ათონის მთაზე ქსენოფონტეს მონასტერში დავანებულია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი. ხატმებრძოლობის დროს, ხელისუფლების ბრძანებით, წმინდა ხატებს აგროვებდნენ და წვავდნენ. წმინდა გიორგის ეს ხატიც ცეცხლს მისცეს,
მაგრამ სტიქიამ მას ვერაფერი დააკლო. ალი მხოლოდ მსუბუქად შეეხო მთავარმოწამის შესამოსელს. ამ სასწაულმა ხატმებრძოლებს თავზარი დასცათ და საგონებელში ჩააგდო. მაგრამ მათ შორის ერთმა ღვთისმოძულემ აიღო მახვილი და წმინდა დიდმოწამეს ნიკაპში ჩასცა. იმავე წუთს ხატიდან, როგორც ცოცხალი სხეულიდან, სისხლმა იფეთქა. ამ სასწაულმა უკუაქცია ხატმებრძოლნი. ხატი კი ერთმა ქრისტიანმა გადაიტანა ზღვის ნაპირას, მხურვალე ლოცვით შეევედრა ღმერთს, შემდეგ კი წმინდა გიორგის სთხოვა: უვნებლად დაიცავი შენი ხატი ზღვისგან, გადააბრძანე, სადაც გსურსო და წყალში ჩაუშვა. წმინდა დიდმოწამემ იგი ათონზე გადააბრძანა და ქსენოფონტეს მონასტრის ნაპირებთან, მინერალურ წყაროსთან დატოვა. იქ წმინდა დიდმოწამე დემეტრე თესალონიკელის სახელზე აგებული მცირე მონასტერი იდგა. ბერები დიდად გაახარა მოულოდნელად მოსულმა ხატმა და დიდი პატივით დაასვენეს თავიანთ მონასტერში. დროთა განმავლობაში პატარა ტაძრის გვერდით დიდი ეკლესია აიგო წმინდა გიორგის სახელზე და მონასტერსაც წმინდა გიორგის სავანე ეწოდა. თუმცა აქაური მამები თანაბარი ზეიმით აღნიშნავენ წმინდა დემეტრეს ხსენების დღესაც და ჩამოლოცვისას წმინდა დემეტრესგანაც ითხოვენ მეოხებას.
ამჟამად ხატი, რომელზეც მთავარმოწამე მთელი სიმაღლით არის გამოსახული, წმინდა გიორგის ტაძარში განისვენებს, როგორც მტკიცებულება მასზე აღსრულებული სასწაულისა. წმინდანს ნიკაპზე ჭრილობა და შემხმარი სისხლი დღესაც ატყვია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი