"ცხოველმყოფელი წყარო"
აღდგომის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის განახლების დღესასწაული. მას ცხოველმყოფელი წყარო ეწოდება და ლეონ I-ის მიერ V საუკუნეშია დაარსებული.
აქ ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრის ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ეს წყარო მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილ ადამიანებს კურნავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აქაურობა გაუდაბურდა. ერთხელ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა მოინდომა, წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა. სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო და მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წელს მოხდა. სწორედ იმ დროს დაიწერა ეს ხატიც.
როდესაც ლეონი იმპერატორი გახდა, ეს ადგილი აღადგინა და მას უწოდა ბალაკლია ანუ ცხოველმყოფელი წყარო. ის კონსტანტინოპოლიდან ათ ვერსზეა და ბერძნულ ტაძრებს შორის გამორჩეულია. "ცხოველმყოფელი წყაროს" ხატის ერთ-ერთი ასლი საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმინდა სერაფიმ საროველი.