ვარძიის ღვთისმშობელი
მონასტერში დაცული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით, ამ ხატს გამარჯვებულს უწოდებენ. ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მწერალი, წმინდა იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". შემორჩენილია ვარძიაში გადაწერილი ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XIIს.).