ვარძიის ღვთისმშობელი-"ისტორიანი და აზმანიმ შარავანდედთანის" მიხედვით,
ეს არის ის ხატი, რომელსაც წმინდა მეფე თამარმა ბასაინის ბრძოლის წინ საქართველო შეავედრა. ამ ხატს გამმარჯვებელსაც უწოდებენ, რადგან ამ ბრძოლაში ქართველთა ლაშქარმა, ღვთისმშობლის მეოხებით თურქთა მრავალრიცხოვან ლაშქარს სძლია. ხატის ორიგინალის ადგილსამყოფელი უცნობია, რადგან იგი დაიკარგა შაქ-თამაზის შემოსევის შემდეგ. დაახლობით XIX საუკუნეში ხატის ასლი შეიქმნა, რომლიც საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაბრძანებულია.
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ვარძიის ღვთისმშობლის ხატის შემდგომ წმინდა ნიკოლოზის სასწაულთმოქმედ - მირონმდინარე ხატს გამოვყოფთ. ხატი სამკარედია. ზედა რეგისტრში დაბრძანებულია ყოვნადწნინდა ღვთისმშობლის ხატი "ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი", მესამე რეგისტრში წმინდა ნიკოლოზი. ეს სასწაულმოქმედი ხატი, ზესტაფონში, ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილება იყო. როგორც ხელოვნების ნიმუში ბაზრობაზე ისე შეუძინიათ. რადგან ოჯახში ხატმა მირონდენა დაიწყო, გადაწყვიტეს, ხატი ერთ-ერთი მონასტრისთვის შეეწირათ. არჩევნი ვარძიის დედათა მონასტერზე შეაჩერეს. ხატი 12 წელია ტაძარშია დაბრძანებული. რწმენით მისულ მომლოცველებს კურნებას და შვილიერებას მიჰმადლებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი