ცასთან ახლოს
ცასთან ახლოს
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე არაერთხელ დაისვა საკითხი ეპარქიათა განცალკევებისა და ახალი ეპარქიების შექმნის შესახებ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაუღალავი შრომის და თავდადებული ღვაწლის ნაყოფია სწორედ ის, რომ ერი კვლავ შემობრუნდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისაკენ და სულის გადარჩენისათვის დიდებულ და მადლით სავსე ტაძრებს მიაშურა.

ჩვენი გმირი პატრიარქის უდიდესი ძალისხმევთა და მონდომებით საქართველოს ეკლესიას გაუმრავლდა ეპარქიები და სასულიერო პირები, რომელთაც მართალი და ჭეშმარიტი სიტყვა მიაქვთ მორწმუნე მრევლამდე.

ერთ-ერთი ასეთი უდიდესი მნიშვნელობის იყო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომა, რომელიც უაღრესად ფასეული და დროული იყო, ვინაიდან სინოდმა თავისი განჩინებით ერისა და ეკლესიის წინაშე გამოჩენილი და გამორჩეული თავდადების გამო წმიდანებად შეირაცხნენ:

პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი.
სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი.
მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი. საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი.
ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მიღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი.
კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანა და დედანი (IX ს.) გამორჩეულნი დიდი სულიერებით, სასწაულმოქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით.
მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული.
მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი, XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი. იღვაწა რუსეთში, წმიდა მიწაზე, ათონის მთაზე. გამოირჩეოდა ასკეტური და აღმსარებლობითი ცხოვრებით.
ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.

აბუსერისძე ტბელი (XIII ს.). ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული.
ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX სს.). დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი.
ეწოდა ექვთიმე ღვთისკაცი.

კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX სს.) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალოს აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული. ეწოდა მღვდელმოწამე კირიონი.
სინოდის ამავე სხდომამ განაჩინა შემდეგი: "წილკნის ეპარქიას ცალკე გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ეწოდა მას სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქია.
ორად გაიყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქია. დაარსდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია.
ასევე ორად გაიყო ბორჯომისა და ახალქალქის ეპარქია. დაარსდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია".
ყოველივე ამის გათვალისწინებით აუცილებელი შეიქმნა ახალი ეპისკოპოსების გამორჩევა, რომლებიც მანამადე მოღვაწეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად დადგენილი იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის. ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი ილარიონი (ქიტიაშვილი).

მამა ილარიონის მღვდელმთავრად კურთხევა შესრულდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 2002 წლის 3 ნოემბერს.
როგორც საისტორიო წყაროებიდან ნათლად ჩანს ზემო სვანეთს მღვდელმთავარი ანუ მმართველი ეპისკოპოსი არ ჰყავდა. თუმცა, არსებობს რიგი მოსაზრება იმის შესახებ, რომ XV საუკუნეში აქ მოღვაწეობდა ეპისკოპოსი და ეს შესაძლებელია იყო რომელიმე სხვა ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი.

გარდა იმისა, რომ ზემო სვანეთი ხანგამოშვებით ცაგერელი ან ცაიშელი მღვდელმთავრის სამწყსოს შეადგენდა, იყო პერიოდი როცა ნიქოზელი ან გელათელი ეპისკოპოსიც მართავდა კლიმატურად და ბუნებრივი თვალსაზრისით ამ უაღრესად რთულ რეგიონს. ისიც უნდა ითქვას, რომ სვანეთში გარდა მკვიდრი მოსახლეობისა, ავბედითობის, ომიანობისა და სხვა უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მრავალი რეგიონიდან ლტოლვილი და შიდამიგრაციის გავლენით დასახლებული გვარებიც გაჩნდნენ. მათი და მკვიდრი მოსახლეობის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ეროვნული და საგვარეულო სიწმინდეების შინა და გარემტერთაგან განრიდება, გადამალვა და მოვლა-პატრონობა, რაც უდავოდ დიდი და ფასდაუდებელი საქმე იყო იმთავითვე.

როგორც აღვნიშნეთ ზემო სვანეთი კლიმატურად რთულ რეგიონს გამეკუთვნება ანუ მთლიანად მაღალმთიანია (1000 მეტრზე ზემოთ)."მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტური განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ვკითხულობთ: "მუხლი I – ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და "ალპური კონვენციის" საერთაშორისო წესდების შესაბამისად:
ა) მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.
ბ) მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის გატარება თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.
გ) მაღალმთიან რეგიონებში სამეურნეო და სოციალურ-კულტურული აქტივობის გაძლიერება.
დ) მოსახლეობის სტიქიური მიგრაციის შეჩერება
ე) დაცლილი და ნახევრად დაცლილი სოფლებისა და თემების აღორძინება.
ვ) ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მრეწველობის განვიტარება და მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა.
ზ) სხვადასხვა წყაროებიდან (მათ შორის, ევროკავშირის ფონდებიდან) ინვესტიციების მოზიდვა.
თ) ეროვნებათაშორისი თანამშრომლობის განვითარება მაღალმთიანი რეგიონების სასაზღვრო ზონების პრობლემების მოგავრების მზინით.
ი) თვითმყოფადი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების შენარჩუნება და მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა.
კ) გზების მშენებლობის მოწესრიგება.
ლ) წიაღისეულით რაციონალური სარგებლობა, საწარმოო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად".

ნამდვილად არ ვიქნებით მართალნი, თუ არ აღვნიშნავთ სახელმწიფოს მხრიდან რიგი პრობლემების დადებითად გადაწყვეტას, მაგრამ მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შენარჩუნება და ადგილებზე დარჩენა, ნაწილის უკან დაბრუნება სწორედაც რომ იქ ოდითგან არსებული და უწმინდესის ინიციატივით ახლადშექმნილი ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების უდიდესი დამსახურებაა.

მესტია თავისი სოფლებით მთლიანად განეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს, სადაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ჰპოვა ასახვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებულმა რეგულაციებმა, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი და საკმარისთან მიახლოებულიც კი აქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობისათვის.
მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, აღვნიშნავთ, რომ ეპარქიის დაარსებიდან და მიტროპოლიტ ილარიონ ქიტიაშვილის მღვდელმთავრად კურთხევიდან 12 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღმრთისმსახურებაზე გახლდით მესტიაში და ამიტომაც მინდა მოკლედ გადმოგცეთ ჩემი ისეთი ამაღლებული განწყობა, რომელიც არასოდეს არ დამტოვებს და ჩემში დაიმკვიდრებს სამუდამოდ.
ზოგადად, არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა არის დღესასწაული და შესაბამისად უდიდესი სიხარულის მომგვრელი, რისი ნათელი დადასტურებაც გახლავთ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი).
არამც და არამც არ მსურს დადგენილი სტანდარტებითა და ნორმებით შევაფასო ან უხვსიტყვიანობა გამოვავლინო ამ ადამიანის თავდაუზოგავი და ადამიანის ძალებზე აღმატებული შრომის შესაფასებლად, მაგრამ შეუძლებელია აღფრთოვანების და აღტაცების გარეშე უცქირო მეუფის მიერ ქმნილ სიკეთეებს, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვახსენებენ თავს.

არ მინდა ისე იქნეს აღქმული ჩემი წერილი თითქოს მხოლოდ ქება-დიდებას და ხოტბას ვასხამ ადამიანებს, მაგრამ სულიერად ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო ახალი ტაძრები, გამრავლებული სასულიერო პირები, ოჯახებში დავანებული სიწმინდეების ტაძრებსა და მუზეუმებში გამოტანა, განსაცდელში მყოფი ადამიანების უანგარო თანადგომა, ეს ადამიანები ხომ სიყვარულითა და სიკეთით აღსავსე თვალებით უმზერენ მეუფეს, რომელიც მათდამი არ იშურებს უმთავრესს – სიყვარულს, სიკეთეს, ერთგულებას…

არავისთვის უცხო აღარ არის ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობდა მაღალმთიანი რეგიონების (და არა პროვინციების, როგორც ამას მავანნი უწოდებს) მოსახლეობა და რა ვითარებაც აქვს აღწერილი ჩვენს თვალსაჩინო მეცნიერებს თავიანთ შრომებში (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, მ. ჩიქოვანი, ვ. ბარდაველიძე, ქს.. სიხარულიზე და სხვ.).
საქმე ეხება უძველესი დროიდან შემორჩენილი რწმენა-წარმოდგენებისა და არამართლმადიდებლური ტრადიციების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენს საუკუნეშიც მკვეთრად იგრძნობა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მარტო ეკლესია და ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ შეძლებს ამ ნაკლოვანებათა აღმოფხვრას, თუმცა უწმინდესის, ეპარქიათა მმართველ მღვდელმთავართა და სასულიერო პირთა ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მთა და ბარი თითქმის ერთნაირად აღივსო საღმრთო მადლითა და სიყვარულით, რომ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უდავოდ დაწინაურებულია ამ თვალსაზრისით რისი თქმის უფლებასაც მაძლევს სავსე ტაძრები და მორწმუნე მრევლი.

როცა ვსაუბრობ მორწმუნე მრევლზე, ვგულისხმობ იმ ადამიანებს რომელნიც განსაცდელმა, დარდმა, ტკივილმა და დიდმა იმედმა მიიყვანა ტაძრამდე, სადაც მათ დახვდა არა მარტო ხატები, სანთლები და ლიტურგიკული მსახურება, არამედ ის სასულიერო პირები და განსაკუთრებით, ეპარქიის მწყემსმთავარი, რომელნიც მაღალი ადამიანური და სულიერი თანადგომით გამოირჩევიან ყველასადმი.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორები, რომელიც მეუფეს დახვდა მესტიასა და ზემო სვანეთში – თითქმის მიტოვებული სამწყსო, გაფანტული და დაქსაქსული მრევლი, ხელისუფლებისაგან უიმედოდ დატოვებული ადამიანები, სულიერი და მატერიალური სიღარიბე და რაც მთავარია, ღმერთს დაშორებული სუფთა და ღირსეული სვანი ხალხი!

მთა ძალიან სუფთა და ანკარაა იმისათვის, რომ ადამიანმა სულიერი სიჯანაღე იგრძნოს, შეისისხლორცოს წინაპართა ადათები და ამავდროეულად მიიღოს და გაითავისოს ქრისტეს მოძღვრება, ჭეშმარიტი და მართალი სიტყვა, როემლიც რუდუნებით, ცრემლით, სისხლითა და ოფლით ნაშენ ტაძრებში იყო და არის დავანებული, იმ ტაძრებში, სადაც საქართველოს მომავალი იწრთობოდა, სადაც ინახებოდა ჩვენი ერის სულიერი და მატერიალური საგანძური, იმ სალოცავებში, სადაც სვანები და მათთანბ მყოფი სტუმრები შვებასა და ლხენას იგემებდნენ ხოლმე.

მიტროპოლიტ ილარიონის თორმეტწლიანი მღვდელმთავრობა არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა მარტოდენ სიხარულით სავსე, მას თან ახლდა რიგი სიძნელეები და დაბრკოლებებიც, მაგრამ ისევ და ისევ მაღალმა სულიერმა ხედვამ, გაწონასწორებულმა და დიპლომატიურმა დამოკიდებულებამ საქმისადმი გამოუღო ნაყოფი, რომელიც სამაგალითო და მისაბაძია ყველა ნორმალური ადამიანისა და მითუმეტეს სასულიერო პირისათვის.

ჩემის მხრივ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს იობს (აქიაშვილი) რომლის წარდგინებითა და უწმინდესის უდუდესი მხარდაჭერით საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსად გამოარჩია მიტროპოლიტი ილარიონი –"ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოსი", კაცი ბრძენი და რჩეული, თავმდაბალი და მოკრძალებული, მასწავლებელი და მოძღვარი…..
ზემო სვანეთის ტაძრებში ზარები კვლავ გუგუნებს.
ზემო სვანეთის ტაძრების – უშგულის ლამარიას, ლაგურკას წმიდა კვირიკესა და ივლიტას, ლაშთხვერისას, იფრარის, ლატალის, ადიშის, იენაშის, მურყმელის, ჟამუშის, წვირმის და სხვა წმიდა სალოცავების გვერდით ამაყად გადმოსცქერიან მთელს საქართველოს ახლადაშენებული აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქვე მოკრძალებული რეზიდენციის ეზოში მდგარი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა და წმიდა ილარიონ ქართველის ტაძრები, რომელთა შეწევნასა და მეოხებას მუდამ გრძნობს მეუფე ილარიონი და ყოველი მომლოცველი, ვინც რწმენით შეაღებს ამ ტაძრების კარს.

ბერვის თქმა მინდა, მაგრამ თავად მეუფე არის ძალიან მოკრძალებული და ამიტომ მხოლოდ იმას დავამტებ, რომ ნამდვილად გაუმართლა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას, რომ იქ ასეთი უაღრესად ღირსეული და განსწავლული ადამიანი მღვდელმთავრობს, რომ ასეთი მიუკერძოებელი, მართლისმთქმელი და სწორი ორიენტაციის მქონე მაღალი სასულიერო იერარქი ჰყავს დედაეკლესიას.
ცხადია, მარტო მეუფე ვერაფერს ვერ გახდება, რომ არა მის მიერ გამორჩეული და ნაკურთხი სასულიერო პირები და თავად სვანები, როემლთა თანადგომა და სითბო მეუფეს მატებს სტიმულსა და დიდ გამბედაობას ცივსა და თოვლიან ზამთარში.
3 ნოემბრის საღმრთო ლიტურგიის თანამწირველები გახლდნენ – მიტროპოლიტი თერჯოლისა და ტყიბულისა გიორგი (შალამბერიძე), მიტროპოლიტი მროველ-ურბნელი იობი (აქიაშვილი), მიტროპოლიტი ჭყონდიდელი პეტრე (ცაავა), მთავარეპისკოპოსი ბოლნელი ეფრემი (გამრეკელიძე), ეპისკოპოსი ხაშურისა და სურამისა სვიმეონი (ცაკაშვილი) და ეპისკოპოსი გარდაბნისა და მარტყოფისა გრიგოლი (კაცია), რომლებმაც საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტ ილარიონს ამბიონიდან მიულოცეს მღვდელმტავრობის 12 წლისთავი და უსურვეს ჯანმრთელობა, დღგერძელობა და მრევლმრავალიანობა!

საზეიმო წირვის შემდეგ რესტორან "თეთნულდში", რომელიც ნამდვილად გამორჩეული და მყუდრო ადგილია მესტიაში, მიტროპოლიტ ილარიონის სახელით გაიმართა მიღება და ვახშამი, სადაც წარმოჩნდა ქართული სულის ზეიმი., რაც ლოგიკური გაგრძელება იყო საღმრთო ლიტურგიისა, რაც ზუსტად ასახავს უწმინდესის შეგონებას სინერგიის შესახებ.
თქვენო მაღალყოვლადუსმაღვდელოესობავ, მეუფე ილარიონ,
მაქვს პატივი ჩემთვის საყვარელი ჟურნალის "კარიბჭის" საშუალებით კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მღვდელმთავრად დადგინების თორმეტი წლისთავი და შევთხოვ კაცთმოყვარე უფალს, მოგანიჭოთ მრავალჟამიერ სიცოცხლე და სიხარული დედაეკლესიის, სამშობლოსა და მშობელი ერის სამსახურში, იქ, სადაც თქვენი მართალი და ჭეშმარიტი სიტყვა შერწყმულია საღმრთო მადლთან და როგორც გაზაფხულის მცხუნვარე მზე, ისე განეფინება ადამიანთა სულებს.

ქრისტესმიერი სიყვარულით, 
მამუკა ცუხიშვილი






















ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat