ხატი სწორ ლოცვას გვასწავლის
ხატი სწორ ლოცვას გვასწავლის
მისი თაყვანისცემით პატივს მივაგებთ არა ფიცარს, არამედ იმ წმინდანს, რომელიც ამ ხატზეა გამოსახული
VIII საუკუნეში მართლმადიდებლური სამყარო უძლიერესმა ერესმა - ხატმებრძოლობამ მოიცვა - ქრისტიანებს კერპმსახურებაში ადანაშაულებდნენ. როგორც შემდეგ VII მსოფლიო კრებამ განაჩინა, ეს ერესი მანამდე არსებულ ყველა მწვალებლობას მოიცავდა. კონსტანტინოპოლის იმპერატორი ლეონ III ფიქრობდა, რომ ხატთა განადგურებით სწორ სწავლებასაც დაამკვიდრებდა და მუსლიმებსა და იუდეველებს ქრისტიანობაზე მოაქცევდა (ისინიც თვლიდნენ, რომ ქრისტიანებს ერთი ღმერთი დაევიწყებინათ და კერპებს ეთაყვანებოდნენ). თავისი განზრახვა მან პატრიარქსაც გაუზიარა, მაგრამ წმინდა გერმანემ უფლის შეურაცხყოფას ამა სოფლის ტანჯვანი არჩია და იმპერატორს ხატებთან ბრძოლაში მტკიცე უარი გამოუცხადა. ის ამის გამო ტახტიდან ჩამოაგდეს და ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს. ლეონ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, ასევე ხატმებრძოლი კონსტანტინე V ავიდა. მისმა მეფობამ მართლმადიდებლურ სამყაროს მძიმე დაღი დაასვა. განადგურდა ხატები, ფრესკები. იმპერატორს ბიზანტიური წყაროებიც კი ყველაზე ცუდ მმართველად მოიხსენიებენ. მომდევნო იმპერატორი, ლეონ IV, მართალია, ხატმებრძოლი იყო, მაგრამ მამასავით ფანატიკოსი არ ყოფილა. ცოლად ჰყავდა ათენელი ქალი, ხატთაყვანისმცემელი ირინე. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ კეთილმორწმუნე დედოფალმა უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე და წმინდა ადგილებსა თუ ხატებს ძველი პატივი დაუბრუნა. მაგრამ ხატთაყვანისცემის სრული აღდგენისათვის მსოფლიო კრების მოწვევა იყო საჭირო. კრება, დიდი დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც შედგა 787 წელს, 24 სექტემბერს. კრებამ ხატმებრძოლობის ცრუ სწავლება დაგმო, მაგრამ მწვალებლობამ ცოტა ხნით კვალავ იჩინა თავი. ლეონ V-ის მმართველობის წლებს ხატმებრძოლობის მეორე პერიოდს უწოდებენ. მის შემდეგ იყო იმპერატორი თეოფილე, ასევე ხატმებრძოლი, რომლის გარდაცვალების შემდგომ დედოფალმა თეოდორამ ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. განდევნილი მართლმადიდებლები უკან დააბრუნა, ხატებს პატივი აღუდგინა. 842 წელს ერესის აღმოსაფხვრელად ადგილობრივი კრება შედგა. მისი აქტები VII მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. კრებამ დაგმო ცრუ ერესი და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველი დიდი მარხვის I კვირას წმინდა ეკლესია დღესასწაულობს მართლმადიდებლობის ზეიმს, მართლმადიდებლობის ძლევისა და გამარჯვების, მისი სისრულისა და სავსების საქვეყნოდ აღიარების დღეს. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ქადაგებაში ამბობს: "დღეს არის დღესასწაული ძლევისა, დღეს ჩვენ, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, ვდღესასწაულობთ ძლევასა მას, რომელ მიიღო სოფელსა ზედა მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. გარნა რითი მიიღო ეს ძლევა სჯულმა ჩვენმა? რითი გაიმარჯვა ქრისტიანობამ? სარწმუნოებას აქვს აუარებელი, სასწაულმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნეობითი ძალი და სიმტკიცე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არა შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა".

მართლაც, დიადია ჩვენი სარწმუნოება. ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც სისხლის ფასად შემოგვინახეს და ჩვენამდე უცთომელად მოიტანეს წმინდა მამებმა, ეკლესიის მნათობებმა. ამ დღეს მაინც გვმართებს, დავუკვირდეთ ჩვენი სარწმუნოების არსს. რა არის მართლმადიდებლობა? ეს კითხვა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დავუსვათ ჩვენს თავს. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი შემეცნება და მსახურებაა ღვთისა, მართლმადიდებლობა თაყვანისცემაა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტი შემეცნებითა და თაყვანისცემით განდიდებაა ღვთისა. მართლმადიდებლობა ღვთის მიერ მისი ჭეშმარიტი მსახურების გამოჩინებაა სულიწმინდის მადლის მინიჭებით. სულიწმინდა დიდებაა ქრისტიანთა; სადაც არაა მადლი სულისა წმინდისა, იქ არაა მართლმადიდებლობა... სადაც არაა მართლმადიდებლობა, იქ ცხონების გზაც დაკარგულია. უძვირფასესი საუნჯეა სულიწმინდის სწავლება! ის წმინდა წერილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთო გადმოცემაში შემონახული უძვირფასესი საუნჯეა. მასშია წინდი ჩვენი ცხონებისა. ყოველი ჩვენგანისთვის შეუფასებელი, შეუცვლელი და შეუდარებელია ჩვენი ნეტარი ხვედრი მარადისობაში; იმგვარადვე ღირებულია, იმგვარადვე ყოველგვარ საფასეს აღმატებულია წინდი ჩვენი ნეტარებისა - სულიწმინდის სწავლება..."

მართლმადიდებლობის ზეიმი, როგორც აღვნიშნეთ, პირველად ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იდღესასწაულეს. ამიტომაც გვსურს, ხატებზე გესაუბროთ. რატომ არ ითვლება ხატთაყვანისცემა კერპმსახურებად, რა მნიშვნელობა აქვთ ხატებს, როგორ უნდა მოვეპყრათ მათ და რა განსხვავებაა ხატსა და პორტრეტს შორის? გვესაუბრება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვახტანგი (ასათიანი):

- ხატი, ისევე როგორც ყველა საეკლესიო ნივთი, განუყოფელი, ორგანული ნაწილია ღვთისმსახურებისა. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხატია საგანი, რომელიც ჩვენ ლოცვისთვის განგვაწყობს, საშუალება, რეალურად შევიგრძნოთ, თუ ვის წინაშე ვდგავართ. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ხატი არის სარკმელი ზეცაშიო. ზეცის სარკმელი საკრალურია და ამ საკრალურობას ბოლომდე ინარჩუნებს. საბოლოოდ, ყველა სული პროტოტიპამდე ამაღლდება. ხატი არ არის მხოლოდ გახსენება რომელიმე პროტოტიპისა, არამედ, უპირველესად, არის სწორედ ამ პროტოტიპის მადლის მატარებელი. ამიტომაც აქვს ესოდენ დიდი მნიშვნელობა.

- როდიდან არსებობენ ხატები?


- პირველი ხატი თავად მაცხოვარმა მოგვცა. ტილოზე, რომლითაც ქრისტემ სახე შეიმშრალა, სასწაულებრივად გადავიდა მისი გამოსახულება. ეს ტილო მან ავგაროზს, ედესის მთავარს, გაუგზავნა. ცნობილია, რომ ლუკა მახარებელმა ღვთისმშობლის ხატები დაწერა, ისიც ვიცით, თუ როგორ გამოატანა დედა ღვთისამ საქართველოში საქადაგებლად წამოსულ ანდრია მოციქულს თავისი ხელთუქმნელი ხატი.

- მიუხედავად ამისა, საუკუნეების წინ ქრისტიანული სამყარო უდიდესმა ერესმა - ხატმებრძოლობამ მოიცვა. ამ ერესის მიმდევრები ხატთაყვანისცემას კერპმსახურებად მიიჩნევდნენ - ქრისტიანები ფიცარს და საღებავს განადიდებენო. რატომ არ არის ხატთაყვანისცემა კერპმსახურება და რა განსხვავებაა კერპსა და ხატს შორის?

- ამ ერეტიკოსების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ხატს აღიქვამდნენ როგორც მოვლენის გახსენებას, რეალურად კი ხატი გაცილებით მეტია. როგორც აღვნიშნეთ, ყოველი ხატი ღვთაებრივი მადლის მატარებელია და დინამიკურ ერთობაშია ზეციურ ეკლესიასთან. საერთოდ, ეკლესიაში ყოველი საგანი ღვთივსულიერი ხდება, იქნება ეს არქიტექტურა, მხატვრობა თუ სხვა. ასევეა ხატიც. მისი თაყვანისცემით პატივს მივაგებთ არა ფიცარს, არამედ იმ წმინდანს, რომელიც ამ ხატზეა გამოსახული. სწორედ ღვთაებრივი მადლის მიკუთვნება არ გაითვალისწინეს ერეტიკოსებმა და უდიდეს ცოდვაში ჩაცვივდნენ. თუნდაც ის, რომ ხატების საშუალებით სასწაულები აღესრულება, არის დასტური ამ მადლის არსებობისა.

- მართლაც უამრავი სასწაული აღსრულებულა ხატების მადლით. რისი ნიშანი შეიძლება იყოს ეს სასწაულები, რას გვასწავლიან ისინი?

- როგორც აღვნიშნე, სწორედ სასწაულებით დასტურდება, რომ ხატი მუდმივ მოქმედებაშია, მუდმივად განიცდის მადლის ქვეშ მყოფობას. ამის მაგალითები მართლაც ბევრია. ჩვენი ტაძარი ივერიის ღვთისმშობლის სახელობისაა. გავიხსენოთ თუნდაც მისი სასწაულები, მოძრაობა, მონასტრის საძმოს დაცვა და ა.შ.

მართლმადიდებელი ყოველთვის უნდა აანალიზებდეს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ცდილობდეს, ფაქტებს ახსნა მოუძებნოს, მაგრამ მაინც შეუძლებელია, სრულად ჩავწვდეთ ღვთის ნებას. სასწაულების ახსნა რთულია, თუმცა ვიცით, რომ უფალი ყოველივეს ისე განაგებს, როგორც ჩვენთვის უკეთესია. სასწაული ან ვინმეს მოსაქცევად, რწმენაში განსამტკიცებლად აღესრულება, ან რაიმეს მომასწავებელია. უფალი დროთა განმავლობაში თავად გვიჩვენებს, რისთვის მოგვივლინა ისინი. მთავარია, ჩვენ მათი სწორად აღქმა შევძლოთ, ამპარტავნებას არ მივეცეთ და ზედმეტი ემოციებისა თუ აღმაფრენის გარეშე მივიღოთ ისინი.

- ე.ი. ხატთაყვანისცემა ერთ-ერთი საშუალებაა, რითიც შეიძლება ადამიანი სარწმუნოებაში გაიზარდოს?

- რა თქმა უნდა. სახარება არის სწავლება სიტყვით, ხატი კი - ფერით. როდესაც ხატი მართლმადიდებლურია (ამას ხაზგასმით ვამბობ), ადამიანმა შეიძლება მისი საშუალებით ან აღსრულებული სასწაულებით მრავალი რამ ისწავლოს. უპირველესად კი ხატი სწორ ლოცვას გვასწავლის.

- აღნიშნეთ, ხატი მართლმადიდებლური უნდა იყოსო. რა განსხვავებაა კანონიკურ და არაკანონიკურ ხატებს შორის და რატომ არის შეუძლებელი არაკანონიკურ ხატებთან სწორი ლოცვა?

- ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა სანამ კანონიკურობაზე ვისაუბრებდეთ, მინდა აღვნიშნო, თუ რა განსხვავებაა პორტრეტსა და ხატს, მხატვარსა და ხატმწერს შორის. პორტრეტი არის პოზა პიროვნებისა, ხატი კი უკვე მდგომარეობა პიროვნებისა, რომელმაც დაითმინა ტანჯვანი და მებრძოლი, ამქვეყნიური ეკლესიიდან ბრძოლით გამარჯვებულ, ზეციურ ეკლესიას შეუერთდა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს არაჩვეულებრივი მონაცემები, კარგად ხატავდეს, მაგრამ ვერ შემქნას ხატი. სწორედ იმიტომ, რომ ხატი ბევრად მეტია, ვიდრე ფიცარზე შესრულებული ნახატი, პორტრეტი - იმ ღვთაებრივი მადლის გამო, რომელიც ხატებს ენიჭებათ. "მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს" - მსგავსი ინტერპრეტაცია შეიძლება გავაკეთოთ ხატებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება კანონიკურობას, უამრავი წესი არსებობს, რომლითაც ხატი უნდა შეიქმნას. მაგალითად, ხატზე გამოსახულება უნდა იყოს სიბრტყული... დაცული უნდა იყოს ხატთა თეოლოგიის დოგმატური საფუძვლები, იქნება ეს ფერი თუ სხვა უამრავი დეტალი...

- თუმცა, ცხადია, მორწმუნეებმა ეს ყველაფერი არ იციან. რა არის, ძირითადი ელემენტი, რითაც უნდა მივხვდეთ, ხატი კანონიკურია თუ არა?

- თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ სხვა რელიგიის ხატები ძალიან მიწიერია. ისინი ხელოვნების ნიმუშები უფროა, ვიდრე ხატები. წინა პლანზე გარეგნული სილამაზე, ხორციელი მშვენიერებაა წამოწეული. მართლმადიდებლური ხატები კი პირიქით, ყველანაირ ხორციელს გავიწყებენ და ლოცვისთვის განგაწყობენ. სწორედ ეს არის ხატის დანიშნულება. არაკანონიკური ხატები ჩვენს თვალში წმინდანებს არასწორად წარმოადგენენ, უმართებულო განწყობას გვიქმნიან. მართლმადიდებლური ხატის წინ კი სისავსეს გრძნობ, უფლის მადლი ზეციურ სამყაროსთან კავშირს გაგრძნობინებს. ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრების, მოღვაწეობის გახსენება აღგანთებს სარწმუნოებაში და მისი მიბაძვის სურვილი გიჩნდება. აქვე ხვდები შენს უსუსურობასაც და ლოცვაც თანდათან უფრო გულწრფელი ხდება. ეს ყველაფერი კი შეუძლებელია არაკანონიკურ ხატთან.

- აქედან გამომდინარე, ისიც აუცილებელია, რომ ყველა ლოცვა ხატების წინ ითქვას?

- ცხადია, გულში უფალი მუდამ უნდა გვახსოვდეს. შეიძლება სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად გულში ვილოცოთ; ასეთ დროს ხატის წინ, ბუნებრივია, ვერ ვიდგებით. საზოგადო ლოცვები კი, როგორიცაა დილა-საღამოს, ზიარების წინ ლოცვები, დაუჯდომლები და ა.შ., თუ გამოუვალი მდგომარეობა არ იქნება, ხატების წინ უნდა ვთქვათ.

- თუ შინ არაკანონიკური ხატი გვაქვს, როგორ მოვექცეთ მას? არის თუ არა უდიერად მოპყრობა ცოდვა?

- ცხადია, უდიერად მოპყრობა არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული. არაკანონიკურ, მით უმეტეს, არამართლმადიდებლურ ხატებს არა აქვთ საკრალურობა, მადლი, მაგრამ მათზეც ხომ უფალი ან ჩვენი საერთო წმინდანები არიან (წმინდა ნიკოლოზი, მოციქულები, წმინდა მარიამ მაგდალინელი) გამოსახული! ამიტომაც მათი პატივისცემა მოგვეთხოვება. აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე. კრძალვით უნდა მოვეპყროთ არამართლმადიდებლურ ხატებს. შეიძლება ისინი შინაც კი გვქონდეს, მაგრამ არა ხატების კუთხესთან, არამედ ცალკე, თუნდაც როგორც ნახატი.

- როგორც აღნიშნეთ, არამართლმადიდებლური ხატების შეურაცხყოფა დიდი ცოდვაა. მით უმეტეს, დიდი დანაშაულია მართლმადიდებლური ხატების უპატივცემულობა, - ამას, ალბათ, ყოველი ჩვენგანი ერიდება, - მაგრამ დღეს ამ ცოდვისგან დაზღვეული არავინაა. ჟურნალ-გაზეთებში ბევრი იწერება რელიგიურ თემებზე. სტატიებს თან ხატებიც ახლავს. შემდეგ კი ეს გაზეთები ან სანაგვეზე ყრია, ან ქუჩაში. გარდა ამისა, ჯვარი, შეიძლება ითქვას, "მოდაში შემოვიდა" - სამკაულიდან დაწყებული, რვეულის გარეკანით დამთავრებული, ყველაფერზე ჯვარი ან ხუთჯვრიანი დროშაა გამოსახული...

- მართალი ბრძანდებით, ეს მეტად სამწუხაროა. არსებობს უნებლიე შეცდომები, რომლებიც შეიძლება ვერ გავითვალისწინოთ, - ცხადია, ამისგან არავინაა დაზღვეული, - მაგრამ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად დავიცვათ თავი და სხვებსაც მოვუწოდოთ, ეცადონ, არ შეურაცხყონ წმინდა ხატები.

- ზოგჯერ დაძველებულ ხატებს ყრიან ხოლმე. მათ როგორ უნდა მოვექცეთ?

- თუ ხატი დაძველდა, წმინდა ადგილზე უნდა დავფლათ. შეიძლება ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მას სათანადოდ მოუვლიან.

- როცა უდიერ მოპყრობაზე ვსაუბრობთ, უთუოდ უნდა ვახსენოთ ეკლესიის მტრების მიერ მოწყობილი საშინელი ფაქტი. ალბათ მკითხველსაც ემახსოვრება, იყო დრო, როცა ხატებს უკან პორნოგრაფიულ სურათებს აკრავდნენ, თან ისე, რომ მყიდველმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. გარდა ამისა, ისიც არის ცნობილი, რომ ზოგიერთი მკითხავი ჯადოს ხატებზე აკეთებს. როგორ მოვეპყროთ ასეთ ხატებს და აქვს თუ არა ასეთ ჯადოს ძალა?

- რეპროდუქცია, რომელსაც უკანა მხარეს მკრეხელური გამოსახულება აქვს მიკრული და რომელიც არ არის ნაკურთხი, შეიძლება მიწაში ჩავფლათ ან მივიტანოთ ეკლესიაში და მას ღვთისმსახურები მიხედავენ. რაც შეეხება ჯადოს, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჯადო არსებობს. ცხადია - ხატზე გაკეთებულიც. ამიტომ აუცილებელია, ყველა ხატი ვაკურთხოთ; როცა მასზე ლოცვა წაიკითხება, საკმეველი ეკმევა, ნაკურთხი წყალი ესხურება, ეს ბოროტ ძალას განაგდებს. მაგრამ აუცილებელია, ჩვენ თვითონ ვიაროთ ეკლესიაში, ვეზიაროთ. ასეთ დროს ბოროტი ძალა ვერ შეგვეხება.

- არსებობს ე.წ. ხატზე გადაცემაც...

- მართლმადიდებლობა სიყვარულისა და შემწყნარებლობისაკენ მოგვიწოდებს. წყევლა თავისთავად ძალიან მძიმე ცოდვაა და ძლიერადაც მოქმედებს. თუმცა, ისიც ვიცით, რომ წყევლა მაწყევარისაა. ამიტომაც მაწყევარი სასტიკად დაისჯება. უფალი ამბობს, გიყვარდეთ, აკურთხებდეთ მტრებსო. ისინი კი წყევლიან, თან ამისთვის ხატს იყენებენ. ეს მეტად მძიმე ცოდვაა.

- გამიგონია, ხატის გაჩუქება არ შეიძლებაო.

- ეს ცრურწმენაა. ცხადია, შეიძლება. სავსებით დასაშვებია, მოყვასს სიყვარულის ნიშნად ხატი ვაჩუქოთ და ვთხოვოთ, ჩვენზე ილოცოს. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ჩვენი ახლობლისთვისაც.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
19.02. 2017
უფალი გვფარავდეთ
ღმერთმა გაგაძლიეროთ მამა ვახტანგ.თქვენ საოცრად განათლებული ადამიანი ბრძანდებით. მეც თქვენი ტაძრის კურთხევა დამყვება.პირველად მანდ ვეზიარე უფლის სიყვარულს.მადლობა უფალს. ნანი დეიდას. და ჩემს მეგობარ მანანას.
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat