კიევ-პეჩორის ლავრაში მარავალი სიწმინდეა დავანებული, მრავალი ძვირფასი ხატითაა შემკული ტაძრები. თითოეულ სიწმინდეს თავისი ისტორია აქვს.
პეჩორის ლავრაში შეძენილი წიგნებიდან კი მათზე საფუძვლიანი შთაბეჭდილება შემექმნა, რასაც "კარიბჭის" მკითხველს გავუზიარებ.
პირველმოწამე სტეფანე
წმინდა სტეფანეს მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი პეჩორის ლავრაში 1724 წელს ჩამოაბრძანა არქიეპისკოპოსმა პახუმ რომანსკიმ. ის ლავრის სავანეში ცხოვრობდა. წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიანი ჩასაბრძანებელი დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის ტაძარში. XIX საუკუნეში მისი წმინდა ნაწილები ვერცხლის ჩასაბრძანებელში მოათავსეს, რომლის ზედა ნაწილზე გამოსახულია პირველმოწამე მთლიანი ტანით. 1941 წლის 3 ნოემბერს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ააფეთქეს და ეს სიწმინდე ნანგრევებში იყო მოქცეული. 1962-1961 წლებში როცა ტაძრის ნანგრევებს ასუფთავებდნენ ჩასაბრძანებელს მიაკვლიეს. ამ დროიდან ეს ჩასაბრძანებელი კიევ-პეჩორის ისტორიულ ფონდებში იმყოფება. 1889 წელს, წმინდანის საჩვენებელი თითი მონასტერს დაუბრუნეს. ამავე წელს მისთვის გააკეთეს ხის ჩასასვენებელი, რომელიც დღეს ახლო მღვიმეებთან მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარშია დაბრძანებეული.
ბერძნული ღვთისმშობლის ხატი "ანდრონიკე"
ეს ხატი, თავის სიწმინდეებთან ერთად კიევ-პეჩორის ლავრის ჯვართამაღლების ტაძარშია დაცული. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გახლდათ ბერძენი იმპერატორის ანდრონიკე III-ის ოჯახის სიწმინდე.
1347 წელს მან ხატი შეწირა მონემვასიის მონასტერს მორეაში, სადაც ხატი XIX საუკუნის დასაწყისამდე ბრძანდებოდა. როცა 1821 წელს თურქები თავს დაესხნენ საბერძნეთს, ააოხრეს ბევრი ქალაქი. მონასტრის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა აღაპიმ, ყველა სიმდიდრე დაუტოვა მტერს, გარდა სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ქალაქ პატრაში გადამალა. გარდაცვალებმდე აღაპიმ ხატი ნათესავს, რუსეთის კონსულს ვლასოპულოსს უანდერძა. მისმა შვილმა კი 1839 წელს ათონიდან გამოგზავნა ოდესაში წერილით, - გაეგზავნათ ხატი სანქტ-პეტერბურგში იმპერატორ ნიკოლოზ პირველისათვის. ანდრონიკეს ღვთისმშობლის ხატი 1868 წელს იმყოფებოდა პეტერბურგში, ზამთრის სასახლეში, 1877 წელს კი სამების ტაძარში. შემდგომში ხატი გადაიტანეს ყაზანის დედათა მონასტერში, სადაც 1917 წლამდე იყო. 1984 წელს ხატი მოიპარეს. 1991 წელს მოხუცმა კიეველმა ქალმა სასწაულმოქმედი ხატის ასლი შეწირა აღდგენილ პეჩორის ლავრას. ხატის ასლი ბერ-მონაზონმა რაფაელამ 1889 წელს შეასრულა, რასაც ადასტურებს ხატის წარწერა. იქვეა მეორე წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ ხატი ეკუთვნოდა მარიამ ემელიანის ასულ ბლიზნიუკს.
2001 წელს, ლავრის სახელოსნოში შესრულდა ფიგურული სახატე (კიოტი), მასში მოათავსეს წმინდა ნაწილები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი