არ უნდა ვისაუბროთ, პირველ ადგილზე უფალს უნდა ვაყენებდეთ. უღმერთობა ყველაფერზე უარყოფითად აისახება. როცა უფალმა იონა წინასწარმეტყველი გაგზავნა უღმერთო, წარმართ და უზნეო ქალაქ ნინევიაში, უთხრა: მოგისმენენ - გადარჩებიან, არ მოგისმენენ და დაიღუპებიანო. საოცარი რამ მოხდა - უღმერთოებმაც კი შეისმინეს მისი და გადარჩნენ, მაგრამ სოდომელებმა და გომორელებმა არ შეისმინეს. ერთი მართალიც კი არ აღმოჩნდა მათ შორის და იქაურობა განადგურდა.

***
როგორ ვიცხოვროთ? უპირველესად, რწმენით და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. აქედან გამომდინარე, ვიქნებით ზნეობრივად ჩამოყალიბებულნი, ერთმანეთის სიყვარულით განვიმსჭვალებით, რაც უმთავრესი პირობაა ადამიანის ცხოვრებისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღვთის მადლი და ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat