06.05.2015
ილორის წმინდა გიორგის ხატი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხატი სოფელ ილორიდან, რომელიც დღეს დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში.
ილორის წმინდა გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს სამფრთიან, დასაკეც ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმინდა დიმიტრი და წმინდა თეოდორე განმარტებითი ძველქართული წარწერებით. ხატის შიდა ნაწილზე გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსში გამოწყობილი წმინდა გიორგი. ხატის ჩასასვენებელზე მოთავსებული ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ფაქტს. წარწერაში მოხსენიებულია ასევე გიორგი III დადიანი, ოდიშის მთავარი 1752 - 1782 წლებში და მისი მეუღლე თამარი.