ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატები
ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა
განუზომლად დიდია და მიუწვდომელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მნიშვნელობა ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, ვინაიდან მისით უფლის ძე განკაცდა, განხორციელდა. იგი სისხლხორცეულად ადამიანის მოდგმას ეკუთვნოდა, მაგრამ გამორჩულ იქნა ღვთისმოსაობის, განსაკუთრებული სიწმინდის სრულყოფილების გამო და გახდა ჭურჭელი უფლის ნების განხორციელებისა. იგი ერთადერთია კაცთა შორის, რომელიც უკვდავებაში გადავიდა და საუკუნო სასუფეველი თვით უფლის გვერდით დაიმკვიდრა.

ლუკა მახარებელმა პირველმა შექმნა ღვთისმშობლის ოთხი ხატი. ერთია "ელეუსა", ანუ მოალერსე ღვთისმშობელი. ამ ხატში ყრმა იესო დედას ლოყით ეხება. ამით გამოკვეთილია ადამიანური გრძნობა - სითბო, სიყვარული.

მეორეა "ოდიგიტრია" (გზის მაჩვენებელი), ანუ წარდგინებითი ხატი. ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მასში ხაზგასმულია ყრმის ღვთაებრიობა, მისი დანიშნულება. ოდიგიტრიის ხატი განკაცებისა და უბიწოდ ჩასახვის დოგმატის გამომხატველია.

მესამეა "დეისუსი" (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი), ხატი იესო ქრისტეს გარეშე. ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს ადამიანთა შეცოდების შენდობისა და მათი სულების ხსნისთვის.

მეოთხე, "გლიკოფილუსას" (მოწყალე) ხატში ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული. ის მსხვერპლის იდეის მატარებელია, ხაზგასმულია წინასწარი განცდა ტანჯვისა და ჯვარზე გაკვრისა.

ღვთისმშობლის ხატის შესახებ უძველეს ისტორიულ ცნობას გვაწვის VI ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოდორე. იგი მოგვითხრობს 450 წელს იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში წმინდა ლუკას მიერ შექმნილი ღვთისმშობლის გამოსახულების გაგზავნის შესახებ. იმპერატორ თეოდოსი მეორის მეუღლემ, ევდოკიამ, ხატი მის დას, წმინდა პულხერიას გაუგზავნა.

მე-8 საუკუნეში ამ ხატზე საუბრობდნენ ანდრია კრიტელი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე. ეს არის ოდიგიტრიის ხატი, რომელიც რომში იმყოფება. გერმანე წერს, რომ ეს ხატი ღვთისმშობლის სიცოცხლეში დაიხატა და წმინდა ლუკამ გაუგზავნა თეოფილეს, კაცს, რომელიც ლუკას სახარების დასაწყისში მოიხსენიება.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ლუკას მიერ ნახატი ხატების გარდა, არსებობდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც. მის შესახებ მოთხრობილია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სადიდებელ ტექსტში, რომლის მიხედვითაც წმინდა მოციქულებმა - პეტრემ და იოანემ ააშენეს ტაძარი ღვთისმშობლისა და სთხოვეს წმინდა მარიამს, მოსულიყო მის კურთხევაზე. მარიამმა უთხრა მათ, უკან გაბრუნდით და მეც იქ დაგხვდებითო. ტაძარში მისულმა მოციქულებმა კედელზე ღვთისმშობლის გამოსახულება იხილეს. გადმოცემის თანახმად, აქ ლაპარაკია ლიდიის ტაძარზე. ლიდიის ხატის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობა მე-8-9 საუკუნეებს ეკუთვნის - მოცემულია ანდრია კრიტელის და ბერ გიორგის ნაწერებში, აგრეთვე სამი აღმოსავლელი პატრიარქის მიერ ხატმებრძოლ იმპერატორ თეოფანესადმი გაგზავნილ წერილებში. ცნობილია, რომ ეს გამოსახულება ტაძარში მე-11 საუკუნემდე არსებობდა. შემდეგ მისი კვალი ქრება. მე-8 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქს, წმინდა გერმანეს, ლიდიის ტაძარში გავლისას უბრძანებია ხატის ასლის გადაღება, რომელიც ხატმებრძოლობის პერიოდში რომში გაუგზავნია. ხატთაყვანისმცემელთა გამარჯვების შემდეგ ხატი კონსტანტინოპოლში დაუვანებიათ. ლიდიის ღვთისმშობლის ხატს რომის ღვთისმშობლის ხატსაც ეძახიან.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "აღმადგინებელი"
წმინდა ხატი, რომელიც წმინდა ნინოს თანამედროვე - IV საუკუნისაა, ქართლში, წილკნის მონასტერშია დაცული.

KARIBCHEმეორე, ასეთივე სახელწოდების ხატი XVIII საუკუნეში განდიდდა სასწაულებით. წმინდა დიმიტრი როსტოველი მოგვითხრობს ამ ხატისადმი მლოცველი სნეული მგალობლის სასწაულებრივი კურნების შესახებ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სნეულთა კურნებისთვის.

სამთავროს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
ეს ხატი 1912 წელს საგანგებოდ დაიწერა სამთავროს დედათა მონასტრისთვის ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის თხოვნით, მღვდელმონაზონ ილიას მიერ ივერთა მონასტერში.

სავანეში მოღვაწე უხუცესი დედების გადმოცემით, დიდი სამამულო ომის დაწყების წინ (1940-1941წ.წ.) ღვთისმშობლის ხატმა იტირა. ცრემლის კვალი დღესაც ცხადად იხილვება ღვთისმშობლის სახეზე. ცრემლის დენა განმეორდა 80-90-იან წლებში საქართველოში სამოქალაქო არეულობისა და ძმათამკვლელი ომის წინაც.

KARIBCHE
ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოოჭვილი. ხატს ზურგზე 44 წმინდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი"
ეს ხატი იმყოფება ათონზე, ვათოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში, რომელიც კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აიგო. ამ მონასტრის ახლოს 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს, გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი, თეოდოსი დიდის ძე. ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა. ის ყველას დაღუპული ეგონა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნით დაუძლურებული არკადის თანამგზავრები შემთხვევით სანაპიროზე ბუჩქნარში მძინარე უფლისწულს წააწყდნენ. გამოღვიძების შემდეგ არკადიმ უამბო მათ სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედან წარმოდგა სახელწოდება ვათოპედი - "ყმაწვილის ბუჩქი". იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. მის კურთხევაზე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნექტარიოსთან ერთად მოვიდა არკადიც.

KARIBCHE ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი" მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს. ამ ხატზე ასეთი გადმოცემაა: 807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ბანდამ მიაღწია ათონის მთას. განზრახული ჰქონდათ, გათენებისთანავე, როგორც კი ვათოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები, რომლებიც ნაპირზე საღამოს გამოვიდნენ, დილამდე მონასტრის მახლობლად ბუჩქნარში დაიმალნენ, მაგრამ წმინდა მთის მეთვალყურემ - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა, რომ უღმერთოთა ბოროტი ჩანაფიქრი აღსრულებულიყო.

მეორე დღეს, ცისკრის განტევების შემდეგ, როცა ძმები მოსასვენებლად სენაკებში დაბრუნდნენ, მონასტრის წინამძღვარი მორჩილებას აღასრულებდა, რომ ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებ. მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ". იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან საოცარი სასწაული იხილა: დაინახა, რომ ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი ღვთაებრივი დედის ბაგეს ააფარა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა: "არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონ". მაგრამ ღვთისმშობელი შეეცადა თავისი ძის და უფლის ხელით შეჩერებას, სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის წარმოთქვა: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ".

საშინელი ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა საძმო, შეატყობინა ღვთისმშობლის გაფრთხილება და უფალ იესოს მიერ წარმოთქმული სიტყვები გადასცა. ყველამ უკიდურესი განცვიფრებით შენიშნა, რომ ყოვლადწმინდისა და უფლის სახე და, საერთოდ, მთელი დაწერილობა ხატისა წინანდელთან შედარებით სრულიად შეცვლილიყო და ღვთისმშობლის მფარველობა განადიდეს. მათ მონასტრის გალავნისკენ ისწრაფეს და ყაჩაღთა ბანდის თავდასხმა აიცდინეს.

ამის შემდეგ ვათოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება "ნუგეში" ანუ "მანუგეშებელი", ხოლო ღვთისმშობლის და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს წინასამარადისო ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს, ის თავის ბაგეს ააცილოს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თავისი რჩეულნი.

KARIBCHEამ სასწაულებრივი დაცვის მოსახსენებლად ვათოპედის ხატის წინაშე ანთია ჩაუქრობელი კანდელი და კელაპტარი. უძველესი დროიდან ვათოპედის ძმების ბერად აღკვეცა მხოლოდ აქ ხდება და ყოველდღიური პარაკლისიც აქვე აღესრულება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "სამი სიხარული"
XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან "წმინდა ოჯახის" ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მისმა ნათესავმა, მოსკოველმა მღვდელმა, სურათი თავისი ეკლესიის წინკარში მოათავსა. ხატზე სამი სიხარულით მოსილი სახეა გამოსახული: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, იესო ქრისტესი და ყრმა იოანე ნათლისმცემლისა.

ერთხელ ამ ეკლესიაში მოვიდა ერთი ცნობილი ქალბატონი, რომლის ქმარს ცილი დასწამეს და გადაასახლეს, მამულები ჩამოართვეს, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომში ტყვედ ჩავარდა. უბედური ქალი ევედრებოდა ღვთისმშობელს, უდანაშაულო ადამიანები ამ უბედურებისგან ეხსნა. მას სიზმრად იდუმალმა ხმამ უბრძანა, მოეძებნა წმინდა ოჯახის ხატი და მის წინაშე ელოცა. ქალი დიდხანს ეძებდა და ბოლოს პოკროვკის ეკლესიაში მიაგნო. სულ მალე შეიტყო სამი სასიხარულო ამბავი: მისი ქმარი გაამართლეს და გაათავისუფლეს, ვაჟი უმძიმესი ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მამულიც დაუბრუნდა. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა ხატს "სამი სიხარული".

დღევანდლამდე ხატი სასწაულებს აღასრულებს. ხატის დაუჯდომელი დაწესებულია ოთხშაბათობით. ამ ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელს კითხულობდნენ, დაუჯდომლის შექმნის შემდეგ კი დაისვა საკითხი, თუ რომელი საგალობელი აღევლინათ ამიერიდან. ამ მსჯელობისას მოულოდნელად "სამი სიხარულის" წინაშე კანდელი აინთო, მას შემდეგ ყოველ ოთხშაბათს ხატთან ღვთისმშობლის დაუჯდომელი საგალობელი აღესრულება. მის წინაშე ლოცულობენ ცილისწამების გამო დევნილები, ახლობლებთან ძალით გაყრილნი, შრომით შეძენილი ქონების დამკარგავნი, ისინიც, ვისაც ოჯახური პრობლემები აწუხებს.

KARIBCHEყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი"
ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში, რომელიც ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და ლავრა მას ლოცვა-კურთხევის ნიშნად ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა. წმინდა საბა მშვიდობით წარდგა ღვთის წინაშე VI საუკუნეში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII საუკუნეში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა, მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმინდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ, ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმინდა საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

ქალაქ მინსკიდან 20 ვერსის დაშორებით, კრესტოგორის საზღვართან იმყოფება ღვთისმშობლის ხატის "ძუძუსმაწოვებლის" ასლი. ხატი აღსავლის კარის თავზეა მოთავსებული და სპეციალური მექანიზმის საშუალებით თაყვანსაცემად ძირს უშვებენ. 1650 წელს ხატი მაღალ ხეზე გამოჩნდა. მისი გამოცხადების ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია დაარსდა. შვედების თავდასხმის დროს მოსახლეობამ შემწეობისთვის ღვთისმშობელს მიმართა. ხალხს დღემდე სწამს, რომ სწორედ ზეციურმა დედოფალმა იხსნა უბედურებისაგან. ხალხის მადლიერ მეხსიერებას ამ ხატის მიერ აღსრულებული განკურნების მრავალრიცხოვანი მაგალითი შემორჩა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat