ერის ტკივილი თავისად მიაჩნდეს...
ერის ტკივილი თავისად მიაჩნდეს...
ეპარქიების აღდგენით ეპისკოპოსის მადლი მრავლდება
ეპისკოპოსი მოციქულთა საქმის გამგრძელებელია, მათი მემკვიდრეა. მღვდელმთავარი დღეს თავის სამწყსოში იმავეს აკეთებს, რასაც წმინდა მოციქულნი აღასრულებდნენ ქვეყნიური მოღვაწეობისას. მღვდელმთავარი სულიერი მწყემსია თავისი მრევლისა. იგი პასუხს აგებს და აკონტროლებს დოგმატური და კანონიკური საკითხების მართებულად დაცვას, მისიონერულ თუ ეკონომიკურ საქმიანობას, არის უპირატესი მღვდელმსახური და საღვთისმსახურო მადლის მატარებელი. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ეპისკოპოსი საერო საქმეებშიც კარგად უნდა ერკვეოდეს, ბერებზე არანაკლებ მლოცველიც იყოს და ბერული ცხოვრებით ცხოვრობდესო.

- რა ღირსეული თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს საეპისკოპოსოდ გამზადებული სასულიერო პირი? - ვკითხეთ მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტს მეუფე ანანიას (ჯაფარიძე).

- რა თქმა უნდა, უნდა იყოს კარგი მლოცველი, თავისი მრევლის კარგი სულიერი მამა, რომელსაც სტკივა თითოეულის გასაჭირი, პატრონობს ჭირსა თუ ლხინში, ეწევა აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას. გარკვეულწილად, საზოგადო მოღვაწეც უნდა იყოს. ერის ტკივილი თავისად მიაჩნდეს... პირველი საუკუნიდან მოყოლებული, მრავალი მღვდელმთავარი გამოირჩეოდა საუკეთესო თვისებებით.

- მოციქულთა კანონების მიხედვით, ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. დღეს როგორ ხდება ეპისკოპოსად გამორჩევა?

- მოგეხსენებათ, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მიერ არის დაფუძნებული. წმინდა მოციქულებს მიენიჭათ უდიდესი ძალა, ყოფილიყვნენ მსოფლიო ეკლესიის სათავეში. არსებობს ერთიანი საყოველთაო მსოფლიო ეკლესია. საყოველთაო - ბერძნულად კათოლიკეს ნიშნავს. თავიდან მას ერქვა კათოლიკე ანუ საყოველთაო, ერთიანი მსოფლიო ეკლესია, რომელიც მოციქულებმა დააფუძნეს. მოციქულების შემდეგ ეს ძალაუფლება და პასუხისმგებლობა გადაეცათ ეპისკოპოსებს. რადგან მოციქულების მიერ დაარსებული ყველა ეკლესია ავტოკეფალიური იყო, ასევე თავისთავადნი იყვნენ პროვინციებში ანუ ეპარქიებში არსებული პირველი ეკლესიები და თვითონვე ადგენდნენ, როგორ აერჩიათ ეკლესიის მეთაური (ეს არის მოციქულთა 34-ე კანონი), მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო პროვინციის ეპისკოპოსის თანხმობით. ორი ან სამი ეპისკოპოსის განჩინებით ხდებოდა ახალი ეპისკოპოსის გამორჩევა და კურთხევა. გამორჩევის შემდეგ, კურთხევაზე, ამავე პროვინციის რამდენიმე ეპისკოპოსის დასწრება აუცილებელი იყო. ასეთი წესი არსებობდა დაახლოებით IV საუკუნის დასაწყისამდე. ამ დროს, I-II-III საუკუნეებში, რომის იმპერია წარმართული იყო, მაგრამ IV საუკუნის დასაწყისში, იმპერატორ კონსტანტინეს დროს, ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარეს და ამან შეცვალა მრავალი წესი ეკლესიაში. კერძოდ, ეპარქიები დიდ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულებად გაერთიანდნენ. დიდ ქალაქებში დიოცეზების მმართველი ეპისკოპოსები თავიანთ გარშემო იკრებდნენ ამ პროვინციის ეკლესიებს. დიდი ქალაქის ეპისკოპოსი უკვე რამდენიმე პროვინციის ეპისკოპოსი ხდებოდა. ასე თანდათანობით, პროვინციების, ეკლესიების გაერთიანებით და დიდი ქალაქების ეკლესიების მეთაურების ავტორიტეტის გაზრდით ჩამოყალიბდა პირველი სამიტროპოლიტოები, საპატრიარქოები. ასე წარმოიქმნა სხვადასხვა იერარქიული საფეხური.

ამჟამად საქართველოში ეპისკოპოსის არჩევის წესი ასეთია: საეპისკოპოსო კანდიდატის შესახებ ინფორმაცია აქვს საქართველოს პატრიარქს. წმინდა სინოდმა უნდა გამოარჩიოს ახალი კანდიდატი უსათუოდ მონაზონთა დასიდან, არქიმანდრიტთაგან. ის ცნობილი უნდა იყოს ეკლესიისთვის თავისი მოღვაწეობით. ეპისკოპოსად გამორჩევის შემდეგ მცხეთაში შეიკრიბებიან მღვდელმთავრები და ხელს დაასხამენ ახალ ეპისკოპოსს. ამ დროს ესწრება უწმინდესი პატრიარქი და ორზე მეტი ეპისკოპოსი.

- ეპისკოპოსად კურთხევის ასაკიც განსაზღვრულია?

- რუის-ურბნისის კრებამ დაადგინა, რომ მღვდელი 30 წლის უნდა ეკურთხოს, ეპისკოპოსი - 35 წლის, ნაკლები არ შეიძლება. თუმცა ხდება გამონაკლისიც. მაგალითად, ანტონ კათოლიკოსი მიტროპოლიტად 20 წლის ასაკში აკურთხეს.

- მეუფეო, რას ნიშნავს წმინდა სინოდი, რა საკითხები იხილება სინოდზე და რა პერიოდულობით იმართება სინოდის კრება?

- საქართველოში წმინდა სინოდი ეპისკოპოსთა კრებას წარმოადგენს. ყველა მღვდელმთავარი ეპისკოპოსია, მაგრამ ზოგიერთს ეპისკოპოსის ტიტული აქვს, ზოგს - მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის. დამსახურების მიხედვით, ეპისკოპოსს თანდათანობით ეძლევა მთავარეპისკოპოსის წოდება, შემდეგ - მიტროპოლიტისა. წოდების მინიჭება პატივისა და ღირსების გამოხატულებაა. წმინდა სინოდი არის ამ ეპისკოპოსების კრება. ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრების შეკრებას წმინდა სინოდი ეწოდება. საეკლესიო დადგენილების მიხედვით, წმინდა სინოდის კრებას წელიწადში რამდენჯერმე იწვევენ. თუ როდის შედგება წმინდა სინოდი, ეს მისი თავმჯდომარის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გადასაწყვეტია. წმინდა სინოდის კრება ეკლესიის მმართველი ანუ კანონმდებელი ორგანოა. ამავე დროს გარკვეულწილად აღმასრულებელი ფუნქციაც აკისრია. საქართველოში ყველა მმართველი მღვდელმთავარი წმინდა სინოდის წევრია. თუმცა უცხოეთის ზოგიერთ ეკლესიაში სინოდში არიან მუდმივი და არამუდმივი წევრები და ისინიც, ვინც სინოდში მორიგეობით ირჩევიან. მაგალითად, თუ რომელიმე ეკლესიაში ბევრი მღვდელმთავარია, დაახლოებით 100-200, მათი ერთად შეკრება რთულია. ამიტომ ისინი თავად ირჩევენ სინოდის მუდმივ წევრებს, დანარჩენები კი მორიგეობით მონაწილეობენ კრებაში. სინოდი გამოსცემს საეკლესიო კანონებს. იმართება გაფართოებული კრებაც. საეკლესიო კრებაზე სინოდის წევრებთან ერთად იკრიბებიან გამოჩენილი სასულიერო პირები, ღირსეული მრევლის წევრები, რომელთაც ეპარქიის კრება გამოარჩევს (წარმომადგენლობითი საეკლესიო კრება). ასეთი კრება საქართველოში ჩატარდა 1995 წელს, რომელსაც ერქვა "საქართველოს საეკლესიო კრება მე-13 მოწვევისა".

- შეიძლება თუ არა წმინდა სინოდი ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებში?

- ასეთი შეკითხვა კათოლიკოს-პატრიარქს, წმინდა ამბროსი ხელაიას დაუსვა მოსამართლემ.

1921 წელს, როცა რუსის ჯარმა საქართველო დაიპყრო, ბევრი ადამიანი დახვრიტეს. ამით არ დაკმაყოფილდნენ და საქართველოს ძირძველი კუთხეები სხვა ერებს გადასცეს: აღმოსავლეთ საქართველოს ჩამოაჭრეს საინგილო და გადასცეს აზერბაიჯანს, ქვემო ქართლის ტერიტორია - ახტალა, ლორე, ტაშირი, ქართული ეკლესიებით სავსე უზარმაზარი ქართული მიწა-წყალი, სომხეთს მიაკუთვნეს, ტაო-კლარჯეთის მომეტებული ნაწილი დარჩა თურქეთს, რუსებმა კი ზღვისპირეთის მიწები დაინარჩუნეს. საქართველო დაყვეს და დაანაწილეს. შექმნეს რეგიონები, სადაც ახლა სამხრეთ ოსეთის ავტონომიაა. ეს ამხილა სასამართლოზე წმინდა ამბროსიმ. რა საჭირო იყო, - თქვა მან, - აჭარის, თუნდაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნა. ქართველი ერის ქონებას გამალებით ეზიდებიან რუსეთშიო. მოსამართლემ ჰკითხა, - შენ, როგორც სასულიერო პირს, გაქვს უფლება, ჩაერიო საერო საქმეებშიო? წმინდანმა მიუგო: - ჩვენი მაცხოვარი ბრძანებს - "გტკიოდეთ ერის გასაჭირი" და უჩვენა სახარებაში შესაბამისი ადგილები. როცა ერი შეწუხებული იყო სახელმწიფოს მიერ, წმინდა მღვდელმთავრები ერეოდნენ საქმეში და ამხელდნენ ქვეყნის მმართველებს. ასე რომ, ჩვენ უფლება გვაქვს, ჩავერიოთ ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში. გაბრიელ ეპისკოპოსი XIX საუკუნეში იცავდა ქართველთა ენას, XX საუკუნეში კი ამბროსი ხელაია დაუდგა დარაჯად. როცა საქართველოს ეკლესიამ 1917 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ის ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა. მაშინ ბრძანა პატრიარქმა ლეონიდემ, - საქართველოს თავისუფალ ეკლესიას გვერდით ამოვუყენოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოო. ეს უკვე საერო საქმეში ჩარევას ნიშნავდა. ის მოუწოდებდა ხალხს საქართველოს გათავისუფლებას და რუსეთის იმპერიის უღლის გადაგდებას. ჩვენშიც, რუსეთშიც და საერთოდ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, როცა საჭირო იყო, სასულიერო პირები ერეოდნენ საერო საქმეებში. XX საუკუნის 60-იან წლებში ბერძენი არქიეპისკოპოსი მაკარიოსი კვიპროსის სახელმწიფოს მეთაურობდა.

- მეუფეო, ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ თუ აქვს უფლება მღვდელმთავარს იზრუნოს თავის ოჯახზე, შვილებზე?..

- ბერობის მიღება საერთოდ სხვადასხვა გზით ხდება. ზოგს ოჯახი ჰყავდა, დატოვა იგი და უფლის საქმეს შეუდგა. მას, პირველ რიგში, ევალება, სიყვარულით უპატრონოს ყველას, თავის სამწყსოს. რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრები ჩვეულებრივი სამწყსო და ადამიანები არიან. თუკი სითბოს და სიყვარულს გამოიჩენს ყოფილი ოჯახის მიმართ, ეს არ არის დანაშაული. ოღონდ არ უნდა გამოარჩიოს. სითბო და სიყვარული ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილოს.

- მეუფე ანანია, მაინც რა სხვაობაა ეპისკოპოსს, მთავარეპისკოპოსსა და მიტროპოლიტს შორის?

- საქართველოში მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტის წოდებები პატივი და ღირსებაა. ზოგიერთ უცხოეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიტროპოლიტი, პატივთან ერთად, თანამდებობაცაა. მაგალითად, ბერძნულ ეკლესიაში მიტროპოლიტი ეწოდება მხოლოდ დედაქალაქის ანუ მთავარი ქალაქის ეპისკოპოსს.

- წინათ რამდენი ეპარქია არსებობდა საქართველოში და რამდენია დღეს, რა დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში ეპარქიების სიმრავლეს?

- ძველ საქართველოში 80-მდე ეპარქია იყო. დღეს ნაკლებია - 30-ზე ცოტა მეტი. რუსეთის ხელისუფლებამ ეპარქიათა რაოდენობა შეამცირა. გაუქმდა კათედრები. XVIII საუკუნის მესხეთის ისტორიული წყაროები გვამცნობენ, მრევლი, ის ქვეყანა, სადაც ეპისკოპოსის მადლი არ შედის, მართლმადიდებლობის ძალას კარგავსო. შეიძლება მღვდელი დარჩეს, მაგრამ თუ იქ ეპარქია არაა, ეპისკოპოსი არ მიდის და თან თავისი მადლი არ მიაქვს, ქვეყანა მართლმადიდებლად აღარ აღირაცხებაო. ეპარქიების აღდგენით ეპისკოპოსის მადლი მრავლდება. უფრო დიდი მადლი შედის სოფლებში, ქალაქებში და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

- მრევლს რა მოეთხოვება ეპისკოპოსების წინაშე?

- მრევლის მოვალეობაა ეპისკოპოსის მორჩილება. ეპისკოპოსის მოვალეობა კი ღვთის სიტყვის ქადაგებაა, რათა ხალხი გახდეს მორწმუნე მართლმადიდებელი, მაზიარებელი და მლოცველი. ასე ერთობით უნდა ვადიდოთ უფალი ღმერთი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat