ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იკონოგრაფიული გამოსახულებების შესახებ...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იკონოგრაფიული გამოსახულებების შესახებ...
მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. იგი განსაკუთრებული მოწიწებითა და სიყვარულით სარგებლობს საქართველოში - მარიამობის თვეს ვუწოდებთ აგვისტოს, როდესაც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღვნიშნავთ.

რა დროიდან ჩნდება "ღვთისმშობლის მიძინების" გამოსახულებები, რა სცენებს მოიცავს "ღვთისმშობლის მიძინების" ციკლი და სად გვხვდება მისი ადრეული ნიმუშები - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი, ქალბატონი ნინო ჩიხლაძე.

- ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია X ს-ის 60-იანი წლებით დათარიღებული თოკალი-კილისეში (კაბადოკია) შემორჩენილი გამოსახულება. თუმცა XX ს-ის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოს ელ-სურანის სირიულ მონასტერში გაიწმინდა ფრესკის ზედა ფენა და ქვედაში აღმოჩნდა ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული სამი სცენა: მიძინება, ამაღლება და დიდება. ამ მოხატულობას IX ს-ის მიწურულითა და X ს-ის I ნახევრით ათარიღებენ. ოღონდ ამ მონასტერში მიძინების გამოსახულება განსხვავებული იკონოგრაფიით არის მოწვდილი, ვიდრე თოკალი-კილისეში, სადაც მოცემულია მიძინების საყოველთაოდ გავრცელებული და დადგენილი იკონოგრაფიული კომპოზიცია.

- საკუთრივ რა შინაარსია ჩადებული და რა ეპიზოდებია გაერთიანებული ღვთისმშობლის მიძინების გამოსახულებაში?

- წმინდა გარდამოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი ხშირად მიდიოდა გოლგოთის მთაზე და ლოცულობდა. ერთ დღეს მას ეცხადება წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ერთ დროს ახარა მაცხოვრის მოვლინება, ხოლო ამჯერად კი ახარებს მიძინებას. სწორედ ეს გახლავთ პირველი ეპიზოდი, რომელიც შემდგომ ცალკე გამოსახულებადაც ჩნდება. ამ ეპიზოდს "მიძინების ხარება" ეწოდება.

გარეგნულად ეს კომპოზიცია ძალიან ჰგავს ხარების კომპოზიციას. ამის შემდეგ ღვთისმშობელი ბრუნდება შინ და იწყებს ლოცვას. მისი სურვილია, მოციქულებთან გამომშვიდობება. არა მარტო მათთან, ვინც ცოცხალნი არიან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქადაგებენ ღვთის სიტყვას, არამედ ამ ქვეყნიდან გასულებთანაც. მართლაც, მაცხოვრის მოწაფეები, სასწაულებრივი ძალით, ღრუბლებით მოჩრდილული ანგელოზების თანხლებით, გადმოფრინდებიან და თავს იყრიან ღვთისმშობლის სარეცელთან. სხვადასხვა წყაროსა და გარდამოცემაში ეს სახელები რამდენადმე შეცვლილია, მაგრამ ყველგან იხსენიება წმინდა დიონისე არეოპაგელი, იეროთეოსი და, რაც მთავარია, იაკობი - ძმა უფლისა, რომელიც იერუსალიმის პირველი პატრიარქი გახლავთ. სწორედ მან აზიარა ღვთისმშობელი მიძინების წინ. სხვათა შორის, გელათში, XVI ს-ის მოხატულობაში მთელი ციკლია მიძღვნილი ღვთისმშობლის მიძინებისადმი. სწორედ აქ, ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთ მკლავში, გვხვდება ეს საკმაოდ იშვიათი იკონოგრაფიული გამოსახულება - იაკობი, იერუსალიმის პირველი პატრიარქი, აზიარებს ღვთისმშობელს მიძინების წინ.

ამის შემდეგ ღვთისმშობელი მიიძინებს. კულმინაცია გახლავთ ის, რომ დიდებით მოსილი მაცხოვარი, ანგელოზების თანხლებით, გადმოდის ზეციდან. ის მიეგებება ღვთისმშობელს და მიიღებს მის სულს. შემდეგ იწყება სიონის სახლიდან ღვთისმშობლის სარეცლის გამოსვენება. მოციქულები და იერუსალიმელი დედები მიაცილებენ ღვთისმშობლის სარეცელს გეთსიმანიის ბაღისკენ. გზად პროცესიას ხვდებიან იერუსალიმელები, მათ შორის საკმაოდ სკეპტიკურად განწყობილი იუდეველები. ერთ-ერთი იუდეველი - იოფანია ღვთისმშობლის სარეცელს ხელს კრავს. სწორედ ამ მომენტში უფლის ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით მას ხელებს მოჰკვეთს. მაგრამ მონანიე იოფანიას ხელები იმ წუთშივე გაუმთელდება ღვთისმშობლის მადლით (ეს ეპიზოდები მერეც აისახება გამოსახულებებში).

ღვთისმშობელს დაასვენებენ გეთსიმანიის ბაღში და, უფლის მკვდრეთით აღდგომის მსგავსად, ღვთისმშობლის სხეულებრივი აღდგომაც მესამე დღეს ხდება. არის კიდევ ერთი ეპიზოდი: მოციქულთა ღრუბლებით გადმოფრენის დროს წმინდა თომა არ იყო მათთან. ის ღრუბლით გადმოფრინდა მესამე დღეს, ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების დროს. თომა შესთხოვს ღვთისმშობელს კურთხევას და კურთხევასთან ერთად მისგან იღებს სარტყელსაც. აი, ეს გახლავთ რეალურად ის ეპიზოდები, რომლებსაც მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების ციკლი და რომლებიც დაცულია ყველა წმინდა გარდამოცემაში. აქვე არის ღვთისმშობლის ამაღლებაც, რომელიც გვირგვინი და შედეგია მიძინებისა.

- ძალიან საინტერესოა "ღვთისმშობლის ამაღლების" სცენა, რომელიც მიძინებასთან არის დაკავშირებული და ზოგჯერ ცალკეც გამოსახავდნენ...

- ღვთისმშობლის ამაღლების ეპიზოდები უკვე XIII ს.-დან ერთიანდება მიძინებასთან. თუმცაღა გვხვდება მათი ცალ-ცალკე გამოსახვის შემთხვევებიც.

ღვთისმშობლის მიძინების ადრეულ ეტაპზე, როდესაც ყალიბდება საერთოდ ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებული გამოსახულებები და ჩნდება წერილობითი წყაროები, როგორც ჩანს, ღვთისმშობლის ამაღლება გაცილებით მნიშვნელოვანია. ამის დასტური გახლავთ ერთ-ერთი რელიეფური გამოსახულება, რომელიც ინახება ჩვენთან, მუზეუმში. ეს არის ბრდაძორის მცირე სტელა, რომელიც
VI ს-ის II ნახევრითაა დათარიღებული. მასზე გამოსახული "ღვთისმშობლის ამაღლების" უნიკალური კომპოზიცია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ იკონოგრაფიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, ჩვენამდე მოღწეული მაგალითია. აქ მოცემულია ანგელოსთა თანხლებით ღვთისმშობლის მანდორლაში გახვეული სხეულის ზეცად ამაღლება. მკვლევარი კიტი მაჩაბელი სცენის აღწერისას საგანგებოდ გამოყოფს მესაყვირე ანგელოზს, რომელიც ღვთისმშობლის ამაღლების მანდორლას ეხება. ეს დეტალიც, ისევე, როგორც სცენის ქვედა ზონის ფიგურები საცეცხლურითა და წიგნით ხელში, რელიეფის უკიდურესად ლაკონიური და ნიშნობრივი სახვითი ენის ფარგლებში, "მიძინებისა" და "მარიამის ამაღლების" იმ სიუჟეტს გადმოსცემს, რომელიც სირიულ აპოკრიფშია აღწერილი: "მაშინ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა, გაამზადონ ტახტრევანი ნეტარისათვის სინათლის ეტლზე. და წააბრძანა თორმეტმა მოციქულმა, ხოლო თორმეტი მოციქული თორმეტი ეტლით მიქროდა. და სერაბიმთა საყვირების ხმა ისმოდა ნეტარის წინაშე, როდესაც იგი მიემართებოდა ედემში დიდებით მოსილი.ყოველი ქმნილი მის წინაშე გალობდა და ყოველი ქმნილი მას აცილებდა". სწორედ ეს ეპიზოდია ნაჩვენები ბრდაძორის სტელაზე.

- "ღვთისმშობლის მიძინების" ციკლის ზოგიერთი გამოსახულება ღვთისმშობლის მემორიალურ სიწმინდეებს უკავშირდება: რა გამოსახულებებია ესენი და სად გვხვდება?

- ეს გამოსახულებებია: ღვთისმშობლის მიერ მოციქულ თომასთვის გადაცემული სარტყლის ტაძარში დასვენება, ღვთისმშობლის საფარველის თაყვანისცემა, სარეცლის გამოსვენება ანუ ყველა ის გამოსახულება, რომელიც XII-XIII საუკუნეებთან არის დაკავშირებული. ვგულისხმობ სუზდალის კარის გამოსახულებებს. ეპიზოდებითა და დეტალებით მეტადაა დატვირთული ოქრიდის წმინდა სოფიისა და პრიზრენის ღვთისმშობელი ლევიშკას ეკლესიათა XIV ს-ის I ნახევრის "ღვთისმშობლის ამაღლების" გამოსახულებები, რომლებიც წმინდა იოანე დამასკელის მიძინების ჰომილიათა ზუსტ ილუსტრაციას წარმოადგენს. ცენტრში - ცარიელ კუბოსთან მოხრილი თომა მოციქულია, ხელში სარტყლით, გვერდით იოანე დამასკელი უდგას და ზედა ზონაში - სასუფევლის გახსნილ კარიბჭეში - ღვთისმშობელი ანგელოზების თანხლებით. "მიძინებასთან" ღვთისმშობლის სულის ამაღლების შერწყმულ, იშვიათ იკონოგრაფიულ გადაწყვეტად ვხედავთ კასტორიის პანაგეა კოუბელიდიკის მოხატულობაში, სადაც "მიძინებაში" მაცხოვარი, მრავალფეროვან მანდორლაზე დაბრძანებული, ამაღლდება ღვთისმშობლის ჩვილი სულით ხელში და ანგელოზთა თანხლებით. ნოვგოროდის დესიატინის მონასტრის XIII ს-ის I ნახევრის ხატზე "ღვთისმშობლის მიძინების" ტრადიციულ კომპოზიციას "მოციქულთა ღრუბლებით გადმოფრენა" და "ღვთისმშობლის ჩვილი სულის ამაღლება" ემატება, სადაც ღვთისმშობლის სული ანგელოზებს შეჰყავთ ცის გახსნილ სასუფეველში.

- როდიდან და რომელ ქართულ ძეგლებში გვხვდება "მიძინება-ამაღლების" მსგავსი კომპოზიციები?

- ლიხნეს (XIV ს-ის შუა ხანები) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის დასავლეთ კედელზე გაშლილი კომპოზიცია ღვთისმშობლის მიძინების გავრცელებული სცენის სამივე ეპიზოდს აერთიანებს, წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიის (1384-1396 წ.წ.) სცენაში კი "მიძინებას" "ღვთისმშობლის ამაღლება" ემატება. ქართული ძეგლებიდან მხოლოდ გვიანდელი პერიოდის ორიოდე მაგალითი გადმოგვცემს "ღვთისმშობლის ამაღლების" დამოუკიდებელ კომპოზიციას. გელათის მთავარი ტაძრის (XIV ს-ის 60-70-იანი წლები) დასავლეთ მკლავში გაშლილ "ღვთისმშობლის მიძინების" გავრცობილ ციკლში ჩართული "ღვთისმშობლის ამაღლების" სცენა ღია კუბოსთან მოციქულებს წარმოგვიდგენს. ბეთლემის ღვთისმშობლის სახელობის მაღალაანთ ეკლესიის XVII ს-ის კანკელის მოხატულობის "ღვთისმშობლის ამაღლების" მცირე ზომის გამოსახულებაზე კი ცარიელ კუბოსთან ერთად ამაღლებული ღვთისმშობლის მიერ მოციქულ თომასთვის სარტყლის გადაცემის ეპიზოდია მოცემული. "ღვთისმშობლის მიძინება" და "ამაღლება" ცალ-ცალკე სცენებადაა წარმოდგენილი დირბის "ღვთისმშობლის მიძინების" მონასტერში. აქ არის ნაჩვენები საკმაოდ ლაკონიური, იშვიათი და საინტერესო კომპოზიცია, სადაც საგანგებოდაა გამოკვეთილი ღვთისმშობლის ცარიელი კუბო. მეწამულ მანდორლაში გახვეული, ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ორი ანგელოზის თანხლებით მაღლდება. აქ არ არიან მოციქულები და სხვა რომელიმე თანმხლები პერსონაჟები, რომლებიც ჩვეულებრივ "ამაღლების" კომპოზიციაში გვხვდებიან ხოლმე. დირბში არის უშუალოდ "ღვთისმშობლის ამაღლება" წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ თვითონ დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი იყო და რამდენადაც ის უშუალოდ უკავშირდება იერუსალიმის სიწმინდეებს, ამდენად აქ წარმოდგენილ გამოსახულებაში ღვთისმშობლის ცარიელი კუბო, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავთან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat