კუნძულ ტინოსზე ევანგელისტრიას ("კეთილმაუწყებელი") წმიდა ხატის პოვნისა (1823) - 30 (12.02) იანვარი
კუნძულ ტინოსზე ევანგელისტრიას ("კეთილმაუწყებელი") წმიდა ხატის პოვნისა (1823) -  30 (12.02) იანვარი
ძველად კუნძულ ტინოსს "ქარების კუნძულს" ეძახდნენ. ეს კუნძული თურქებმა დაიპყრეს 1714 წელს და მხოლოდ 1821 წლის ბერძენთა აჯანყების მერე  დაუბრუნდა საბერძნეთს. კუნძულს სახელი გაუვარდა XIX საუკუნეში მეგალოხარის (დიდი სიხარული) ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების შემდეგ.

1822 წელს კეხროვინუნიუს სავანის (კუნძულ ტინოსზეა) ერთ-ერთ მონაზონს, და პელაგიას, გამოეცხადა ღვთისმშობელი და უბრძანა, ადგილობრივი სამღვდელოებისთვის გადაეცა, რომ დადგა დრო, მიწიდან ამოეღოთ მისი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც დამალული იყო X საუკუნეში არაბი მეკობრეების მიერ გადამწვარი ტაძრის ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ხილვა რამდენჯერმე განმეორდა, და პელაგია ყოყმანობდა მის დაჯერებას - ან მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, ან ეშმაკის ხიბლიო. მაშინ ღვთისმშობელი უკანასკნელად გამოეცხადა პელაგიას, უსაყვედურა ურწმუნოება და გააფრთხილა, თუ ძველებურად შეეწინააღმდეგებოდა ღვთის ნებას, ავად გახდებოდა. პელაგიამ ეპისკოპოსს უამბო ყველაფერი. მღვდელმთავარმა გაიხსენა, - რამდენიმე წლის წინ ერთ ტინოსელ ბერიკაცსაც გამოეცხადა ღვთისმშობელი და იგივე უბრძანაო.

ეს ხილვა ჭეშმარიტად ჩათვალა და ეპისკოპოსმა ბრძანა, ზარების რეკვით მოეხმოთ ტინოსელი ქრისტიანები და ხალხს გადასცა ღვთისმშობლის ნაბრძანები. ხალხი რამდენიმე კვირა თხრიდა მითითებულ ადგილს. შედეგი არ ჩანდა და ხელი ჩაიქნიეს. მალე კუნძულს საშინელი ეპიდემია მოედო. მართლმადიდებლებმა ჩათვალეს, რომ ღვთისმშობლის წყალობა მოაკლდათ, რადგან ხატის ძებნას თავი ანებეს. მიუბრუნდნენ გათხრებს და სნეულებამ უკან დაიხია. ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა.

გათხრებისას კუნძულის მოსახლეობამ გადაწყვიტა, ძველი ბიზანტიური ტაძრის ნანგრევებზე პატარა ეკვდერი აეშენებინათ. ახალ ეკვდერს საფუძველი დაუდეს 1823 წლის 1 იანვარს. ამავე ადგილას აღმოაჩინეს ძველი დამშრალი ჭა. რახან ჭა ძველი ტაძრის შიგნით იყო მოქცეული, ხალხმა იფიქრა, ეს რაიმე სასწაულთან არის დაკავშირებულიო. ეკვდერს დაარქვეს "წყარო ცხოველი" ანუ "ზოოდოგოს პიგის", ამავე დასახელების ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად.

30 იანვარს (ძველი სტილით) სამი დიდი მღვდელმთავრის (წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილი დიდის და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის) ხსენების დღეს, როცა ქრისტიანები ჭიდან ორ მეტრში საძირკვლისთვის ადგილს ასწორებდნენ, იგრძნეს, ბარის პირი ხეს მოხვდა. ახლა უკვე ფრთხილად გამოთხარეს და აღმოაჩინეს ხარების ხატის ნახევარი - ამ ნაწილზე გამოსახული იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ღვთისმშობელს შროშანს უწვდის. გახარებულმა მუშებმა მეგობრებს მოუხმეს და მალევე იპოვეს ხატის მეორე ნაწილი - მასზე მუხლმოყრილი ღვთისმშობელი ისმენს ანგელოზის ხარებას, რომ მას დაეკისრა უდიდესი მისია - გახდეს დედა ღვთისა. მუშებმა ორივე ნაწილი შეაერთეს და ანალოღიაზე დაასვენეს.

წმინდა ხატის პოვნის ამბავმა კუნძულის მთელი მოსახლეობა შეჰყარა. ეპისკოპოსმა მაშინვე პარაკლისი აღავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ხატი 800 წელზე მეტი მიწაში იდო, როგორც მოწმობენ თანამედროვენი, თითქმის არ დაზიანებულა. მკვეთრი და ცოცხალი ფერებიც შემორჩენოდა.

ღვთისმშობელი ხატზე მუხლმოყრილი და თავდადრეკილი ლოცულობს. მის ანალოღიაზე წიგნია გადაშლილი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს ხატი ბიზანტიურ ეპოქაზე ადრინდელია. შესაძლოა, წმინდა ლუკას მიერ შექმნილ წმინდა ხატთაგანია. ეს წმინდა ხატი სასწაულმოქმედია და მისი მოპოვების დღიდან ათასობით სასწაული მოუხდენია.

"მეგალოხარის" ხატის პოვნის შემდეგ "ცხოველსმყოფელი წყაროს" ეკვდერის ადგილას ხარების დიდი ტაძარი ააგეს. მთელი საბერძნეთიდან ჩამოდიოდნენ ხელოსნები, მუშები და ღვთის სადიდებლად გროშების ფასად მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდებოდა და კუნძული ტინოსი ლტოლვილებით იყო სავსე, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. რვა წელიწადში აიგო ტაძარი, ტაძრის კანტორის შენობა, მუზეუმი და გალერეა. ტაძრის კურთხევის შემდეგ ხატი საპატიო ადგილას დაასვენეს, სადაც დღემდე ბრძანდება.

1842 წელს უბედურება მოხდა: მადლიერების ნიშნად ხალხის მიერ ოქროთი და ძვირფასი ქვებით გამშვენებული ხატი ტინოსზე გავლით მყოფმა ერთმა ახალგაზრდა ბერძენმა მოიპარა და ერთ აივანზე დამალა. მერე თოკით დაბლა დაეშვა და თან წაიღო ხატი, ბარძიმი და საღვთისმეტყველო წიგნები. მეორე დილას შეიტყვეს ქურდობის ამბავი. ატყდა ზარების რეკვა. ხალხი კუნძულის გარშემო ჩადგა. ქურდი იმ დროს დააკავეს, როცა ტინოსსა და ანდროსს შორის მდებარე მცირე ყურის გადაცურვას აპირებდა. წმინდა ხატი დიდი პატივით დააბრუნეს ძველ ადგილზე.

კუნძულ ტინოსის ხარების ტაძარი (პანაღია ევანგელისტრია) მთელ საბერძნეთში ყველაზე საყვარელი მოსალოცი ადგილია. ყოველწლიურად აქ მილიონზე მეტი მომლოცველი მოდის. დღესასწაულებზე კი ქალაქი ვერ იტევს მომლოცველებს, რომლებიც ღამეს ტროტუარზე, ქუჩაში, პორტში და ტაძარში ათენებენ. ბევრი ბერძენი ტაძრის კიბეზე ჩოქვით ადის და ამით გამოხატავს მადლიერებას და სასოებას ღვთისმშობლის მიმართ.

"მეგალოხარის" ხატის წინაშე მომხდარისასწაულები
"წყარო ცხოველსმყოფელი"
ჭასთან, რომელიც "ცხოველსმყოფელი წყაროს" ეკვდერშია, ერთი საინტერესო ამბავია დაკავშირებული.

იმ დღეს, როცა ხარების ხატი მოიპოვეს, ეპისკოპოსმა წყლის კურთხევის ლოცვისთვის წყლის მოსატანად ქალაქში პატარა ბიჭი გაგზავნა. ბავშვმა მალევე უკან მოირბინა - ძველი ჭა წყლით არის სავსეო. ეპისკოპოსი მაშინვე მივიდა ჭასთან და გაოცებულმა დაინახა, რომ დიდი ხნის ამომშრალი ჭაში პირამდე კამკამა წყალი ლიცლიცებდა. მას შემდეგ ჭის წყალი წმინდად ითვლება და მრავალ ქრისტიანს შინ დიდი მოკრძალებით მიაქვს.

ინგლისური სავაჭრო გემის გადარჩენა
როგორც ვთქვით, ხარების ტაძარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს აშენდა. კუნძული სავსე იყო ლტოლვილებით. მშენებლობას ფული არ ჰყოფნიდა. შესაძლოა, მუშაობა შეწყვეტილიყო. ერთხელ ტინოსის სანაპიროზე ღუზა ჩაუშვა დიდმა ინგლისურმა სავაჭრო ხომალდმა, უცნაური სახელწოდებით - "თქვენ ეს როგორ მოგწონთ". მასზე იმყოფებოდა საბერძნეთში ინგლისის ვიცეკონსული ბატონი ფლიკი, კათოლიკე. უეცრად შტორმი ამოვარდა და ფრეგატს კლდეებზე დამსხვრევას უქადდა. გემბანზე მდგარმა ვიცე-კონსულმა შორს თვალი მოჰკრა ნახევრად აშენებულ ტაძარს და ბაგეთაგან ლოცვა აღმოხდა, - ღმერთო, ოღონდ ხომალდი გადაარჩინე და სამაგიეროდ ამ ტაძრის დასამთავრებლად დიდ ფულს შევწირავო. ხომალდზე მყოფი თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ კონსულის ლოცვის მერე ფრეგატის გარშემო ტალღები დაცხრა, წყალი სრულიად მშვიდი და გაჭვირვალე გახდა, თითქოს ღვთის ხელი შეეხოო.

ხომალდი მშვიდობიანად მიადგა ნაპირს. ვიცე-კონსულმა აასრულა აღთქმა: მივიდა ტაძარში, ეამბორა სასწაულმოქმედ ხატს და ტაძრის მშენებლობის დამთავრებისთვის ასი ესპანური ოქროს მონეტა შესწირა, რაც სრულიად საკმარისი იყო ამ საქმისთვის.

მუსლიმანი პოლკოვნიკის განკურნება
არა მხოლოდ მართლმადიდებლები გრძნობენ ღვთის მადლის მოქმედებას ღვთისმშობლის ვედრებისას, არამედ სხვა სჯულის ხალხიც. მე-19 საუკუნეში თურქეთის არმიის პოლკოვნიკი, რომელიც უკურნებელი სნეულებით იტანჯებოდა, ღვთისმშობლის ხატის თაყვანსაცემად მოვიდა და კურნება შესთხოვა. განიკურნა და მადლიერების ნიშნად ტაძარში მისასვლელ კიბესთან მარმარილოს შადრევანი ააგო. ყოველწლიურად, ნათლისღების დღეს, წყალს ამ შადრევანში აკურთხებენ ხოლმე.

გემი, რომელიც იძირებოდა
1850 წელს ხმელთაშუა ზღვაში გემი შტორმში მოხვდა. ტალღებმა ტრიუმი შეანგრია და ხომალდმა ჩაძირვა იწყო. შეშინებული მეზღვაურები გამალებით ხაპავდნენ წყალს, მხურვალედ ევედრებოდნენ ღვთისმშობელს და მისი წყალობით დაზიანებული ხომალდი ნაპირამდე მიიყვანეს. როცა დაზიანების გამოსწორებას შეუდგნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - გემის ნახვრეტში ვეებერთელა თევზი გაჭედილიყო და შიგ წყალს არ უშვებდა. დარწმუნდნენ მეზღვაურები, რომ მათ ღვთისმშობელი დაეხმარა. სამადლობლად ტაძარს ოქრო-ვერცხლით გაკეთებული ხომალდის ასლი შესწირეს. მაკეტის ნახვრეტსაც ვერცხლის თევზი ფარავს.

ფორთოხლის ხე
ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა ბერძენმა მძიმე ავადმყოფობის მერე მხედველობა დაკარგა. მას ადრე გაეგონა ღვთისმშობლის ხატის "დიდი სიხარულის" წინ აღვლენილი ლოცვებით მომხდარი სასწაულების შესახებ და ღვთისმშობელს განკურნება შესთხოვა. დაჰპირდა, რასაც პირველად დავინახავ, იმას შემოგწირავო. ღვთისმშობლის ლოცვითა და ღვთის მადლით კაცს მხედველობა აღუდგა და პირველი, რაც დაინახა, ლამაზი ფორთოხლის ხე იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან ხარების ტაძარში ოსტატურად გაკეთებული ვერცხლის მინიატიურული ფორთოხლის ხე გაგზავნა, რომლის ტოტებზე მშვენიერი ნაყოფი და კანდელები ეკიდა.

მონარქის განკურნება
1915 წელს საბერძნეთის მეფე მძიმედ გახდა ავად. ხალხი შიშით ელოდა მის გარდაცვალებას. სამეფო ოჯახის წევრებმა ავადმყოფთან "მეგალოხარის" ხატის მობრძანება ითხოვეს და ხატმა პირველად დატოვა ტინოსი. ის დიდი მოკრძალებით გადაასვენეს ათენში, სადაც ათასობით ადამიანი მიაცილებდა პორტიდან სასახლემდე. უგონოდ მყოფ მეფეს მაღალი სიცხე ჰქონდა. ის მიხვდა, რომ მის გვერდით დიდი სიწმინდე იმყოფებოდა და ათრთოლებულმა ჩაიჩურჩულა, - ამბორი მსურსო. ხატზე ამბორის მერე ავადმყოფობამ უკან დაიხია. რამდენიმე კვირის მერე მეფე სრულიად გამოჯანმრთელდა. სამადლობლად მან ხატს შესწირა ოქროს ფირფიტა, რომელზეც თავად ცხენზე მჯდომია გამოსახული.

დამბლადაცემული ბიჭის განკურნება
კეხროვინიუს მონასტრის მოხუცებული მონაზონი დედა პაისია რამდენიმე წლის წინ ხარების ტაძარში იმყოფებოდა. მოიყვანეს დამბლადაცემული ბიჭი და ხატის წინ დასვეს. საცოდავი უძლურად ჩაჩოქილიყო. მხლებელმა ქალებმა ბიჭი წამოსწიეს ხატისთვის საამბორებლად. დიდხანს გულმხურვალედ ილოცეს და წავიდნენ. ხატის წინ ღვთისმშობლის თაყვანისმცემელთა გრძელი რიგი იდგა. უეცრად კართან ვიღაცამ დაიყვირა. პაისია ქუჩაში გავიდა. აქვითინებულმა ქალებმა მას მიუთითეს იმ პატარა ბიჭზე, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და გახარებული აქეთ-იქით დარბოდა. დედა პაისია ამბობდა: ამგვარი მოვლენები ისე ხშირად ხდება, რომ მას აღარავინ იწერსო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat