საჭამიასერში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ლუსკუმის სხვადასხვა ტაძრებში თუ ეპარქიებში მიბრძანების შესახებ "კარიბჭე" პერიოდულად გამცნობთ.
ბარბარობის დღესასწაულზე, ლუსკუმა, რომელშიც 200 წმინდანის წმინდა ნაწილია დავანებული, ახლა შემოქმედის ეპარქიაში იქნება დაბრძანებული. ლუსკუმა, 16 დეკემბერს 300 არგველების მეტროსთან მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან წააბრძანეს შემოქმედის ეპარქიაში. მამა სოგრატის (ჭულუხაძე) მადლიანი ლოცვა-კურთხევა გზად მიმავალ სიწმინდეებს თან გაჰყვა. შეგახსენებთ იმ წმინდანთა მცირე ჩამონათვალს, რომელთა ნაწილებიც ლუსკუმაშია ჩაბრძანებულია: წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოციქულნი: პეტრე და პავლე, ანდრია, იაკობ ზებედესი, ფილიპე და ბართლომე, თომა, იაკობ ალფესი, იაკობი - ძმა უფლისა, ლუკა მახარებელი, ტიტე, პირველმოწამე სტეფანე, დიდმოწამენი: გიორგი, მარინე, ანასტასია, ეკატერინე, ქეთევან დედოფალი, დავით და კონსტანტინე, პანტელეიმონი, მინა, დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა მღვდელმთავარნი, მღვდელმოწამენი, ღირსმოწამენი, კიევ-პეჩორის, გლინისა და ოპტის უდაბნოს წმინდა მამები, ღირსი ოდესელი მამები, წმინდა ბარბარე, მართალნი: ანა, ელისაბედი, იოსები და კიდევ მრავალი.
წმინდა ლუკუმის სხვადასხვა ეპარქიებში მოლოცვის დროს მორწმუნეები მრავალი სასწაულის მომსწრენი იყვნენ. ქალბატონი მარეხი ასეთ ამბავს გვიამბობს:
-2015 წლის 8 სექტემბერი ერთ-ერთი ლამაზი და მადლიანი დღე იყო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრისთვის. წინამძღვრის, დეკანოზი აბიბოსის ლოცვა-კურთხევით, მაცხოვრისა და წმინდა ბარბარეს 200 წმინდანის წმინდა ნაწილებიან დიდებულს ხატს მრევლი აღფრთოვანებით შეეგება და ზარების გუგუნში, საზეიმო ლოცვა დაიწყო... თუმცა, საგულისხმოა რამდენიმე ამბავი ამ ხატან დაკავშირებით. იმ პერიოდში, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით და მამა აბიბოსის ძალისხმევით, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, დიაგნოსტიკური ცენტრის წინ, საქართველოში ერთადერთი, ღვთიური მკურნალისა და გზის მფარველის, რაფაელ მთავარანგელოზის ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვებოდა. დარჩენილიყო მხოლოდ იატაკის მოპირკეთება, რომლის თანხა, სამწუხაროდ არ იყო და ეკლესიის გახსნა ჭიანურდებოდა. უშუალოდ, ხატის ტაძარში შემობრძანების შემდეგ მამა აბიბოსს ტელეფონით დაუკავშირდა და უცხო აღმსარებლობის, უცხოტომელმა ადამიანმა, იატაკის დასაგები თანხა შესაწირად გაიღო... ასე შემოგვიტანა ხატმა წყალობა. 2015 წლის 21 ნოემბერს კი მთავარანგელოზობის დღესასწაული ახალნაკურთხ ეკლესიაში ვიზეიმეთ.
მინდა ერთი ფაქტიც გაგიზიაროთ: თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც წმინდა ნინოს ტაძარი მდებარეობს, განსაკუთრებულად ბოლო წელს, ახლად დაგებულ გზატკეცილზე, ზედიზედ რამდენიმე ავარია მოხდა, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხატმა ქუჩა მოილოცა... ავარიულ შემთხვევას, მაშინაც ჰქონდა ადგილი, თუმცა არავინ დაშავებულა. სამაგიეროდ, ხატს ორივე მხარეს მინა გაებზარა და გატყდა...- ხატმა იტვირთა ხალხის გადარჩენა და ქუჩა დალოცა,-ჩურჩულებდა მრევლი. წინამძღვარმა, მამა აბიბოსმა კი, ლოცვა-კურთხევა მოგვცა: -ჩვენს ტაძარს და ჩვენს ქუჩას, ისევე, როგორც მთელს საქართველოს გაძლიერება სჭირდება ლოცვით და ხატის პატივსაცემად, ღამისთევით, უფლის მეოხებით 200-ივე წმინდანის პარაკლისი ან დაუჯდომელი იქნება ღვთისადმი აღვლენილი წირვა-ლოცვის შუალედში.
ამის შემდეგ, ჩვენს ტაძარში ცა და მიწა თითქოს შეერთდა. მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდანთა პარაკლისები და დაუჯდომლები განუწყვეტელი ლოცვის მადლში და საკმევლის სურნელში გაერთიანდა. მეორე დღეს, საზეიმო წირვის შემდეგ, წაბრძანდა ხატი, თუმცა, ყველას უფლის ბრწინვალე აღდგომის სიხარულის დარი განწყობა დაგვიტოვა... და ვინ იცის, ჩვენს ირგვლივ კიდევ რამდენი უთქმელი სასწაული აღასრულა უფალმა ამ სასწაულმოქმედი ხატის მეშვეობით.
ავტორის ფოტოები
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი