ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.
- ივერონის მონასტერს იმდენი მომლოცველი სტუმრობდა, მსგავსი არასად მინახავს
,- შთაბეჭდილებას მიზიარებს ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, რომელმაც ათონის წმინდა მთა გასულ წელს მოილოცა.
- რამდენჯერმე ვეამბორე ივერიის ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც, განსხვავებით მოალერსე ღვთისმშობლის ხატისგან, ქართული პერანგი აქვს შემორჩენილი. მონასტრის შესასვლელში წმინდა ექვთიმეს და იოანეს ხატებია დაბრძანებული ნიშნად იმისა, რომ ეს მათი აგებული სავანეა. აქვე ნახავთ წმინდა გაბრიელ ბერის ხატს, კარიბჭის ღვთისმშობელს, ზღვიდან რომ ამოაბრძანეს.
მონასტერში ვიტრაპეზეთ... საღამოს ლოცვის დაწყებამდე ერთ-ერთ ტაძარში სურათებს ვიღებდი და ერთმა ბერძენმა ბერმა კარიბჭე დგვანახა და გვითხრა, ეს ის კარიბჭეა, რომელიც დაილუქა და აღარავის უღებენო. ამგვარი გადმოცემა ყოფილა: ერთხელ, ამ კარიბჭეს ასაკიანი კაცი მოადგა და არ გაუღეს კარი. ღვთისმშობელი გამოეცხადა და მას ოქროს ტანალნტი, ოქროს მონეტა მისცა, თან უთქვამს, დაუკაკუნე და ეს აჩვენეო. დააკაკუნა თუ არა აჩვენა ეს ოქროს მონეტა, თან უთხრა, ღვთისმშობელმა მომცაო და კარი გაუღეს. მას მერე დაილუქა და აღარავის უშვებენ. ძველი ხის კარია.
იქვე კოშკია, სადაც თორნიკე ერისთავი მოღვაწეობდა.
გამთენიისას ზარების რეკვამ გვამცნო ლოცვის დასაწყისი. ტაძრიდან გამოაბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ბოლომდე მივდევდით ამ ხატს. ბოლოს დააბრძანეს იმ ადგილას, ზღვასთან ახლოს, საიდანაც ამოაბრძანა ეს ხატი პირველად წმინდა გაბრიელ ბერმა. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტარება ყველას სურვილი იყო. მე ორჯერ მხვდა წილად მეტარებინა ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
ივერიის ღვთისმშობელმა დაიფაროს სრულიად საქართველო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი