აღდგომის ხატი
აღდგომის ხატი
ქრისტეს აღდგომა მართლმადიდებელთა უდიდესი დღესასწაულია. ქრისტეს აღდგომით განხორციელდა უფლის მიერ ადამიანისთვის დადებული აღთქმა - მაცხოვრის ჯვარცმამ და აღდგომამ გვიხსნა ცოდვის, ჯოჯოხეთის ტყვეობიდან, სიკვდილზე გაგვამარჯვებინა და საუკუნო სასუფევლისკენ მიმავალი გზა გაგვიხსნა. ხით ცდუნებული ადამი ხისავე მეშვეობით დაუბრუნდა ღმერთს.

ქრისტეს აღდგომის მისტიკური მნიშვნელობა და მისი მხსნელი არსი უძველესი დროიდანვე იქცა ქრისტიან ღვთისმეტყველთა განხილვისა და განმარტების საგნად. ქრისტიანული ხელოვნებაც, თავისი ეკლესიური ფუნქციიდან გამომდინარე, უძველესი დროიდან ქმნიდა ქრისტიანული დოგმების შესატყვის გამოსახულებებს, რომელთა შორისაც აღდგომა უმთავრესი იყო.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულ ნიმუშებზე გვხვდება მაცხოვრის აღდგომის ამსახველი სიუჟეტები. გვესაუბრება მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი.

- აღდგომის იკონოგრაფიული გამოსახულებები ადრექრისტიანულ ეპოქაშივე გვხვდება, როგორი იყო ისინი?

- მაცხოვრის აღდგომის იკონოგრაფიულ პროგრამას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ სახვით ხელოვნებაში. გვაქვს ორი პროგრამა: "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა" და "მენელსაცხებლე დედები მაცხოვრის საფლავთან". ამ ორივე პროგრამას ადრექრისტიანული ხანიდანვე დიდ ყურადღებას აქცევენ და უკვე მეცხრე-მეათე საუკუნიდან ისინი ძალზე ფართოდ გამოისახება. ეს გამოსახულებები გვხვდება როგორც კედლის მხატვრობაში, ისევე ლითონმქანდაკებლობაში, კერძოდ, ტიხრული მინანქრით ან სევადით შესრულებულ ნიმუშებში. ამ პროგრამებით შექმნილი გამოსახულებები გვხვდება როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მაგალითად, "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" სცენა ამკობს მეტროპოლიტენ-მუზეუმში მორგანების კოლექციაში დაცულ სირია-პალესტინური წარმომავლობის სანაწილეს, რომლის წინა პირზეც გამოსახულია უფლის ჯვარცმა, ხოლო ზურგზე - სევადით შესრულებული ოთხი სცენა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა" გახლავთ. ანალოგიურ გამოსახულებებს ვხვდებით საქართველოში, მარტვილის გულსაკიდ ხატზე, რომლის ცენტრალური არე უჭირავს ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებულ ვედრების პროგრამას, სადაც მთავარი ფიგურა - მაცხოვრის გამოსახულება დაკარგულია, ხოლო ზურგზე წარმოდგენილია ოთხი სცენა. მორგანების კოლექციის სანაწილის მსგავსად აქაც ერთ-ერთი სცენა სწორედ "ჯოჯოხეთის წარმოტყვენის" პროგრამას ასახავს. ეს ორივე კომპოზიცია იდენტურია და მათი იკონოგრაფიული რედაქცია სირია-პალესტინის სამხატვრო კერაში ჩამოყალიბებული ჩანს. ეს არის ნეიტრალურ ფონზე ძალზე მარტივი ფორმით წარმოდგენილი სიუჟეტი ყოველგვარი პეიზაჟური ფონის გარეშე. ცენტრალური ფიგურა არის მაცხოვარი, რომელიც შებრუნებული და დახრილია ადამისკენ, უკანასკნელი მუხლმოდრეკილი გამოისახება. ადამის უკან დგას ევა, მაცხოვრისაკენ ვედრების ნიშნად გაწვდილი ხელებით, რომლებიც ქსოვილით დაფარული არ არის. მაცხოვარს მარჯვენა ხელი ადამისთვის აქვს ჩაჭიდებული და ამოჰყავს, ხოლო მარცხენა ხელში დახვეული გრაგნილი უპყრია. კომპოზიციის ზედა თავისუფალი კუთხე ეთმობა ბიბლიური მეფეების - სოლომონისა და დავითის ფიგურებს. მარტვილის გულსაკიდი ხატი მერვე-მეცხრე საუკუნეებს განეკუთვნება. ხელოვნების მუზეუმის საგანძურში დაცული ქრონოლოგიურად მომდევნო ხანის ძეგლი, რომელზედაც აღდგომის სცენა გამოისახება, მარტვილის პანაგეაა (მეათე საუკუნის ბოლოს), ოქროსი, მარგალიტებით შემკული. ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიით შესრულებული კომპოზიცია აღმოსავლეთ ქრისტიანულ ქვეყნებში შემუშავებული იკონოგრაფიული პროგრამის შემოკლებულ რედაქციას ასახავს. შემოქმედის გულსაკიდ ხატზე ორი სიუჟეტია წარმოდგენილი - აღდგომა და ხარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხატი მეთერთმეტე საუკუნეს განეკუთვნება, მასში "ჯოჯოხეთის წარმოტყვენის" კომპოზიცია აღბეჭდილია ისეთივე იკონოგრაფიული თავისებურებებით, როგორიც მანამდე არსებული ძველი ნიმუშები. ადრეული ტრადიციის შესაბამისად, მუხლმოდრეკილი ადამის უკან გამოსახულია ფეხზე მდგომი ევა მაცხოვრისადმი ვედრების ჟესტით. აქაც ხელები მაფორიუმით დაფარული არ არის.

განვითარებულ შუა საუკუნეებში "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" იკონოგრაფიული პროგრამა უფრო რთულდება. როგორც უკვე ვთქვით, აღდგომის სცენა გვხვდება სანაწილეებზე, გულსაკიდ ხატებზე, პანაღეაზე... რაც უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს იკონოგრაფიული პროგრამა დამოუკიდებელი ხატების სახითაც უნდა ყოფილიყო გავრცელებული, რომლის ადრეული ნიმუშები, სამწუხაროდ, დღემდე არ შემორჩენილა.

- "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" იკონოგრაფიული პროგრამა რამდენად იყო გავრცელებული კედლის მხატვრობაში და რომელი ფრესკებია ამ მხრივ საგულისხმო?

- "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" პროგრამა ჩართულია მაცხოვრის ათორმეტი დღესასწაულის ციკლში და ერთ-ერთ უმთავრეს სიუჟეტს წარმოადგენს. ამდენად, კედლის მხატვრობის ძეგლებში იგი ფართოდ გავრცელებულია.

განვითარებულ შუა საუკუნეებში ამ იკონოგრაფიულ პროგრამებში აქცენტი გაკეთებულია არა მხოლოდ მოქმედებაზე, არამედ უმთავრეს იდეალზე. ესაა ხსნის იდეა, ასახული ადამისადმი დახრილ მაცხოვრის ფიგურაში, რომელსაც იგი ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს, აგრეთვე თაყვანისცემის იდეა ჯოჯოხეთის დამთრგუნველი მაცხოვრისადმი. ადრეული ხანის ძეგლებისგან განსხვავებით, განვითარებული შუა საუკუნეების ნაწარმოებებში მაცხოვარს ხელში უპყრია მაღალტარიანი ჯვარმეწამული (წამების ჯვარი), რომელსაც იგი ეყრდნობა და რომლითაც თრგუნავს ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველ - ჰადესს ანუ ჯოჯოპეტს. ეს იკონოგრაფიული პროგრამა ფართოდ არის გავრცელებული განვითარებულ შუა საუკუნეებში მთელ საქრისტიანოში (ლავროვის მონასტრის ლექციონარის მინიატურები, კიევის წმინდა სოფიას, ტორჩელოსა და ვენეციის წმინდა მარკოზის კედლის მოზაიკური მხატვრობა). ეს იკონოგრაფიული პროგრამები გვხვდება არა მარტო ბიზანტიურ სამყაროში, არამედ საქართველოშიც. ამის შესანიშნავი მაგალითებია: ატენის სიონი (XI ს-ის 90-იანი წლები), ზემო კრიხის (XI ს-ის II ნახევარი), იფრარის (1096), ლაგურკას (1112), ნაკიფარის (1130 წლის ახლო ხანები), წვირმის მაცხოვრის (XII ს-ის 30-იანი წლები), ფავნისის (XII ს.), ქოლაგირის (XII-XIII ს.ს.), აჭის (XIII ს.) და სხვა მოხატულობები. როგორც უკვე ითქვა, ამ იკონოგრაფიულ პროგრამებში ცენტრალური ადგილი უჭირავს ადამისკენ დახრილ მაცხოვარს, რომელსაც ხელში ჯვარმეწამული უპყრია და თრგუნავს ჯოჯოხეთს. კედლის მხატვრობაში მაცხოვარი უმეტეს შემთხვევაში წარმოდგენილია ლურჯი ცის ფონზე. ქვედა მონაკვეთი კი, სადაც ცოდვილნი და მართალნი გამოისახებიან, შესრულებულია მოყვითალო-მოყავისფრო ტონის მიწაძით. აქვე, რბილი კონტურით მოხაზულ მთის ფონზე, წარმოდგენილია ორი მაღალი სარკოფაგი, რომელშიც დგანან სცენის მთავარი პერსონაჟები - ძველი და ახალი აღთქმის მართალნი. ერთ მხარეს - ადამი და ევა, მეორე მხარეს - სოლომონი, დავითი და სხვანი. მაცხოვარს ადამი ამოჰყავს ჯოჯოხეთიდან. მის უკან დგას ევა (იგი შეიძლება მთელი ტანით ან ნახევარფიგურის სახითაც იყოს წარმოდგენილი). ადამი დაჩოქილია. ევას წინ გაწვდილი მავედრებელი ხელები კი სამოსითაა დაფარული, რითაც იგი განსხვავდება ადრეული ხანის ძეგლებისგან. ბიბლიურ მეფეებთან - სოლომონთან და დავითთან ერთად ამ პერიოდისთვის ხშირად გამოისახება იოანე ნათლისმცემელიც. მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: პალეოლოგთა ეპოქაში (XIII-XV ს.ს.) უფლის წინამორბედი გამოისახება წინ გაწვდილი ხელით, რომელიც მიუთითებს მაცხოვარზე და მეორე ხელში უჭირავს გაშლილი გრაგნილი. ეს იკონოგრაფიული პროგრამა გვხვდება აჯის მოხატულობაში (XIII ს.), სერბულ მხატვრობაში (სოპოჩანი), პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დასურათებული ხელნაწერის მინიატურაში. აჭის კედლის მხატვრობისათვის ნიშანდობლივია ერთი მომენტი: ბიბლიური მეფეებიდან აქ მხოლოდ დავითი გამოისახება (როგორც წესი, უნდა გამოისახებოდეს სოლომონიც).

- ხატწერის, ნაქარგობისა და ლითონმქანდაკებლობის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშებიდან რომელზეა ასახული მაცხოვრის აღდგომის იკონოგრაფიული პროგრამა და განსაკუთრებით რომელი საუკუნე გამოირჩევა ამგვარი ძეგლების სიმრავლით?

- ჩვენამდე მოღწეული ხატებიდან მნიშვნელოვანია ზემო სვანეთში, კერძოდ მესტიის მუზეუმში, დაცული "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" სცენა, რომელიც ნაქარგია და განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, მას ბერძნულენოვანი განმსაზღვრელი წარწერა აქვს. ხატწერის ნიმუშების ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ძეგლები XVII-XVIII ს.ს-ს მიეკუთვნება. ფერწერული ხატების განსაკუთრებული სიმრავლით კი მეცხრამეტე საუკუნე გამოირჩევა. რაც შეეხება ლითონმქანდაკებლობის სფეროს - ჩვენამდე მოღწეული ხელოვნების ამ დარგის ზემოთ მოტანილი მცირე ფორმების გარდა ეს იკონოგრაფიული პროგრამა ფართოდ აისახა ყველა იმ ჭედურ ნიმუშზე, რომელზედაც "ათორმეტი დღესასწაულის" სრული ციკლია მოცემული. საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ აღდგომის ეს სცენები თავისი ეპოქის შესაბამისი იკონოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდებიან. მეთერთმეტე საუკუნის ძეგლებიდან ამ მხრივ საყურადღებოა ზარზმის ღვთისმშობლის ჭედური ხატი, რომელიც შესრულებულია ლაკლაკისძეთა ფეოდალური სახლის დაკვეთით. მის ჩარჩოზე ასახული ათორმეტი დღესასწაულის ციკლში შემავალი სიუჟეტი "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა" გამოსახულია ზედა ზოლზე. მისთვის დამახასიათებელია ის მხატვრულ-იკონოგრაფიული თავისებურებანი, რასაც ამ პერიოდის კედლის მხატვრობის ძეგლებში ვხვდებით. მეთოთხმეტე საუკუნის ძეგლებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ანჩისხატის კარების შიდა მოჭედილობას, სადაც მარჯვენა ფრთის ქვედა მონაკვეთი "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" იკონოგრაფიულ პროგრამას ეთმობა; იგი ითვალისწინებს ძველ რედაქციებს, გადამუშავებულს მეთოთხმეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილისტურ-იკონოგრაფიული თავისებურებებით.

მეთოთხმეტე საუკუნე ქართულ ლითონმქანდაკებლობაში მეორედ აყვავების ხანის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ ეპოქაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მაცხოვრის ცხოვრების ამსახველ სიუჟეტებს. მთელ რიგ ხატებსა და ჯვრებზე ეს პროგრამები ძალზე ფართოდ გამოისახება. ამ სცენებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღდგომის იკონოგრაფიული პროგრამაა. ამ ეპოქის ძეგლებიდან ჩვენთვის საყურადღებოა სადგერის საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვარი (XVI ს-ის I მეოთხედი), შესრულებული მამნე ოქრომჭედლის მიერ. ჯვრის წინაკირი შემკულია "ათორმეტი დღესასწაულის" და წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით. "ჯოჯოხეთის წარმოტყვენა" ჰორიზონტალური მკლავის მარჯვენა მონაკვეთზეა მოცემული.

ეს პროგრამა გვხვდება შემოქმედის მაცხოვრის ხატის ჩარჩოს მოჭედილობაზეც (XVI ს.), მასში მაარქაიზებელ ელემენტებად გამოდის აღმოსავლური იკონოგრაფიული პროგრამებისათვის დამახასიათებელი დეტალები, რომლებიც გადამუშავებულია მეთექვსმეტე საუკუნის შესაბამისი თავისებურებებით. 1640 წელს მოჭედილ მარტვილის ღვთისმშობლის ჭედური ხატის ჩარჩოზე წარმოდგენილი აღდგომა უფლისა იკონოგრაფიულ პროგრამას ითვალისწინებს. მეთვრამეტე საუკუნის ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წმინდა საბას ხატი ჩხარიდან; იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის (1752-1784) დაკვეთით შესრულებული ეს კარედი ხატი აშკარად განიცდის დასავლეთევროპული ხელოვნების გავლენას. ჩხარის კარედზე აღდგომის იკონოგრაფიული პროგრამაც ითვალისწინებს XVIII საუკუნისთვის დამახასიათებელ სიახლეებს, აღბეჭდილს დასავლეთ ევროპის ხელოვნებისთვის ნიშანდობლივი მხატვრული თავისებურებებით.

ასე რომ, ქართულ სახვით ხელოვნებაში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღდგომის იკონოგრაფიულ პროგრამას, რომელიც ასახავს ამა თუ იმ ეპოქის ქრისტიანულ აზროვნებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat