სინანულის ხატი ღმრთისმშობლისა
სინანულის ხატი ღმრთისმშობლისა
ჩუკულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ეკუთვნოდა ქვემო სვანეთში მდებარე ლაშხეთის თემში შემავალ სოფელ ჩუკულს (სვანური სიტყვაა და ჩაკეტილს ნიშნავს). ეს სახელი დაერქვა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რის შედეგადაც სოფელი მტრისგან კარგად იყო დაცული და მისი ეკლესიაც განძსაცავს წარმოადგენდა.

2005 წლის წითელ პარასკევს, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, გამთენიისას სოფელი მეწყერმა დაფარა – ციხე–კოშკის ფორმის მთა მურყვამიდან წამოვიდა და სახლები მიწაში ჩაიტანა (მურყვამი სვანურად ციხე–კოშკს ნიშნავს). საბედნიეროდ ხალხმა სახლებიდან გამოსვლა მოასწრო და ამ კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სოფელში ორი ტაძარი იყო და დამეწყვრას ორივე გადაურჩა.
ჩუკულის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის XI საუკუნის დარბაზული ეკლესია მრავალწახნაგა აბსიდით, მნიშვნელოვან განძს იტევდა. გადმოცემით ცნობილია, რომ აქ ინახებოდა თამარ მეფის ოქროს გვრიგვინი, ქოლგა, ცხენის ლაგამი და ძვირფასი ლითონისგან შესრულებული, იშვიათი თვლებით შემკული მრავალი ჯვარ–ხატი.

მათ შორის იყო XI საუკუნის სასწაულმოქმედი ჩუკულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც XX საუკუნის ოციანი წლების ანტირელიგიურმა მოძრაობამ იავარჰყო და მისი სახე მხოლოდ დიმიტრი ერმაკოვის გადაღებულ ფოტოზე შემოგვრჩა.
ტაძრის სამხრეთის შესასვლელს ამკობდა ხის მოჩუქურთმებული კარი შედგენილი 22 წმინდანის გამოსახულებითა და 28 აჟურული ელემენტით, მოტანილი მეორე, გაუქმებული ეკლესიიდან. ეს კარი მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გადაიტანეს და დღემდე იქ არის დაცული. თავისი სტილით და შესრულების მანერით ეს კარი მსოფლიო კულტურის საგანძურში იკავებს ადგილს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა–კურთხევით ჩუკულის ღვთისმშობლის იავარქმნილი ხატის ასლი შეიქმნა. შემოწირულობა საქართველოს მოსახლეობამ გაიღო.

ეს არის სინანულის ხატი, ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად. იგი მართლმორწმუნე ქართველ ერს შეახსენებს ნებსით და უნებლიეთ ჩადენილ ცოდვებს და მათი მიტევების, ქვეყნის გაერთიანება–განმტკიცებისაკენ მიაპყრობს ჩვენს ყურადღებას.
სინანულის ხატი ყველა ქართველს მიანიშნებს იმ ბარბაროსულ საქციელს, რასაც ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში ჩავდიოდით – ჩვენივე ხელით ვანგრევდით იმ კარიბჭეს, რომლითაც საქართველო მტრისგან იცავდა თავს.
სინანული არის გზა, რაზეც ჩვენ უნდა გავიაროთ და რითაც ერი გადარჩება. ყველა ქართველი უნდა შეაწუხოს სინდისის ქენჯნამ და სინანულმა, რომ ვერ ვუპატრონეთ სიწმინდეებს, ვერ მოვუფრთხილდით ჩვენი წინაპრების ტანჯვით მოპოვებულ ცოდნას და ვერ გადავცემთ ჩვენ მომავალ თაობას.

იმედია ყველა ქართველის გულში გაივლის ჩუკულის ღვთისმშობლის სინანულის ხატი და როგორც გაფრთხილება და სინანული, თავის ნაყოფს გამოიღებს. მაშინ ჩვენ არა მარტო სულიერად გადავრჩებით, არამედ მოწყალე უფალი შეგვეწევა, ჩვენივე ხელით დაქცეულის ფეხზე დაყენებაში. მაშინ გაგვახსენდება რატომ იწყებდა გრიგოლ ხანძთელი გაუდაბნოენუბული საქართველოს ფეხზე დაყენებას ტაძრების აღმშენებლობით. წასაქცევად განწირულ საქართველოს ჩვენი გულები შევუყენოთ.
შეგვეწიოს ყოვლადწმინდა სასწაულმოქმედი ჩუკულის ღვთისმშობლის ხატი.

ინგა ონიანი
ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზუემის დირექტორი


წარწერა სინანულის ხატზე:
სახელითა ღმრთისაითა – ადიდენ ღმერთმან – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით მოიჭედა სინანულის ხატი ესე ჩუკულის ღვთისმშობლისა, სადიდებელად ღმრთისა და სალხინებლად საქართველოისა, საფასითა მორწმუნე ერისა, ნინო ახობაძის მუშაკობით.
ოსტატნი:
ერმილე მაღრაძე, ვაჟა ჩიტიშვილი, ლაშა შოშიაშვილი, თემურ წიკლაური, დავით მოძმანაშვილი, ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი
ქრისტეს აქეთ 2016 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat